პოლიტიკა
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ფეისბუქზე" დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა
"ფეისბუქზე" დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა

სო­ცი­ა­ლურ ქსელ "ფე­ის­ბუქ­ზე" დათა ახა­ლა­ი­ას სა­ხე­ლით გან­ცხა­დე­ბა გავ­რცელ­და, რო­მელ­საც ambebi.ge უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"აგერ უკვე მეშ­ვი­დე თვეა სამ­შობ­ლო­დან გა­დახ­ვე­წი­ლი ვაკ­ვირ­დე­ბი ქვე­ყა­ნა­ში მიმ­დი­ნა­რე მტკივ­ნე­ულ პრო­ცე­სებს. ვფიქ­რობ, ვა­ა­ნა­ლი­ზებ წარ­სულს და სულ უფრო მიმ­ყარ­დე­ბა რწმე­ნა იმი­სა, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში დატ­რი­ა­ლე­ბუ­ლი მრა­ვა­ლი უბე­დუ­რე­ბის სა­თა­ვე ერთი კა­ცია, - კაცი, რო­მელ­მაც ჩვენ­თან - ჩემ­თან და ჩემს ძმას­თან - ბრძო­ლას გა­და­ა­ყო­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა და ქვე­ყა­ნა.

ამ ერთი კა­ცის და­უ­ო­კე­ბელ­მა ლტოლ­ვამ ძა­ლა­უფ­ლე­ბი­სა­კენ, ან­გა­რე­ბამ და უბინ­ძუ­რე­სი ფორ­მე­ბით წარ­მო­ე­ბულ­მა ფა­რულ­მა ომებ­მა შე­ი­წი­რა ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა.

მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი, ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა, მი­უ­ხე­და­ვად შეც­დო­მე­ბი­სა, ასე გა­მა­ნად­გუ­რებ­ლად არ და­მარ­ცხდე­ბო­და არ­ჩევ­ნებ­ში.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ და მე გა­მაჩ­ნია ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ლა­ფან­ყუ­რის ავან­ტი­უ­რა ჩემი ძმის - ბაჩო ახა­ლა­ი­ას წი­ნა­აღ­მდეგ და­გეგ­მა და გი­ორ­გი ლორ­თქი­ფა­ნი­ძის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, გა­წი­რა რა სა­სიკ­ვდი­ლოდ ჩვე­ნი მებ­რძო­ლე­ბი, უკი­დუ­რე­სად გაგ­ვირ­თუ­ლა ურ­თი­ერ­თო­ბე­ბი ჩვენ ქისტ ძმებ­თან და რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბის წი­ნა­შე და­ა­ყე­ნა ქვეყ­ნის უსაფრ­თხო­ე­ბა და სა­ერ­თა­შო­რი­სო იმი­ჯი.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ და მე ასე­ვე გა­მაჩ­ნია ამის მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ სწო­რედ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა, ჩემს ძმა­ზე შუ­რის­ძი­ე­ბის მიზ­ნით, ამი­რან მეს­ხე­ლის ხე­ლით უზ­რუნ­ველ­ყო ცი­ხის ამაზ­რზე­ნი კად­რე­ბის შექ­მნა და სა­ზღვარ­გა­რეთ უსაფრ­თხოდ მარ­შუ­ტი­რე­ბა, რა­მაც სა­ბო­ლო­ოდ და­ან­გრია ჩვე­ნი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ისე­დაც და­ზი­ა­ნე­ბუ­ლი იმი­ჯი და გა­დამ­წყვე­ტი როლი ითა­მა­შა ჩვენ და­მარ­ცხე­ბა­ში.

სრუ­ლი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბით ვა­ცხა­დებ, რომ ვანო მე­რა­ბიშ­ვილ­მა და­გეგ­მა და შალ­ვა ჯა­ნაშ­ვი­ლის ხე­ლით გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა იალ­ღუ­ჯა­ზე ჩვე­ნი ჯა­რის­კა­ცე­ბის მი­მართ გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბუ­ლი ძა­ლა­დო­ბა და არა­ა­და­მი­ა­ნუ­რი მო­პყრო­ბა, რის­თვი­საც ახლა ჩემს ძმას ასა­მარ­თლე­ბენ.

აქვე დავ­ძენ, რომ მე არ ვამ­ტკი­ცებ, თით­ქოს ვანო მე­რა­ბიშ­ვი­ლი გა­რი­გე­ბუ­ლი იყო მა­შინ­დელ ოპო­ზი­ცი­ას­თან, მაგ­რამ ერთი რამ დღე­სა­ვით ნა­თე­ლია - სა­კუ­თარ ყოვ­ლის­შემ­ძლე­ო­ბა­ში ბრიყ­ვუ­ლად დარ­წმუ­ნე­ბულ­მა მე­რა­ბიშ­ვილ­მა ივა­რა­უ­და, რომ მხო­ლოდ ახა­ლა­ი­ე­ბი და­ზა­რალ­დე­ბოდ­ნენ მისი და­ნა­შა­უ­ლებ­რი­ვი ავან­ტი­უ­რე­ბის წყა­ლო­ბით და თვი­თონ კვლავ ხე­ლი­სუფ­ლე­ბის ოლიმპზე დარ­ჩე­ბო­და, რად­განც არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბა გა­რან­ტი­რე­ბუ­ლი ეგო­ნა.

ვფიქ­რობ, დად­გა დრო,ყვე­ლა კი­თხვას გა­ე­ცეს პა­სუ­ხი!

მე,ისე­ვე რო­გორც ჩემი ძმა, არა­სო­დეს გავ­ქცე­ვი­ვარ პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბას, არც მა­შინ, როცა ორ­გა­ნი­ზე­ბულ კრი­მი­ნალს და კო­რუფ­ცი­ას ვებ­რძო­დი, არც რუ­სეთ-სა­ქარ­თვე­ლოს ომის დროს და არც ახლა ვა­პი­რებ ემიგ­რა­ცი­ა­ში თა­ვის შე­ფა­რე­ბას.

მყა­რად მაქვს გა­და­წყვე­ტი­ლი, უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში ჩემს მე­გობ­რებ­თან ერ­თად დავ­ბრუნ­დე სა­ქარ­თვე­ლო­ში და ყვე­ლა კი­თხვას გავ­ცე პა­სუ­ხი !" - ნათ­ქვა­მია გან­ცხა­დე­ბა­ში.

იხი­ლეთ ვი­დეო

რუბრიკის სხვა სიახლეები

"ფეისბუქზე" დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა

"ფეისბუქზე" დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა

სოციალურ ქსელ "ფეისბუქზე" დათა ახალაიას სახელით განცხადება გავრცელდა, რომელსაც ambebi.ge უცვლელად გთავაზობთ:

"აგერ უკვე მეშვიდე თვეა სამშობლოდან გადახვეწილი ვაკვირდები ქვეყანაში მიმდინარე მტკივნეულ პროცესებს. ვფიქრობ, ვაანალიზებ წარსულს და სულ უფრო მიმყარდება რწმენა იმისა, რომ საქართველოში დატრიალებული მრავალი უბედურების სათავე ერთი კაცია, - კაცი, რომელმაც ჩვენთან - ჩემთან და ჩემს ძმასთან - ბრძოლას გადააყოლა ხელისუფლება და ქვეყანა.

ამ ერთი კაცის დაუოკებელმა ლტოლვამ ძალაუფლებისაკენ, ანგარებამ და უბინძურესი ფორმებით წარმოებულმა ფარულმა ომებმა შეიწირა ჩვენი ხელისუფლება.

მე ღრმად მწამს, რომ არა ვანო მერაბიშვილი, ნაციონალური მოძრაობა, მიუხედავად შეცდომებისა, ასე გამანადგურებლად არ დამარცხდებოდა არჩევნებში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ ლაფანყურის ავანტიურა ჩემი ძმის - ბაჩო ახალაიას წინააღმდეგ დაგეგმა და გიორგი ლორთქიფანიძის ხელით განახორციელა ვანო მერაბიშვილმა, გაწირა რა სასიკვდილოდ ჩვენი მებრძოლები, უკიდურესად გაგვირთულა ურთიერთობები ჩვენ ქისტ ძმებთან და რეალური საშიშროების წინაშე დააყენა ქვეყნის უსაფრთხოება და საერთაშორისო იმიჯი.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ და მე ასევე გამაჩნია ამის მტკიცებულებები, რომ სწორედ ვანო მერაბიშვილმა, ჩემს ძმაზე შურისძიების მიზნით, ამირან მესხელის ხელით უზრუნველყო ციხის ამაზრზენი კადრების შექმნა და საზღვარგარეთ უსაფრთხოდ მარშუტირება, რამაც საბოლოოდ დაანგრია ჩვენი ხელისუფლების ისედაც დაზიანებული იმიჯი და გადამწყვეტი როლი ითამაშა ჩვენ დამარცხებაში.

სრული პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ ვანო მერაბიშვილმა დაგეგმა და შალვა ჯანაშვილის ხელით განახორციელა იალღუჯაზე ჩვენი ჯარისკაცების მიმართ განხორციელებული ძალადობა და არაადამიანური მოპყრობა, რისთვისაც ახლა ჩემს ძმას ასამართლებენ.

აქვე დავძენ, რომ მე არ ვამტკიცებ, თითქოს ვანო მერაბიშვილი გარიგებული იყო მაშინდელ ოპოზიციასთან, მაგრამ ერთი რამ დღესავით ნათელია - საკუთარ ყოვლისშემძლეობაში ბრიყვულად დარწმუნებულმა მერაბიშვილმა ივარაუდა, რომ მხოლოდ ახალაიები დაზარალდებოდნენ მისი დანაშაულებრივი ავანტიურების წყალობით და თვითონ კვლავ ხელისუფლების ოლიმპზე დარჩებოდა, რადგანც არჩევნებში გამარჯვება გარანტირებული ეგონა.

ვფიქრობ, დადგა დრო,ყველა კითხვას გაეცეს პასუხი!

მე,ისევე როგორც ჩემი ძმა, არასოდეს გავქცევივარ პასუხისმგებლობას, არც მაშინ, როცა ორგანიზებულ კრიმინალს და კორუფციას ვებრძოდი, არც რუსეთ-საქართველოს ომის დროს და არც ახლა ვაპირებ ემიგრაციაში თავის შეფარებას.

მყარად მაქვს გადაწყვეტილი, უახლოეს მომავალში ჩემს მეგობრებთან ერთად დავბრუნდე საქართველოში და ყველა კითხვას გავცე პასუხი !" - ნათქვამია განცხადებაში.

იხილეთ ვიდეო

"ჩემი ლედი" - ლელა წურწუმიას და "მამულიჩას" ემოციური ფოტო კონცერტის კულისებიდან

ჰააგაში, უძველესი ტაძრის სამრეკლოდან გია ყანჩელის მელოდიები მისი ხსოვნის პატივსაცემად აჟღერდა

"მშვიდობით..." - სოფიკო შევარდნაძე "ინსტაგრამზე" გია ყანჩელის იტორიულ ფოტოს აქვეყნებს