სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"
გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"

გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი ბა­კურ სვა­ნი­ძის მიერ მისი მი­სა­მარ­თით გა­მოთ­ქმულ ბრალ­დე­ბას ეხ­მა­უ­რე­ბა. რო­გორც აფ­ცი­ა­უ­რი "ამ­ბე­ბი.გე"-სთან აცხა­დებს, ბა­კურ სვა­ნი­ძე ან ცდე­ბა ან ტყუ­ის, რო­დე­საც აცხა­დებს, რომ 2007 წლის 7 ნო­ემ­ბრის ამ­სახ­ვე­ლი კად­რე­ბის ყუ­რე­ბი­სას, გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რი "კო­მე­დი ჯგუფ­თან" ერ­თად იყო და მი­ტინ­გის მო­ნა­წი­ლე­ებს აგი­ნებ­და.

"2007 წელს მე ვამ­თავ­რებ­დი იუ­რი­დი­ულ ფა­კულ­ტეტს. მქონ­და გა­მოც­დე­ბი. ამავდრო­უ­ლად ვსწავ­ლობ­დი "ჯი­პა­ში" სა­დაც მე­ო­რე კურ­სზე ვი­ყა­ვი. მა­შინ იქ ფი­ზი­კუ­რად არ ვიმ­ყო­ფე­ბო­დი. ამის დრო არც მექ­ნე­ბო­და", - გა­ნა­ცხა­და აფ­ცი­ა­ურ­მა.

მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, ის ამ დროს "ფორ­მუ­ლა კრე­ა­ტივ­ში" მუ­შა­ობ­და და "კო­მე­დი ჯგუფ­თან" აქ­ტი­უ­რად არ თა­ნამ­შრომ­ლობ­და.

"მა­შინ იქ 3-2 კვი­რა­ში ერთხელ დავ­დი­ო­დი. შა­ბა­თო­ბით გა­დი­ო­და "ქლაბ შოუ". მე მივ­დი­ო­დი უკვე მზა სკეტ­ჩით. იმის დრო არ მექ­ნე­ბო­და, რომ იქ ვყო­ფი­ლი­ყა­ვი. ბა­კურ­თან კი სა­ერ­თოდ არ მი­მუ­შა­ვია. მისი ნათ­ქვა­მი ან სიც­რუ­ეა, ან რა­ღაც ეშ­ლე­ბა", - აღ­ნიშ­ნა გი­ორ­გი აფ­ცი­ა­ურ­მა.

მი­სი­ვე თქმით, მან "რუს­თა­ვი2"-ში მუ­შა­ო­ბა ამ მოვ­ლე­ნე­ბი­დან 2 წლის შემ­დეგ, 2009 წელს და­ი­წყო.

შე­გახ­სე­ნებთ, რომ რა­დიო "პა­ლიტ­რას" (103.9) გა­და­ცე­მა "რე­ზი­უ­მე­ში" სტუმ­რო­ბი­სას, ბა­კურ სვა­ნი­ძემ გა­ნა­ცხა­და, რომ 2007 წელს იგი თა­ვად მუ­შა­ობ­და "რუს­თა­ვი 2"-ის იუ­მო­რის­ტულ-გა­სარ­თო­ბი პრო­ექ­ტე­ბის მთა­ვარ პრო­დი­უ­სე­რად და სა­კუ­თა­რი ყუ­რით აქვს მოს­მე­ნი­ლი, თუ რო­გო­რი სას­ტი­კი ფრა­ზე­ბით იხ­სე­ნი­ებ­და იუ­მო­რის­ტე­ბის მთე­ლი გუნ­დი გირ­გვლი­ანს, ვა­ზა­გაშ­ვილს, "ტე­ლე­ი­მე­დის" ჟურ­ნა­ლის­ტებს, 7 ნო­ემ­ბრის აქ­ცი­ის მო­ნა­წი­ლე­ებს. იგი აცხა­დებს, რომ გი­ორ­გი აფ­ცი­ა­უ­რიც ამ გუნდში იყო და ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვი­ლის, ოთო ლომ­თა­ძი­სა და სხვა იუ­მო­რის­ტე­ბის ანა­ლო­გი­უ­რი პო­ზი­ცია ჰქონ­და.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"

გიორგი აფციაური: "ბაკურ სვანიძე ან ცრუობს, ან რაღაც ეშლება"

გიორგი აფციაური ბაკურ სვანიძის მიერ მისი მისამართით გამოთქმულ ბრალდებას ეხმაურება. როგორც აფციაური ”ამბები.გე”-სთან აცხადებს, ბაკურ სვანიძე ან ცდება ან ტყუის, როდესაც აცხადებს, რომ 2007 წლის 7 ნოემბრის ამსახველი კადრების ყურებისას, გიორგი აფციაური "კომედი ჯგუფთან" ერთად იყო და მიტინგის მონაწილეებს აგინებდა.

"2007 წელს მე ვამთავრებდი იურიდიულ ფაკულტეტს. მქონდა გამოცდები. ამავდროულად ვსწავლობდი "ჯიპაში" სადაც მეორე კურსზე ვიყავი. მაშინ იქ ფიზიკურად არ ვიმყოფებოდი. ამის დრო არც მექნებოდა", - განაცხადა აფციაურმა.

მისივე განცხადებით, ის ამ დროს "ფორმულა კრეატივში" მუშაობდა და "კომედი ჯგუფთან" აქტიურად არ თანამშრომლობდა.

"მაშინ იქ 3-2 კვირაში ერთხელ დავდიოდი. შაბათობით გადიოდა "ქლაბ შოუ". მე მივდიოდი უკვე მზა სკეტჩით. იმის დრო არ მექნებოდა, რომ იქ ვყოფილიყავი. ბაკურთან კი საერთოდ არ მიმუშავია. მისი ნათქვამი ან სიცრუეა, ან რაღაც ეშლება", - აღნიშნა გიორგი აფციაურმა.

მისივე თქმით, მან "რუსთავი2"-ში მუშაობა ამ მოვლენებიდან 2 წლის შემდეგ, 2009 წელს დაიწყო.

შეგახსენებთ, რომ რადიო "პალიტრას" (103.9) გადაცემა "რეზიუმეში" სტუმრობისას, ბაკურ სვანიძემ განაცხადა, რომ 2007 წელს იგი თავად მუშაობდა "რუსთავი 2"-ის იუმორისტულ-გასართობი პროექტების მთავარ პროდიუსერად და საკუთარი ყურით აქვს მოსმენილი, თუ როგორი სასტიკი ფრაზებით იხსენიებდა იუმორისტების მთელი გუნდი გირგვლიანს, ვაზაგაშვილს, "ტელეიმედის" ჟურნალისტებს, 7 ნოემბრის აქციის მონაწილეებს. იგი აცხადებს, რომ გიორგი აფციაურიც ამ გუნდში იყო და ვანო ჯავახიშვილის, ოთო ლომთაძისა და სხვა იუმორისტების ანალოგიური პოზიცია ჰქონდა.

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები