სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მამუკა ბაკურია - "ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას"
 მამუკა ბაკურია - "ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას"

რამ­დე­ნი­მე დღის წინ რეს­ტო­რან "ლა ტრუ­ფე"-ში, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" რამ­დე­ნი­მე წევ­რსა და რეს­ტო­რან­ში მყოფ პი­რებს შო­რის ინ­ცი­დენ­ტი მოხ­და, რის შე­დე­გა­დაც და­შავ­დნენ პარ­ლა­მენ­ტის წევ­რე­ბი გი­ორ­გი ვა­შა­ძე და და­ვით საყ­ვა­რე­ლი­ძე, აგ­რეთ­ვე სა­მეგ­რე­ლო-ზემო სვა­ნე­თის ყო­ფი­ლი გუ­ბერ­ნა­ტო­რი ზაზა გო­რო­ზია. რო­გორც და­შა­ვე­ბუ­ლე­ბი ჰყვე­ბი­ან, აგ­რე­სია მათ­თვის უცხო პი­რე­ბის­გან წა­მო­ვი­და, მი­უ­ხე­და­ვად მათი მცდე­ლო­ბი­სა, რომ აგ­რე­სია არ გა­დაზ­რდი­ლი­ყო ჩხუბ­ში, ეს მა­ინც მოხ­და და ისი­ნი ამა­ში მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ა­სა და მას­თან მყოფ სამ პი­როვ­ნე­ბას ადა­ნა­შა­უ­ლე­ბენ. გან­სხვა­ვე­ბუ­ლი ვერ­სია აქვს მე­ო­რე მხა­რეს. ჩვენ ამ ფაქ­ტის ერთ-ერთ მთა­ვარ მო­ნა­წი­ლე­ებს მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ას და მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ანს და­ვუ­კავ­შირ­დით და კო­მენ­ტა­რი ვთხო­ვეთ.

მა­მუ­კა ბა­კუ­რია:

- რა­საც ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბი ამ­ბო­ბენ, სი­სუ­ლე­ლეა. არ დავ­მა­ლავ, რომ ნამ­დვი­ლად არ მე­ხა­ტე­ბი­ან გულ­ზე, ისე, რო­გორც სა­ქარ­თვე­ლოს 90%-ს, მაგ­რამ მა­გათ სა­ცე­მად ნამ­დვი­ლად არ წავ­სულ­ვარ იქ. ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად ვი­ყა­ვი, მათ შო­რის იყო ორი ქალ­ბა­ტო­ნი (ერთი დე­და­ჩე­მის მე­გობ­რის შვი­ლია და მე­ო­რე ჩემი ბავ­შვო­ბის მე­გო­ბა­რია). ვიცი, რომ პო­ლი­ცია ქმე­დი­თუ­ნა­რი­ა­ნია, არ ჰგავს მხედ­რი­ონს და შე­ვარ­დნა­ძის დრო­ინ­დელ პო­ლი­ცი­ას, ისიც ვიცი, რომ ასე­თი ქმე­დე­ბა დას­ჯა­დია, ჰოდა, მე რომ დე­ბო­შის ატე­ხა მდო­მო­და, ამ ქალ­ბა­ტო­ნებს რა­ტომ დავ­პა­ტი­ჟებ­დი და შარ­ში რა­ტომ გავ­ხვევ­დი?! ჩხუ­ბი რომ მდო­მო­და, სპორ­ტუ­ლი ფორ­მით წა­ვი­დო­დი, კას­ტეტს ჩა­ვი­დებ­დი და სა­ერ­თოდ მომ­ზა­დე­ბუ­ლი ვიქ­ნე­ბო­დი რა. აგ­რე­სია წა­მო­ვი­და მათი მხრი­დან და დარ­წმუ­ნე­ბუ­ლი ვარ, გა­მო­ძი­ე­ბა ყვე­ლა­ფერს გას­ცემს პა­სუხს.

- ბა­ტო­ნო მა­მუ­კა, "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბის" წევ­რე­ბი ამ­ბო­ბენ, რომ იქ მო­სულ­მა პო­ლი­ცი­ამ იმი­ტომ არ დაგ­კი­თხათ, რომ თქვენ ქალ­ბა­ტონ თინა ხი­და­შე­ლის მა­მი­დაშ­ვი­ლი ბრძან­დე­ბით.

- ნუ გა­და­მა­ყო­ლეს თი­ნას მა­მი­დაშ­ვი­ლო­ბას. არ მინ­და ამის თქმა, მაგ­რამ მას­თან ძა­ლი­ან და­ძა­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა მაქვს. ჩემ­და სა­უ­ბე­დუ­როდ თინა არის ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლი. გო­გოს­თვის წე­ლი­წად­ზე მე­ტია გა­მარ­ჯო­ბა არ მით­ქვამს. ის რომ ჩემი მა­მი­დაშ­ვი­ლია, მე რა შუ­ა­ში ვარ?! ეგ ნა­ძირ­ლე­ბი იმას რა­ტომ არ ამ­ბო­ბენ, საყ­ვა­რე­ლი­ძე რომ წა­ვი­და და დე­და­მი­სის კლი­ნი­კა­ში გა­და­ი­ღო ტო­მოგ­რა­ფია?! მა­გათ მოს­მე­ნას აზრი არ აქვს.

მა­ნა­ნა გი­ორ­გო­ბი­ა­ნი:

- ის, რა­საც ისი­ნი ამ­ბო­ბენ, არის სიც­რუე. ჩვენ­გან არა­ვი­თა­რი აგ­რე­სია არ ყო­ფი­ლა. ნიკა მე­ლია და მისი თან­მხლე­ბი პირი, რამ­დენ­ჯერ­მე მო­ვიდ­ნენ ჩვენს მა­გი­დას­თან, ისი­ნი ცი­ნი­კუ­რად და დამ­ცი­ნა­ვად ექ­ცე­ოდ­ნენ ჩვე­ნი სუფ­რის წევ­რებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ აღი­ზი­ა­ნებ­დათ მა­მუ­კა ბა­კუ­რი­ას ფაქ­ტო­რი, რად­გან ის "ობი­ექ­ტი­ვის" ჟურ­ნა­ლის­ტია. თა­ნაც ძა­ლი­ან აგ­დე­ბუ­ლად მი­მარ­თავ­დნენ მას. მა­მუ­კამ უთხრა, ძა­ლი­ან გთხოვთ, ფა­მი­ლა­რუ­ლად ნუ იქ­ცე­ვით, ჩვენ ჩვენს მა­გი­დას­თან დავ­რჩე­ბით და თქვენ თქვენს მა­გი­დას­თან დაბ­რუნ­დი­თო. ამა­ზე მათი მხრი­დან წა­მო­ვი­და ლან­ძღვა-გი­ნე­ბა, წა­მოხ­ტნენ მათი სუფ­რის წევ­რე­ბი, შე­მოგ­ვე­სივ­ნენ, ერ­თმა მე­ლი­ას ზურგს უკ­ნი­დან პირ­და­პირ ჩა­არ­ტყა ბექა მაზ­ნი­აშ­ვილს (ბე­ქას სა­ხე­ზე ნა­კე­რე­ბი ადევს), მე­ო­რე მე მეცა კი­სერ­ში და და­მარ­ტყა მუშ­ტი, მაგ­რამ მის­და გა­საკ­ვი­რად ვერ გამ­თი­შა, რად­გან მე ფი­ზი­კუ­რად საკ­მა­ოდ კარ­გად ვარ მომ­ზა­დე­ბუ­ლი. სა­ბო­ლოო ჯამ­ში ისე მოხ­და, რომ 3 ადა­მი­ა­ნი ვი­გე­რი­ებ­დით 20 კაცს.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მამუკა ბაკურია - "ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას"

 მამუკა ბაკურია - "ნუ გადამაყოლეს ხიდაშელის მამიდაშვილობას"

რამდენიმე დღის წინ რესტორან "ლა ტრუფე"-ში, "ნაციონალური მოძრაობის" რამდენიმე წევრსა და რესტორანში მყოფ პირებს შორის ინციდენტი მოხდა, რის შედეგადაც დაშავდნენ პარლამენტის წევრები გიორგი ვაშაძე და დავით საყვარელიძე, აგრეთვე სამეგრელო-ზემო სვანეთის ყოფილი გუბერნატორი ზაზა გოროზია. როგორც დაშავებულები ჰყვებიან, აგრესია მათთვის უცხო პირებისგან წამოვიდა, მიუხედავად მათი მცდელობისა, რომ აგრესია არ გადაზრდილიყო ჩხუბში, ეს მაინც მოხდა და ისინი ამაში მამუკა ბაკურიასა და მასთან მყოფ სამ პიროვნებას ადანაშაულებენ. განსხვავებული ვერსია აქვს მეორე მხარეს. ჩვენ ამ ფაქტის ერთ-ერთ მთავარ მონაწილეებს მამუკა ბაკურიას და მანანა გიორგობიანს დავუკავშირდით და კომენტარი ვთხოვეთ.

მამუკა ბაკურია:

- რასაც ნაციონალები ამბობენ, სისულელეა. არ დავმალავ, რომ ნამდვილად არ მეხატებიან გულზე, ისე, როგორც საქართველოს 90%-ს, მაგრამ მაგათ საცემად ნამდვილად არ წავსულვარ იქ. ჩემს მეგობრებთან ერთად ვიყავი, მათ შორის იყო ორი ქალბატონი (ერთი დედაჩემის მეგობრის შვილია და მეორე ჩემი ბავშვობის მეგობარია). ვიცი, რომ პოლიცია ქმედითუნარიანია, არ ჰგავს მხედრიონს და შევარდნაძის დროინდელ პოლიციას, ისიც ვიცი, რომ ასეთი ქმედება დასჯადია, ჰოდა, მე რომ დებოშის ატეხა მდომოდა, ამ ქალბატონებს რატომ დავპატიჟებდი და შარში რატომ გავხვევდი?! ჩხუბი რომ მდომოდა, სპორტული ფორმით წავიდოდი, კასტეტს ჩავიდებდი და საერთოდ მომზადებული ვიქნებოდი რა. აგრესია წამოვიდა მათი მხრიდან და დარწმუნებული ვარ, გამოძიება ყველაფერს გასცემს პასუხს.

- ბატონო მამუკა, "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რომ იქ მოსულმა პოლიციამ იმიტომ არ დაგკითხათ, რომ თქვენ ქალბატონ თინა ხიდაშელის მამიდაშვილი ბრძანდებით.

- ნუ გადამაყოლეს თინას მამიდაშვილობას. არ მინდა ამის თქმა, მაგრამ მასთან ძალიან დაძაბული ურთიერთობა მაქვს. ჩემდა საუბედუროდ თინა არის ჩემი მამიდაშვილი. გოგოსთვის წელიწადზე მეტია გამარჯობა არ მითქვამს. ის რომ ჩემი მამიდაშვილია, მე რა შუაში ვარ?! ეგ ნაძირლები იმას რატომ არ ამბობენ, საყვარელიძე რომ წავიდა და დედამისის კლინიკაში გადაიღო ტომოგრაფია?! მაგათ მოსმენას აზრი არ აქვს.

მანანა გიორგობიანი:

- ის, რასაც ისინი ამბობენ, არის სიცრუე. ჩვენგან არავითარი აგრესია არ ყოფილა. ნიკა მელია და მისი თანმხლები პირი, რამდენჯერმე მოვიდნენ ჩვენს მაგიდასთან, ისინი ცინიკურად და დამცინავად ექცეოდნენ ჩვენი სუფრის წევრებს. მე ეჭვი მაქვს, რომ მათ აღიზიანებდათ მამუკა ბაკურიას ფაქტორი, რადგან ის "ობიექტივის" ჟურნალისტია. თანაც ძალიან აგდებულად მიმართავდნენ მას. მამუკამ უთხრა, ძალიან გთხოვთ, ფამილარულად ნუ იქცევით, ჩვენ ჩვენს მაგიდასთან დავრჩებით და თქვენ თქვენს მაგიდასთან დაბრუნდითო. ამაზე მათი მხრიდან წამოვიდა ლანძღვა-გინება, წამოხტნენ მათი სუფრის წევრები, შემოგვესივნენ, ერთმა მელიას ზურგს უკნიდან პირდაპირ ჩაარტყა ბექა მაზნიაშვილს (ბექას სახეზე ნაკერები ადევს), მეორე მე მეცა კისერში და დამარტყა მუშტი, მაგრამ მისდა გასაკვირად ვერ გამთიშა, რადგან მე ფიზიკურად საკმაოდ კარგად ვარ მომზადებული. საბოლოო ჯამში ისე მოხდა, რომ 3 ადამიანი ვიგერიებდით 20 კაცს.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა