სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"
"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"

არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტის­ტი­კით, უცხო­ეთ­ში მი­ლი­ონ­ნა­ხე­ვარ­ზე მეტი ქარ­თვე­ლია წა­სუ­ლი. ერ­თმა ემიგ­რან­ტმა თქვა: "ჩვენ ვართ ხალ­ხი, რო­მელ­საც გვყავს ბავ­შვე­ბი, რომ­ლე­ბიც მშობ­ლებს სკა­ი­პით იც­ნო­ბენ". ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­ი­სა და ემიგ­რან­ტე­ბის პრობ­ლე­მებ­ზე სა­ხელ­მწი­ფო მი­ნის­ტრი დი­ას­პო­რის სა­კი­თხებ­ში კოტე სურ­გუ­ლა­ძე გვე­სა­უბ­რე­ბა.

- ვცდი­ლობთ, ქვე­ყა­ნა­ში შე­იქ­მნას ისე­თი გა­რე­მო, რომ მათ მო­უნ­დეთ სამ­შობ­ლო­ში დაბ­რუ­ნე­ბა. როცა ემიგ­რანტს არ ექ­ნე­ბა შიში, რომ მისი უფ­ლე­ბი და­ირ­ღვე­ვა, რომ მის ქო­ნე­ბას, კერ­ძო სა­კუთ­რე­ბას საფრ­თხე ემუქ­რე­ბა და რაც მთა­ვა­რია, ექ­ნე­ბა და­საქ­მე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა თვი­თონ გა­და­წყვეტს, რო­დის დად­გე­ბა დაბ­რუ­ნე­ბის დრო.

- თქვე­ნი აზ­რით, რო­დის დად­გე­ბა ეს დრო?

- რა თქმა, უნდა, ემიგ­რან­ტებს ილუ­ზია, რომ ყვე­ლა არ­ჩევ­ნე­ბის მე­ო­რე დღეს დაბ­რუნ­დე­ბო­და, არ ჰქო­ნი­ათ. იმი­სათ­ვის, რომ ქვე­ყა­ნა პო­ლი­ტი­კუ­რად და ეკო­ნო­მი­კუ­რად წელ­ში გა­ი­მარ­თოს, 2-3 წელი მა­ინც არის სა­ჭი­რო, მთავ­რო­ბა სა­ა­მი­სოდ ყვე­ლა­ფერს აკე­თებს. ზო­გი­ერთ ჰქონ­და მცდე­ლო­ბა, ეთ­ქვა, - ეს თქვე­ნი სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბაა და ემიგ­რან­ტებს რა­ტომ არ აბ­რუ­ნებ­თო.. ერთი ხე­ლის მოს­მით, ემიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მას ვერ­ცერ­თი ქვეყ­ნის მთავ­რო­ბა აგ­ვა­რებს.

- ახ­ლა­ხან იტა­ლი­ა­ში იყა­ვით, რო­მელ­საც ბო­ლო­ხანს უჩ­ვე­უ­ლოდ ბევ­რი ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტი მი­ა­წყდა..

- აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ემიგ­რა­ცი­ის პრობ­ლე­მა თვი­თონ იტა­ლი­ა­საც ძალ­ზე აწუ­ხებს; იტა­ლი­ის, ევ­რო­პის ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე გან­ვი­თა­რე­ბუ­ლი ქვეყ­ნის მო­სახ­ლე­ო­ბა 60 მი­ლი­ო­ნამ­დეა, იტა­ლი­ის ფარ­გლებს გა­რეთ კი 30 მი­ლი­ო­ნია გა­სუ­ლი, მი­თუ­მე­ტეს, ისი­ნი მხო­ლოდ მე­სა­მე თა­ო­ბას მი­იჩ­ნე­ვენ ემიგ­რან­ტე­ბად. იტა­ლი­ა­ში ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი მძი­მე პი­რო­ბებ­ში ცხოვ­რო­ბენ, მათ­მა უმ­რავ­ლე­სო­ბამ იშო­ვა ვიზა, აიღო ბი­ლე­თი, ალალ­ბედ­ზე წა­ვი­და ქვეყ­ნი­დან და დარ­ჩა, სტრე­სულ გა­რე­მო­ში მძი­მე შრო­მით ირ­ჩენს თავს და აქ ოჯახ­საც ინა­ხავს. ემიგ­რან­ტებს უამ­რა­ვი პრობ­ლე­მა აქვთ, უპირ­ვე­ლე­სად ის, რომ მათ დიპ­ლო­მებს, კვა­ლი­ფი­კა­ცი­ას ევ­რო­პა­ში არა­ვინ ცნობს, ამი­ტომ, ძი­რი­თა­დად, არაკ­ვა­ლი­ფი­ცი­ურ, მძი­მე შრო­მას ეწე­ვი­ან; იტა­ლი­ელ კო­ლე­გებს ვუ­თხა­რი, რომ მათი ქვე­ყა­ნა სა­თა­ნა­დოდ ვერ იყე­ნებს მათ პო­ტენ­ცი­ალს, პრო­ფე­სი­ო­ნა­ლიზმს. მწვა­ვედ დგას რომ­ში ქარ­თუ­ლი ეკ­ლე­სი­ის პრობ­ლე­მაც, რად­გან იტა­ლი­ამ ქარ­თულ მხა­რეს მხო­ლოდ დრო­ე­ბით გა­დას­ცა ეს ტე­რი­ტო­რია. ყვე­ლა ეს სა­კი­თხი და­ვა­ყე­ნე იტა­ლი­ის სა­გა­რეო, ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის, ემიგ­რა­ცი­ის სამ­სა­ხუ­რის მა­ღალ­ჩი­ნოს­ნებ­თან, ვა­ტი­კა­ნის წარ­მო­მად­გენ­ლო­ბას­თან შეხ­ვედ­რებ­ზე. ამ შეხ­ვედ­რე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბა­ში ძალ­ზე დაგ­ვეხ­მა­რა მიგ­რა­ცი­ის სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­გა­ნი­ზა­ცია, სა­ქარ­თვე­ლოს სა­ელ­ჩო.

- საკ­მაო აჟი­ო­ტა­ჟი გა­მო­იწ­ვია თქვენ­მა ვი­ზიტ­მა სამ­ხრეთ აფ­რი­კა­ში ბუ­რე­ბის სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით. ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცია, იქ ალ­ბათ არც არის..

- არა, ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბი სამ­ხრეთ აფ­რი­კა­შიც არი­ან, სამ­შობ­ლოს­გან ძალ­ზე შო­რე­ულ ქვე­ყა­ნა­ში. დი­ას­პო­რას გარ­და, შევ­ხვდი იქა­ურ ბიზ­ნეს­მე­ნებს, რომ­ლე­ბიც სა­ქარ­თვე­ლო­ში ინ­ვეს­ტი­ცი­ე­ბის ჩა­დე­ბით არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი. ვრცელ­დე­ბო­და ხმე­ბი, ბუ­რე­ბი ჩა­მო­დი­ან, რომ ჩვე­ნი მი­წე­ბი მი­ით­ვი­სო­ნო, არა­და, ისი­ნი ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ინ­ვეს­ტო­რე­ბი არი­ან, რო­გო­რე­ბიც ამე­რი­კე­ლე­ბი, ფრან­გე­ბი, არც არა­ნა­ი­რი პრობ­ლე­მის შექ­მნას აპი­რე­ბენ სა­ხელ­მწი­ფოს­თვის. სამ­ხრეთ აფ­რი­კე­ლი ჰო­ლან­დი­ე­ლე­ბის შთა­მო­მავ­ლე­ბი მხო­ლოდ სოფ­ლის მე­ურ­ნე­ო­ბით არ არი­ან და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი, სხვა­დას­ხვა სფე­რო­ში აქვთ ინ­ტე­რე­სი. აჟი­ო­ტა­ჟი, რო­მე­ლიც შე­იქ­ნა: 5000 ბური ჩა­მო­დის და მიწა შე­ღა­ვა­თი­ა­ნი პი­რო­ბე­ბით უნდა გა­დას­ცე­ნო, რა თქმა უნდა, გა­ა­ღი­ზი­ა­ნებ­და ქარ­თველ გლეხს, რო­მე­ლიც სრუ­ლი­ად მი­ტო­ვე­ბუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის მიერ. ჯერ­ჯე­რო­ბით სულ რამ­დე­ნი­მე ბუ­რია ჩა­მო­სუ­ლი, რომ­ლებ­მაც მიწა იჯა­რით აი­ღეს..

- საფ­რან­გეთ­ში, სა­დაც რამ­დე­ნი­მე თა­ო­ბის ქარ­თუ­ლი ემიგ­რა­ცი­აა, კვლავ გა­და­უჭ­რე­ლია ლე­ვი­ლის მა­მუ­ლის პრობ­ლე­მა..

- ლე­ვი­ლის სა­კი­თხი იმ სტა­დი­ა­ზეა, რომ შე­იძ­ლე­ბა სა­უ­ბა­რი ერ­თობ­ლივ პრო­ექ­ტზე, რათა ლე­ვი­ლის მა­მუ­ლი ქარ­თულ მხა­რეს გად­მო­ე­ცეს და მისი მოვ­ლა-პატ­რო­ნო­ბა ჩვე­ნი პრე­რო­გა­ტი­ვა იყოს.

- და ვიდ­რე ქარ­თვე­ლე­ბი სა­ქარ­თვე­ლოს ტო­ვე­ბენ, ქვე­ყა­ნა­ში გაჩ­ნდნენ მიგ­რან­ტე­ბი, ძი­რი­თა­დად, მე­სა­მე სამ­ყა­როს ქვეყ­ნე­ბი­დან, რო­მელ­თა მი­მართ არა­ერ­თგვა­რო­ვა­ნი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაა.

- მსოფ­ლი­ო­ში არ არ­სე­ბობს ქვე­ყა­ნა, რო­მელ­საც მიგ­რა­ცი­ის პო­ლი­ტი­კა და კა­ნონ­მდებ­ლო­ბა არ აქვს, ერ­თა­დერ­თი გა­მო­ნაკ­ლი­სი სა­ქარ­თვე­ლოა. თავ­მოყ­ვა­რე ქვე­ყა­ნას უნდა ჰქონ­დეს კა­ნო­ნი მიგ­რა­ცი­ის შე­სა­ხებ, მიგ­რა­ცი­ის სის­ტე­მას ევ­რო­კავ­ში­რიც დიდ მნიშ­ვნე­ლო­ბას ანი­ჭებს. აქამ­დე არ არ­სე­ბობ­და სტა­ტის­ტი­კა, ვინც შე­მო­დი­ო­და ქვე­ყა­ნა­ში, ყვე­ლას ტუ­რის­ტი და­არ­ქვეს, რომ მათი რი­ცხვი ხე­ლოვ­ნუ­რად გა­ე­ბე­რათ, რაც უსაფრ­თხო­ე­ბის თვალ­საზ­რი­სი­თაც გა­უ­მარ­თლე­ბე­ლია.

- პორ­ტუ­გა­ლი­ა­ში ქარ­თუ­ლი დი­ას­პო­რის ყო­ფი­ლი ხელ­მძღვა­ნე­ლი ირაკ­ლი ბა­რა­მი­ძე აცხა­დებს, რომ დი­ას­პო­რის სა­მი­ნის­ტრო ათი ათა­სო­ბით ლარს ური­ცხავ­და სხვა­დას­ხვა ქვეყ­ნის დი­ას­პო­რებს, სა­ელ­ჩო­ებს ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სზე მომ­ღე­რალ სოფო ნი­ჟა­რა­ძის მხარ­დამ­ჭე­რი ეს-ემ-ეს-ების გა­საგ­ზავ­ნად... მიმ­დი­ნა­რე­ობს ამ საქ­მე­ზე გა­მო­ძი­ე­ბა?

- უამ­რა­ვი ასე­თი თან­ხა იხარ­ჯე­ბო­და უაზ­რო კონ­ცერ­ტებ­სა და შო­უ­ებ­ში. ცხა­დია, მო­რა­ლუ­რი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა ყვე­ლას ეკის­რე­ბა. კონ­კრე­ტუ­ლი მი­ნის­ტრი ამ­გვარ გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას ზე­მო­დან ბრძა­ნე­ბის გა­რე­შე ვერ მი­ი­ღებ­და. თუ სა­მარ­თალ­დამ­ცვე­ლე­ბი და­ინ­ტე­რეს­დე­ბი­ან ამ საქ­მით, დას­კვნე­ბის გა­მო­ტა­ნა მათი პრე­რო­გა­ტი­ვაა. სათ­ვის­ტო­მო­ე­ბის საქ­მი­ა­ნო­ბის პო­ლი­ტი­ზე­ბა და­უშ­ვე­ბე­ლია. რაც შე­ე­ხე­ბა ჩვენს ახ­ლან­დელ პო­ზი­ცი­ას, უცხო­ეთ­ში მცხოვ­რებ თა­ნა­მე­მა­მუ­ლე­ებს ოფი­ცი­ა­ლუ­რად მივ­მარ­თეთ, რომ ტარ­დე­ბა ევ­რო­ვი­ზი­ის კონ­კურ­სი და ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, მხა­რი და­უ­ჭი­როს მას­ზე სა­ქარ­თვე­ლოს სა­ხე­ლით გა­მომ­სვლელ კონ­კურ­სანტს. ცხა­დია, არა­ნა­ი­რი თან­ხის გა­და­რი­ცხვას ვა­პი­რებთ.

- რით ახ­სნით, რომ ქარ­თვე­ლი ემიგ­რან­ტე­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა ქა­ლია?

- იმით, რომ ძი­რი­თა­დად, ქა­ლის შრო­მა­ზეა მო­თხოვ­ნა. ისი­ნი ხში­რად ხვდე­ბი­ან ტრე­ფი­კინ­გის, ძა­ლა­დო­ბის მსხვერლ­ნი.. არა­ლე­გა­ლი ემიგ­რან­ტე­ბი ყვე­ლა­ზე და­უც­ვე­ლე­ბი არი­ან, - არც და­ზღვე­ვა აქვთ, ვერც შრო­მით ხელ­შეკ­რუ­ლე­ბას დე­ბენ, და რაც მთა­ვა­რია, დე­პორ­ტა­ცი­ის საფრ­თხით, პო­ლი­ცა­საც კი ვერ მი­მარ­თა­ვენ. ამი­ტომ ჩვე­ნი უპირ­ვე­ლე­სი მი­ზა­ნი ჯერ არა­ლე­გა­ლე­ბის დაბ­რუ­ნე­ბაა. არა­ერ­თი ჩვე­ნი თა­ნა­მე­მა­მუ­ლე თუ უცხო­ე­ლი ინ­ვეს­ტო­რია და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლი სა­ქარ­თვე­ლო­ში სა­წარ­მოს გახ­სნით. ჩვე­ნი მი­ზა­ნია, ამ სა­წარ­მო­ებ­ში პირ­ველ რიგ­ში და­საქმდნენ არა­ლე­გა­ლი ემიგ­რან­ტი ქარ­თვე­ლე­ბი იმ ქვეყ­ნე­ბი­დან, სა­ი­და­ნაც ინ­ვეს­ტი­ცია შე­მო­დის, ეს ამ სა­ხელ­მწი­ფო­ე­ბის ინ­ტე­რე­სებ­შიც არის. ამას­თან, ინ­ვეს­ტორს კომ­პა­ნი­ა­ში ეყო­ლე­ბა თა­ნამ­შრო­მე­ლი, ვინც მის ენა­ზე სა­უბ­რობს და მის ქვე­ყა­ნა­ში მუ­შა­ო­ბის გა­მოც­დი­ლე­ბაც აქვს.

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"

"ქართველი ქალები უცხოეთში ხშირად ხდებიან ძალადობის მსხვერპლნი"

არაოფიციალური სტატისტიკით, უცხოეთში მილიონნახევარზე მეტი ქართველია წასული. ერთმა ემიგრანტმა თქვა: "ჩვენ ვართ ხალხი, რომელსაც გვყავს ბავშვები, რომლებიც მშობლებს სკაიპით იცნობენ". ქართული ემიგრაციისა და ემიგრანტების პრობლემებზე სახელმწიფო მინისტრი დიასპორის საკითხებში კოტე სურგულაძე გვესაუბრება.

- ვცდილობთ, ქვეყანაში შეიქმნას ისეთი გარემო, რომ მათ მოუნდეთ სამშობლოში დაბრუნება. როცა ემიგრანტს არ ექნება შიში, რომ მისი უფლები დაირღვევა, რომ მის ქონებას, კერძო საკუთრებას საფრთხე ემუქრება და რაც მთავარია, ექნება დასაქმების საშუალება თვითონ გადაწყვეტს, როდის დადგება დაბრუნების დრო.

- თქვენი აზრით, როდის დადგება ეს დრო?

- რა თქმა, უნდა, ემიგრანტებს ილუზია, რომ ყველა არჩევნების მეორე დღეს დაბრუნდებოდა, არ ჰქონიათ. იმისათვის, რომ ქვეყანა პოლიტიკურად და ეკონომიკურად წელში გაიმართოს, 2-3 წელი მაინც არის საჭირო, მთავრობა საამისოდ ყველაფერს აკეთებს. ზოგიერთ ჰქონდა მცდელობა, ეთქვა, - ეს თქვენი საარჩევნო დაპირებაა და ემიგრანტებს რატომ არ აბრუნებთო.. ერთი ხელის მოსმით, ემიგრაციის პრობლემას ვერცერთი ქვეყნის მთავრობა აგვარებს.

- ახლახან იტალიაში იყავით, რომელსაც ბოლოხანს უჩვეულოდ ბევრი ქართველი ემიგრანტი მიაწყდა..

- აღსანიშნავია, რომ ემიგრაციის პრობლემა თვითონ იტალიასაც ძალზე აწუხებს; იტალიის, ევროპის ერთ-ერთი ყველაზე განვითარებული ქვეყნის მოსახლეობა 60 მილიონამდეა, იტალიის ფარგლებს გარეთ კი 30 მილიონია გასული, მითუმეტეს, ისინი მხოლოდ მესამე თაობას მიიჩნევენ ემიგრანტებად. იტალიაში ქართველი ემიგრანტები მძიმე პირობებში ცხოვრობენ, მათმა უმრავლესობამ იშოვა ვიზა, აიღო ბილეთი, ალალბედზე წავიდა ქვეყნიდან და დარჩა, სტრესულ გარემოში მძიმე შრომით ირჩენს თავს და აქ ოჯახსაც ინახავს. ემიგრანტებს უამრავი პრობლემა აქვთ, უპირველესად ის, რომ მათ დიპლომებს, კვალიფიკაციას ევროპაში არავინ ცნობს, ამიტომ, ძირითადად, არაკვალიფიციურ, მძიმე შრომას ეწევიან; იტალიელ კოლეგებს ვუთხარი, რომ მათი ქვეყანა სათანადოდ ვერ იყენებს მათ პოტენციალს, პროფესიონალიზმს. მწვავედ დგას რომში ქართული ეკლესიის პრობლემაც, რადგან იტალიამ ქართულ მხარეს მხოლოდ დროებით გადასცა ეს ტერიტორია. ყველა ეს საკითხი დავაყენე იტალიის საგარეო, შინაგან საქმეთა სამინისტროების, ემიგრაციის სამსახურის მაღალჩინოსნებთან, ვატიკანის წარმომადგენლობასთან შეხვედრებზე. ამ შეხვედრების ორგანიზებაში ძალზე დაგვეხმარა მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაცია, საქართველოს საელჩო.

- საკმაო აჟიოტაჟი გამოიწვია თქვენმა ვიზიტმა სამხრეთ აფრიკაში ბურების საკითხთან დაკავშირებით. ქართული ემიგრაცია, იქ ალბათ არც არის..

- არა, ქართველი ემიგრანტები სამხრეთ აფრიკაშიც არიან, სამშობლოსგან ძალზე შორეულ ქვეყანაში. დიასპორას გარდა, შევხვდი იქაურ ბიზნესმენებს, რომლებიც საქართველოში ინვესტიციების ჩადებით არიან დაინტერესებული. ვრცელდებოდა ხმები, ბურები ჩამოდიან, რომ ჩვენი მიწები მიითვისონო, არადა, ისინი ჩვეულებრივი ინვესტორები არიან, როგორებიც ამერიკელები, ფრანგები, არც არანაირი პრობლემის შექმნას აპირებენ სახელმწიფოსთვის. სამხრეთ აფრიკელი ჰოლანდიელების შთამომავლები მხოლოდ სოფლის მეურნეობით არ არიან დაინტერესებული, სხვადასხვა სფეროში აქვთ ინტერესი. აჟიოტაჟი, რომელიც შეიქნა: 5000 ბური ჩამოდის და მიწა შეღავათიანი პირობებით უნდა გადასცენო, რა თქმა უნდა, გააღიზიანებდა ქართველ გლეხს, რომელიც სრულიად მიტოვებული იყო წინა ხელისუფლების მიერ. ჯერჯერობით სულ რამდენიმე ბურია ჩამოსული, რომლებმაც მიწა იჯარით აიღეს..

- საფრანგეთში, სადაც რამდენიმე თაობის ქართული ემიგრაციაა, კვლავ გადაუჭრელია ლევილის მამულის პრობლემა..

- ლევილის საკითხი იმ სტადიაზეა, რომ შეიძლება საუბარი ერთობლივ პროექტზე, რათა ლევილის მამული ქართულ მხარეს გადმოეცეს და მისი მოვლა-პატრონობა ჩვენი პრეროგატივა იყოს.

- და ვიდრე ქართველები საქართველოს ტოვებენ, ქვეყანაში გაჩნდნენ მიგრანტები, ძირითადად, მესამე სამყაროს ქვეყნებიდან, რომელთა მიმართ არაერთგვაროვანი დამოკიდებულებაა.

- მსოფლიოში არ არსებობს ქვეყანა, რომელსაც მიგრაციის პოლიტიკა და კანონმდებლობა არ აქვს, ერთადერთი გამონაკლისი საქართველოა. თავმოყვარე ქვეყანას უნდა ჰქონდეს კანონი მიგრაციის შესახებ, მიგრაციის სისტემას ევროკავშირიც დიდ მნიშვნელობას ანიჭებს. აქამდე არ არსებობდა სტატისტიკა, ვინც შემოდიოდა ქვეყანაში, ყველას ტურისტი დაარქვეს, რომ მათი რიცხვი ხელოვნურად გაებერათ, რაც უსაფრთხოების თვალსაზრისითაც გაუმართლებელია.

- პორტუგალიაში ქართული დიასპორის ყოფილი ხელმძღვანელი ირაკლი ბარამიძე აცხადებს, რომ დიასპორის სამინისტრო ათი ათასობით ლარს ურიცხავდა სხვადასხვა ქვეყნის დიასპორებს, საელჩოებს ევროვიზიის კონკურსზე მომღერალ სოფო ნიჟარაძის მხარდამჭერი ეს-ემ-ეს-ების გასაგზავნად... მიმდინარეობს ამ საქმეზე გამოძიება?

- უამრავი ასეთი თანხა იხარჯებოდა უაზრო კონცერტებსა და შოუებში. ცხადია, მორალური პასუხისმგებლობა ყველას ეკისრება. კონკრეტული მინისტრი ამგვარ გადაწყვეტილებას ზემოდან ბრძანების გარეშე ვერ მიიღებდა. თუ სამართალდამცველები დაინტერესდებიან ამ საქმით, დასკვნების გამოტანა მათი პრეროგატივაა. სათვისტომოების საქმიანობის პოლიტიზება დაუშვებელია. რაც შეეხება ჩვენს ახლანდელ პოზიციას, უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს ოფიციალურად მივმართეთ, რომ ტარდება ევროვიზიის კონკურსი და ვისაც სურვილი აქვს, მხარი დაუჭიროს მასზე საქართველოს სახელით გამომსვლელ კონკურსანტს. ცხადია, არანაირი თანხის გადარიცხვას ვაპირებთ.

- რით ახსნით, რომ ქართველი ემიგრანტების უმრავლესობა ქალია?

- იმით, რომ ძირითადად, ქალის შრომაზეა მოთხოვნა. ისინი ხშირად ხვდებიან ტრეფიკინგის, ძალადობის მსხვერლნი.. არალეგალი ემიგრანტები ყველაზე დაუცველები არიან, - არც დაზღვევა აქვთ, ვერც შრომით ხელშეკრულებას დებენ, და რაც მთავარია, დეპორტაციის საფრთხით, პოლიცასაც კი ვერ მიმართავენ. ამიტომ ჩვენი უპირველესი მიზანი ჯერ არალეგალების დაბრუნებაა. არაერთი ჩვენი თანამემამულე თუ უცხოელი ინვესტორია დაინტერესებული საქართველოში საწარმოს გახსნით. ჩვენი მიზანია, ამ საწარმოებში პირველ რიგში დასაქმდნენ არალეგალი ემიგრანტი ქართველები იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ინვესტიცია შემოდის, ეს ამ სახელმწიფოების ინტერესებშიც არის. ამასთან, ინვესტორს კომპანიაში ეყოლება თანამშრომელი, ვინც მის ენაზე საუბრობს და მის ქვეყანაში მუშაობის გამოცდილებაც აქვს.

ნინო კვიტაშვილი

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"