პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"
"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"

"9 აპ­რილს არ მი­ნა­ხავს იმ­დე­ნი სის­ხლი, რაც 2011 წლის 26 მა­ისს ვნა­ხე. საბ­ჭო­თა კავ­ში­რის დროს რუს ჯა­რის­კა­ცებს არ უქ­ნი­ათ ის, რაც და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს ქარ­თულ­მა სპეც­რაზმმა გა­ა­კე­თა, რო­მელ­მაც სის­ხლის გუ­ბე­ე­ბი და­ა­ყე­ნა რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე", - მე­უბ­ნე­ბა მი­ლი­ცი­ის ვიცე-პოლ­კოვ­ნი­კი გურ­გენ მურ­ცხვა­ლა­ძე და ცრემლს ვერ იკა­ვებს:

- მე­ნატ­რე­ბა ეროვ­ნუ­ლი მოძ­რა­ო­ბის დრო, რო­დე­საც მთე­ლი სა­ზო­გა­დო­ე­ბა, პარ­ტი­უ­ლი მუ­შა­კე­ბი, ად­მი­ნის­ტრა­ცი­ულ ორ­გა­ნო­ებ­ში მო­მუ­შა­ვე­ე­ბი და სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბი ერთ მუშ­ტად იყ­ვნენ შეკ­რუ­ლი, ყვე­ლას და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა უნ­დო­და და ამ მიზ­ნით გა­ერ­თი­ა­ნე­ბულ ხალ­ხს ერ­თმა­ნეთ­ზე ძვირ­ფა­სი არა­ვინ გვყავ­და. 1989 წლის 9 აპ­რილს მოვ­ლე­ნე­ბის ეპი­ცენ­ტრში აღ­მოვ­ჩნდი. მა­შინ მა­ი­ო­რის ჩინი მქონ­და, დი­დუ­ბის რა­ი­ონ­ში სის­ხლის სა­მარ­თლის სამ­ძებ­როს უფ­რო­სის მო­ად­გი­ლე ვი­ყა­ვი. მე და ჩემი ათი თა­ნამ­შრო­მე­ლი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვან ად­გი­ლას მოვ­ხვდით, - მთავ­რო­ბის სახ­ლში შე­სას­ვლე­ლი კი­ბის თავ­ზე. რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ზე მო­შიმ­ში­ლე­ე­ბი იწ­ვნენ, ქვე­მოთ კი ხალ­ხი იდგა. და­ვა­ლე­ბა გვქონ­და, მო­მი­ტინ­გე­ე­ბი მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე­ში არ შეგ­ვეშ­ვა. ია­რა­ღი არც ერთ მი­ლი­ცი­ელს არ ჰქონ­და... მე­ნატ­რე­ბა ის დრო, რო­დე­საც გა­და­ძეძ­გილ რუს­თა­ვე­ლის პროს­პექ­ტზე ათი­ა­თა­სო­ბით კაცი ერ­თმა­ნეთს ეფე­რე­ბო­და. ვერ გა­მი­გია, სად დავ­კარ­გეთ ერ­თმა­ნე­თის სიყ­ვა­რუ­ლი (ტი­რის). ასი ათას­ზე მეტი კაცი იდგა და არ მი­ნა­ხავს ერთი მთვრა­ლი, ჩხუ­ბი და კა­მა­თი. მო­ხუ­ცი ახალ­გაზ­რდას ეფე­რე­ბო­და, ახალ­გაზ­რდა - მო­ხუცს, უცხო - უცხოს, დიდი - პა­ტა­რას. არც ერთ ქარ­თველს არ სურ­და, რომ ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ილია ჭავ­ჭა­ვა­ძის ტო­მე­უ­ლე­ბის გა­მო­ცე­მა მოს­კოვ­თან შე­სა­თან­ხმე­ბე­ლი ყო­ფი­ლი­ყო.

8 აპ­რილს, დი­ლის 10 სა­ათ­ზე მი­ვე­დი პოსტზე და იქა­უ­რო­ბა და­ვათ­ვა­ლი­ე­რე. მთავ­რო­ბის სა­სახ­ლეს ორი ფლი­გე­ლი აქვს. მარ­ჯვნივ უზე­ნა­ე­სი საბ­ჭო იყო, მარ­ცხნივ - მი­ნის­ტრთა საბ­ჭო. უზე­ნა­ეს საბ­ჭო­ში პირ­ვე­ლი სარ­თუ­ლი რუ­სე­თი­დან ჩა­მოყ­ვა­ნი­ლი სპეც­რაზ­მე­ლე­ბით იყო სავ­სე. შე­ნო­ბა­ში ისე შე­იყ­ვა­ნეს, არა­ვის და­უ­ნა­ხავს. ეს შე­იძ­ლე­ბო­და ან შე­ნო­ბის ზედა ნა­წი­ლი­დან, ან მი­წის­ქვე­შა გვი­რა­ბი­დან, რო­მე­ლიც მთავ­რო­ბის სა­სახ­ლი­დან სა­ნა­პი­რო­ზე გა­დის. მო­მი­ტინ­გე­ებ­მა არ იცოდ­ნენ, რომ შე­ნო­ბა­ში რუსი სპეც­რაზ­მე­ლე­ბი იყ­ვნენ. ყვე­ლა­ნი კე­დელ­თან მიდ­გმულ სკა­მებ­ზე ის­ხდნენ, თავ­ზე ჩა­ფხუ­ტე­ბით, ხელ­ში ავ­ტო­მა­ტე­ბი­თა და რე­ზი­ნის ხელ­კე­ტე­ბით. ყვე­ლას გა­და­კი­დე­ბუ­ლი ჰქონ­და ჩან­თა ვაზ­ნე­ბის­თვის, სა­ქამ­რე­ებ­ში კი ნიჩ­ბე­ბი შევ­ნიშ­ნე. გა­ვი­ფიქ­რე, მო­მი­ტინ­გე­ებ­მა რომ იცოდ­ნენ, მათ­გან რამ­დე­ნი­მე ნა­ბიჯ­ზე კბი­ლე­ბამ­დე შე­ი­ა­რა­ღე­ბუ­ლი ასე­უ­ლია, ღმერ­თმა იცის, რა მოხ­დე­ბა-მეთ­ქი.

მი­ნის­ტრთა საბ­ჭოს ფლი­გელ­ში დი­ლი­დან­ვე იყ­ვნენ ამი­ერ­კავ­კა­სი­ის ჯა­რე­ბის სარ­და­ლი გე­ნე­რა­ლი რო­დი­ო­ნო­ვი, სა­ქარ­თვე­ლოს შს მი­ნის­ტრი გორ­გო­ძე და სა­მი­ნის­ტროს თა­ნამ­შრომ­ლე­ბი. რო­დი­ო­ნო­ვი გორ­გო­ძი­სა­გან მი­ტინ­გის დაშ­ლას მო­ი­თხოვ­და, მაგ­რამ ან­თე­ბულ ხალ­ხს, რო­მე­ლიც ერთი კვი­რა უკვე მი­ტინ­გებს მარ­თავ­და, სახ­ლში რა წა­იყ­ვან­და?!

მთავ­რო­ბის სახ­ლის წინ ხალ­ხი ფუტკრის სკა­სა­ვით ზუ­ზუ­ნებ­და. ჩემ­გან 4 მეტ­რის და­შო­რე­ბით ზვი­ად გამ­სა­ხურ­დია, მე­რაბ კოს­ტა­ვა, ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი, ირაკ­ლი ბა­თი­აშ­ვი­ლი და სხვე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ - და­მო­უ­კი­დებ­ლო­ბა გვინ­და, ძირს რუ­სე­თის დამ­პა­ლი იმ­პე­რი­აო! ეს რო­დი­ო­ნოვს ეს­მო­და. ვფიქ­რობ­დი: რა იმ­პე­რი­ის დამ­ხო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა ლა­პა­რა­კი, რო­დე­საც ჯერ კი­დევ საბ­ჭო­თა კავ­ში­რი, კომ­პარ­ტია, ცენ­ტრა­ლუ­რი კო­მი­ტე­ტი და ხუ­თი­ო­დე ნა­ბი­ჯში რუ­სის ჯა­რია-მეთ­ქი...

მო­კავ­ში­რე რეს­პუბ­ლი­კე­ბის კონ­სტი­ტუ­ცი­ა­ში ეწე­რა, რომ სა­ხელ­მწი­ფო მნიშ­ვნე­ლო­ბის ობი­ექ­ტებ­ზე უწეს­რი­გო­ბის ან მათ­ში შეჭ­რის დროს გა­მო­ი­ყე­ნე­ბა ცე­ცხლსას­რო­ლი ია­რა­ღი გაფრ­თხი­ლე­ბის გა­რე­შე. ვფიქ­რობ­დი, ამ ხალ­ხს რომ ვი­ღაც პრო­ვო­კა­ტორ­მა მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე­ში შეჭ­რის­კენ მო­უ­წო­დოს და ხალ­ხმა იხუვ­ლოს, ხომ გა­მოც­ვივ­დე­ბი­ან სპეც­რაზ­მე­ლე­ბი და ჟლე­ტა და­ი­წყე­ბა-მეთ­ქი. ძა­ლი­ან სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო და­ვა­ლე­ბა მქონ­და, კრი­ტი­კულ ვი­თა­რე­ბა­ში ხალ­ხის ნა­კა­დი უნდა შე­მე­ჩე­რე­ბი­ნა, რომ მთავ­რო­ბის სა­სახ­ლე­ში არ შეჭ­რი­ლიყ­ვნენ. გან­ცხა­დე­ბე­ბი სულ უფრო მწვა­ვე ხდე­ბო­და. ხალ­ხზე ფსი­ქო­ლო­გი­უ­რი ზე­მოქ­მე­დე­ბის­თვის შუ­ა­დღი­სას პროს­პექ­ტზე ტან­კი ჩა­ა­ტა­რეს. ხალ­ხი აზუ­ზუნ­და, მაგ­რამ გა­ის­მა მო­წო­დე­ბა, ხელი არ შე­უ­შა­ლო­თო. მერე ჯარი ჩა­ა­ტა­რეს. ისევ გა­ის­მა მო­წო­დე­ბა, ჯა­რის­თვის გავ­ლის სა­შუ­ა­ლე­ბა მი­ე­ცათ. ამით რო­დი­ო­ნო­ვი ხალ­ხის გა­მოწ­ვე­ვას ცდი­ლობ­და, მაგ­რამ მო­მი­ტინ­გე­ე­ბი ლი­დე­რე­ბის მო­წო­დე­ბებს და­ე­მორ­ჩილ­ნენ. და­ღამ­და.

მი­ტინგზე გა­მომ­სვლე­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ენაც­ვლე­ბოდ­ნენ. მი­ტინ­გი დუღ­და. და­ახ­ლო­ე­ბით ღა­მის 3 სა­ათ­ზე პატ­რი­არ­ქის სი­ტყვე­ბი გა­ის­მა, - "ჩემო სუ­ლი­ე­რო შვი­ლე­ბო"... აბო­ბოქ­რე­ბულ მი­ტინგზე სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და. პატ­რი­არ­ქმა მო­მი­ტინ­გე­ებს უთხრა, რომ იყო რე­ა­ლუ­რი სა­შიშ­რო­ე­ბა უხე­ში ძალა გა­მო­ე­ყე­ნე­ბი­ნათ, რა­საც შე­საძ­ლოა მსხვერ­პლი მოჰ­ყვე­სო. პატ­რი­არ­ქმა ხალ­ხს მო­უ­წო­და, ქა­შუ­ეთ­ში შე­ვი­დეთ და ვი­ლო­ცო­თო. უცებ მიკრო­ფონ­თან ირაკ­ლი წე­რე­თე­ლი მი­ვი­და და და­ი­ძა­ხა, არ­სად არ წა­ვალთ და ვე­რა­ფერ­საც ვერ გვი­ზა­მე­ნო. ხალ­ხმა არ და­უ­ჯე­რა პატ­რი­არ­ქს, რო­მელ­მაც სა­ვა­რა­უ­დოდ, იცო­და, რომ უზე­ნა­ე­სი საბ­ჭოს შე­ნო­ბა­ში რუსი ჯა­რის­კა­ცე­ბი იყ­ვნენ. შე­საძ­ლოა, რო­დი­ო­ნო­ვი ეუბ­ნე­ბო­და კი­დეც, მო­მი­ტინ­გე­ებს ვერც თქვენ შლით და ვერც გორ­გო­ძე, ამი­ტომ მე უნდა დავ­შა­ლოო.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"

"ვეღარ ვხედავ სამშობლოზე შეყვარებულ პოლიტიკოსებს"

"9 აპრილს არ მინახავს იმდენი სისხლი, რაც 2011 წლის 26 მაისს ვნახე. საბჭოთა კავშირის დროს რუს ჯარისკაცებს არ უქნიათ ის, რაც დამოუკიდებელი საქართველოს ქართულმა სპეცრაზმმა გააკეთა, რომელმაც სისხლის გუბეები დააყენა რუსთაველის პროსპექტზე", - მეუბნება მილიციის ვიცე-პოლკოვნიკი გურგენ მურცხვალაძე და ცრემლს ვერ იკავებს:

- მენატრება ეროვნული მოძრაობის დრო, როდესაც მთელი საზოგადოება, პარტიული მუშაკები, ადმინისტრაციულ ორგანოებში მომუშავეები და სამართალდამცავები ერთ მუშტად იყვნენ შეკრული, ყველას დამოუკიდებლობა უნდოდა და ამ მიზნით გაერთიანებულ ხალხს ერთმანეთზე ძვირფასი არავინ გვყავდა. 1989 წლის 9 აპრილს მოვლენების ეპიცენტრში აღმოვჩნდი. მაშინ მაიორის ჩინი მქონდა, დიდუბის რაიონში სისხლის სამართლის სამძებროს უფროსის მოადგილე ვიყავი. მე და ჩემი ათი თანამშრომელი ყველაზე მნიშვნელოვან ადგილას მოვხვდით, - მთავრობის სახლში შესასვლელი კიბის თავზე. რამდენიმე ნაბიჯზე მოშიმშილეები იწვნენ, ქვემოთ კი ხალხი იდგა. დავალება გვქონდა, მომიტინგეები მთავრობის სასახლეში არ შეგვეშვა. იარაღი არც ერთ მილიციელს არ ჰქონდა... მენატრება ის დრო, როდესაც გადაძეძგილ რუსთაველის პროსპექტზე ათიათასობით კაცი ერთმანეთს ეფერებოდა. ვერ გამიგია, სად დავკარგეთ ერთმანეთის სიყვარული (ტირის). ასი ათასზე მეტი კაცი იდგა და არ მინახავს ერთი მთვრალი, ჩხუბი და კამათი. მოხუცი ახალგაზრდას ეფერებოდა, ახალგაზრდა - მოხუცს, უცხო - უცხოს, დიდი - პატარას. არც ერთ ქართველს არ სურდა, რომ ჩვენს ქვეყანაში ილია ჭავჭავაძის ტომეულების გამოცემა მოსკოვთან შესათანხმებელი ყოფილიყო.

8 აპრილს, დილის 10 საათზე მივედი პოსტზე და იქაურობა დავათვალიერე. მთავრობის სასახლეს ორი ფლიგელი აქვს. მარჯვნივ უზენაესი საბჭო იყო, მარცხნივ - მინისტრთა საბჭო. უზენაეს საბჭოში პირველი სართული რუსეთიდან ჩამოყვანილი სპეცრაზმელებით იყო სავსე. შენობაში ისე შეიყვანეს, არავის დაუნახავს. ეს შეიძლებოდა ან შენობის ზედა ნაწილიდან, ან მიწისქვეშა გვირაბიდან, რომელიც მთავრობის სასახლიდან სანაპიროზე გადის. მომიტინგეებმა არ იცოდნენ, რომ შენობაში რუსი სპეცრაზმელები იყვნენ. ყველანი კედელთან მიდგმულ სკამებზე ისხდნენ, თავზე ჩაფხუტებით, ხელში ავტომატებითა და რეზინის ხელკეტებით. ყველას გადაკიდებული ჰქონდა ჩანთა ვაზნებისთვის, საქამრეებში კი ნიჩბები შევნიშნე. გავიფიქრე, მომიტინგეებმა რომ იცოდნენ, მათგან რამდენიმე ნაბიჯზე კბილებამდე შეიარაღებული ასეულია, ღმერთმა იცის, რა მოხდება-მეთქი.

მინისტრთა საბჭოს ფლიგელში დილიდანვე იყვნენ ამიერკავკასიის ჯარების სარდალი გენერალი როდიონოვი, საქართველოს შს მინისტრი გორგოძე და სამინისტროს თანამშრომლები. როდიონოვი გორგოძისაგან მიტინგის დაშლას მოითხოვდა, მაგრამ ანთებულ ხალხს, რომელიც ერთი კვირა უკვე მიტინგებს მართავდა, სახლში რა წაიყვანდა?!

მთავრობის სახლის წინ ხალხი ფუტკრის სკასავით ზუზუნებდა. ჩემგან 4 მეტრის დაშორებით ზვიად გამსახურდია, მერაბ კოსტავა, ირაკლი წერეთელი, ირაკლი ბათიაშვილი და სხვები გამოდიოდნენ - დამოუკიდებლობა გვინდა, ძირს რუსეთის დამპალი იმპერიაო! ეს როდიონოვს ესმოდა. ვფიქრობდი: რა იმპერიის დამხობაზე შეიძლება ლაპარაკი, როდესაც ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირი, კომპარტია, ცენტრალური კომიტეტი და ხუთიოდე ნაბიჯში რუსის ჯარია-მეთქი...

მოკავშირე რესპუბლიკების კონსტიტუციაში ეწერა, რომ სახელმწიფო მნიშვნელობის ობიექტებზე უწესრიგობის ან მათში შეჭრის დროს გამოიყენება ცეცხლსასროლი იარაღი გაფრთხილების გარეშე. ვფიქრობდი, ამ ხალხს რომ ვიღაც პროვოკატორმა მთავრობის სასახლეში შეჭრისკენ მოუწოდოს და ხალხმა იხუვლოს, ხომ გამოცვივდებიან სპეცრაზმელები და ჟლეტა დაიწყება-მეთქი. ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მქონდა, კრიტიკულ ვითარებაში ხალხის ნაკადი უნდა შემეჩერებინა, რომ მთავრობის სასახლეში არ შეჭრილიყვნენ. განცხადებები სულ უფრო მწვავე ხდებოდა. ხალხზე ფსიქოლოგიური ზემოქმედებისთვის შუადღისას პროსპექტზე ტანკი ჩაატარეს. ხალხი აზუზუნდა, მაგრამ გაისმა მოწოდება, ხელი არ შეუშალოთო. მერე ჯარი ჩაატარეს. ისევ გაისმა მოწოდება, ჯარისთვის გავლის საშუალება მიეცათ. ამით როდიონოვი ხალხის გამოწვევას ცდილობდა, მაგრამ მომიტინგეები ლიდერების მოწოდებებს დაემორჩილნენ. დაღამდა.

მიტინგზე გამომსვლელები ერთმანეთს ენაცვლებოდნენ. მიტინგი დუღდა. დაახლოებით ღამის 3 საათზე პატრიარქის სიტყვები გაისმა, - "ჩემო სულიერო შვილებო"... აბობოქრებულ მიტინგზე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. პატრიარქმა მომიტინგეებს უთხრა, რომ იყო რეალური საშიშროება უხეში ძალა გამოეყენებინათ, რასაც შესაძლოა მსხვერპლი მოჰყვესო. პატრიარქმა ხალხს მოუწოდა, ქაშუეთში შევიდეთ და ვილოცოთო. უცებ მიკროფონთან ირაკლი წერეთელი მივიდა და დაიძახა, არსად არ წავალთ და ვერაფერსაც ვერ გვიზამენო. ხალხმა არ დაუჯერა პატრიარქს, რომელმაც სავარაუდოდ, იცოდა, რომ უზენაესი საბჭოს შენობაში რუსი ჯარისკაცები იყვნენ. შესაძლოა, როდიონოვი ეუბნებოდა კიდეც, მომიტინგეებს ვერც თქვენ შლით და ვერც გორგოძე, ამიტომ მე უნდა დავშალოო.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა