სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?
რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

ბორ­ჯომ-ხა­რა­გა­უ­ლის ეროვ­ნუ­ლი პარ­კის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე გან­თავ­სე­ბულ სა­საფ­ლა­ო­ზე, რო­მე­ლიც 1996 წლი­დან ფაქ­ტობ­რი­ვად და­ხუ­რუ­ლია, მიც­ვა­ლე­ბუ­ლებს ისევ კრძა­ლა­ვენ. "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" ბორ­ჯო­მე­ლი აქ­ტი­ვის­ტი და­ვით რო­კე­ტიშ­ვი­ლი ბორ­ჯო­მის სა­საფ­ლა­ოს დი­რექ­ტო­რად და­ნიშ­ვნას ითხოვს და აცხა­დებს, რომ ბორ­ჯო­მის სა­საფ­ლაო სას­წრა­ფო ყუ­რა­დღე­ბას სა­ჭი­რო­ებს. "უპატ­რო­ნო სა­საფ­ლა­ო­ე­ბი იყი­დე­ბა, ამას­თან, არ არის სა­საფ­ლა­ომ­დე მი­სას­ვლე­ლი გზაც. მინ­და, ბოლო წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ არ­სე­ბუ­ლი მდგო­მა­რე­ო­ბა გა­მო­ვას­წო­რო. მაგ­რამ ამ სა­კი­თხის გა­და­წყვე­ტა საკ­რე­ბუ­ლო­ში ძა­ლით ჭი­ა­ნურ­დე­ბა" - აცხა­დებს რო­კე­ტიშ­ვი­ლი.

ბორ­ჯო­მის ცენ­ტრა­ლუ­რი სა­საფ­ლა­ოს ხელ­მძღვა­ნე­ლი ნო­დარ მაღ­რა­ძე და­ვით რო­კე­ტიშ­ვი­ლის ბრალ­დე­ბებს სიც­რუ­ეს უწო­დებს და აცხა­დებს, რომ და­ხუ­რუ­ლი სა­საფ­ლა­ოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე მიც­ვა­ლე­ბუ­ლე­ბი აღარ იკ­რძა­ლე­ბა. რაც შე­ე­ხე­ბა მიც­ვა­ლე­ბუ­ლის მიც­ვა­ლე­ბულ­ზე დაკ­რძალ­ვას, ეს იშ­ვი­ა­თად, მხო­ლოდ ჭი­რი­სუფ­ლე­ბის თხოვ­ნით ხდე­ბა.

სრუ­ლი ვერ­სია

"სამ­ხრე­თის კა­რიბ­ჭე"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

რატომ იყიდება საფლავები ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში?

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე განთავსებულ სასაფლაოზე, რომელიც 1996 წლიდან ფაქტობრივად დახურულია, მიცვალებულებს ისევ კრძალავენ. "ქართული ოცნების" ბორჯომელი აქტივისტი დავით როკეტიშვილი ბორჯომის სასაფლაოს დირექტორად დანიშვნას ითხოვს და აცხადებს, რომ ბორჯომის სასაფლაო სასწრაფო ყურადღებას საჭიროებს. "უპატრონო სასაფლაოები იყიდება, ამასთან, არ არის სასაფლაომდე მისასვლელი გზაც. მინდა, ბოლო წლების განმავლობაში აქ არსებული მდგომარეობა გამოვასწორო. მაგრამ ამ საკითხის გადაწყვეტა საკრებულოში ძალით ჭიანურდება" - აცხადებს როკეტიშვილი.

ბორჯომის ცენტრალური სასაფლაოს ხელმძღვანელი ნოდარ მაღრაძე დავით როკეტიშვილის ბრალდებებს სიცრუეს უწოდებს და აცხადებს, რომ დახურული სასაფლაოს ტერიტორიაზე მიცვალებულები აღარ იკრძალება. რაც შეეხება მიცვალებულის მიცვალებულზე დაკრძალვას, ეს იშვიათად, მხოლოდ ჭირისუფლების თხოვნით ხდება.

სრული ვერსია

"სამხრეთის კარიბჭე"

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა