სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა
ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა

პოპ-მუ­სი­კის მეფე, მა­იკლ ჯექ­სო­ნი ნარ­კო­ტი­კის სა­წი­ნა­აღ­მდე­გო სა­ი­დუმ­ლო იმპლან­ტატს იყე­ნებ­და, რაც შე­საძ­ლოა, მისი სიკ­ვდი­ლის მი­ზე­ზი გახ­და. იმპლან­ტა­ტი მომ­ღერ­ლის სხე­უ­ლის გაკ­ვე­თის დროს აღ­მო­ა­ჩი­ნეს, თუმ­ცა ამის შე­სა­ხებ მხო­ლოდ ახლა გახ­და ცნო­ბი­ლი. გა­მოქ­ვეყ­ნდა დო­კუ­მენ­ტე­ბი, რომ­ლებ­შიც ჯექ­სო­ნის ყო­ფი­ლი ექი­მე­ბი ამ ინ­ფორ­მა­ცის ადას­ტუ­რე­ბენ.

ეს ფაქ­ტი ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი აღ­მო­ჩე­ნაა, ვი­ნა­ი­დან ექიმს, რო­მელ­მაც მომ­ღერ­ლის სხე­ულ­ში ჩა­ნერ­გი­ლი მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ არა­ფე­რი იცო­და, შე­ეძ­ლო მას­თან შე­უ­თავ­სე­ბე­ლი სამ­კურ­ნა­ლო პრე­პა­რა­ტე­ბი გა­მო­ე­წე­რა.

გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ჯექ­სონს იმპლან­ტა­ტი Narcan ("ნა­ლოკ­სო­ნის" სა­ვაჭ­რო სა­ხელ­წო­დე­ბა) ნარ­კო­და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის სა­წი­ნა­აღ­მდე­გოდ 2003 წელს ჩა­უდ­გეს. Narcan-ს ჰე­რო­ინ­სა და მორ­ფინ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბის დროს ნიშ­ნა­ვენ. ის თა­ვის ტვინ­ში სი­ა­მოვ­ნე­ბის რე­ცეპ­ტო­რებს ბლო­კავს, რაც ნარ­კო­ტი­კის მოხ­მა­რე­ბას აზრს უკარ­გავს.

ამ­ჟა­მად კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი კომ­პა­ნია AEG Live-ის წი­ნა­აღ­მდეგ ჯექ­სო­ნის ოჯა­ხის სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სი მიმ­დი­ნა­რე­ობს. პოპ-მომ­ღერ­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი 40 მლრდ დო­ლარს ითხო­ვენ იმის გამო, რომ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რებ­მა მა­იკ­ლის ჯან­მრთე­ლო­ბის პრობ­ლე­მე­ბის მი­მართ და­უ­დე­ვა­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა გა­მო­ი­ჩი­ნეს და მკურ­ნა­ლად ექი­მი კონ­რად მი­უ­რეი და­ი­ქი­რა­ვეს.

პოპ-მუ­სი­კის მე­ფედ აღი­ა­რე­ბუ­ლი მა­იკლ ჯექ­სო­ნი 2009 წლის 25 ივ­ნისს 51 წლის ასაკ­ში გარ­და­იც­ვა­ლა. გა­მო­ძი­ე­ბის მო­ნა­ცე­მე­ბით, მომ­ღერ­ლის სიკ­ვდი­ლი ძლი­ერ­მოქ­მე­დი ტკი­ვილ­გა­მა­ყუ­ჩე­ბე­ლი პრე­პა­რა­ტის - პრო­პო­ფო­ლის გა­და­ჭარ­ბე­ბულ­მა დო­ზამ გა­მო­იწ­ვია.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Sun-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა

ჯექსონს სხეულში ნარკოტიკის საწინააღმდეგო იმპლანტატი ჰქონდა

პოპ-მუსიკის მეფე, მაიკლ ჯექსონი ნარკოტიკის საწინააღმდეგო საიდუმლო იმპლანტატს იყენებდა, რაც შესაძლოა, მისი სიკვდილის მიზეზი გახდა. იმპლანტატი მომღერლის სხეულის გაკვეთის დროს აღმოაჩინეს, თუმცა ამის შესახებ მხოლოდ ახლა გახდა ცნობილი. გამოქვეყნდა დოკუმენტები, რომლებშიც ჯექსონის ყოფილი ექიმები ამ ინფორმაცის ადასტურებენ.

ეს ფაქტი ძალიან მნიშვნელოვანი აღმოჩენაა, ვინაიდან ექიმს, რომელმაც მომღერლის სხეულში ჩანერგილი მოწყობილობის შესახებ არაფერი იცოდა, შეეძლო მასთან შეუთავსებელი სამკურნალო პრეპარატები გამოეწერა.

გავრცელებული ინფორმაციით, ჯექსონს იმპლანტატი Narcan ("ნალოკსონის" სავაჭრო სახელწოდება) ნარკოდამოკიდებულების საწინააღმდეგოდ 2003 წელს ჩაუდგეს. Narcan-ს ჰეროინსა და მორფინზე დამოკიდებულების დროს ნიშნავენ. ის თავის ტვინში სიამოვნების რეცეპტორებს ბლოკავს, რაც ნარკოტიკის მოხმარებას აზრს უკარგავს.

ამჟამად კონცერტების ორგანიზატორი კომპანია AEG Live-ის წინააღმდეგ ჯექსონის ოჯახის სასამართლო პროცესი მიმდინარეობს. პოპ-მომღერლის ნათესავები 40 მლრდ დოლარს ითხოვენ იმის გამო, რომ კონცერტების ორგანიზატორებმა მაიკლის ჯანმრთელობის პრობლემების მიმართ დაუდევარი დამოკიდებულება გამოიჩინეს და მკურნალად ექიმი კონრად მიურეი დაიქირავეს.

პოპ-მუსიკის მეფედ აღიარებული მაიკლ ჯექსონი 2009 წლის 25 ივნისს 51 წლის ასაკში გარდაიცვალა. გამოძიების მონაცემებით, მომღერლის სიკვდილი ძლიერმოქმედი ტკივილგამაყუჩებელი პრეპარატის - პროპოფოლის გადაჭარბებულმა დოზამ გამოიწვია.

მომზადებულია The Sun-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება