სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას
ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას

რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მო­ქან­და­კე, ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი მზა­დაა, ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ე­რის, მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის ძეგლი შექ­მნას. ლონ­დო­ნის მერი დე­და­ქა­ლა­ქის ცენ­ტრში ტეტ­ჩე­რის ძეგლის დად­გმის წი­ნა­და­დე­ბით გა­მო­ვი­და.

რუ­სუ­ლი გა­მო­ცე­მა "იზ­ვეს­ტი­ას­თვის" მი­ცე­მულ ინ­ტერ­ვი­უ­ში სკულპ­ტორ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ერ­თა­დერ­თი ქალი, რო­მე­ლიც და­უ­ხა­ტავს, სწო­რედ დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრია.

"მარ­გა­რეტ ტეტ­ჩე­რის მხატ­ვრულ სა­ხე­ზე მუ­შა­ო­ბის გა­მო­ცი­ლე­ბა უკვე მაქვს. ის პი­რა­დად შეხ­ვედ­რის დროს დავ­ხა­ტე და ეს პორ­ტრე­ტი მას ვა­ჩუ­ქე. ის ბრწყინ­ვა­ლე პი­როვ­ნე­ბა იყო, გა­მოკ­ვე­თი­ლი ნაკ­ვთე­ბი­თა და სა­ინ­ტე­რე­სო პლას­ტი­კით, უდი­დე­სი ქალი და გა­მო­ჩე­ნი­ლი პო­ლი­ტი­კო­სი. თუ კონ­კურ­სი გა­მო­ცხად­დე­ბა, მას­ში დიდი ინ­ტე­რე­სით მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას", - აღ­ნიშ­ნა წე­რე­თელ­მა.

დიდი ბრი­ტა­ნე­თის ყო­ფი­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი ბა­რო­ნე­სა მარ­გა­რეტ ჰილ­და ტეტ­ჩე­რი 87 წლის ასაკ­ში, ინ­სულ­ტის შე­დე­გად გარ­და­იც­ვა­ლა.

ზუ­რაბ წე­რე­თე­ლი ბოლო დროს მა­ღა­ლი რან­გის პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ძეგ­ლებ­ზე მუ­შა­ობს. ამ­ჟა­მად წე­რე­თე­ლი ვლა­დი­მერ პუ­ტი­ნის ძეგლის­თვის შე­სა­ფე­რის ად­გილს ეძებს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია izvestia.ru-ს მი­ხედ­ვით.

-ლალი
0

პუტკასთვის ფრთების გაკეთება არ დაავიწყდეს 

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას

ზურაბ წერეთელი მზადაა, ლონდონში მარგარეტ ტეტჩერს ძეგლი დაუდგას

რუსეთში მოღვაწე ქართველი მოქანდაკე, ზურაბ წერეთელი მზადაა, ბრიტანეთის ყოფილი პრემიერის, მარგარეტ ტეტჩერის ძეგლი შექმნას. ლონდონის მერი დედაქალაქის ცენტრში ტეტჩერის ძეგლის დადგმის წინადადებით გამოვიდა.

რუსული გამოცემა "იზვესტიასთვის" მიცემულ ინტერვიუში სკულპტორმა აღნიშნა, რომ ერთადერთი ქალი, რომელიც დაუხატავს, სწორედ დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრია.

"მარგარეტ ტეტჩერის მხატვრულ სახეზე მუშაობის გამოცილება უკვე მაქვს. ის პირადად შეხვედრის დროს დავხატე და ეს პორტრეტი მას ვაჩუქე. ის ბრწყინვალე პიროვნება იყო, გამოკვეთილი ნაკვთებითა და საინტერესო პლასტიკით, უდიდესი ქალი და გამოჩენილი პოლიტიკოსი. თუ კონკურსი გამოცხადდება, მასში დიდი ინტერესით მივიღებდი მონაწილეობას", - აღნიშნა წერეთელმა.

დიდი ბრიტანეთის ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბარონესა მარგარეტ ჰილდა ტეტჩერი 87 წლის ასაკში, ინსულტის შედეგად გარდაიცვალა.

ზურაბ წერეთელი ბოლო დროს მაღალი რანგის პოლიტიკოსების ძეგლებზე მუშაობს. ამჟამად წერეთელი ვლადიმერ პუტინის ძეგლისთვის შესაფერის ადგილს ეძებს.

მომზადებულია izvestia.ru-ს მიხედვით.