სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”
”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”

"შე­ვარ­დნა­ძის დაც­ვის ყო­ფი­ლი წევ­რი ვარ. აფხა­ზე­თის ომში ვიბ­რძო­დი. მორ­წმუ­ნე ქრის­ტი­ა­ნი გახ­ლა­ვართ და ჩემს სამ­შობ­ლო­ში სამ­სა­ხუ­რი­დან იმი­ტომ და­მი­თხო­ვეს, რომ მარ­თლმა­დი­დებ­ლო­ბა­ზე უარი არ ვთქვი", - მი­თხრა გი­ორ­გი ოქ­რუ­აშ­ვილ­მა, რო­მე­ლიც თა­ვი­სი გუ­ლის­ტკი­ვი­ლის გა­სა­ზი­ა­რებ­ლად რე­დაქ­ცი­ა­ში გვეს­ტუმ­რა:

- 2011 წელს სა­ქარ­თვე­ლო­ში და­არ­სდა აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი შპს "კავ­კას­კა­ბე­ლი", რო­მე­ლიც ელექტრო­სა­დე­ნებს აწარ­მო­ებს. სა­წარ­მოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი და ერთ-ერთი მო­წი­ლე ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი თბი­ლის­ში ახა­ლი ჩა­მო­სუ­ლი იყო. არა­ვის იც­ნობ­და და მთხო­ვა, იქ­ნებ ხე­ლოს­ნე­ბით მო­მა­მა­რა­გოო. სა­წარ­მოს მშე­ნებ­ლო­ბას მე ვხელ­მძღვა­ნე­ლობ­დი. მოხ­და ისე, რომ და­ქი­რა­ვე­ბულ­მა მუ­შებ­მა სა­მუ­შა­ოს სა­ფა­სუ­რი წი­ნას­წარ გა­მო­მარ­თვეს და გა­იქ­ცნენ. მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ ხელ­მოკ­ლედ ვცხოვ­რობ და 1993 წლი­დან ნა­ქი­რა­ვებ­ში ვარ, სი­ტყვა არ გავ­ტე­ხე, თა­ვად გა­და­ვი­ხა­დე 2.500 ლარი და სა­მუ­შაო და­ვას­რუ­ლე. კომ­პა­ნი­ის დამ­ფუძ­ნე­ბელ­მა რომ და­ი­ნა­ხა ჩემი ერ­თგუ­ლე­ბა, მი­თხრა, მე­ნე­ჯე­რად დაგ­ნიშ­ნა­ვო. მარ­თლაც და­ვი­წყე ქარ­ხა­ნა­ში მუ­შა­ო­ბა. ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი ძა­ლი­ან და­მი­ახ­ლოვ­და.

ქარ­ხნის მშე­ნებ­ლო­ბა რომ და­ვამ­თავ­რეთ, სპე­ცი­ა­ლის­ტე­ბი ბა­ქო­დან გა­მოგ­ზავ­ნეს. მათ მან­ქა­ნით დავ­ხვდი. მას­პინ­ძლებ­მა გა­და­წყვი­ტეს, ჩა­მო­სუ­ლე­ბის­თვის პა­ტი­ვი ეცათ და რეს­ტო­რან­ში და­პა­ტი­ჟეს, მერე კი ქა­ლებ­თან და­რე­კეს. ხუთ­ნი ვი­ყა­ვით და ხუთი ქალი ამო­იყ­ვა­ნეს. ვუ­თხა­რი, ერთი გა­უშ­ვით, მე სახ­ლში წა­ვალ, ხა­ტის წინ მაქვს და­ფი­ცე­ბუ­ლი, რომ მე­უღ­ლეს არ ვუ­ღა­ლა­ტებ-მეთ­ქი. მე­ო­რე დღეს ყვე­ლა­ფე­რი სა­წარ­მოს დამ­ფუძ­ნე­ბელს, ელ­ჩინ ჰუ­მა­ტოვს სი­ცი­ლით უამ­ბეს, ან­გე­ლო­ზი­ვით გოგო მო­ვიყ­ვა­ნეთ და გი­ორ­გიმ უარი თქვაო. ელ­ჩინ­მა გა­ო­ცე­ბით შე­მომ­ხე­და, ყო­ჩაღ! ასე­თი თავ­შე­კა­ვე­ბა შე­გიძ­ლი­აო?! ჩემი სარ­წმუ­ნო­ე­ბი­სათ­ვის სი­ა­მოვ­ნე­ბა­ზე უა­რის თქმა კი არა, მე­ტიც შე­მიძ­ლია-მეთ­ქი. ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი დარ­წმუნ­და, რომ ძლი­ე­რი მორ­წმუ­ნე ვი­ყა­ვი, მძი­მე მარ­ხვას ვი­ცავ­დი და ყო­ველ­დღი­უ­რად 7-გზის ლოც­ვებს ვკი­თხუ­ლობ­დი. ის თვი­თო­ნაც ღრმად მორ­წმუ­ნე იყო, ოღონდ მუს­ლი­მა­ნი. ერთხელ შე­მომ­თა­ვა­ზა, - არ გინ­და, უფრო ახ­ლოს გა­ვიც­ნოთ ერ­თმა­ნე­თიო? რა­ტო­მაც არა, ოჯახ­ში მეწ­ვი­ეთ-მეთ­ქი. ვუ­ამ­ბე, რომ პირ­ვე­ლი ქორ­წი­ნე­ბი­დან სამი შვი­ლი მყავ­და და მე­ო­რე ცოლ­თან ერ­თად ვცხოვ­რობ­დი. შვი­ლებს ჩემ­თან უნ­დათ ცხოვ­რე­ბა, მაგ­რამ პა­ტა­რა ნა­ქი­რა­ვებ ბი­ნა­ში ყვე­ლა ვერ ვე­ტე­ვით-მეთ­ქი. ელ­ჩინ­მა მი­თხრა, ხელს შე­გი­წყობ, რომ სახ­ლიც გქონ­დეს და შვი­ლე­ბიც შენ­თან იყ­ვნე­ნო.

ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი ხში­რად ლა­პა­რა­კობ­და თა­ვის სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე, ის­ლა­მის ძა­ლა­ზე, მაგ­რამ ამის­თვის ყუ­რა­დღე­ბა არ მი­მიქ­ცე­ვია. ამ­ბობ­და, ერ­თა­დერ­თი ჭეშ­მა­რი­ტი სარ­წმუ­ნო­ე­ბა ის­ლა­მი­აო. ხში­რად მე­კი­თხე­ბო­და ღვთის­მშო­ბელ­ზე. ხა­ტებ­ზე რამ­დენ­ჯერ­მე მი­თხრა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა ფო­ტო­სუ­რა­თის გჯერ­დე­სო და ჩემს ხა­ტებს დას­ცი­ნო­და. ვუხ­სნი­დი, რომ ეს ფოტო კი არა, ხატი იყო. ბო­ლოს მკი­თხა, ღვთის­მშო­ბე­ლი სუ­ლიწ­მინ­დი­სა­გან რო­გორ და­ფეხ­მძიმ­დაო? ცდი­ლობ­და, მდგო­მა­რე­ო­ბი­დან გა­მო­ვეყ­ვა­ნე. დას­ცი­ნო­და და შე­უ­რა­ცხყო­ფას აყე­ნებ­და ჩემს ხა­ტებს. რო­დე­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნი­დან სტუმ­რე­ბი მო­დი­ოდ­ნენ და თბი­ლი­სის ღირ­სშე­სა­ნიშ­ნა­ო­ბებს ვა­ნახ­ვებ­დით, ჩვე­ნი სა­წარ­მოს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი ყვე­ლა ლა­მაზ ნა­გე­ბო­ბა­სა და ტა­ძარ­ზე ამ­ბობ­და, თურ­ქე­ბის აშე­ნე­ბუ­ლი­აო. ნა­რი­ყა­ლა­ზეც ასე­ვე თქვა, ეს რა კარ­გი რამ აუ­შე­ნე­ბი­ათ თურ­ქებ­სო. ვამ­ტკი­ცებ­დი, ეს ქარ­თუ­ლი სიწ­მინ­დე­ე­ბია და ბევ­რი და­ან­გრი­ეს-მეთ­ქი. სამ­სა­ხურ­ში ის­ლა­მის აგი­ტა­ცია მიმ­დი­ნა­რე­ობ­და. ჩვენს სა­წარ­მო­ში 26 კა­ცია და მათ­გან ძი­რი­თა­დი კონ­ტინ­გენ­ტი აზერ­ბა­ი­ჯა­ნე­ლია.

ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი მე­ო­რედ მეწ­ვია შინ და მი­თხრა, რაც გაკ­ლია (სახ­ლსა და შვი­ლებს) და­გიბ­რუ­ნებ. თუ სარ­წმუ­ნო­ე­ბას შე­იც­ვლი, ფი­ნან­სუ­რად და­გეხ­მა­რე­ბი. მუდ­მი­ვი სამ­სა­ხუ­რი და შე­მო­სა­ვა­ლი გექ­ნე­ბაო.

სა­წარ­მო­ში საქ­მე რომ აე­წყო, ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი სამ­სა­ხურ­ში აღარ და­დი­ო­და. ბა­ქო­დან ახა­ლი დი­რექ­ტო­რი გა­მოგ­ზავ­ნეს და ის უძღვე­ბო­და საქ­მეს. ერთხელ ძა­ლი­ან ცუ­დად გავ­ხდი. სახ­ლში სას­წრა­ფო მყავ­და და მო­უ­ლოდ­ნე­ლად ელ­ჩინ ჰუ­მა­ტო­ვი მეს­ტუმ­რა. ისევ სარ­წმუ­ნო­ე­ბის შეც­ვლა­ზე და­მი­წყო ლა­პა­რა­კი, კარ­გი კაცი ხარ, მაგ­რამ ერ­თა­დერ­თი მი­ნუ­სი გაქვს, ქრის­ტი­ა­ნი ხარო. ეს ჩემი ერ­თა­დერ­თი პლუ­სია-მეთ­ქი. სა­ნამ ცუ­დად გავ­ხდე­ბო­დი, 4 დღით ადრე ჩემი მე­უღ­ლე გა­ზით მო­ი­წამ­ლა და გო­ნე­ბა და­კარ­გა. ესეც ჩემს და­სა­მო­ძღვრად გა­მო­ი­ყე­ნა ელ­ჩინ­მა, ხე­დავ შენს თავს რა ხდე­ბაო. ცუ­დად ვი­ყა­ვი, ის კი იმ სარ­წმუ­ნო­ე­ბა­ზე მე­ლა­პა­რა­კე­ბო­და, რო­მელ­საც არ ვა­ღი­ა­რებ­დი. გავმწარ­დი და ვუ­თხა­რი, ამ თე­მა­ზე აღარ და­მე­ლა­პა­რა­კოთ. მირ­ჩევ­ნია, ქრის­ტი­ა­ნი ვიყო და ქვა­ზე ვი­ცხოვ­რო, ვიდ­რე სარ­წმუ­ნო­ე­ბა შე­ვიც­ვა­ლო-მეთ­ქი. მხარ­ზე მო­მარ­ტყა ხელი, მარ­თლაც ქვა­ზე იცხოვ­რე­ბო. ამის მერე ჩვე­ნი გა­მარ­ჯო­ბა გა­მარ­ჯო­ბას აღარ ჰყავ­და. უგუ­ლოდ მე­სალ­მე­ბო­და. ამ ამ­ბი­დან 2 თვე­ში ჩემი შვი­ლი (რო­მე­ლიც ჩვენ­თან მუ­შა­ობ­და) გა­აგ­დო სამ­სა­ხუ­რი­დან.

იხი­ლეთ სტა­ტია ვრცლად

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "კვი­რის პა­ლიტ­რა"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”

”აზერბაიჯანელმა ჩემს ქვეყანაში სარწმუნოების შეცვლა მომთხოვა”

"შევარდნაძის დაცვის ყოფილი წევრი ვარ. აფხაზეთის ომში ვიბრძოდი. მორწმუნე ქრისტიანი გახლავართ და ჩემს სამშობლოში სამსახურიდან იმიტომ დამითხოვეს, რომ მართლმადიდებლობაზე უარი არ ვთქვი", - მითხრა გიორგი ოქრუაშვილმა, რომელიც თავისი გულისტკივილის გასაზიარებლად რედაქციაში გვესტუმრა:

- 2011 წელს საქართველოში დაარსდა აზერბაიჯანული შპს "კავკასკაბელი", რომელიც ელექტროსადენებს აწარმოებს. საწარმოს დამფუძნებელი და ერთ-ერთი მოწილე ელჩინ ჰუმატოვი თბილისში ახალი ჩამოსული იყო. არავის იცნობდა და მთხოვა, იქნებ ხელოსნებით მომამარაგოო. საწარმოს მშენებლობას მე ვხელმძღვანელობდი. მოხდა ისე, რომ დაქირავებულმა მუშებმა სამუშაოს საფასური წინასწარ გამომართვეს და გაიქცნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხელმოკლედ ვცხოვრობ და 1993 წლიდან ნაქირავებში ვარ, სიტყვა არ გავტეხე, თავად გადავიხადე 2.500 ლარი და სამუშაო დავასრულე. კომპანიის დამფუძნებელმა რომ დაინახა ჩემი ერთგულება, მითხრა, მენეჯერად დაგნიშნავო. მართლაც დავიწყე ქარხანაში მუშაობა. ელჩინ ჰუმატოვი ძალიან დამიახლოვდა.

ქარხნის მშენებლობა რომ დავამთავრეთ, სპეციალისტები ბაქოდან გამოგზავნეს. მათ მანქანით დავხვდი. მასპინძლებმა გადაწყვიტეს, ჩამოსულებისთვის პატივი ეცათ და რესტორანში დაპატიჟეს, მერე კი ქალებთან დარეკეს. ხუთნი ვიყავით და ხუთი ქალი ამოიყვანეს. ვუთხარი, ერთი გაუშვით, მე სახლში წავალ, ხატის წინ მაქვს დაფიცებული, რომ მეუღლეს არ ვუღალატებ-მეთქი. მეორე დღეს ყველაფერი საწარმოს დამფუძნებელს, ელჩინ ჰუმატოვს სიცილით უამბეს, ანგელოზივით გოგო მოვიყვანეთ და გიორგიმ უარი თქვაო. ელჩინმა გაოცებით შემომხედა, ყოჩაღ! ასეთი თავშეკავება შეგიძლიაო?! ჩემი სარწმუნოებისათვის სიამოვნებაზე უარის თქმა კი არა, მეტიც შემიძლია-მეთქი. ელჩინ ჰუმატოვი დარწმუნდა, რომ ძლიერი მორწმუნე ვიყავი, მძიმე მარხვას ვიცავდი და ყოველდღიურად 7-გზის ლოცვებს ვკითხულობდი. ის თვითონაც ღრმად მორწმუნე იყო, ოღონდ მუსლიმანი. ერთხელ შემომთავაზა, - არ გინდა, უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთიო? რატომაც არა, ოჯახში მეწვიეთ-მეთქი. ვუამბე, რომ პირველი ქორწინებიდან სამი შვილი მყავდა და მეორე ცოლთან ერთად ვცხოვრობდი. შვილებს ჩემთან უნდათ ცხოვრება, მაგრამ პატარა ნაქირავებ ბინაში ყველა ვერ ვეტევით-მეთქი. ელჩინმა მითხრა, ხელს შეგიწყობ, რომ სახლიც გქონდეს და შვილებიც შენთან იყვნენო.

ელჩინ ჰუმატოვი ხშირად ლაპარაკობდა თავის სარწმუნოებაზე, ისლამის ძალაზე, მაგრამ ამისთვის ყურადღება არ მიმიქცევია. ამბობდა, ერთადერთი ჭეშმარიტი სარწმუნოება ისლამიაო. ხშირად მეკითხებოდა ღვთისმშობელზე. ხატებზე რამდენჯერმე მითხრა, როგორ შეიძლება ფოტოსურათის გჯერდესო და ჩემს ხატებს დასცინოდა. ვუხსნიდი, რომ ეს ფოტო კი არა, ხატი იყო. ბოლოს მკითხა, ღვთისმშობელი სულიწმინდისაგან როგორ დაფეხმძიმდაო? ცდილობდა, მდგომარეობიდან გამოვეყვანე. დასცინოდა და შეურაცხყოფას აყენებდა ჩემს ხატებს. როდესაც აზერბაიჯანიდან სტუმრები მოდიოდნენ და თბილისის ღირსშესანიშნაობებს ვანახვებდით, ჩვენი საწარმოს დამფუძნებელი ყველა ლამაზ ნაგებობასა და ტაძარზე ამბობდა, თურქების აშენებულიაო. ნარიყალაზეც ასევე თქვა, ეს რა კარგი რამ აუშენებიათ თურქებსო. ვამტკიცებდი, ეს ქართული სიწმინდეებია და ბევრი დაანგრიეს-მეთქი. სამსახურში ისლამის აგიტაცია მიმდინარეობდა. ჩვენს საწარმოში 26 კაცია და მათგან ძირითადი კონტინგენტი აზერბაიჯანელია.

ელჩინ ჰუმატოვი მეორედ მეწვია შინ და მითხრა, რაც გაკლია (სახლსა და შვილებს) დაგიბრუნებ. თუ სარწმუნოებას შეიცვლი, ფინანსურად დაგეხმარები. მუდმივი სამსახური და შემოსავალი გექნებაო.

საწარმოში საქმე რომ აეწყო, ელჩინ ჰუმატოვი სამსახურში აღარ დადიოდა. ბაქოდან ახალი დირექტორი გამოგზავნეს და ის უძღვებოდა საქმეს. ერთხელ ძალიან ცუდად გავხდი. სახლში სასწრაფო მყავდა და მოულოდნელად ელჩინ ჰუმატოვი მესტუმრა. ისევ სარწმუნოების შეცვლაზე დამიწყო ლაპარაკი, კარგი კაცი ხარ, მაგრამ ერთადერთი მინუსი გაქვს, ქრისტიანი ხარო. ეს ჩემი ერთადერთი პლუსია-მეთქი. სანამ ცუდად გავხდებოდი, 4 დღით ადრე ჩემი მეუღლე გაზით მოიწამლა და გონება დაკარგა. ესეც ჩემს დასამოძღვრად გამოიყენა ელჩინმა, ხედავ შენს თავს რა ხდებაო. ცუდად ვიყავი, ის კი იმ სარწმუნოებაზე მელაპარაკებოდა, რომელსაც არ ვაღიარებდი. გავმწარდი და ვუთხარი, ამ თემაზე აღარ დამელაპარაკოთ. მირჩევნია, ქრისტიანი ვიყო და ქვაზე ვიცხოვრო, ვიდრე სარწმუნოება შევიცვალო-მეთქი. მხარზე მომარტყა ხელი, მართლაც ქვაზე იცხოვრებო. ამის მერე ჩვენი გამარჯობა გამარჯობას აღარ ჰყავდა. უგულოდ მესალმებოდა. ამ ამბიდან 2 თვეში ჩემი შვილი (რომელიც ჩვენთან მუშაობდა) გააგდო სამსახურიდან.

იხილეთ სტატია ვრცლად

ყოველკვირეული გაზეთი ”კვირის პალიტრა”

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"