სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად გადაიხადა და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე
სად გადაიხადა და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე

ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ის­ტო­რია უკვე "ბიჭი კონ­კი­ას" ის­ტო­რი­ას ემ­სგავ­სე­ბა. ცნო­ბი­ლი ფაქ­ტია, რომ ქვეყ­ნის ექ­სპირ­ვე­ლი პო­ლი­ცი­ე­ლი ქა­ლაქ ახალ­ცი­ხე­ში და­ი­ბა­და და გა­ი­ზარ­და. რო­გორც ამ­ბო­ბენ, ვა­ნოს არ­ცთუ ისე დალ­ხი­ნე­ბუ­ლი ბავ­შვო­ბა ჰქონ­და, რად­გან მის ოჯახს თურ­მე ძა­ლი­ან უჭირ­და და ნა­თე­სა­ვე­ბის თა­ნად­გო­მით გაჰ­ქონ­დათ თავი. მას შემ­დეგ ბევ­რმა წყალ­მა ჩა­ი­ა­რა და მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯა­ხი წელ­ში გა­ი­მარ­თა. ალ­ბათ, თვი­თო­ნაც არ გა­ახ­სენ­დე­ბო­დათ წარ­სუ­ლი სი­ღა­ტა­კე, პრე­ზი­დენტს რომ არ ეთ­ქვა, გაღ­ლე­ტი­ლია მე­რა­ბიშ­ვი­ლიო. მე­რა­ბიშ­ვი­ლის "ფი­ნან­სუ­რი კრი­ზი­სი" მის­მა მე­გო­ბარ­მა ბიზ­ნეს­მენ­მა გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვილ­მაც და­ა­დას­ტუ­რა ერთ-ერთ სა­ტე­ლე­ვი­ზიო ინ­ტერ­ვი­უ­ში: "ვა­ნოს ბინა არა აქვს და ჩემ­თან ცხოვ­რობ­სო". გი­ორ­გი კო­რა­ხაშ­ვი­ლი ცნო­ბი­ლი მომ­ღერ­ლის, ნინო ჩხე­ი­ძის მე­უღ­ლეა, მომ­ღე­რა­ლი კი, თა­ვის მხრივ, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის ცო­ლის, თაკო სა­ლა­ყა­ი­ას და­ქა­ლია. სწო­რედ კო­რა­ხაშ­ვი­ლი­სა და ჩხე­ი­ძის ბი­ნა­ში გა­და­ი­ხა­და 15 აპ­რილს მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე. იუ­ბი­ლა­რის­თვის დათო არჩვა­ძეს უმ­ღე­რია, თა­მა­დო­ბა კი ქა­ლა­ქის მე­რის­თვის ჩა­უ­ბა­რე­ბი­ათ.

"ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის" გენმდივ­ნის "სა­დღე­სას­წა­უ­ლო ყრი­ლო­ბა­ზე", რო­გორც ამ­ბო­ბენ, პე­ზი­დენ­ტი მიწ­ვე­უ­ლი არ ყო­ფი­ლა, თუმ­ცა მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, შუა ქე­ი­ფის დროს შეჭ­რი­ლა და მოლ­ხე­ნა ისე გა­უგ­რძე­ლე­ბია, თით­ქოს "ჩან­გალ­ზე" მი­სუ­ლი სტუ­მა­რი არ იყო.

სა­ინ­ტე­რე­სოა, რომ იმ დრო­ის­თვის პეტ­რი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე და მის მიმ­დე­ბა­რე ტე­რი­ტო­რი­ა­ზე ყვე­ლა სათ­ვალ­თვა­ლო კა­მე­რა გა­მორ­თუ­ლი ყო­ფი­ლა.

პეტ­რი­აშ­ვი­ლის 27 ნო­მერ­ში, სა­დაც ვა­ნომ და­ბა­დე­ბის დღე გა­და­ი­ხა­და, ცხოვ­რობს გენ-პრო­კუ­რო­რის მო­ად­გი­ლე ლაშა ნაც­ვლიშ­ვი­ლი და ქა­ლა­ქის მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი მაია მწა­რი­აშ­ვი­ლი. რო­გორც ლაშა ნაც­ვლიშ­ვილ­მა "ალი­ას­თან" სა­უბ­რი­სას გა­ნა­ცხა­და, ის მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნას არ შე­უ­წუ­ხე­ბია, რად­გან სახ­ლში გამ­თე­ნი­ი­სას დაბ­რუ­ნე­ბუ­ლა. რაც შე­ე­ხე­ბა იუ­ბი­ლა­რის სტუმ­რებს, მე­რა­ბიშ­ვილს და­ბა­დე­ბის დღე­ზე "ნა­ცე­ბის" მთე­ლი ელი­ტა და­უ­პა­ტი­ჟე­ბია. პო­ლი­ტი­კო­სე­ბის გარ­და, იუ­ბი­ლე­ზე მომ­ღერ­ლე­ბიც იყ­ვნენ მიწ­ვე­უ­ლი. და­ბა­დე­ბის დღეს ასე­ვე ეს­წრე­ბო­და მე­ო­რე ვანო, რო­მელ­საც ზედ­მეტ სა­ხე­ლად "ნა­ცი­ო­ნა­ლე­ბის ჯამ­ბაზს" უწო­დე­ბენ.

"ალია" ვანო ჯა­ვა­ხიშ­ვილს და­უ­კავ­შირ­და:

- ვანო, გა­მარ­ჯო­ბა "ალი­ა­დან" გი­რე­კავ. რო­გორც ვიცი, ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლის და­ბა­დე­ბის დღე­ზე იყა­ვი...

- სა­ი­დან იცით, უკაც­რა­ვად?

- ჩვე­ნამ­დეც მო­დის ინ­ფორ­მა­ცი­ე­ბი.

- ხო, ვი­ყა­ვი.

- რა მი­არ­თვით სა­ჩუქ­რად?

- უმ­ნიშ­ვნე­ლო სა­ჩუ­ქა­რი ვი­ყი­დე, კო­ნი­ა­კი.

- თუ იცი, მო­ე­წო­ნა?

- არ ვიცი, მგო­ნი, არ უნა­ხავს.

- ვანო, რო­გორც ვიცი, მოგ­ვი­ა­ნე­ბით პრე­ზი­დენ­ტიც მო­სუ­ლა.

- იცით, რა, შემ­დე­გი დე­ტა­ლე­ბი მე არ ვიცი, რად­გან მა­ლე­ვე წა­მო­ვე­დი.

- და­ბა­დე­ბის დღე­ზე თა­ვად მო­გიწ­ვი­ათ ვა­ნომ?

- რამ­დე­ნი­მე ხნის წინ ჩვენ გვქონ­და ჩა­წე­რა გა­და­ცე­მის, მა­შინ დამ­დო პა­ტი­ვი და დამ­პა­ტი­ჟა.

რო­გორც უკვე აღ­ვნიშ­ნე, ნინო ჩხე­ი­ძეს მე­რა­ბიშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­თან მე­გობ­რუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს, რაც "ალი­ას­თან" სა­ტე­ლე­ფო­ნო სა­უბ­რი­სას მომ­ღე­რალ­მა თა­ვად და­ა­დას­ტუ­რა:

- ნინო, რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­ბა­დე­ბის დღე თქვენს სახ­ლში გა­და­ი­ხა­და.

- რას ნიშ­ნავს ჩემს სახ­ლში გა­და­ი­ხა­და, ვანო მანდ ცხოვ­რობს.

- ანუ, თქვენს სახ­ლში ცხოვ­რობს?

- დიახ.

- რა­ტომ?

- იმი­ტომ რომ არ ჰქონ­და ბინა. ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან და ცხოვ­რო­ბენ ჩემს სახ­ლში.

- დიდი ხა­ნია?

- არ­ჩევ­ნე­ბის მერე.

- კარ­გი ნინო. იქ­ნებ მი­თხრა, რა ხდე­ბო­და და­ბა­დე­ბის დღე­ზე?

- მე დავ­დი­ვარ მე­გობ­რე­ბის და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე, ვქე­ი­ფობ და მერე არ ვყვე­ბი, რა ხდე­ბო­და. ჩვე­უ­ლებ­რი­ვი და­ბა­დე­ბის დღის აღ­ნიშ­ვნა იყო.

მე­რა­ბიშ­ვი­ლის იუ­ბი­ლე­ზე ბევ­რი სიმ­ღე­რა შეს­რუ­ლე­ბუ­ლა. შე­ზარ­ხო­შე­ბულ "ნა­ცებს" "ასე­თია ქურ­დი კა­ცის ბედ­ზეც" კი უცეკ­ვი­ათ.

ეს, ალ­ბათ, უკვე ბე­დის ირო­ნი­აა, ნამ­დვი­ლად ვერ წარ­მო­ვიდ­გენ­დი მე­რა­ბიშ­ვი­ლის ქო­ნე­ბის ნუს­ხა­ში თბი­ლის­ში ერთი ბი­ნაც თუ არ შე­დი­ო­და. თუმ­ცა, რო­გორც ამ­ბო­ბენ, "ნა­ცი­ო­ნა­ლებ­ში" კომ­პრო­მა­ტე­ბის ომი გაგ­რძელ­დე­ბა და იმა­საც გა­ვი­გებთ, რის პატ­რო­ნია სი­ნამ­დვი­ლე­ში მე­რა­ბიშ­ვი­ლი.

მარი გუ­ლორ­და­ვა

გა­ზე­თი "ალია"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სად გადაიხადა და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე

სად გადაიხადა და რა ხდებოდა ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე

ვანო მერაბიშვილის ისტორია უკვე "ბიჭი კონკიას" ისტორიას ემსგავსება. ცნობილი ფაქტია, რომ ქვეყნის ექსპირველი პოლიციელი ქალაქ ახალციხეში დაიბადა და გაიზარდა. როგორც ამბობენ, ვანოს არცთუ ისე დალხინებული ბავშვობა ჰქონდა, რადგან მის ოჯახს თურმე ძალიან უჭირდა და ნათესავების თანადგომით გაჰქონდათ თავი. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა და მერაბიშვილების ოჯახი წელში გაიმართა. ალბათ, თვითონაც არ გაახსენდებოდათ წარსული სიღატაკე, პრეზიდენტს რომ არ ეთქვა, გაღლეტილია მერაბიშვილიო. მერაბიშვილის "ფინანსური კრიზისი" მისმა მეგობარმა ბიზნესმენმა გიორგი კორახაშვილმაც დაადასტურა ერთ-ერთ სატელევიზიო ინტერვიუში: "ვანოს ბინა არა აქვს და ჩემთან ცხოვრობსო". გიორგი კორახაშვილი ცნობილი მომღერლის, ნინო ჩხეიძის მეუღლეა, მომღერალი კი, თავის მხრივ, ვანო მერაბიშვილის ცოლის, თაკო სალაყაიას დაქალია. სწორედ კორახაშვილისა და ჩხეიძის ბინაში გადაიხადა 15 აპრილს მერაბიშვილმა დაბადების დღე. იუბილარისთვის დათო არჩვაძეს უმღერია, თამადობა კი ქალაქის მერისთვის ჩაუბარებიათ.

"ნაციონალების" გენმდივნის "სადღესასწაულო ყრილობაზე", როგორც ამბობენ, პეზიდენტი მიწვეული არ ყოფილა, თუმცა მიუხედავად ამისა, შუა ქეიფის დროს შეჭრილა და მოლხენა ისე გაუგრძელებია, თითქოს "ჩანგალზე" მისული სტუმარი არ იყო.

საინტერესოა, რომ იმ დროისთვის პეტრიაშვილის ქუჩაზე და მის მიმდებარე ტერიტორიაზე ყველა სათვალთვალო კამერა გამორთული ყოფილა.

პეტრიაშვილის 27 ნომერში, სადაც ვანომ დაბადების დღე გადაიხადა, ცხოვრობს გენ-პროკურორის მოადგილე ლაშა ნაცვლიშვილი და ქალაქის მთავარი პროკურორი მაია მწარიაშვილი. როგორც ლაშა ნაცვლიშვილმა "ალიასთან" საუბრისას განაცხადა, ის მერაბიშვილის დაბადების დღის აღნიშვნას არ შეუწუხებია, რადგან სახლში გამთენიისას დაბრუნებულა. რაც შეეხება იუბილარის სტუმრებს, მერაბიშვილს დაბადების დღეზე "ნაცების" მთელი ელიტა დაუპატიჟებია. პოლიტიკოსების გარდა, იუბილეზე მომღერლებიც იყვნენ მიწვეული. დაბადების დღეს ასევე ესწრებოდა მეორე ვანო, რომელსაც ზედმეტ სახელად "ნაციონალების ჯამბაზს" უწოდებენ.

"ალია" ვანო ჯავახიშვილს დაუკავშირდა:

- ვანო, გამარჯობა "ალიადან" გირეკავ. როგორც ვიცი, ვანო მერაბიშვილის დაბადების დღეზე იყავი...

- საიდან იცით, უკაცრავად?

- ჩვენამდეც მოდის ინფორმაციები.

- ხო, ვიყავი.

- რა მიართვით საჩუქრად?

- უმნიშვნელო საჩუქარი ვიყიდე, კონიაკი.

- თუ იცი, მოეწონა?

- არ ვიცი, მგონი, არ უნახავს.

- ვანო, როგორც ვიცი, მოგვიანებით პრეზიდენტიც მოსულა.

- იცით, რა, შემდეგი დეტალები მე არ ვიცი, რადგან მალევე წამოვედი.

- დაბადების დღეზე თავად მოგიწვიათ ვანომ?

- რამდენიმე ხნის წინ ჩვენ გვქონდა ჩაწერა გადაცემის, მაშინ დამდო პატივი და დამპატიჟა.

როგორც უკვე აღვნიშნე, ნინო ჩხეიძეს მერაბიშვილების ოჯახთან მეგობრული ურთიერთობა აქვს, რაც "ალიასთან" სატელეფონო საუბრისას მომღერალმა თავად დაადასტურა:

- ნინო, რამდენადაც ვიცი, ვანო მერაბიშვილმა დაბადების დღე თქვენს სახლში გადაიხადა.

- რას ნიშნავს ჩემს სახლში გადაიხადა, ვანო მანდ ცხოვრობს.

- ანუ, თქვენს სახლში ცხოვრობს?

- დიახ.

- რატომ?

- იმიტომ რომ არ ჰქონდა ბინა. ჩემი მეგობრები არიან და ცხოვრობენ ჩემს სახლში.

- დიდი ხანია?

- არჩევნების მერე.

- კარგი ნინო. იქნებ მითხრა, რა ხდებოდა დაბადების დღეზე?

- მე დავდივარ მეგობრების დაბადების დღეებზე, ვქეიფობ და მერე არ ვყვები, რა ხდებოდა. ჩვეულებრივი დაბადების დღის აღნიშვნა იყო.

მერაბიშვილის იუბილეზე ბევრი სიმღერა შესრულებულა. შეზარხოშებულ "ნაცებს" "ასეთია ქურდი კაცის ბედზეც" კი უცეკვიათ.

ეს, ალბათ, უკვე ბედის ირონიაა, ნამდვილად ვერ წარმოვიდგენდი მერაბიშვილის ქონების ნუსხაში თბილისში ერთი ბინაც თუ არ შედიოდა. თუმცა, როგორც ამბობენ, "ნაციონალებში" კომპრომატების ომი გაგრძელდება და იმასაც გავიგებთ, რის პატრონია სინამდვილეში მერაბიშვილი.

მარი გულორდავა

გაზეთი "ალია"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"