სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"
"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"

პარ­ლა­მენ­ტი უახ­ლო­ეს მო­მა­ვალ­ში გა­ნი­ხი­ლავს "რეკ­ლა­მის შე­სა­ხებ" კა­ნონ­ში შე­სა­ტან ცვლი­ლე­ბებს, რომ­ლის თა­ნახ­მა­დაც, სა­რეკ­ლა­მო აბ­რა­ზე ქარ­თუ­ლე­ნო­ვა­ნი წარ­წე­რა სა­ვალ­დე­ბუ­ლო იქ­ნე­ბა. კა­ნო­ნის ამ მო­თხოვ­ნის უგუ­ლე­ბელ­ყო­ფა 5.000 ლა­რამ­დე ჯა­რი­მას ით­ვა­ლის­წი­ნებს. უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, კა­ნო­ნის პირ­ვე­ლად დარ­ღვე­ვა გაფრ­თხი­ლე­ბას ით­ვა­ლის­წი­ნებს, გან­მე­ო­რე­ბის შემ­თხვე­ვა­ში ფი­ზი­კუ­რი პი­რის­თვის ჯა­რი­მა 200 ლარი იქ­ნე­ბა, იუ­რი­დი­უ­ლი პი­რის­თვის - 3.000 ლარი. ხოლო თუ კა­ნონს მე­სა­მედ და მეტ­ჯერ და­არ­ღვე­ვენ, ჯა­რი­მის ოდე­ნო­ბა უკვე 5.000 ლარს მი­აღ­წევს.

ამ სა­კი­თხზე გა­ნათ­ლე­ბის, მეც­ნი­ე­რე­ბი­სა და კულ­ტუ­რის სა­პარ­ლა­მენ­ტო კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რის პირ­ველ მო­ად­გი­ლეს ნუკ­რი ქან­თა­რი­ას ვე­სა­უბ­რე­ბით.

- რა­ტომ ვერ მო­ხერ­ხდა ამ კა­ნონპ­რო­ექ­ტის ინი­ცი­რე­ბა და გან­ხილ­ვა აქამ­დე, ხომ არ უკავ­შირ­დე­ბა ეს 14 აპ­რი­ლის, ქარ­თუ­ლი ენის დღის მო­ახ­ლო­ე­ბას?

- არა. ამ­გვა­რი მუხ­ლი კა­ნონ­ში აუ­ცი­ლებ­ლად უნდა იყოს. ბუ­ნებ­რი­ვი და სა­მარ­თლი­ა­ნია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში ნე­ბის­მი­ერ აბ­რა­ზე, პირ­ველ რიგ­ში, ქარ­თუ­ლი წარ­წე­რა უნდა იყოს. და თუ ეს ყვე­ლა­ფე­რი 14 აპ­რილს და­ემ­თხვა, უკე­თე­სიც არის.

- ჯერ კი­დევ არ არის მი­ღე­ბუ­ლი კა­ნო­ნი "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ". ამ სა­კი­თხზე თუ მუ­შა­ობს პარ­ლა­მენ­ტი?

- სხვა­დას­ხვა კო­მი­ტეტ­ში მიმ­დი­ნა­რე­ობს მო­სამ­ზა­დე­ბე­ლი სა­მუ­შა­ო­ე­ბი, მო­ვიწ­ვევთ სპე­ცი­ა­ლის­ტებს და სა­ზო­გა­დო­ე­ბის აზ­რის გათ­ვა­ლის­წი­ნე­ბით შე­ვი­მუ­შა­ვებთ კა­ნონს "სა­ხელ­მწი­ფო ენის შე­სა­ხებ".

ნინო კვი­ტაშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"

"საქართველოში ნებისმიერ აბრაზე ქართულენოვანი წარწერა უნდა იყოს"

პარლამენტი უახლოეს მომავალში განიხილავს "რეკლამის შესახებ" კანონში შესატან ცვლილებებს, რომლის თანახმადაც, სარეკლამო აბრაზე ქართულენოვანი წარწერა სავალდებულო იქნება. კანონის ამ მოთხოვნის უგულებელყოფა 5.000 ლარამდე ჯარიმას ითვალისწინებს. უფრო კონკრეტულად, კანონის პირველად დარღვევა გაფრთხილებას ითვალისწინებს, განმეორების შემთხვევაში ფიზიკური პირისთვის ჯარიმა 200 ლარი იქნება, იურიდიული პირისთვის - 3.000 ლარი. ხოლო თუ კანონს მესამედ და მეტჯერ დაარღვევენ, ჯარიმის ოდენობა უკვე 5.000 ლარს მიაღწევს.

ამ საკითხზე განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საპარლამენტო კომიტეტის თავმჯდომარის პირველ მოადგილეს ნუკრი ქანთარიას ვესაუბრებით.

- რატომ ვერ მოხერხდა ამ კანონპროექტის ინიცირება და განხილვა აქამდე, ხომ არ უკავშირდება ეს 14 აპრილის, ქართული ენის დღის მოახლოებას?

- არა. ამგვარი მუხლი კანონში აუცილებლად უნდა იყოს. ბუნებრივი და სამართლიანია, რომ საქართველოში ნებისმიერ აბრაზე, პირველ რიგში, ქართული წარწერა უნდა იყოს. და თუ ეს ყველაფერი 14 აპრილს დაემთხვა, უკეთესიც არის.

- ჯერ კიდევ არ არის მიღებული კანონი "სახელმწიფო ენის შესახებ". ამ საკითხზე თუ მუშაობს პარლამენტი?

- სხვადასხვა კომიტეტში მიმდინარეობს მოსამზადებელი სამუშაოები, მოვიწვევთ სპეციალისტებს და საზოგადოების აზრის გათვალისწინებით შევიმუშავებთ კანონს "სახელმწიფო ენის შესახებ".

ნინო კვიტაშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"