ირანის სამხრეთ-დასავლეთით მომხადარი 6,3 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრის შედეგად სულ მცირე 37 ადამიანი დაიღუპა, 850 კი დაშავდა. ამის შესახებ "ბიბისი" იტყობინება. მიწისძვრა ქვეყნის სამხრეთით, ბუშერის პროვინციაში მდებარე, ამავე სახელწოდების ატომური ელექტროსადგურიდან 90 კმ-ის დაშორებით მოხდა, თუმცა ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, სადგური არ დაზიანებულა.
მიწისძვრის შედეგად განადგურდა ქალაქი კაკი, ასევე საგრძნობლად დაზიანდა ქალაქები ხორმუჯი და კენგანი. ბიძგები იგრძნობოდა სპარსეთის ყურეში მდებარე სხვა ქვეყნების ქალაქებშიც - დუბაიში, აბუ დაბისა და ბაჰრეინში.
ირანი ერთ-ერთი ყველაზე სეისმურად საშიში ზონაა. 2003 წელს 6,3 ბალის მიწისძვრას ქალაქ ბამში 31 ათასი ადამიანი ემსხვერპლა, 42 ათასი კი დაშავდა.