მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა
ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა

გი­ორ­გი კა­პა­ნა­ძე სე­რი­ა­ლის "შუა ქა­ლაქ­ში" სცე­ნა­რის­ტი გახ­ლავთ. ამას­თან, პრო­ექ­ტის - "რომ გა­დახ­ვალ, გა­ა­ჩე­რე" სცე­ნა­რის­ტი და რე­ჟი­სო­რია, თუმ­ცა პრო­ფე­სი­ით ექი­მია. თა­ვი­სი სპე­ცი­ა­ლო­ბით არც ისე დიდი ხნის წინ, რამ­დე­ნი­მე სა­მე­დი­ცი­ნო და­წე­სე­ბუ­ლე­ბა­ში მუ­შა­ობ­და, მაგ­რამ გა­და­წყვი­ტა, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­როს ჩა­მო­შო­რე­ბო­და და დრო მთლი­ა­ნად იუ­მო­რის­ტუ­ლი სფე­როს­თვის და­ეთ­მო. ჰოდა, რე­ა­ნი­მა­ცი­უ­ლი გან­ყო­ფი­ლე­ბი­დან "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­შიც" აღ­მოჩ­ნდა.

- ყო­ველ­თვის მა­ინ­ტე­რე­სებ­და სა­ბუ­ნე­ბის­მე­ტყვე­ლო საგ­ნე­ბი. თან, დე­ი­დაშ­ვი­ლი წარ­მა­ტე­ბუ­ლი ექი­მი მყავ­და, რო­მე­ლიც ყვე­ლას ეხ­მა­რე­ბო­და. მისი საქ­მი­ა­ნო­ბა მეც მე­ა­მა­ყე­ბო­და და პა­ტა­რა­ო­ბი­დან მინ­დო­და მის­თვის მი­მე­ბა­ძა. ისე, ჩემი ბავ­შვო­ბა ისეთ პე­რი­ოდს და­ემ­თხვა, წე­სით, ქურ­დო­ბა უნდა მომნდო­მე­ბო­და, რად­გან მა­შინ ქურ­დებ­საც კარ­გი იმი­ჯი ჰქონ­დათ (იღი­მის)... მოკ­ლედ, ოჯა­ხი ჩემს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბას, სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტეტ­ში ჩა­მე­ბა­რე­ბი­ნა, და­დე­ბი­თად შეხ­ვდა.

- უნი­ვერ­სი­ტეტ­ში სწავ­ლა მოგ­წონ­და?

- იყო სა­სი­ხა­რუ­ლო მო­მენ­ტე­ბიც და იმედ­გაც­რუ­ე­ბაც: არ იყო წე­სი­ე­რი ლი­ტე­რა­ტუ­რა, რი­თაც სრულ­ფა­სო­ვა­ნი გა­ნათ­ლე­ბა უნდა მიგ­ვე­ღო. 2000 წელს ჩა­ვა­ბა­რე და მა­შინ, ყვე­ლას­თვის ხელ­მი­საწ­ვდო­მი ინ­ტერ­ნე­ტიც არ იყო. პირ­ველ ორ კურ­სზე სწავ­ლა გა­მი­ჭირ­და, თუმ­ცა მთლი­ა­ნო­ბა­ში, ის პე­რი­ო­დი და დრო, რო­მე­ლიც სწავ­ლას და­ვუთ­მე, ცუ­დად არ მახ­სენ­დე­ბა.

- ექი­მო­ბა რამ­დე­ნი­მე ად­გი­ლას მო­გიხ­და. ეს საქ­მი­ა­ნო­ბა თუ გა­ნი­ჭებ­და სი­ა­მოვ­ნე­ბას?

- ექი­მებს და მით უმე­ტეს, დამ­წყე­ბებს, არც ისე მა­ღა­ლი ხელ­ფა­სი აქვთ, ამი­ტომ სამ ად­გი­ლას ვმუ­შა­ობ­დი. მო­რი­გე­ო­ბა გა­დაბ­მუ­ლად, სამი დღის გან­მავ­ლო­ბა­ში მი­წევ­და. თა­ვი­დან ის ყვე­ლა­ფე­რი სი­ა­მოვ­ნე­ბას მა­ნი­ჭებ­და...

- მერე სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­დან "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" რო­გორ აღ­მოჩ­ნდი?

- სა­მე­დი­ცი­ნო უნი­ვერ­სი­ტე­ტის "კა­ვე­ე­ნის" გუნდში ვთა­მა­შობ­დი, რა­მაც ხუმ­რო­ბე­ბის წე­რის­კენ მი­ბიძ­გა. მერე მე­გობ­რებ­მა მი­თხრეს, რომ "ფორ­ტუ­ნა პლუს­ზე" რა­ღაც ახა­ლი პრო­ექ­ტი იწყე­ბო­და და მირ­ჩი­ეს, მივ­სუ­ლი­ყა­ვი და ბედი მე­ცა­და (თუმ­ცა მა­ნამ­დე რეკ­ლა­მებ­საც ვი­ღებ­დი და მას­ში ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დი კი­დეც). რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბა რე­ა­ნი­მა­ცი­ა­ში მუ­შა­ო­ბას ნამ­დვი­ლად ჯობ­და. რა­დი­ო­ში მოგ­ვი­ა­ნე­ბით რა­ღაც თა­ნამ­დე­ბო­ბაც შე­მომ­თა­ვა­ზეს. დავ­თან­ხმდი და ვცდი­ლობ­დი, იმ საქ­მი­ა­ნო­ბის­თვის ექი­მო­ბაც შე­მე­თავ­სე­ბი­ნა. დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში კერ­ძო "სას­წრა­ფო­ში" ვმუ­შა­ობ­დი. ის კომ­პა­ნია რომ არ და­ხუ­რუ­ლი­ყო, ალ­ბათ დღემ­დე "სას­წრა­ფო­ზე" ვი­მუ­შა­ვებ­დი და რო­გორც ექიმს, სა­მე­დი­ცი­ნო პრაქ­ტი­კა მექ­ნე­ბო­და... ისე, რე­ზი­დენ­ტუ­რაც და­ვამ­თავ­რე, მაგ­რამ მგო­ნია, სა­მე­დი­ცი­ნო სფე­რო­ში რომ დავ­რჩე­ნი­ლი­ყა­ვი, წა­რუ­მა­ტებ­ლო­ბა უნდა გან­მე­ცა­და. "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" კი გა­ცი­ლე­ბით კარ­გად ვგრძნობ თავს. მსი­ა­მოვ­ნებს ის საქ­მი­ა­ნო­ბა, რა­საც ვა­კე­თებ. ანა­ზღა­უ­რე­ბაც კარ­გი მაქვს... უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ დათო გო­გი­ჩა­იშ­ვილ­მა, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, ჩვენ­ში სა­ფუძ­ვე­ლი ჩა­უ­ყა­რა გე­მოვ­ნე­ბი­ან იუ­მო­რის­ტულ გა­და­ცე­მებს. რო­გორც მა­ყუ­რე­ბელს, მომ­წონ­და მათი პრო­ექ­ტე­ბი და სა­კუ­თარ თავ­ში ვგრძნობ­დი პო­ტენ­ცი­ალს, რომ მეც შე­მეძ­ლო მსგავს შო­უ­ებ­ზე მუ­შა­ო­ბა. მაგ­რამ იმის გამო, რომ ექი­მი გახ­ლდით, ჩემ­მა სურ­ვილ­მა უკა­ნა პლან­ზე გა­და­ი­წია. რა­დი­ო­ში მუ­შა­ო­ბი­სას, თქვე­ნი ერთ-ერთი კო­ლე­გის­გან გა­ვი­გე, რომ "ღა­მის შოუს სტუ­დია" სცე­ნა­რის­ტე­ბის შე­სარ­ჩე­ვად კას­ტინგს აცხა­დებ­და და მი­ვე­დი კას­ტინგზე. იქ ის ადა­მი­ა­ნე­ბი დამ­ხვდნენ, რომ­ლებ­საც "კა­ვე­ე­ნი­დან" ვიც­ნობ­დი. მოკ­ლედ, გა­მი­მარ­თლა და "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" მუ­შა­ო­ბა და­ვი­წყე.

- რო­გორ მი­გი­ღეს ბი­ჭებ­მა?

- თა­ვი­დან ყვე­ლას სა­კუ­თა­რი თავი ძა­ლი­ან მა­გა­რი ჰგო­ნია და ასე ვი­ყა­ვი მეც. "ღა­მის შოუს სტუ­დი­ა­ში" მუ­შა­ო­ბა არც ისე იოლი აღ­მოჩ­ნდა, მაგ­რამ ისეთ გა­მოც­დილ ხალ­ხთან მი­წევ­და თა­ნამ­შრომ­ლო­ბა, რომ მალე ყვე­ლა სირ­თუ­ლე დავძლიე. დიდი კომ­ფორ­ტია კარ­გი თა­ნამ­შრომ­ლე­ბი.

- არ ნა­ნობ, რომ ექი­მო­ბას სა­ბო­ლო­ოდ თავი და­ა­ნე­ბე?

- არა, რად­გა­ნაც ამა­ზე, თა­ვის დრო­ზე, ბევ­რი ვი­ფიქ­რე. უკვე ოჯა­ხი მქონ­და და ჩემი ეს ნა­ბი­ჯი მე­უღ­ლეს­თან ერ­თად გა­ვა­ა­ნა­ლი­ზე... სა­ქარ­თვე­ლო­ში ძნე­ლია ექი­მო­ბა. დიდი დროა სა­ჭი­რო იმის­თვის, რომ მა­ტე­რი­ა­ლუ­რი მხა­რე მო­ი­წეს­რი­გო.

- სცე­ნა­რის­ტებს დატ­ვირ­თუ­ლი გრა­ფი­კი გაქვთ?

- ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლე­ბი ვართ. როცა იღ­ლე­ბი, ყვე­ლა­ნა­ი­რი საქ­მე რუ­ტი­ნა ხდე­ბა, მაგ­რამ რე­ა­ნი­მა­ცი­ის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ეს რუ­ტი­ნა გა­ცი­ლე­ბით იო­ლია. სა­ხა­ლი­სოა სცე­ნა­რის შექ­მნის პრო­ცე­სი. ერ­თმა­ნე­თის ხუმ­რო­ბა­ზე თუ არ გაგ­ვე­ცი­ნა, ე.ი. სხვა­საც არ გა­ე­ცი­ნე­ბა. თუმ­ცა არც ისეა საქ­მე, რომ იმ დროს სცე­ნა­რის­ტე­ბი გან­სა­კუთ­რე­ბით ვმხი­ა­რუ­ლობთ. ერ­თდრო­უ­ლად ბევრ რა­მე­ზე გვი­წევს ფიქ­რი: რო­გო­რი უნდა იყოს ესა თუ ის სე­რია, ხან­და­ხან 3 და 4 დღე გვი­ფიქ­რია და ხან, ერთ სა­ათ­შიც დაგ­ვი­წე­რია. წი­ნას­წარ ვე­რა­ფერს გან­სა­ზღვრავ, თუმ­ცა ჩვენს გრა­ფიკ­ში ყო­ველ­თვის ვსხდე­ბით.

- რო­გორც ვიცი, ხან­და­ხან სე­რი­ალ­ში ამა თუ იმ ეპი­ზო­დუ­რი რო­ლის შეს­რუ­ლე­ბაც გი­წევს...

- კი, მაგ­რამ მი­მაჩ­ნია, რომ მსა­ხი­ო­ბად არ ვვარ­გი­ვარ. ეპი­ზო­დუ­რი რო­ლე­ბის თა­მა­ში ბევ­რს შე­უძ­ლია, ამი­ტომ ამა­ში რთუ­ლი არა­ფე­რია. წი­ნას­წარ ვხვდე­ბი, რა შე­იძ­ლე­ბა გა­მო­მი­ვი­დეს და რა - არა... სა­ერ­თოდ, ისეთ სფე­რო­ში ვმუ­შა­ობთ, რომ მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე თუ არ შე­ი­ტა­ნე, არა­ფე­რი გა­მო­ვა. ამი­ტომ სულ ძი­ე­ბა­ში ვართ, - რა­ღა­ცე­ბი მოგ­ვწონს, რა­ღა­ცე­ბი - არა. ერ­თფე­როვ­ნე­ბას გა­ვურ­ბი­ვართ. რის­კებ­ზეც მივ­დი­ვართ, ექ­სპე­რი­მენ­ტებ­საც ვა­ტა­რებთ, ზოგ­ჯერ ამარ­თლებს, ზოგ­ჯერ - არა. მუდ­მი­ვად სი­ახ­ლე თუ არ ეძე­ბე, მა­ყუ­რე­ბელ­საც მოჰ­ბეზ­რდე­ბა ჩვე­ნი პრო­ექ­ტი...

- რო­გორც ვიცი, გყავს მე­უღ­ლე და ორი შვი­ლი. რად­გა­ნაც სამ­სა­ხურს ბევრ დროს უთ­მობ, მათ­თან ყოფ­ნის დე­ფი­ციტს ხომ არ გა­ნიც­დი?

- ორი ვაჟი მყავს, ერთი 6 წლის არის, მე­ო­რე - 2-ის. მათ­თან ყოფ­ნის დე­ფი­ცი­ტი ნამ­დვი­ლად მაქვს, მაგ­რამ ამ ფაქტს შე­გუ­ე­ბუ­ლი ვარ...

რაც შე­ე­ხე­ბა მე­უღ­ლეს, სა­დაც უნდა ვმუ­შა­ობ­დე, ჩემი საქ­მი­ა­ნო­ბის კარ­გი შემ­ფა­სე­ბე­ლია. მის გე­მოვ­ნე­ბას ყო­ველ­თვის ვენ­დო­ბი. შე­სა­ბა­მი­სად ბევრ რა­მე­ში მეხ­მა­რე­ბა...

ჟანა გო­გი­ნაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა

ექიმი, რომელიც რეანიმაციიდან "შუა ქალაქში" აღმოჩნდა

გიორგი კაპანაძე სერიალის "შუა ქალაქში" სცენარისტი გახლავთ. ამასთან, პროექტის - "რომ გადახვალ, გააჩერე" სცენარისტი და რეჟისორია, თუმცა პროფესიით ექიმია. თავისი სპეციალობით არც ისე დიდი ხნის წინ, რამდენიმე სამედიცინო დაწესებულებაში მუშაობდა, მაგრამ გადაწყვიტა, სამედიცინო სფეროს ჩამოშორებოდა და დრო მთლიანად იუმორისტული სფეროსთვის დაეთმო. ჰოდა, რეანიმაციული განყოფილებიდან "ღამის შოუს სტუდიაშიც" აღმოჩნდა.

- ყოველთვის მაინტერესებდა საბუნებისმეტყველო საგნები. თან, დეიდაშვილი წარმატებული ექიმი მყავდა, რომელიც ყველას ეხმარებოდა. მისი საქმიანობა მეც მეამაყებოდა და პატარაობიდან მინდოდა მისთვის მიმებაძა. ისე, ჩემი ბავშვობა ისეთ პერიოდს დაემთხვა, წესით, ქურდობა უნდა მომნდომებოდა, რადგან მაშინ ქურდებსაც კარგი იმიჯი ჰქონდათ (იღიმის)... მოკლედ, ოჯახი ჩემს გადაწყვეტილებას, სამედიცინო უნივერსიტეტში ჩამებარებინა, დადებითად შეხვდა.

- უნივერსიტეტში სწავლა მოგწონდა?

- იყო სასიხარულო მომენტებიც და იმედგაცრუებაც: არ იყო წესიერი ლიტერატურა, რითაც სრულფასოვანი განათლება უნდა მიგვეღო. 2000 წელს ჩავაბარე და მაშინ, ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტიც არ იყო. პირველ ორ კურსზე სწავლა გამიჭირდა, თუმცა მთლიანობაში, ის პერიოდი და დრო, რომელიც სწავლას დავუთმე, ცუდად არ მახსენდება.

- ექიმობა რამდენიმე ადგილას მოგიხდა. ეს საქმიანობა თუ განიჭებდა სიამოვნებას?

- ექიმებს და მით უმეტეს, დამწყებებს, არც ისე მაღალი ხელფასი აქვთ, ამიტომ სამ ადგილას ვმუშაობდი. მორიგეობა გადაბმულად, სამი დღის განმავლობაში მიწევდა. თავიდან ის ყველაფერი სიამოვნებას მანიჭებდა...

- მერე სამედიცინო სფეროდან "ღამის შოუს სტუდიაში" როგორ აღმოჩნდი?

- სამედიცინო უნივერსიტეტის "კავეენის" გუნდში ვთამაშობდი, რამაც ხუმრობების წერისკენ მიბიძგა. მერე მეგობრებმა მითხრეს, რომ "ფორტუნა პლუსზე" რაღაც ახალი პროექტი იწყებოდა და მირჩიეს, მივსულიყავი და ბედი მეცადა (თუმცა მანამდე რეკლამებსაც ვიღებდი და მასში ვმონაწილეობდი კიდეც). რადიოში მუშაობა რეანიმაციაში მუშაობას ნამდვილად ჯობდა. რადიოში მოგვიანებით რაღაც თანამდებობაც შემომთავაზეს. დავთანხმდი და ვცდილობდი, იმ საქმიანობისთვის ექიმობაც შემეთავსებინა. დიდი ხნის განმავლობაში კერძო "სასწრაფოში" ვმუშაობდი. ის კომპანია რომ არ დახურულიყო, ალბათ დღემდე "სასწრაფოზე" ვიმუშავებდი და როგორც ექიმს, სამედიცინო პრაქტიკა მექნებოდა... ისე, რეზიდენტურაც დავამთავრე, მაგრამ მგონია, სამედიცინო სფეროში რომ დავრჩენილიყავი, წარუმატებლობა უნდა განმეცადა. "ღამის შოუს სტუდიაში" კი გაცილებით კარგად ვგრძნობ თავს. მსიამოვნებს ის საქმიანობა, რასაც ვაკეთებ. ანაზღაურებაც კარგი მაქვს... უნდა აღვნიშნო, რომ დათო გოგიჩაიშვილმა, მეგობრებთან ერთად, ჩვენში საფუძველი ჩაუყარა გემოვნებიან იუმორისტულ გადაცემებს. როგორც მაყურებელს, მომწონდა მათი პროექტები და საკუთარ თავში ვგრძნობდი პოტენციალს, რომ მეც შემეძლო მსგავს შოუებზე მუშაობა. მაგრამ იმის გამო, რომ ექიმი გახლდით, ჩემმა სურვილმა უკანა პლანზე გადაიწია. რადიოში მუშაობისას, თქვენი ერთ-ერთი კოლეგისგან გავიგე, რომ "ღამის შოუს სტუდია" სცენარისტების შესარჩევად კასტინგს აცხადებდა და მივედი კასტინგზე. იქ ის ადამიანები დამხვდნენ, რომლებსაც "კავეენიდან" ვიცნობდი. მოკლედ, გამიმართლა და "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობა დავიწყე.

- როგორ მიგიღეს ბიჭებმა?

- თავიდან ყველას საკუთარი თავი ძალიან მაგარი ჰგონია და ასე ვიყავი მეც. "ღამის შოუს სტუდიაში" მუშაობა არც ისე იოლი აღმოჩნდა, მაგრამ ისეთ გამოცდილ ხალხთან მიწევდა თანამშრომლობა, რომ მალე ყველა სირთულე დავძლიე. დიდი კომფორტია კარგი თანამშრომლები.

- არ ნანობ, რომ ექიმობას საბოლოოდ თავი დაანებე?

- არა, რადგანაც ამაზე, თავის დროზე, ბევრი ვიფიქრე. უკვე ოჯახი მქონდა და ჩემი ეს ნაბიჯი მეუღლესთან ერთად გავაანალიზე... საქართველოში ძნელია ექიმობა. დიდი დროა საჭირო იმისთვის, რომ მატერიალური მხარე მოიწესრიგო.

- სცენარისტებს დატვირთული გრაფიკი გაქვთ?

- ძალიან დატვირთულები ვართ. როცა იღლები, ყველანაირი საქმე რუტინა ხდება, მაგრამ რეანიმაციისგან განსხვავებით, ეს რუტინა გაცილებით იოლია. სახალისოა სცენარის შექმნის პროცესი. ერთმანეთის ხუმრობაზე თუ არ გაგვეცინა, ე.ი. სხვასაც არ გაეცინება. თუმცა არც ისეა საქმე, რომ იმ დროს სცენარისტები განსაკუთრებით ვმხიარულობთ. ერთდროულად ბევრ რამეზე გვიწევს ფიქრი: როგორი უნდა იყოს ესა თუ ის სერია, ხანდახან 3 და 4 დღე გვიფიქრია და ხან, ერთ საათშიც დაგვიწერია. წინასწარ ვერაფერს განსაზღვრავ, თუმცა ჩვენს გრაფიკში ყოველთვის ვსხდებით.

- როგორც ვიცი, ხანდახან სერიალში ამა თუ იმ ეპიზოდური როლის შესრულებაც გიწევს...

- კი, მაგრამ მიმაჩნია, რომ მსახიობად არ ვვარგივარ. ეპიზოდური როლების თამაში ბევრს შეუძლია, ამიტომ ამაში რთული არაფერია. წინასწარ ვხვდები, რა შეიძლება გამომივიდეს და რა - არა... საერთოდ, ისეთ სფეროში ვმუშაობთ, რომ მუდმივად სიახლე თუ არ შეიტანე, არაფერი გამოვა. ამიტომ სულ ძიებაში ვართ, - რაღაცები მოგვწონს, რაღაცები - არა. ერთფეროვნებას გავურბივართ. რისკებზეც მივდივართ, ექსპერიმენტებსაც ვატარებთ, ზოგჯერ ამართლებს, ზოგჯერ - არა. მუდმივად სიახლე თუ არ ეძებე, მაყურებელსაც მოჰბეზრდება ჩვენი პროექტი...

- როგორც ვიცი, გყავს მეუღლე და ორი შვილი. რადგანაც სამსახურს ბევრ დროს უთმობ, მათთან ყოფნის დეფიციტს ხომ არ განიცდი?

- ორი ვაჟი მყავს, ერთი 6 წლის არის, მეორე - 2-ის. მათთან ყოფნის დეფიციტი ნამდვილად მაქვს, მაგრამ ამ ფაქტს შეგუებული ვარ...

რაც შეეხება მეუღლეს, სადაც უნდა ვმუშაობდე, ჩემი საქმიანობის კარგი შემფასებელია. მის გემოვნებას ყოველთვის ვენდობი. შესაბამისად ბევრ რამეში მეხმარება...

ჟანა გოგინაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება