სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო"
"სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო"

"ერთ ეზო­ში გა­ვი­ზარ­დეთ მე და ავთო (ან­ტონ ადუ­აშ­ვი­ლი. - ავტ.). ოჯა­ხე­ბით ვმე­გობ­რობ­დით. მას თა­ვი­სი საქ­მე კარ­გად გა­მოს­დი­ო­და და ჰქონ­და იმის შე­საძ­ლებ­ლო­ბა, უფრო დიდი საქ­მე წა­მო­ე­წყო. სამ­წუ­ხა­როდ, არ ვიცი, რა მოხ­და თბი­ლის­ში, ვის დას­ჭირ­და ამის გა­კე­თე­ბა. ავთო ჩემ­თან რომ ყო­ფი­ლი­ყო, დღეს ცო­ცხა­ლი იქ­ნე­ბო­და, მისი სიკ­ვდი­ლით ფაქ­ტობ­რი­ვად ბავ­შვო­ბა მო­მიკ­ვდა, ნა­ხე­ვა­რი ადა­მი­ა­ნი დავ­რჩი."

სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლი

"იყო ისე­თი ჩვე­ნე­ბა, რომ მკვლე­ლო­ბა სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­მა შე­უკ­ვე­თა და იმის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით, რომ ასე­თი მამ­ხი­ლე­ბე­ლი ჩვე­ნე­ბე­ბი იყო საქ­მე­ში, ცალ­კე წარ­მო­ე­ბად გა­მო­ი­ყო საქ­მი­დან. სოსო პავ­ლი­აშ­ვილ­ზე აღ­ძრუ­ლია სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე".

პრო­კუ­რო­რი გრი­გოლ ბი­ბი­ლაშ­ვი­ლი

2012 წლის 23 ნო­ემ­ბერს, სა­ღა­მოს, თბი­ლის­ში, ზა­ზი­აშ­ვი­ლის (ყო­ფი­ლი მონ­ტი­ნის) ქუ­ჩის მცხოვ­რებ­ლებ­მა პო­ლი­ცი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნეს, რომ ქუ­ჩა­ზე სა­ეჭ­ვოდ იყო გა­ჩე­რე­ბუ­ლი "მერ­სე­დე­სის" მარ­კის თეთ­რი ავ­ტო­მან­ქა­ნა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი რო­დე­საც მი­ვიდ­ნენ და მან­ქა­ნა და­ათ­ვა­ლი­ე­რეს, უკა­ნა სა­ვარ­ძელ­ზე ცხე­და­რი აღ­მო­ა­ჩი­ნეს.

გა­ირ­კვა, რომ ავ­ტო­მან­ქა­ნა 46 წლის ან­ტონ (ავთო) ადუ­აშ­ვილს ეკუთ­ვნო­და და მოკ­ლუ­ლიც თა­ვად ბიზ­ნეს­მე­ნი იყო (ადუ­აშ­ვი­ლი რეს­ტო­რან "ჩარ­დახ­სა" და მა­ღა­ზი­ე­ბის ქსელს ფლობ­და).

ექ­სპერ­ტი­ზით დად­გინ­და, რომ ადუ­აშ­ვილს სამი ტყვია ჰქონ­და მოხ­ვედ­რი­ლი, სა­ვა­რა­უ­დოდ, ერთი - სა­კონ­ტრო­ლო. სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ვა­რა­უ­დობ­დნენ, რომ მკვლე­ლო­ბა სხვა ად­გი­ლას მოხ­და და მან­ქა­ნა შემ­დეგ გად­მო­იყ­ვა­ნეს ზა­ზი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე. 2012 წლის 12 დე­კემ­ბერს ში­ნა­გან საქ­მე­თა სა­მი­ნის­ტრომ გა­მო­ა­ცხა­და, რომ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა გახ­სნი­ლი იყო და რამ­დე­ნი­მე პირი და­კა­ვე­ბუ­ლი.

ან­ტონ ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბა მო­რიგ და­ნა­შა­უ­ლად დარ­ჩე­ბო­და სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის, რომ არა ერთი სა­ინ­ტე­რე­სო ფაქ­ტი: მკვლე­ლო­ბის გახ­სნი­დან რამ­დე­ნი­მე დღის შემ­დეგ გარ­დაც­ვლი­ლის ნა­თე­სავ­მა მე­დი­ას შე­ა­ტყო­ბი­ნა, რომ და­კა­ვე­ბულ პი­რებს შო­რის იყო მომ­ღე­რალ სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის დის ქმა­რი, ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­აც, რო­მე­ლიც სხვებ­თან ერ­თად ჩა­დე­ნილს აღი­ა­რებ­და. ადუ­აშ­ვი­ლის ნა­თე­სა­ვე­ბი ფიქ­რობ­დნენ, რომ ჩხა­პე­ლია, რო­მელ­საც არა­სო­დეს ჰქო­ნია კონ­ფლიქ­ტი მოკ­ლულ­თან, და­ნა­შა­უ­ლის თა­ვის თავ­ზე აღე­ბას ცდი­ლობ­და, სი­ნამ­დვი­ლე­ში კი ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის უკან რუ­სეთ­ში მოღ­ვა­წე ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლი იდგა (პავ­ლი­აშ­ვილს და ადუ­აშ­ვილს სა­ერ­თო ბიზ­ნე­სიც კი ჰქონ­დათ უკ­რა­ი­ნა­სა და სომ­ხეთ­ში). ეჭ­ვის სა­ფუძ­ველს ისიც აძ­ლი­ე­რებ­და, რომ ბიზ­ნეს­მე­ნის მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ სოსო პა­ლი­აშ­ვილ­მა მშობ­ლე­ბი და და, მაკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი, რუ­სეთ­ში გა­და­იყ­ვა­ნა და ადუ­აშ­ვი­ლებ­თან კავ­ში­რიც შე­წყვი­ტა.

გა­მო­ძი­ე­ბამ ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას, კობა ყუ­რუ­ას, გელა უბი­ლა­ვას და ვლა­დი­მერ ქარ­ჩა­ვას გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბა წა­უ­ყე­ნა, ხოლო თე­მურ ქო­ბა­ლი­ას, მურ­თაზ გერ­გა­ი­ას და რა­მაზ ქარ­ჩა­ვას და­ნა­შა­უ­ლის და­ფარ­ვა­ში დას­დო ბრა­ლი.

2013 წლის 5 თე­ბერ­ვალს ადუ­აშ­ვი­ლის მკვლე­ლო­ბის საქ­მე­ზე სა­სა­მარ­თლო მოს­მე­ნა და­ი­წყო. მკვლე­ლო­ბა­ში ეჭ­ვმი­ტა­ნი­ლე­ბი, რომ­ლებ­საც შუ­რის­ძი­ე­ბი­სა ეში­ნო­დათ, გან­სა­კუთ­რე­ბულ დაც­ვას ითხოვ­დნენ.

30 მარტს, მო­რი­გი სა­სა­მარ­თლო პრო­ცე­სის შემ­დეგ, პრო­კუ­რორ­მა ბი­ბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ სის­ხლის სა­მარ­თლის დევ­ნა და­წყე­ბუ­ლი იყო სოსო პავ­ლი­აშ­ვი­ლის მი­მარ­თაც, თუმ­ცა იმა­ვე დღეს ეს ინ­ფორ­მა­ცია მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა უარ­ყო.

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მას­თან და­კავ­ში­რე­ბით არის ერთი მოწ­მის ჩვე­ნე­ბა, თუმ­ცა ეს საკ­მა­რი­სი არ არის დევ­ნის და­სა­წყე­ბად, ამი­ტო­მაც ამ ჩვე­ნე­ბის გამო ცალ­კეა გა­მო­ყო­ფი­ლი სის­ხლის სა­მარ­თლის საქ­მე და თუ ის შემ­დგო­მი სა­გა­მო­ძი­ე­ბო მოქ­მე­დე­ბით გამ­ყარ­დე­ბა, ამ მო­საზ­რე­ბას მხარს და­უ­ჭე­რენ, თუ არ გამ­ყარ­დე­ბა - ცხა­დია, ვერც გან­ვი­თარ­დე­ბა.

სა­ვა­რა­უ­დოდ, სა­უ­ბა­რია ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბა­ზე, რო­მელ­შიც მომ­ღერ­ლის დის ქმა­რი დაწ­ვრი­ლე­ბით ჰყვე­ბა და­ნა­შა­უ­ლის და­გეგ­მვა­სა და შეს­რუ­ლე­ბა­ზე.

ჩვენ მო­ვი­პო­ვეთ ვახ­ტანგ ჩხა­პე­ლი­ას ჩვე­ნე­ბა და მას მცი­რე­დი შე­მოკ­ლე­ბით ვთა­ვა­ზობთ მკი­თხველს (სტი­ლი და­ცუ­ლია):

"ან­ტონ (ავთო) ადუ­აშ­ვილს ვიც­ნობ 1990 წლი­დან. ჩემი მე­უღ­ლე, მაკა პავ­ლი­აშ­ვი­ლი და ან­ტონ ადუ­აშ­ვი­ლი ერთ ეზო­ში გა­ი­ზარ­დნენ.

მკვლე­ლო­ბის დღეს მე ვი­ყა­ვი ჩემს მე­გო­ბარ გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძეს­თან ერ­თად, ჯერ ჩემ­თან, სახ­ლში, იქი­დან - ჯერ ვარ­კე­თილ­ში წა­ვე­დით, რეს­ტო­რან­ში, ხოლო 18 სა­ა­თის­თვის კი მე­გობ­რის და­ბა­დე­ბის დღე­ზე რეს­ტო­რან "აფხა­ზეთ­ში".

და­ახ­ლო­ე­ბით ორი სა­ა­თის შემ­დეგ ჩემ­მა მე­უღ­ლემ და­მი­რე­კა, - "ტე­ლე­ვი­ზი­ა­ში გა­მო­ა­ცხა­დეს, - ზა­ზი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე მდგარ ML-ის მარ­კის თეთრ ავ­ტო­მან­ქა­ნა­ში მოკ­ლუ­ლი კაცი უნა­ხავთ. მა­სე­თი მან­ქა­ნა კი ავთო ადუ­აშ­ვილს ჰყავ­სო.

მე მი­ვე­დი გი­ორ­გი და­რახვე­ლი­ძეს­თან და ეს ამ­ბა­ვი ვუ­თხა­რი, შემ­დეგ ჩემი მან­ქა­ნით ორი­ვე წა­ვე­დით ზა­ზი­აშ­ვი­ლის ქუ­ჩა­ზე, სა­დაც უამ­რავ ხალ­ხს მო­ე­ყა­რა თავი.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო"

"სოსომ მითხრა, - თუ ავთო ჭკუაზე არ მოვიდა, უნდა დავსაჯოთო"

"ერთ ეზოში გავიზარდეთ მე და ავთო (ანტონ ადუაშვილი. - ავტ.). ოჯახებით ვმეგობრობდით. მას თავისი საქმე კარგად გამოსდიოდა და ჰქონდა იმის შესაძლებლობა, უფრო დიდი საქმე წამოეწყო. სამწუხაროდ, არ ვიცი, რა მოხდა თბილისში, ვის დასჭირდა ამის გაკეთება. ავთო ჩემთან რომ ყოფილიყო, დღეს ცოცხალი იქნებოდა, მისი სიკვდილით ფაქტობრივად ბავშვობა მომიკვდა, ნახევარი ადამიანი დავრჩი."

სოსო პავლიაშვილი

"იყო ისეთი ჩვენება, რომ მკვლელობა სოსო პავლიაშვილმა შეუკვეთა და იმის გათვალისწინებით, რომ ასეთი მამხილებელი ჩვენებები იყო საქმეში, ცალკე წარმოებად გამოიყო საქმიდან. სოსო პავლიაშვილზე აღძრულია სისხლის სამართლის საქმე".

პროკურორი გრიგოლ ბიბილაშვილი

2012 წლის 23 ნოემბერს, საღამოს, თბილისში, ზაზიაშვილის (ყოფილი მონტინის) ქუჩის მცხოვრებლებმა პოლიციას შეატყობინეს, რომ ქუჩაზე საეჭვოდ იყო გაჩერებული "მერსედესის" მარკის თეთრი ავტომანქანა.

სამართალდამცავები როდესაც მივიდნენ და მანქანა დაათვალიერეს, უკანა სავარძელზე ცხედარი აღმოაჩინეს.

გაირკვა, რომ ავტომანქანა 46 წლის ანტონ (ავთო) ადუაშვილს ეკუთვნოდა და მოკლულიც თავად ბიზნესმენი იყო (ადუაშვილი რესტორან "ჩარდახსა" და მაღაზიების ქსელს ფლობდა).

ექსპერტიზით დადგინდა, რომ ადუაშვილს სამი ტყვია ჰქონდა მოხვედრილი, სავარაუდოდ, ერთი - საკონტროლო. სამართალდამცავები ვარაუდობდნენ, რომ მკვლელობა სხვა ადგილას მოხდა და მანქანა შემდეგ გადმოიყვანეს ზაზიაშვილის ქუჩაზე. 2012 წლის 12 დეკემბერს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოაცხადა, რომ ადუაშვილის მკვლელობა გახსნილი იყო და რამდენიმე პირი დაკავებული.

ანტონ ადუაშვილის მკვლელობა მორიგ დანაშაულად დარჩებოდა საზოგადოებისთვის, რომ არა ერთი საინტერესო ფაქტი: მკვლელობის გახსნიდან რამდენიმე დღის შემდეგ გარდაცვლილის ნათესავმა მედიას შეატყობინა, რომ დაკავებულ პირებს შორის იყო მომღერალ სოსო პავლიაშვილის დის ქმარი, ვახტანგ ჩხაპელიაც, რომელიც სხვებთან ერთად ჩადენილს აღიარებდა. ადუაშვილის ნათესავები ფიქრობდნენ, რომ ჩხაპელია, რომელსაც არასოდეს ჰქონია კონფლიქტი მოკლულთან, დანაშაულის თავის თავზე აღებას ცდილობდა, სინამდვილეში კი ბიზნესმენის მკვლელობის უკან რუსეთში მოღვაწე ქართველი მომღერალი იდგა (პავლიაშვილს და ადუაშვილს საერთო ბიზნესიც კი ჰქონდათ უკრაინასა და სომხეთში). ეჭვის საფუძველს ისიც აძლიერებდა, რომ ბიზნესმენის მკვლელობის შემდეგ სოსო პალიაშვილმა მშობლები და და, მაკა პავლიაშვილი, რუსეთში გადაიყვანა და ადუაშვილებთან კავშირიც შეწყვიტა.

გამოძიებამ ვახტანგ ჩხაპელიას, კობა ყურუას, გელა უბილავას და ვლადიმერ ქარჩავას განზრახ მკვლელობის ბრალდება წაუყენა, ხოლო თემურ ქობალიას, მურთაზ გერგაიას და რამაზ ქარჩავას დანაშაულის დაფარვაში დასდო ბრალი.

2013 წლის 5 თებერვალს ადუაშვილის მკვლელობის საქმეზე სასამართლო მოსმენა დაიწყო. მკვლელობაში ეჭვმიტანილები, რომლებსაც შურისძიებისა ეშინოდათ, განსაკუთრებულ დაცვას ითხოვდნენ.

30 მარტს, მორიგი სასამართლო პროცესის შემდეგ, პროკურორმა ბიბილაშვილმა განაცხადა, რომ სისხლის სამართლის დევნა დაწყებული იყო სოსო პავლიაშვილის მიმართაც, თუმცა იმავე დღეს ეს ინფორმაცია მთავარმა პროკურორმა უარყო.

არჩილ კბილაშვილმა განაცხადა, რომ მასთან დაკავშირებით არის ერთი მოწმის ჩვენება, თუმცა ეს საკმარისი არ არის დევნის დასაწყებად, ამიტომაც ამ ჩვენების გამო ცალკეა გამოყოფილი სისხლის სამართლის საქმე და თუ ის შემდგომი საგამოძიებო მოქმედებით გამყარდება, ამ მოსაზრებას მხარს დაუჭერენ, თუ არ გამყარდება - ცხადია, ვერც განვითარდება.

სავარაუდოდ, საუბარია ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენებაზე, რომელშიც მომღერლის დის ქმარი დაწვრილებით ჰყვება დანაშაულის დაგეგმვასა და შესრულებაზე.

ჩვენ მოვიპოვეთ ვახტანგ ჩხაპელიას ჩვენება და მას მცირედი შემოკლებით ვთავაზობთ მკითხველს (სტილი დაცულია):

"ანტონ (ავთო) ადუაშვილს ვიცნობ 1990 წლიდან. ჩემი მეუღლე, მაკა პავლიაშვილი და ანტონ ადუაშვილი ერთ ეზოში გაიზარდნენ.

მკვლელობის დღეს მე ვიყავი ჩემს მეგობარ გიორგი დარახველიძესთან ერთად, ჯერ ჩემთან, სახლში, იქიდან - ჯერ ვარკეთილში წავედით, რესტორანში, ხოლო 18 საათისთვის კი მეგობრის დაბადების დღეზე რესტორან "აფხაზეთში".

დაახლოებით ორი საათის შემდეგ ჩემმა მეუღლემ დამირეკა, - "ტელევიზიაში გამოაცხადეს, - ზაზიაშვილის ქუჩაზე მდგარ ML-ის მარკის თეთრ ავტომანქანაში მოკლული კაცი უნახავთ. მასეთი მანქანა კი ავთო ადუაშვილს ჰყავსო.

მე მივედი გიორგი დარახველიძესთან და ეს ამბავი ვუთხარი, შემდეგ ჩემი მანქანით ორივე წავედით ზაზიაშვილის ქუჩაზე, სადაც უამრავ ხალხს მოეყარა თავი.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ