სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?
ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?

ბოლო ხანს სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში ხში­რად სა­უბ­რო­ბენ იმის თა­ო­ბა­ზე, რომ გახ­შირ­და ადა­მი­ან­თა და­კა­ვე­ბის მიზ­ნით ნარ­კო­ტი­კე­ბის ჩა­დე­ბის ფაქ­ტე­ბი. ასეთ დროს სა­მარ­თალ­დამ­ცავ­თა "მსხვერ­პლნი" ამ­ნის­ტი­ით გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბუ­ლი ყო­ფი­ლი პა­ტიმ­რე­ბი არი­ან, ხოლო თა­ვად წეს­რი­გის დამ­ცველ­ნი კი ის ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლებ­მაც მსგავ­სი საქ­მე­ე­ბით ჯერ კი­დევ "ვარ­დე­ბის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში" გა­ით­ქვეს სა­ხე­ლი და რა­ტომ­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბებ­ზე ყოფ­ნას დღემ­დე ახერ­ხე­ბენ.

"არა­სა­სურ­ვე­ლი" ადა­მი­ა­ნე­ბის ცი­ხე­ში გა­მომ­წყვდე­ვა ნარ­კო­ტი­კის ან ია­რა­ღის ჩა­დე­ბით, შე­ვარ­დნა­ძის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა­ში აპ­რო­ბი­რე­ბუ­ლი მე­თო­დი იყო და ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრო­ში მას და­ნა­შა­უ­ლის პრე­ვენ­ცი­ის ერთ-ერთ ფორ­მად მო­იხ­სე­ნი­ებ­დნენ. "ვარ­დე­ბის რე­ვო­ლუ­ცი­ის" შემ­დეგ სა­ა­კაშ­ვი­ლის ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და, რომ ასეთ მე­თო­დებ­ზე უარს იტყო­და, თუმ­ცა ორი­ო­დე წლის შემ­დეგ ნარ­კო­ტი­კე­ბის და ია­რა­ღის ჩა­დე­ბას კვლავ მიჰ­ყო ხელი, რის გა­მოც ცი­ხე­ებ­ში ათა­სო­ბით ადა­მი­ა­ნი ათე­ულ­წლო­ბით გა­მო­კე­ტა.

2012 წლის ოქ­ტომ­ბრის არ­ჩევ­ნებ­ში გა­მარ­ჯვე­ბის შემ­დეგ ახალ­მა ხე­ლი­სუფ­ლე­ბამ, კერ­ძოდ, ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრმა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მსგავ­სი მე­თო­დე­ბით და­ნა­შა­ულ­თან ბრძო­ლა სა­კუ­თა­რი უწყე­ბის­თვის მი­უ­ღებ­ლად გა­მო­ა­ცხა­და, თუმ­ცა...

2012 წლის პირ­ველ აპ­რილს, ღა­მით, რუს­თავ­ში, ად­გი­ლობ­რივ­მა პო­ლი­ცი­ამ (რო­გორც თა­ვად აცხა­დე­ბენ, ოპე­რა­ტი­უ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის სა­ფუძ­ველ­ზე) მო­რი­გი ღო­ნის­ძი­ე­ბა ჩა­ა­ტა­რა და კოს­ტა­ვას ქუ­ჩის 15 ნო­მერ­ში ადრე ნა­სა­მარ­თლე­ვი ელდგარ მა­მე­დო­ვი და ნი­კო­ლოზ ხვე­დე­ლი­ძე და­ა­კა­ვა.

ელდგარ მა­მე­დო­ვი:

- ორ თვე­ზე მე­ტია, რაც ცი­ხი­დან გა­მო­ვე­დი, ამი­ნის­ტია შე­მე­ხო. დედა კი­ბო­თი მყავს ავად, ბა­ქო­ში ოპე­რა­ცია გა­ვუ­კე­თეთ და იქ ვი­ყა­ვი, შემ­დეგ ჩემი ძმა ჩა­მო­ვი­და დე­დას­თან და მე ცოტა ხნით რუს­თავ­ში დავ­ბრუნ­დი, ძმის ოჯა­ხის­თვის ყუ­რა­დღე­ბა რომ მი­მექ­ცია. ამ დღე­ებ­ში ბა­ქო­ში დაბ­რუ­ნე­ბას ვა­პი­რებ­დი. ქა­ლაქ­ში რამ­დენ­ჯერ­მე შემ­ხვდა ზაალ ადა­მია (რუს­თა­ვის პო­ლი­ცი­ის ერთ-ერთი გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე, - ავტ.) და მი­თხრა, - წადი ქა­ლა­ქი­და­ნო. რა­ტომ წა­ვი­დე, ხომ არა­ფერს ვა­შა­ვებ-მეთ­ქი. პირ­ველ აპ­რილს მე და ნი­კუ­შა ხვე­დე­ლი­ძე მე­გო­ბარ­თან მივ­დი­ო­დით კოს­ტა­ვას 15 ნო­მერ­ში. და­ახ­ლო­ე­ბით სა­ღა­მოს 10 სა­ა­თი იქ­ნე­ბო­და. ეზო­ში რომ შე­ვე­დით, ხალ­ხმრავ­ლო­ბა იყო, სა­ეჭ­ვო არა­ფე­რი შე­მი­ნიშ­ნავს. მე­ზობ­ლე­ბი ის­ხდნენ გა­რეთ. რო­გორც კი მან­ქა­ნა გა­ვა­ჩე­რეთ და გად­მოს­ვლა და­ვა­პი­რეთ, მო­უ­ლოდ­ნე­ლად ჩვე­ნი მან­ქა­ნა გა­ა­ნა­თეს, პო­ლი­ცი­ე­ლე­ბი მოგ­ვცვივ­დნენ და მან­ქა­ნი­დან ხე­ლებ­გა­კა­ვე­ბუ­ლე­ბი გად­მოგ­ვიყ­ვა­ნეს, 15 კაცი იქ­ნე­ბო­და. ეს იმ­დე­ნად მო­უ­ლოდ­ნე­ლი იყო, რომ ეზო­ში მყო­ფი მე­ზობ­ლე­ბი აყ­ვირ­დნენ - რას აკე­თებ­თო! მე და ნი­კუ­შა გაგ­ვჩხრი­კეს, მან­ქა­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, სა­ეჭ­ვო რომ ვე­რა­ფე­რი იპო­ვეს, ტე­ლე­ფო­ნებ­ზე რეკ­ვა და ჩოჩ­ქო­ლი და­ი­წყეს. პო­ლი­ცი­ე­ლებ­ში ზაალ ადა­მია ვი­ცა­ნი. მივ­ხვდი, რა­შიც იყო საქ­მე და გამ­წა­რე­ბულ­მა და­ვუყ­ვი­რე - ხომ ნა­ხეთ, რომ სუფ­თა ვარ, არა­ფე­რი ჩა­მი­დოთ-მეთ­ქი. ამ ამ­ბით აღ­შფო­თე­ბულ მე­ზობ­ლებს ახ­ლოს არ უშ­ვებ­დნენ, ვი­ღა­ცა ყვი­რო­და, - რო­გორ იქ­ცე­ვით, ახლა ხომ სხვა დრო­აო... შე­ვამ­ჩნიე, რომ პო­ლი­ცი­ის ორი მან­ქა­ნა კი­დევ შე­მო­ვი­და. ჩხრე­კის შემ­დეგ ფარ­ნე­ბით მი­წის თვა­ლი­ე­რე­ბა და­ი­წყეს.

ცოტა ხან­ში ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა და­ი­ძა­ხა, - ვი­პო­ვეო. ხელ­ში რა­ღაც ეკა­ვა, - მან­ქა­ნის უკან მი­წა­ზე ეგ­დოო (მან­ქა­ნი­დან ხელ­გა­კა­ვე­ბუ­ლი გად­მო­მიყ­ვა­ნეს, იმ ად­გი­ლას არც ვყო­ფილ­ვარ და იქ რო­გორ და­ვაგ­დებ­დი?!).

ნი­კუ­შა ხვე­დე­ლი­ძე: - მე სა­ჭეს­თან ვი­ჯე­ქი. მან­ქა­ნა რო­გორც კი გა­ვა­ჩე­რე, ეგ­რე­ვე გად­მო­მიყ­ვა­ნეს, ხე­ლე­ბი უკვე შეკ­რუ­ლი მქონ­და, თავი მან­ქა­ნის კა­პოტ­ზე და­მა­დე­ბი­ნეს და გამ­ჩხრი­კეს. ვე­რა­ფე­რი მი­პო­ვეს. აშ­კა­რად უკ­მა­ყო­ფი­ლო­ე­ბი დარ­ჩნენ და ერ­თმა­ნეთ­ში ჩურ­ჩუ­ლი და სა­დღაც რეკ­ვა და­ი­წყეს... ამა­სო­ბა­ში ერ­თმა პო­ლი­ცი­ელ­მა და­იყ­ვი­რა, - მი­წა­ზე ნარ­კო­ტი­კი ვი­პო­ვეო და კა­პოტ­ზე დადო. ვერ­ცხლის­ფერ ქა­ღალ­დში იყო რა­ღაც გახ­ვე­უ­ლი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?

ნარკოტიკის ჩადებით "დანაშაულის პრევენციის" პოლიტიკა გრძელდება?

ბოლო ხანს საზოგადოებაში ხშირად საუბრობენ იმის თაობაზე, რომ გახშირდა ადამიანთა დაკავების მიზნით ნარკოტიკების ჩადების ფაქტები. ასეთ დროს სამართალდამცავთა "მსხვერპლნი" ამნისტიით გათავისუფლებული ყოფილი პატიმრები არიან, ხოლო თავად წესრიგის დამცველნი კი ის ადამიანები, რომლებმაც მსგავსი საქმეებით ჯერ კიდევ "ვარდების ხელისუფლებაში" გაითქვეს სახელი და რატომღაც თანამდებობებზე ყოფნას დღემდე ახერხებენ.

"არასასურველი" ადამიანების ციხეში გამომწყვდევა ნარკოტიკის ან იარაღის ჩადებით, შევარდნაძის ხელისუფლებაში აპრობირებული მეთოდი იყო და შინაგან საქმეთა სამინისტროში მას დანაშაულის პრევენციის ერთ-ერთ ფორმად მოიხსენიებდნენ. "ვარდების რევოლუციის" შემდეგ სააკაშვილის ხელისუფლებამ საჯაროდ განაცხადა, რომ ასეთ მეთოდებზე უარს იტყოდა, თუმცა ორიოდე წლის შემდეგ ნარკოტიკების და იარაღის ჩადებას კვლავ მიჰყო ხელი, რის გამოც ციხეებში ათასობით ადამიანი ათეულწლობით გამოკეტა.

2012 წლის ოქტომბრის არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ახალმა ხელისუფლებამ, კერძოდ, შინაგან საქმეთა მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მსგავსი მეთოდებით დანაშაულთან ბრძოლა საკუთარი უწყებისთვის მიუღებლად გამოაცხადა, თუმცა...

2012 წლის პირველ აპრილს, ღამით, რუსთავში, ადგილობრივმა პოლიციამ (როგორც თავად აცხადებენ, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე) მორიგი ღონისძიება ჩაატარა და კოსტავას ქუჩის 15 ნომერში ადრე ნასამართლევი ელდგარ მამედოვი და ნიკოლოზ ხვედელიძე დააკავა.

ელდგარ მამედოვი:

- ორ თვეზე მეტია, რაც ციხიდან გამოვედი, ამინისტია შემეხო. დედა კიბოთი მყავს ავად, ბაქოში ოპერაცია გავუკეთეთ და იქ ვიყავი, შემდეგ ჩემი ძმა ჩამოვიდა დედასთან და მე ცოტა ხნით რუსთავში დავბრუნდი, ძმის ოჯახისთვის ყურადღება რომ მიმექცია. ამ დღეებში ბაქოში დაბრუნებას ვაპირებდი. ქალაქში რამდენჯერმე შემხვდა ზაალ ადამია (რუსთავის პოლიციის ერთ-ერთი განყოფილების უფროსის მოადგილე, - ავტ.) და მითხრა, - წადი ქალაქიდანო. რატომ წავიდე, ხომ არაფერს ვაშავებ-მეთქი. პირველ აპრილს მე და ნიკუშა ხვედელიძე მეგობართან მივდიოდით კოსტავას 15 ნომერში. დაახლოებით საღამოს 10 საათი იქნებოდა. ეზოში რომ შევედით, ხალხმრავლობა იყო, საეჭვო არაფერი შემინიშნავს. მეზობლები ისხდნენ გარეთ. როგორც კი მანქანა გავაჩერეთ და გადმოსვლა დავაპირეთ, მოულოდნელად ჩვენი მანქანა გაანათეს, პოლიციელები მოგვცვივდნენ და მანქანიდან ხელებგაკავებულები გადმოგვიყვანეს, 15 კაცი იქნებოდა. ეს იმდენად მოულოდნელი იყო, რომ ეზოში მყოფი მეზობლები აყვირდნენ - რას აკეთებთო! მე და ნიკუშა გაგვჩხრიკეს, მანქანა დაათვალიერეს, საეჭვო რომ ვერაფერი იპოვეს, ტელეფონებზე რეკვა და ჩოჩქოლი დაიწყეს. პოლიციელებში ზაალ ადამია ვიცანი. მივხვდი, რაშიც იყო საქმე და გამწარებულმა დავუყვირე - ხომ ნახეთ, რომ სუფთა ვარ, არაფერი ჩამიდოთ-მეთქი. ამ ამბით აღშფოთებულ მეზობლებს ახლოს არ უშვებდნენ, ვიღაცა ყვიროდა, - როგორ იქცევით, ახლა ხომ სხვა დროაო... შევამჩნიე, რომ პოლიციის ორი მანქანა კიდევ შემოვიდა. ჩხრეკის შემდეგ ფარნებით მიწის თვალიერება დაიწყეს.

ცოტა ხანში ერთმა პოლიციელმა დაიძახა, - ვიპოვეო. ხელში რაღაც ეკავა, - მანქანის უკან მიწაზე ეგდოო (მანქანიდან ხელგაკავებული გადმომიყვანეს, იმ ადგილას არც ვყოფილვარ და იქ როგორ დავაგდებდი?!).

ნიკუშა ხვედელიძე: - მე საჭესთან ვიჯექი. მანქანა როგორც კი გავაჩერე, ეგრევე გადმომიყვანეს, ხელები უკვე შეკრული მქონდა, თავი მანქანის კაპოტზე დამადებინეს და გამჩხრიკეს. ვერაფერი მიპოვეს. აშკარად უკმაყოფილოები დარჩნენ და ერთმანეთში ჩურჩული და სადღაც რეკვა დაიწყეს... ამასობაში ერთმა პოლიციელმა დაიყვირა, - მიწაზე ნარკოტიკი ვიპოვეო და კაპოტზე დადო. ვერცხლისფერ ქაღალდში იყო რაღაც გახვეული.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ