სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
"მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის"
 "მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის"

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცია კულ­ტუ­რუ­ლი მემ­კვიდ­რე­ო­ბის ძეგ­ლე­ბის რეს­ტავ­რა­ცი­ის თა­ო­ბა­ზე სა­ქარ­თვე­ლო­სა და თურ­ქე­თის მთავ­რო­ბებს შო­რის მიმ­დი­ნა­რე მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბის დე­ტა­ლებს ასა­ჯა­რო­ებს.

დღეს გა­მარ­თულ პრეს­კონ­ფე­რენ­ცი­ა­ზე, პრე­ზი­დენ­ტის პრეს­პი­კერ­მა, მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ მე­დი­ას სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მიერ აღ­ნიშ­ნულ­თან და­კავ­ში­რე­ბით პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში 1-ელ პა­რილს შე­სუ­ლი დო­კუ­მენ­ტე­ბი გა­აც­ნო.

"გვინ­და გა­გაც­ნოთ ის დო­კუ­მენ­ტა­ცია, რო­მე­ლიც პრე­ზი­დენ­ტის ად­მი­ნის­ტრა­ცი­ა­ში შე­მო­ვი­და სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის მხრი­დან და მომ­ზა­დე­ბუ­ლია სა­გა­რეო საქ­მე­თა და კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტრო­ე­ბის მიერ. დო­კუ­მენ­ტე­ბი არის გრი­ფით "ფრი­ად სას­წრა­ფო" და შე­ე­ხე­ბა ქარ­თუ­ლი და თურ­ქუ­ლი ძეგ­ლე­ბის დაც­ვას ორი ქვეყ­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­ზე, უფრო კონ­კრე­ტუ­ლად, სა­ქარ­თვე­ლოს მხა­რე თურ­ქი ექ­სპერ­ტე­ბის მო­ნა­წი­ლე­ო­ბით სა­ქარ­თვე­ლოს ტე­რი­ტო­რი­ა­ზე არ­სე­ბუ­ლი ოს­მა­ლუ­რი მემ­კვიდ­რე­ო­ბის უძ­რავ ძეგ­ლებ­თან მი­მარ­თე­ბა­ში გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლებს შემ­დეგ სა­მუ­შა­ო­ებს: მე-18 სა­უ­კუ­ნე­ში აჰ­მედ ფა­შას მიერ ახალ­ცი­ხე­ში აგე­ბუ­ლი აბა­ნოს კომ­პლექ­სის რეს­ტავ­რა­ცი­ას, ამა­ვე სა­უ­კე­ნე­ში მის მიერ ახალ­ცი­ხის ცი­ხე­ში აგე­ბულ მე­ჩეთ­სა და მედ­რე­სე­ზე, 2012 წელს წარ­მო­ე­ბუ­ლი სა­რეს­ტავ­რა­ციო სა­მუ­შა­ო­ე­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი ხარ­ვე­ზე­ბის გა­მოს­წო­რე­ბას - გუმ­ბა­თის ფე­რის შეც­ვლა და არ­სე­ბუ­ლი ოქ­როს­ფე­რი სა­ფა­რის ტყვი­ის­ფრით ჩა­ნაც­ვლე­ბა, ასე­ვე პირ­ვან­დე­ლი რკი­ნის სხა­უ­რე­ბის დაბ­რუ­ნე­ბა, ნა­გე­ბო­ბე­ბის გარ­შე­მო სად­რე­ნა­ჟო სის­ტე­მის შე­მოწ­მე­ბა და სა­ჭი­რო­ე­ბის შემ­თხვე­ვა­ში მო­სა­პირ­კე­თე­ბე­ლი მა­სა­ლის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბა. გარ­და ამი­სა, რაც ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და სა­ყუ­რა­დღე­ბოა, ქარ­თუ­ლი მხა­რე ვალ­დე­ბუ­ლე­ბას იღებს გა­მო­ი­ტა­ნოს მე­ჩე­თის შიდა სივ­რცი­დან ჯვრის გა­მო­სა­ხუ­ლე­ბი­ა­ნი შუა სა­უ­კუ­ნე­ე­ბის ქვის რე­ლი­ე­ფე­ბი, რომ­ლე­ბიც ად­გილ­მო­ნაც­ვლე­ო­ბას ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა", - გა­ნა­ცხა­და მა­ნა­ნა მან­გჯა­ლა­ძემ.

მი­სი­ვე გან­მარ­ტე­ბით, აღ­ნიშ­ნუ­ლი რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს რა­ბა­თის ცი­ხის გა­ნად­გუ­რე­ბას, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს და­თან­ხმდე­ბა.

"ჩვენ გაკ­ვირ­ვე­ბას იწ­ვევს ერთი მხრივ დრო, როცა მთავ­რო­ბა ამ­გვა­რი ინი­ცი­ა­ტი­ვით შე­მო­დის, თუ გა­ვით­ვა­ლის­წი­ნებთ, რომ რამ­დე­ნი­მე დღე­ში იგეგ­მე­ბა პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტი თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კა­ში, ამას­თან, პრე­ზი­დენ­ტის ვი­ზი­ტამ­დე ჩვენ ვერ ვხე­დავთ ამ პრო­ცე­სის დაჩ­ქა­რე­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბას. სამ­წუ­ხა­როა, რომ ამ ტი­პის გა­და­წყვე­ტი­ლე­ბე­ბის მი­ღე­ბა ხდე­ბა ყო­ველ­გვა­რი კონ­სულ­ტა­ცი­ე­ბის გა­რე­შე. ვფიქ­რობთ, ეს რე­ა­ლუ­რად წარ­მო­ად­გენს რა­ბა­თის ცი­ხის გა­ნად­გუ­რე­ბას, რო­მე­ლიც ერთ-ერთი მთა­ვა­რი კულ­ტუ­რუ­ლი და ტუ­რის­ტუ­ლი ძეგლია ამ ტე­რი­ტო­რი­ა­ზე. ეს ნიშ­ნავს წყალ­ში ჩაყ­რას იმ ათა­სო­ბით სპე­ცი­ა­ლის­ტის შრო­მის, რომ­ლებ­მაც წინა წლებ­ში აღად­გი­ნეს და სა­ქარ­თვე­ლოს და­უბ­რუ­ნეს ეს უმ­ნიშ­ვნე­ლო­ვა­ნე­სი ძეგლი. არ მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს არის თურ­ქუ­ლი მხა­რის მო­თხოვ­ნა ან გან­ზრახ­ვა, ლა­პა­რა­კია გა­უ­გებ­რო­ბა­ზე, რო­მე­ლიც მო­დის სა­ქარ­თვე­ლის მთავ­რო­ბის მხრი­დან, ქრის­ტი­ა­ნუ­ლი სიმ­ბო­ლე­ბის გა­ტა­ნა ტე­რი­ტო­რი­ი­დან და გუმ­ბა­თის გა­ნად­გუ­რე­ბა ყოვ­ლად მი­უ­ღე­ბე­ლი და და­უშ­ვე­ბე­ლია. ამას­თან, კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს წარ­მო­მად­გენ­ლე­ბის მხრი­დან კეთ­დე­ბა გან­ცხა­დე­ბე­ბი ძეგლი­სად­მი მა­ღა­ლი მი­ნა­რე­თე­ბის მი­შე­ნე­ბის თა­ო­ბა­ზე რაც პრაქ­ტი­კუ­ლად ნიშ­ნავს იმას, რომ აღ­ნიშ­ნუ­ლი ძეგლი ამ სა­ხით გა­ნად­გურ­დე­ბა. ჩვენ ვი­მე­ო­რებთ, რომ გვსურს კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბა თურ­ქე­თის რეს­პუბ­ლი­კას­თან, მაგ­რამ სა­ქარ­თვე­ლოს მთავ­რო­ბის დღე­ვან­დე­ლი შე­თა­ვა­ზე­ბა არის სულ სხვა რამ - ეს არის სა­ხი­ფა­თო და მი­უ­ღე­ბე­ლი ჩვე­ნი ქვეყ­ნის­თვის, რა­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი არას­დროს და­თან­ხმდე­ბა, - აღ­ნიშ­ნა მა­ნა­ნა მან­ჯგა­ლა­ძემ.

ამას­თან პრე­ზი­დენ­ტის პრეს­პი­კე­რი მო­უ­წო­დებს საქ­რათ­ვე­ლოს მთავ­რო­ბას აღ­ნიშ­ნულ სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით სა­ჯა­რო გან­მარ­ტე­ბა გა­ა­კე­თოს და პრე­ზი­დე­ტის სა­ხე­ლით გან­მარ­ტავს, რომ "ეს არ არის სა­ი­დუმ­ლო და და­ხუ­რუ­ლი მი­მო­წე­რეს თემა".

მან­ჯგა­ლა­ძის გან­მარ­ტე­ბით, პრე­ზი­დენ­ტი აღ­ნიშ­ნულ სა­კითხს თურ­ქეთ­ში ვი­ზი­ტის ფარ­გლებ­ში, რო­გორც თურქ კო­ლე­გას­თან, ისე თურ­ქე­თის პრე­მი­ერ მი­ნის­ტრთან გა­ნი­ხი­ლავს.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

"მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის"

 "მთავრობის შეთავაზება სახიფათოა და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის"

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების რესტავრაციის თაობაზე საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის მიმდინარე მოლაპარაკებების დეტალებს ასაჯაროებს.

დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე, პრეზიდენტის პრესპიკერმა, მანანა მანჯგალაძემ მედიას საქართველოს მთავრობის მიერ აღნიშნულთან დაკავშირებით პრეზიდენტის ადმინისტრაციაში 1-ელ პარილს შესული დოკუმენტები გააცნო.

"გვინდა გაგაცნოთ ის დოკუმენტაცია, რომელიც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში შემოვიდა საქართველოს მთავრობის მხრიდან და მომზადებულია საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ. დოკუმენტები არის გრიფით "ფრიად სასწრაფო" და შეეხება ქართული და თურქული ძეგლების დაცვას ორი ქვეყნის ტერიტორიაზე, უფრო კონკრეტულად, საქართველოს მხარე თურქი ექსპერტების მონაწილეობით საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს: მე-18 საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაციას, ამავე საუკენეში მის მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე, 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორებას - გუმბათის ფერის შეცვლა და არსებული ოქროსფერი საფარის ტყვიისფრით ჩანაცვლება, ასევე პირვანდელი რკინის სხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება. გარდა ამისა, რაც ყველაზე მნიშვნელოვანი და საყურადღებოა, ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომლებიც ადგილმონაცვლეობას ექვემდებარება", - განაცხადა მანანა მანგჯალაძემ.

მისივე განმარტებით, აღნიშნული რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება.

"ჩვენ გაკვირვებას იწვევს ერთი მხრივ დრო, როცა მთავრობა ამგვარი ინიციატივით შემოდის, თუ გავითვალისწინებთ, რომ რამდენიმე დღეში იგეგმება პრეზიდენტის ვიზიტი თურქეთის რესპუბლიკაში, ამასთან, პრეზიდენტის ვიზიტამდე ჩვენ ვერ ვხედავთ ამ პროცესის დაჩქარების აუცილებლობას. სამწუხაროა, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებების მიღება ხდება ყოველგვარი კონსულტაციების გარეშე. ვფიქრობთ, ეს რეალურად წარმოადგენს რაბათის ციხის განადგურებას, რომელიც ერთ-ერთი მთავარი კულტურული და ტურისტული ძეგლია ამ ტერიტორიაზე. ეს ნიშნავს წყალში ჩაყრას იმ ათასობით სპეციალისტის შრომის, რომლებმაც წინა წლებში აღადგინეს და საქართველოს დაუბრუნეს ეს უმნიშვნელოვანესი ძეგლი. არ მიგვაჩნია, რომ ეს არის თურქული მხარის მოთხოვნა ან განზრახვა, ლაპარაკია გაუგებრობაზე, რომელიც მოდის საქართველის მთავრობის მხრიდან, ქრისტიანული სიმბოლების გატანა ტერიტორიიდან და გუმბათის განადგურება ყოვლად მიუღებელი და დაუშვებელია. ამასთან, კულტურის სამინისტროს წარმომადგენლების მხრიდან კეთდება განცხადებები ძეგლისადმი მაღალი მინარეთების მიშენების თაობაზე რაც პრაქტიკულად ნიშნავს იმას, რომ აღნიშნული ძეგლი ამ სახით განადგურდება. ჩვენ ვიმეორებთ, რომ გვსურს კარგი ურთიერთობა თურქეთის რესპუბლიკასთან, მაგრამ საქართველოს მთავრობის დღევანდელი შეთავაზება არის სულ სხვა რამ - ეს არის სახიფათო და მიუღებელი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც საქართველოს პრეზიდენტი არასდროს დათანხმდება, - აღნიშნა მანანა მანჯგალაძემ.

ამასთან პრეზიდენტის პრესპიკერი მოუწოდებს საქრათველოს მთავრობას აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საჯარო განმარტება გააკეთოს და პრეზიდეტის სახელით განმარტავს, რომ "ეს არ არის საიდუმლო და დახურული მიმოწერეს თემა".

მანჯგალაძის განმარტებით, პრეზიდენტი აღნიშნულ საკითხს თურქეთში ვიზიტის ფარგლებში, როგორც თურქ კოლეგასთან, ისე თურქეთის პრემიერ მინისტრთან განიხილავს.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა