საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ
რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ

დი­დე­ბის­კენ მი­მა­ვა­ლი გზა ყო­ველ­თვის როდი გა­დის ვარ­დის ფურ­ცლებ­სა და წი­თელ ხა­ლი­ჩებ­ზე. ყვე­ლა პო­პუ­ლა­რუ­ლი ადა­მი­ა­ნი აღი­ა­რე­ბამ­დე მძი­მე, შრო­მა­ტე­ვად, იმე­დით აღ­სავ­სე გზას გა­დი­ო­და. გა­და­ავ­ლეთ თვა­ლი ვარ­სკვლა­ვებს და ამა­ში თა­ვა­დაც დარ­წმუნ­დე­ბით.

სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ბრედ პიტი მი­სუ­რის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­ი­რი­ცხა, სა­დაც ჟურ­ნა­ლის­ტი­კა­სა და სა­რეკ­ლა­მო საქ­მეს სწავ­ლობ­და. მაგ­რამ უნი­ვერ­სი­ტე­ტის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ პირ­და­პირ ჰო­ლი­ვუდ­ში გა­ემ­გზავ­რა, მსა­ხი­ო­ბი რომ გამ­ხდა­რი­ყო. წარ­მა­ტე­ბის მიღ­წე­ვამ­დე წი­წი­ლის ფორ­მა­ში გა­მო­წყო­ბი­ლი იდგა სწრა­ფი კვე­ბის რეს­ტო­რან­თან და ფლა­ე­რებს არი­გებ­და. მუ­შა­ობ­და ასე­ვე გამ­ყიდ­ვე­ლად, ბარ­მე­ნად, მტვირ­თა­ვად, ოფი­ცი­ან­ტად და მძღო­ლად. ბო­ლოს სტრიპ­ტი­ზი­ო­რე­ბი გა­დაჰ­ყავ­და გა­მოს­ვლებ­ზე. სწო­რედ იქ გა­აც­ნო ერ­თმა გო­გო­ნამ როი ლონ­დო­ნი - ჰო­ლი­ვუდ­ში სამ­სა­ხი­ო­ბო ოს­ტა­ტო­ბის ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მას­წავ­ლე­ბე­ლი და მან ბრედ პი­ტში გა­მორ­ჩე­უ­ლი ნიჭი და­ი­ნა­ხა.

მე­გან ფოქსმა ბავ­შვო­ბი­დან იცო­და, რომ მსა­ხი­ო­ბი გახ­დე­ბო­და. 5 წლი­დან ცეკ­ვავ­და და მსა­ხი­ო­ბობ­და, თუმ­ცა ჰო­ლი­ვუდ­ში აღ­მო­ჩე­ნილს, სა­არ­სე­ბო ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად მა­ღა­ზი­ას­თან ბა­ნა­ნის კოს­ტი­უმ­ში გა­მო­წყო­ბილ­საც უწევ­და დგო­მა. კი­დევ კარ­გი, ეს ყვე­ლა­ფე­რი დიდ­ხანს არ გაგ­რძელ­და - 15 წლი­სამ მი­ი­ღო თა­ვი­სი პირ­ვე­ლი როლი ფილმში "მზე­ზე დას­ვე­ნე­ბა".

აი, გვენ სტე­ფა­ნი კი სა­სა­უზ­მე­ში დამ­ლა­გებ­ლობ­და.

ხოლო შე­რონ სტო­უ­ნი, პინ­კი და მუ­სი­კო­სი სილი "მაკ­დო­ნალდსში" მუ­შა­ობ­დნენ. დამ­ლა­გე­ბე­ლი იყო შონ კომბსიც, მო­მა­ვალ­ში პი დიდი. "ჰარ­ლემ­ში და­ვი­ბა­დე და ვიცი, რა არის ყო­ველ­დღი­უ­რად პუ­რის ფუ­ლის სა­შოვ­ნე­ლად მუ­შა­ო­ბა, - თქვა რე­პერ­მა ერთ-ერთ ინ­ტერ­ვი­უ­ში, - მე ტუ­ა­ლე­ტე­ბის სა­უ­კე­თე­სო დამ­ლა­გე­ბე­ლი ვი­ყა­ვი".

ჰო­ლი­ვუ­დის მთა­ვარ სა­ი­ენ­ტო­ლოგ ტომ კრუზს ყო­ველ­თვის აინ­ტე­რე­სებ­და რე­ლი­გია. თუმ­ცა 14 წლი­სას, როცა ჯერ არა­ფე­რი იცო­და რონ ჰა­ბარ­დის სწავ­ლე­ბის შე­სა­ხებ, კა­თო­ლი­ციზ­მი იტა­ცებ­და და თურ­მე მღვდლო­ბა­საც კი აპი­რებ­და. ამის­თვის კა­თო­ლი­კურ სე­მი­ნა­რი­ა­შიც ის­წავ­ლა და მცი­რე ხანს ეკ­ლე­სი­ა­შიც საქ­მი­ა­ნობ­და, თუმ­ცა მო­ნას­ტრამ­დე საქ­მე არ მი­სუ­ლა.

ჯე­ნი­ფერ ლო­პეს­მა ყო­ველ­თვის იცო­და, რომ ვარ­სკვლა­ვი გახ­დე­ბო­და. თუმ­ცა მის ღა­რიბ პუ­ერ­ტო­რი­კო­ელ მშობ­ლებს მისი სწავ­ლის სა­ფა­სუ­რის გა­დახ­და არ შე­ეძ­ლოთ. ამი­ტომ ჯეი ლოს თა­ვად უწევ­და ამა­ზე ზრუნ­ვა და სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ ერ­თდრო­უ­ლად ორ ად­გი­ლას მუ­შა­ობ­და - დღი­სით იუ­რი­დი­ულ კან­ტო­რა­ში თა­ნა­შემ­წე იყო, ღამ­ღა­მო­ბით კი კლუ­ბებ­ში გა­მო­დი­ო­და, მერე გამ­ყიდ­ვე­ლი-კონ­სულ­ტან­ტიც გახ­და პარ­ფი­უ­მე­რი­ულ მა­ღა­ზი­ა­ში.

"ბას­კინ-რო­ბინ­სის" სა­ნა­ყი­ნის გამ­ყიდ­ვე­ლე­ბი ვერც იფიქ­რებ­დნენ, თუ სიმ­პა­თი­უ­რი გამ­ყიდ­ვე­ლი, რო­მე­ლიც 1979 წელს მათ ჰო­ნო­ლუ­ლუ­ში ემ­სა­ხუ­რე­ბო­და, აშშ-ის პრე­ზი­დენ­ტი გახ­დე­ბო­და. ეს ბა­რაკ ობა­მას პირ­ვე­ლი სამ­სა­ხუ­რი იყო, ასე აგ­რო­ვებ­და სწავ­ლის ფულს კო­ლუმ­ბი­ის უნი­ვერ­სი­ტეტ­ში. აქვე და­პა­ტი­ჟა პირ­ვე­ლად მი­შე­ლი და ნა­ყი­ნით გა­უ­მას­პინ­ძლდა.

ვუპი გოლდბერგს შე­უძ­ლია და­იკ­ვე­ხოს "და­უ­ვი­წყა­რი" სა­მუ­შა­ო­თი. სა­ნამ ჰო­ლი­ვუდს და­ი­პყრობ­და და "ოს­კარს" მი­ი­ღებ­და, ვუპი მორ­გში მუ­შა­ობ­და. რი­ტუ­ა­ლუ­რი მომ­სა­ხუ­რე­ბის სფე­რო­ში მუ­შა­ობ­დნენ ასე­ვე შონ კო­ნე­რი და დენ­ზელ ვა­შინგტო­ნი - კუ­ბო­ებს აპ­რი­ა­ლებ­დნენ. უფრო მე­ტიც, კო­ნე­რი, რო­მელ­მაც სკო­ლა მი­ა­ტო­ვა, გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დი სა­ერ­თო­დაც სამ­სა­ხურ­ში რჩე­ბო­და და კუ­ბო­ში იძი­ნებ­და, რად­გან ბი­ნის და­ქი­რა­ვე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა არ ჰქონ­და.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ

რად მუშაობდნენ ვარსკვლავები, სანამ სახელს გაითქვამდნენ

დიდებისკენ მიმავალი გზა ყოველთვის როდი გადის ვარდის ფურცლებსა და წითელ ხალიჩებზე. ყველა პოპულარული ადამიანი აღიარებამდე მძიმე, შრომატევად, იმედით აღსავსე გზას გადიოდა. გადაავლეთ თვალი ვარსკვლავებს და ამაში თავადაც დარწმუნდებით.

სკოლის დამთავრების შემდეგ ბრედ პიტი მისურის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, სადაც ჟურნალისტიკასა და სარეკლამო საქმეს სწავლობდა. მაგრამ უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ პირდაპირ ჰოლივუდში გაემგზავრა, მსახიობი რომ გამხდარიყო. წარმატების მიღწევამდე წიწილის ფორმაში გამოწყობილი იდგა სწრაფი კვების რესტორანთან და ფლაერებს არიგებდა. მუშაობდა ასევე გამყიდველად, ბარმენად, მტვირთავად, ოფიციანტად და მძღოლად. ბოლოს სტრიპტიზიორები გადაჰყავდა გამოსვლებზე. სწორედ იქ გააცნო ერთმა გოგონამ როი ლონდონი - ჰოლივუდში სამსახიობო ოსტატობის ერთ-ერთი საუკეთესო მასწავლებელი და მან ბრედ პიტში გამორჩეული ნიჭი დაინახა.

მეგან ფოქსმა ბავშვობიდან იცოდა, რომ მსახიობი გახდებოდა. 5 წლიდან ცეკვავდა და მსახიობობდა, თუმცა ჰოლივუდში აღმოჩენილს, საარსებო ფულის საშოვნელად მაღაზიასთან ბანანის კოსტიუმში გამოწყობილსაც უწევდა დგომა. კიდევ კარგი, ეს ყველაფერი დიდხანს არ გაგრძელდა - 15 წლისამ მიიღო თავისი პირველი როლი ფილმში "მზეზე დასვენება".

აი, გვენ სტეფანი კი სასაუზმეში დამლაგებლობდა.

ხოლო შერონ სტოუნი, პინკი და მუსიკოსი სილი "მაკდონალდსში" მუშაობდნენ. დამლაგებელი იყო შონ კომბსიც, მომავალში პი დიდი. "ჰარლემში დავიბადე და ვიცი, რა არის ყოველდღიურად პურის ფულის საშოვნელად მუშაობა, - თქვა რეპერმა ერთ-ერთ ინტერვიუში, - მე ტუალეტების საუკეთესო დამლაგებელი ვიყავი".

ჰოლივუდის მთავარ საიენტოლოგ ტომ კრუზს ყოველთვის აინტერესებდა რელიგია. თუმცა 14 წლისას, როცა ჯერ არაფერი იცოდა რონ ჰაბარდის სწავლების შესახებ, კათოლიციზმი იტაცებდა და თურმე მღვდლობასაც კი აპირებდა. ამისთვის კათოლიკურ სემინარიაშიც ისწავლა და მცირე ხანს ეკლესიაშიც საქმიანობდა, თუმცა მონასტრამდე საქმე არ მისულა.

ჯენიფერ ლოპესმა ყოველთვის იცოდა, რომ ვარსკვლავი გახდებოდა. თუმცა მის ღარიბ პუერტორიკოელ მშობლებს მისი სწავლის საფასურის გადახდა არ შეეძლოთ. ამიტომ ჯეი ლოს თავად უწევდა ამაზე ზრუნვა და სკოლის დამთავრების შემდეგ ერთდროულად ორ ადგილას მუშაობდა - დღისით იურიდიულ კანტორაში თანაშემწე იყო, ღამღამობით კი კლუბებში გამოდიოდა, მერე გამყიდველი-კონსულტანტიც გახდა პარფიუმერიულ მაღაზიაში.

"ბასკინ-რობინსის" სანაყინის გამყიდველები ვერც იფიქრებდნენ, თუ სიმპათიური გამყიდველი, რომელიც 1979 წელს მათ ჰონოლულუში ემსახურებოდა, აშშ-ის პრეზიდენტი გახდებოდა. ეს ბარაკ ობამას პირველი სამსახური იყო, ასე აგროვებდა სწავლის ფულს კოლუმბიის უნივერსიტეტში. აქვე დაპატიჟა პირველად მიშელი და ნაყინით გაუმასპინძლდა.

ვუპი გოლდბერგს შეუძლია დაიკვეხოს "დაუვიწყარი" სამუშაოთი. სანამ ჰოლივუდს დაიპყრობდა და "ოსკარს" მიიღებდა, ვუპი მორგში მუშაობდა. რიტუალური მომსახურების სფეროში მუშაობდნენ ასევე შონ კონერი და დენზელ ვაშინგტონი - კუბოებს აპრიალებდნენ. უფრო მეტიც, კონერი, რომელმაც სკოლა მიატოვა, გარკვეული პერიოდი საერთოდაც სამსახურში რჩებოდა და კუბოში იძინებდა, რადგან ბინის დაქირავების საშუალება არ ჰქონდა.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება