მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
საზოგადოება
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვინ არის მიშა ანდღულაძის პოპულარული გმირის პროტოტიპი
ვინ არის მიშა ანდღულაძის პოპულარული გმირის პროტოტიპი

მიშა ან­დღუ­ლა­ძის მიერ შექ­მნი­ლი მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი პერ­სო­ნა­ჟე­ბი­დან ბოლო დროს ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი და გა­მორ­ჩე­უ­ლი პრო­მო­გო­გო­ნა მა­რეხ თო­დუა და სე­რი­ა­ლის გმი­რი ქალ­ბა­ტო­ნი ან­ხე­ლა ჩუს­ტია. პრო­მო­გო­გო­ნას მიერ ნათ­ქვა­მი ფრა­ზე­ბი ხალ­ხმა უკვე აი­ტა­ცა. მი­შას ამ­ჯე­რად ახალ პერ­სო­ნა­ჟებ­ზე სა­სა­უბ­როდ ვეს­ტუმ­რეთ, მაგ­რამ რო­დე­საც შე­კი­თხვა "კო­მე­დი შოუს" რე­ი­ტინ­გებ­ზე და­ვუს­ვით, ჩვენ­თან და­ბეჭ­დი­ლი ძვე­ლი ინ­ტერ­ვიუ გა­იხ­სე­ნა, სა­დაც მიშა "ღა­მის შოუს" გუნ­დის კონ­სულ­ტანტ მიჩ სე­მელ­ზე ხუმ­რობ­და და ამ­ბობ­და, რომ მათი კონ­სულ­ტან­ტი ცნო­ბი­ლი გი­ტა­რის­ტი ჯო სატ­რი­ა­ნია.

- იქი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, რომ მეტ­რო­თი და სა­მარ­შრუ­ტო ტაქ­სით არ ვმგზავ­რობთ, ხში­რად გვაკ­ლია სო­ცი­ა­ლუ­რი პერ­სო­ნა­ჟე­ბი, ამი­ტომ რა­დი­ოს ვუს­მენ, ძი­რი­თა­დად ინ­ტე­რაქ­ტივ­ზე აგე­ბულ გა­და­ცე­მებს. ჩემი ერთ-ერთი გმი­რია როს­ტომ სამ­ხა­რა­ძე, ყვე­ლაფ­რით და ყვე­ლა მთავ­რო­ბით უკ­მა­ყო­ფი­ლო და ასე­თი ადა­მი­ა­ნი ნამ­დვი­ლად არ­სე­ბობს. ყო­ველ­დღე 10-ს რომ 10 წუთი აკ­ლია ერთ-ერთ რა­დი­ო­ში რე­კავს და ჩხუ­ბობს. ყო­ველ­დღე ვე­ლო­დე­ბი, ვიცი, რომ აუ­ცი­ლებ­ლად და­რე­კავს და სი­ა­მოვ­ნე­ბას მი­ვი­ღებ. წინა ღა­მეს ტექსტს ამ­ზა­დებს და ყო­ველ მე­ო­რე დი­ლას ქვეყ­ნის მო­წყო­ბის ახალ გეგ­მას დებს. ამ ადა­მი­ა­ნის შემ­დეგ კი­დევ ერთი ტიპი რე­კავს ხოლ­მე, ოღონდ ის ცოტა აგ­რე­სი­უ­ლია და ყვე­ლა გა­მოს­ვლას ლან­ძღვით ამ­თავ­რებს, "პრას­ტი­ტუტ­კე­ბი", - და­იყ­ვი­რებს და ტე­ლე­ფონს თი­შავს. გა­და­ცე­მის წამ­ყვა­ნი ნიკო ნერ­გა­ძე ყო­ველ და­რეკ­ვა­ზე ეუბ­ნე­ბა, მად­ლო­ბა, მაგ­რამ იქ­ნებ ცოტა კო­რექ­ტუ­ლად ისა­უბ­რო­თო, რა­ზეც ბრაზ­დე­ბა და ამ­ბობს, თქვენ მაბ­რა­ლებთ, რომ ვი­ლან­ძღე­ბი, მაგ­რამ ამა­თი "პრას­ტი­ტუტ­კო­ბა" ყელ­ში ამო­ვი­დაო, ლან­ძღვას იწყებს და უთი­შა­ვენ. ერთი სი­ა­მოვ­ნე­ბაა მისი მოს­მე­ნა. ეგ კაცი მაჩ­ვე­ნა ლა­ივ­ში, მეტი არა­ფე­რი მინ­და (იცი­ნის).

- პრო­მო­გო­გო­ნა მა­რეხ თო­დუ­ა­ზე მოგ­ვი­ყე­ვი...

- ეს პერ­სო­ნა­ჟი ჩვენს ყო­ფილ თა­ნამ­შრო­მელს მი­ვუ­ძღვე­ნი. ოღონდ არა­ფერს ვა­ჭარ­ბებ, ზუს­ტად გა­და­ვი­ღე ხმა, ქცე­ვა, სი­ა­რუ­ლი. მეტს აღარ ვი­ტყვი, შე­იძ­ლე­ბა მიხ­ვდეს და ეწყი­ნოს. ერთ-ერთ სკეტჩში კე­დელ­ზე ყი­რა­ზე რომ დავ­დე­ქი, ეგეც არ მო­მი­გო­ნე­ბია, მარ­თლა ასე მოხ­და. ერთი გო­გო­ნა მუ­შა­ობს "მაკ­დო­ნალდსში", რო­მე­ლიც ასე­ვე ამ ტი­პი­საა. მო­ნო­ტო­ნუ­რად იძა­ხის, "სა­ლა­რო თა­ვი­სუ­ფა­ლი­აა, მობ­რძან­დი­ით". ერთი ნოტი აქვს ხმა­ში და არ ცვლის. თა­ვა­ზი­ა­ნო­ბით გა­მო­ირ­ჩე­ვა, არ იღ­ლე­ბა, გე­უბ­ნე­ბა, "ავი­ღე ასი ლარი და და­გიბ­რუ­ნეთ 56 ლარი და 30 თეთ­რი", - იღი­მის, მაგ­რამ თან ეტყო­ბა, რომ ძა­ლი­ან უბე­დუ­რია. მა­რეხ თო­დუ­ას გმი­რი ამ ორი ადა­მი­ა­ნის ნა­ზა­ვია.

- ამ პერ­სო­ნა­ჟის შექ­მნის იდეა შენ გე­კუთ­ვნის?

- კი. ხან­და­ხან, როცა ვხვდე­ბით, რომ სკეტ­ჩი კარ­გი არ გა­მო­ვი­და, ვცდი­ლობთ, ძა­ლი­ან კარ­გად ვი­თა­მა­შოთ და იმპრო­ვი­ზა­ცი­ა­ზე ავა­გოთ. ბი­ჭე­ბი მე­უბ­ნე­ბოდ­ნენ, რომ პრო­მო­გო­გო­ნას გმი­რი შეგ­ვექ­მნა და ამ დროს ვი­ფიქ­რე, რომ ეს პერ­სო­ნა­ჟე­ბიც ჩა­მერ­თო და უფრო მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი გა­მე­ხა­და.

- ვი­ზუ­ალ­ზე თა­ვად იზ­რუ­ნე?

- კი, მაგ­რამ გული მწყდე­ბა, რომ თმა არ მაქვს, თო­რემ ჩემს თმას გა­მო­ვი­ყე­ნებ­დი. სა­ნამ გა­მეზ­რდე­ბა, პა­რი­კით ვიქ­ნე­ბი და შემ­დეგ ვნა­ხოთ. დიდ მა­ღა­ზი­ებ­ში ვე­ღარ შევ­სულ­ვარ მა­გის გამო, ყვე­ლას ეღი­მე­ბა (იცი­ნის).

- არ მგო­ნია, პრო­მო­გო­გო­ნე­ბი ზურ­გზე ვინ­მეს ახ­ტე­ბოდ­ნენ...

- ეგ კე­დელ­ზე აყუ­დე­ბის გან­ვრცო­ბაა. შე­საძ­ლე­ბე­ლია მა­სეც მოხ­დეს. სი­მარ­თლე გი­თხრათ, არ ვე­ლო­დი, თუ ამ­ხე­ლა პო­პუ­ლა­რო­ბა მოჰ­ყვე­ბო­და, ალ­ბათ ბევ­რის­თვის ნაც­ნო­ბი აღ­მოჩ­ნდა.

- პრო­მო­გო­გო­ნე­ბი­დან ვინ­მემ თუ ამო­იც­ნო სა­კუ­თა­რი თავი?

- არ ვიცი, ალ­ბათ ერ­თმა­ნეთს აბ­რა­ლე­ბენ, შენ ხარო. ისე, ხში­რად უთ­ქვამთ, აი, ეს არის ეგე­თი და თან წა­იყ­ვა­ნე­თო. მა­ღა­ზი­ა­ში შე­სუ­ლი არ ვარ, ერ­თხმად მე­ძა­ხი­ან, მობ­რძან­დი­ი­ი­ით... მგო­ნი, არ უნდა ეწყი­ნოთ, რად­გან რე­ა­ლუ­რად ქარ­თვე­ლე­ბი ძა­ლი­ან თა­ვა­ზი­ა­ნე­ბი არ ვართ, ყო­ველ­დღი­ურ ცხოვ­რე­ბა­ში ერს ღი­მი­ლი გვაკ­ლია. ბევ­რი მი­ნა­ხავს, ვინც ამ გო­გო­ნე­ბის სი­ტყვებ­ზე ღი­ზი­ან­დე­ბა. მარ­თლა რთუ­ლი სა­მუ­შა­ოა, წარ­მო­იდ­გი­ნეთ, ვი­ღა­ცას უნდა ეხ­ვე­წო, თან ზოგი ძა­ლი­ან უტაქ­ტოდ პა­სუ­ხობს.

- "მა­რეხ თო­დუა გას­ვე­ნე­ბა­ში" - ეს სკეტ­ჩი ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლი გახ­და. ფრა­ზე­ბი "გემ­რი­ე­ლად იტი­რეთ", "ძაღ­ლი ყო­ფი­ლა ადა­მი­ა­ნი", მიც­ვა­ლე­ბუ­ლის თა­ი­გუ­ლის სრო­ლა, რო­გორც ქორ­წი­ლებ­ში ხდე­ბა, სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში ბევ­რმა აი­ტა­ცა...

- ვცდი­ლობთ, მრა­ვალ­ფე­როვ­ნე­ბის­თვის რამ­დე­ნი­მე სტი­ლის სკეტ­ჩი გა­ვა­კე­თოთ. სხვა­თა შო­რის, დიდი შან­სია, რომ ეგე­თი რა­ღა­ცე­ბი ჰქონ­დეს იმ ადა­მი­ანს გა­კე­თე­ბუ­ლი. მგო­ნი, სწო­რად ვხვდე­ბი რა­ღა­ცებს (იცი­ნის).

- ალ­ბათ რთუ­ლია გა­და­ღე­ბის დროს სი­ცი­ლის­გან თა­ვის შე­კა­ვე­ბა...

- მა­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი ვასო ფხა­კა­ძეა, თუ სი­ცი­ლი და­ი­წყო, ვე­ღარ ჩერ­დე­ბა. ერთხელ სა­მო­რი ბალ­დეს მა­მის როლ­ში რომ იყო, რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა და ოცი წუთი იცი­ნო­და, გა­და­ღე­ბას ვერ ვაგ­რძე­ლებ­დით. ახა­ლი სე­რი­ა­ლის გა­და­ღე­ბა და­ვი­წყეთ - "ვნე­ბე­ბის ჭუჭ­რუ­ტა­ნა­ში", სა­დაც ვასო თავს ვერ იკა­ვებს და სულ ეცი­ნე­ბა.

- შენი გმი­რი მა­რე­ხი სი­გა­რეტს სა­რე­ცხის გა­სა­ფე­ნი "შპილ­კით" ეწე­ვა...

- ეგ ხომ იცით, რას ნიშ­ნავს, თი­თებ­ზე რომ ნი­კო­ტი­ნის სუნი არ აუ­ვი­დეს (იცი­ნის). მაგ გო­გოს "წი­კე­ბი" აქვს, რა­ღა­ცე­ბი ეზი­ზღე­ბა. მე­გო­ბარს ვერ გა­და­კოც­ნის, შე­იძ­ლე­ბა შე­ე­ზი­ზღოს. განა რამე პრობ­ლე­მა აქვს, უბ­რა­ლოდ... მისი გვა­რი არ­სე­ბუ­ლია, სა­ხე­ლი შევ­ცვა­ლეთ, მა­გის პრო­ფე­სი­ო­ნა­ლი თა­თია სუ­ლუ­აშ­ვი­ლია. ისეთ სა­ხე­ლებს იგო­ნებს, სა­ი­დან მო­აქვს, ვერ ვხვდე­ბი, სტან­გე­რი, ჯოტო...

- წე­ღან ახ­სე­ნე სე­რი­ა­ლი "ვნე­ბე­ბის ჭუჭ­რუ­ტა­ნა­ში", სა­დაც შენი გმი­რი შავ­კა­ბი­ა­ნი ქალ­ბა­ტო­ნი ასე­ვე პო­პუ­ლა­რულ სა­ხედ იქცა.

- ცხოვ­რე­ბა­ში ან­ხე­ლა ჩუს­ტია, მაგ­რამ სე­რი­ალ­ში მის გმირს ჯო­ვა­ნა კე­სა­რია ტა­რი­ა­ნი ჰქვია. სე­რი­ა­ლის­თვის ძლი­ე­რი დი­ა­სახ­ლი­სი დაგ­ვჭირ­და, ბო­რო­ტი გა­მო­ხედ­ვით. ქა­ლე­ბი გვაკ­ლია და ვის­ზე შე­ჩერ­დე­ბო­და არ­ჩე­ვა­ნი, თუ არა ჩემ­ზე. მა­გის სპე­ცი­ა­ლის­ტი მე ვარ. ეგ შავი კაბა უკან არ მეკ­ვრე­ბა, უბ­რა­ლოდ არ ვა­ჩენ, მაგ­რამ ახლა სხვა უნდა ვი­შო­ვო. ად­რეც და­ვი­წყეთ სე­რი­ა­ლი, იგი­ვე ხალ­ხი ვთა­მა­შობ­დით, მაგ­რამ სკეტ­ჩე­ბი ში­ნა­არ­სით ერ­თმა­ნე­თის­გან გან­სხვავ­დე­ბო­და. მე­სა­მე სე­რია რომ გა­და­ვი­ღეთ, მა­ყუ­რებ­ლის ნა­წილ­მა თქვა, ში­ნა­არსს ვერ მივ­ხვდი­თო. რო­გორც აღ­მოჩ­ნდა, ვი­ღა­ცე­ბი დას­ხდნენ, სე­რი­ო­ზუ­ლად უყუ­რეს და შემ­დეგ სე­რი­ებს და­ე­ლოდ­ნენ. ახლა პი­რი­ქით გა­ვა­კე­თეთ, ერთი სი­უ­ჟე­ტუ­რი ხაზი აქვს და მომ­დევ­ნო სე­რი­ე­ბიც უკვე გა­წე­რი­ლია. ჯო­ა­ნას "ფე­ის­ბუქ­ზე" სა­კუ­თა­რი გვერ­დიც კი გა­უხ­სნეს, ისე­თი პო­პუ­ლა­რუ­ლია.

- პო­პუ­ლა­რო­ბა არც მა­ნამ­დე გაკ­ლდა, თუმ­ცა ამ რო­ლე­ბით თით­ქოს ახა­ლი ტალ­ღა წა­მო­ვი­და.

- ქუ­ჩა­ში იმ გმი­რე­ბის ფრა­ზებს მე­ძა­ხი­ან, რო­მელ­თაც იმ დროს ვა­სა­ხი­ე­რებ. ყვე­ლა­ზე სა­სა­ცი­ლო იყო მემ­წვა­ნი­ლე ქალი, რო­მელ­მაც ერთხელ და­მი­ძა­ხა: ვაა, ჩემი დე­დას ვფი­ცა­ვარ (იცი­ნის). ახ­ლაც რა­ღა­ცებს მე­ძა­ხი­ან, თუმ­ცა უკვე ვე­ღარ ვი­გებ, მე მე­ძა­ხი­ან თუ სხვებს.

- სო­ცი­ა­ლურ ქსელ­ში შენ­ზე ასე­თი შე­ფა­სე­ბა წა­ვი­კი­თხე: "მი­შას ყვე­ლა­ზე მეტი როლი აქვს შექ­მნი­ლი "კო­მე­დი შოუს" ის­ტო­რი­ა­ში და ყვე­ლა წარ­მა­ტე­ბუ­ლი..."

- მე ტყუ­ი­ლად არ ვქმნი, თუ ვა­კე­თებ, კარ­გად ვა­კე­თებ. ასე­თი მიდ­გო­მა მაქვს (იცი­ნის). რა ვიცი, მად­ლო­ბა კომ­პლი­მენ­ტის­თვის. სა­ერ­თოდ, "კო­მე­დი შოუს" კო­ზი­რი ესაა. ათი წე­ლია, რაც გა­და­ცე­მას ვა­კე­თებთ და ყვე­ლა ეტა­პი გავ­ლი­ლი გვაქვს. როცა გვი­ფიქ­რია, რომ კრი­ზი­სია და რა უნდა ვქნათ, ვე­ლო­სი­პედს თა­ვი­დან ვერ მო­ი­ფიქ­რებ, სწო­რედ პერ­სო­ნა­ჟე­ბი აცო­ცხლებს ამ გა­და­ცე­მას. ხში­რად უნდა იარო ხალ­ხში, რაც ჩვენ გვაკ­ლია.

- თუმ­ცა ბევ­რი ახა­ლი სახე და­ი­მა­ტეთ. პრე­ზი­დენ­ტის სა­უ­კე­თე­სო პა­რო­დის­ტი გყავთ...

- ჩემი აზ­რით, მი­შას ახალ პა­რო­დისტს პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რად აქვს შეს­წავ­ლი­ლი ყვე­ლა დე­ტა­ლი. ადა­მი­ანს ნა­მუ­შე­ვა­რი აქვს, იშ­რო­მა და გა­ი­ზარ­და...

- და­სას­რულ, "კო­მე­დი შოუს" რე­ი­ტინგზეც გკი­თხავ...

- ცოტა ხნის წინ ჩვენ­მა კონ­სულ­ტან­ტმა ჯო სატ­რი­ან­მა და­მი­რე­კა, მიჩ სე­მელს და­უ­რე­კავს, "კო­მე­დი შოუს" ბი­ჭებს ვერ ვუ­რე­კავ და ჰკი­თხე, რა ხდე­ბაო.

- მიჩ სე­მე­ლი "შა­ბა­თის შოუს" გუნ­დის კონ­სულ­ტან­ტია...

- კი, მაგ­რამ ჩვენს კონ­სულ­ტანტს იც­ნობს, ჯო სატ­რი­ანს. მი­მო­წე­რა აქვთ. სატ­რი­ანს უთ­ქვამს, რე­ი­ტინ­გე­ბი მოგ­ვწონს, კარ­გია, მაგ­რამ მა­ინც არ ვაქ­ვეყ­ნებთ, ხალ­ხს იუ­მო­რი და სი­ცი­ლი უფრო აინ­ტე­რე­სებს, ვიდ­რე რე­ი­ტინ­გე­ბიო. ამა­ზე მიჩ სე­მელს ტე­ლე­ფო­ნი გა­უ­თი­შავს, ეტყო­ბა, რა­ღაც არ მო­ე­წო­ნა.

- ამას დავ­წერ, მიშა...

- აბა, რა, იმი­ტომ გე­უბ­ნე­ბი, რომ და­წე­რო.

- ამ ეტაპ­ზე თქვენს კონ­კუ­რენ­ტად ვინ მი­გაჩ­ნი­ათ?

- კონ­კუ­რენ­ცი­ის შეგ­რძნე­ბა თუ არ გაქვს, მა­შინ გა­გი­ჟე­ბუ­ლი ხარ და შენს საქ­მეს კარ­გად ვე­ღარ აკე­თებ. ნე­ბის­მი­ე­რი იუ­მო­რის­ტუ­ლი გა­და­ცე­მა, მომ­წონს თუ არ მომ­წონს, ჩვე­ნი კონ­კუ­რენ­ტია.

- და­სას­რულ, შენი და თა­მუ­ნა ლეკ­ვე­იშ­ვი­ლის დუეტ "ჰოთ კომ­პოტ­ზეც" გკი­თხავ, რა გეგ­მე­ბი გაქვთ?

- რო­გორც იქნა, როკი შე­ვაგ­დე "კო­მე­დი შო­უ­ში". ეს არის 90-იანი წლე­ბის გახ­სე­ნე­ბა. ახლა შო­უ­ბიზ­ნეს­ში ძა­ლი­ან პო­პუ­ლა­რუ­ლია ქა­ვერ­ვერ­სი­ე­ბი და ჩვენც ეს მიმ­დი­ნა­რე­ო­ბა ავირ­ჩი­ეთ. ოღონდ ეს ის "ფა­ნო­ღე­ბი" კი არ არის, ახლა რომ მღე­რი­ან რეს­ტორ­ნებ­ში, ჩვენ კლა­სი­კუ­რი "ფა­ნო­ღე­ბი" ავირ­ჩი­ეთ და სე­რი­ო­ზუ­ლად მივ­ყვე­ბით. მალე ალ­ბომ­საც გა­მო­ვუშ­ვებთ და რაც მთა­ვა­რია, ცო­ცხლად ვას­რუ­ლებთ, ინ­სტრუ­მენ­ტებ­ზეც თა­ვად ვუკ­რავთ.

ნინო გი­გიშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვინ არის მიშა ანდღულაძის პოპულარული გმირის პროტოტიპი

ვინ არის მიშა ანდღულაძის პოპულარული გმირის პროტოტიპი

მიშა ანდღულაძის მიერ შექმნილი მრავალფეროვანი პერსონაჟებიდან ბოლო დროს ყველაზე პოპულარული და გამორჩეული პრომოგოგონა მარეხ თოდუა და სერიალის გმირი ქალბატონი ანხელა ჩუსტია. პრომოგოგონას მიერ ნათქვამი ფრაზები ხალხმა უკვე აიტაცა. მიშას ამჯერად ახალ პერსონაჟებზე სასაუბროდ ვესტუმრეთ, მაგრამ როდესაც შეკითხვა "კომედი შოუს" რეიტინგებზე დავუსვით, ჩვენთან დაბეჭდილი ძველი ინტერვიუ გაიხსენა, სადაც მიშა "ღამის შოუს" გუნდის კონსულტანტ მიჩ სემელზე ხუმრობდა და ამბობდა, რომ მათი კონსულტანტი ცნობილი გიტარისტი ჯო სატრიანია.

- იქიდან გამომდინარე, რომ მეტროთი და სამარშრუტო ტაქსით არ ვმგზავრობთ, ხშირად გვაკლია სოციალური პერსონაჟები, ამიტომ რადიოს ვუსმენ, ძირითადად ინტერაქტივზე აგებულ გადაცემებს. ჩემი ერთ-ერთი გმირია როსტომ სამხარაძე, ყველაფრით და ყველა მთავრობით უკმაყოფილო და ასეთი ადამიანი ნამდვილად არსებობს. ყოველდღე 10-ს რომ 10 წუთი აკლია ერთ-ერთ რადიოში რეკავს და ჩხუბობს. ყოველდღე ველოდები, ვიცი, რომ აუცილებლად დარეკავს და სიამოვნებას მივიღებ. წინა ღამეს ტექსტს ამზადებს და ყოველ მეორე დილას ქვეყნის მოწყობის ახალ გეგმას დებს. ამ ადამიანის შემდეგ კიდევ ერთი ტიპი რეკავს ხოლმე, ოღონდ ის ცოტა აგრესიულია და ყველა გამოსვლას ლანძღვით ამთავრებს, "პრასტიტუტკები", - დაიყვირებს და ტელეფონს თიშავს. გადაცემის წამყვანი ნიკო ნერგაძე ყოველ დარეკვაზე ეუბნება, მადლობა, მაგრამ იქნებ ცოტა კორექტულად ისაუბროთო, რაზეც ბრაზდება და ამბობს, თქვენ მაბრალებთ, რომ ვილანძღები, მაგრამ ამათი "პრასტიტუტკობა" ყელში ამოვიდაო, ლანძღვას იწყებს და უთიშავენ. ერთი სიამოვნებაა მისი მოსმენა. ეგ კაცი მაჩვენა ლაივში, მეტი არაფერი მინდა (იცინის).

- პრომოგოგონა მარეხ თოდუაზე მოგვიყევი...

- ეს პერსონაჟი ჩვენს ყოფილ თანამშრომელს მივუძღვენი. ოღონდ არაფერს ვაჭარბებ, ზუსტად გადავიღე ხმა, ქცევა, სიარული. მეტს აღარ ვიტყვი, შეიძლება მიხვდეს და ეწყინოს. ერთ-ერთ სკეტჩში კედელზე ყირაზე რომ დავდექი, ეგეც არ მომიგონებია, მართლა ასე მოხდა. ერთი გოგონა მუშაობს "მაკდონალდსში", რომელიც ასევე ამ ტიპისაა. მონოტონურად იძახის, "სალარო თავისუფალიაა, მობრძანდიით". ერთი ნოტი აქვს ხმაში და არ ცვლის. თავაზიანობით გამოირჩევა, არ იღლება, გეუბნება, "ავიღე ასი ლარი და დაგიბრუნეთ 56 ლარი და 30 თეთრი", - იღიმის, მაგრამ თან ეტყობა, რომ ძალიან უბედურია. მარეხ თოდუას გმირი ამ ორი ადამიანის ნაზავია.

- ამ პერსონაჟის შექმნის იდეა შენ გეკუთვნის?

- კი. ხანდახან, როცა ვხვდებით, რომ სკეტჩი კარგი არ გამოვიდა, ვცდილობთ, ძალიან კარგად ვითამაშოთ და იმპროვიზაციაზე ავაგოთ. ბიჭები მეუბნებოდნენ, რომ პრომოგოგონას გმირი შეგვექმნა და ამ დროს ვიფიქრე, რომ ეს პერსონაჟებიც ჩამერთო და უფრო მრავალფეროვანი გამეხადა.

- ვიზუალზე თავად იზრუნე?

- კი, მაგრამ გული მწყდება, რომ თმა არ მაქვს, თორემ ჩემს თმას გამოვიყენებდი. სანამ გამეზრდება, პარიკით ვიქნები და შემდეგ ვნახოთ. დიდ მაღაზიებში ვეღარ შევსულვარ მაგის გამო, ყველას ეღიმება (იცინის).

- არ მგონია, პრომოგოგონები ზურგზე ვინმეს ახტებოდნენ...

- ეგ კედელზე აყუდების განვრცობაა. შესაძლებელია მასეც მოხდეს. სიმართლე გითხრათ, არ ველოდი, თუ ამხელა პოპულარობა მოჰყვებოდა, ალბათ ბევრისთვის ნაცნობი აღმოჩნდა.

- პრომოგოგონებიდან ვინმემ თუ ამოიცნო საკუთარი თავი?

- არ ვიცი, ალბათ ერთმანეთს აბრალებენ, შენ ხარო. ისე, ხშირად უთქვამთ, აი, ეს არის ეგეთი და თან წაიყვანეთო. მაღაზიაში შესული არ ვარ, ერთხმად მეძახიან, მობრძანდიიიით... მგონი, არ უნდა ეწყინოთ, რადგან რეალურად ქართველები ძალიან თავაზიანები არ ვართ, ყოველდღიურ ცხოვრებაში ერს ღიმილი გვაკლია. ბევრი მინახავს, ვინც ამ გოგონების სიტყვებზე ღიზიანდება. მართლა რთული სამუშაოა, წარმოიდგინეთ, ვიღაცას უნდა ეხვეწო, თან ზოგი ძალიან უტაქტოდ პასუხობს.

- "მარეხ თოდუა გასვენებაში" - ეს სკეტჩი ძალიან პოპულარული გახდა. ფრაზები "გემრიელად იტირეთ", "ძაღლი ყოფილა ადამიანი", მიცვალებულის თაიგულის სროლა, როგორც ქორწილებში ხდება, სოციალურ ქსელში ბევრმა აიტაცა...

- ვცდილობთ, მრავალფეროვნებისთვის რამდენიმე სტილის სკეტჩი გავაკეთოთ. სხვათა შორის, დიდი შანსია, რომ ეგეთი რაღაცები ჰქონდეს იმ ადამიანს გაკეთებული. მგონი, სწორად ვხვდები რაღაცებს (იცინის).

- ალბათ რთულია გადაღების დროს სიცილისგან თავის შეკავება...

- მაგის სპეციალისტი ვასო ფხაკაძეა, თუ სიცილი დაიწყო, ვეღარ ჩერდება. ერთხელ სამორი ბალდეს მამის როლში რომ იყო, რეკორდი დაამყარა და ოცი წუთი იცინოდა, გადაღებას ვერ ვაგრძელებდით. ახალი სერიალის გადაღება დავიწყეთ - "ვნებების ჭუჭრუტანაში", სადაც ვასო თავს ვერ იკავებს და სულ ეცინება.

- შენი გმირი მარეხი სიგარეტს სარეცხის გასაფენი "შპილკით" ეწევა...

- ეგ ხომ იცით, რას ნიშნავს, თითებზე რომ ნიკოტინის სუნი არ აუვიდეს (იცინის). მაგ გოგოს "წიკები" აქვს, რაღაცები ეზიზღება. მეგობარს ვერ გადაკოცნის, შეიძლება შეეზიზღოს. განა რამე პრობლემა აქვს, უბრალოდ... მისი გვარი არსებულია, სახელი შევცვალეთ, მაგის პროფესიონალი თათია სულუაშვილია. ისეთ სახელებს იგონებს, საიდან მოაქვს, ვერ ვხვდები, სტანგერი, ჯოტო...

- წეღან ახსენე სერიალი "ვნებების ჭუჭრუტანაში", სადაც შენი გმირი შავკაბიანი ქალბატონი ასევე პოპულარულ სახედ იქცა.

- ცხოვრებაში ანხელა ჩუსტია, მაგრამ სერიალში მის გმირს ჯოვანა კესარია ტარიანი ჰქვია. სერიალისთვის ძლიერი დიასახლისი დაგვჭირდა, ბოროტი გამოხედვით. ქალები გვაკლია და ვისზე შეჩერდებოდა არჩევანი, თუ არა ჩემზე. მაგის სპეციალისტი მე ვარ. ეგ შავი კაბა უკან არ მეკვრება, უბრალოდ არ ვაჩენ, მაგრამ ახლა სხვა უნდა ვიშოვო. ადრეც დავიწყეთ სერიალი, იგივე ხალხი ვთამაშობდით, მაგრამ სკეტჩები შინაარსით ერთმანეთისგან განსხვავდებოდა. მესამე სერია რომ გადავიღეთ, მაყურებლის ნაწილმა თქვა, შინაარსს ვერ მივხვდითო. როგორც აღმოჩნდა, ვიღაცები დასხდნენ, სერიოზულად უყურეს და შემდეგ სერიებს დაელოდნენ. ახლა პირიქით გავაკეთეთ, ერთი სიუჟეტური ხაზი აქვს და მომდევნო სერიებიც უკვე გაწერილია. ჯოანას "ფეისბუქზე" საკუთარი გვერდიც კი გაუხსნეს, ისეთი პოპულარულია.

- პოპულარობა არც მანამდე გაკლდა, თუმცა ამ როლებით თითქოს ახალი ტალღა წამოვიდა.

- ქუჩაში იმ გმირების ფრაზებს მეძახიან, რომელთაც იმ დროს ვასახიერებ. ყველაზე სასაცილო იყო მემწვანილე ქალი, რომელმაც ერთხელ დამიძახა: ვაა, ჩემი დედას ვფიცავარ (იცინის). ახლაც რაღაცებს მეძახიან, თუმცა უკვე ვეღარ ვიგებ, მე მეძახიან თუ სხვებს.

- სოციალურ ქსელში შენზე ასეთი შეფასება წავიკითხე: "მიშას ყველაზე მეტი როლი აქვს შექმნილი "კომედი შოუს" ისტორიაში და ყველა წარმატებული..."

- მე ტყუილად არ ვქმნი, თუ ვაკეთებ, კარგად ვაკეთებ. ასეთი მიდგომა მაქვს (იცინის). რა ვიცი, მადლობა კომპლიმენტისთვის. საერთოდ, "კომედი შოუს" კოზირი ესაა. ათი წელია, რაც გადაცემას ვაკეთებთ და ყველა ეტაპი გავლილი გვაქვს. როცა გვიფიქრია, რომ კრიზისია და რა უნდა ვქნათ, ველოსიპედს თავიდან ვერ მოიფიქრებ, სწორედ პერსონაჟები აცოცხლებს ამ გადაცემას. ხშირად უნდა იარო ხალხში, რაც ჩვენ გვაკლია.

- თუმცა ბევრი ახალი სახე დაიმატეთ. პრეზიდენტის საუკეთესო პაროდისტი გყავთ...

- ჩემი აზრით, მიშას ახალ პაროდისტს პროფესიონალურად აქვს შესწავლილი ყველა დეტალი. ადამიანს ნამუშევარი აქვს, იშრომა და გაიზარდა...

- დასასრულ, "კომედი შოუს" რეიტინგზეც გკითხავ...

- ცოტა ხნის წინ ჩვენმა კონსულტანტმა ჯო სატრიანმა დამირეკა, მიჩ სემელს დაურეკავს, "კომედი შოუს" ბიჭებს ვერ ვურეკავ და ჰკითხე, რა ხდებაო.

- მიჩ სემელი "შაბათის შოუს" გუნდის კონსულტანტია...

- კი, მაგრამ ჩვენს კონსულტანტს იცნობს, ჯო სატრიანს. მიმოწერა აქვთ. სატრიანს უთქვამს, რეიტინგები მოგვწონს, კარგია, მაგრამ მაინც არ ვაქვეყნებთ, ხალხს იუმორი და სიცილი უფრო აინტერესებს, ვიდრე რეიტინგებიო. ამაზე მიჩ სემელს ტელეფონი გაუთიშავს, ეტყობა, რაღაც არ მოეწონა.

- ამას დავწერ, მიშა...

- აბა, რა, იმიტომ გეუბნები, რომ დაწერო.

- ამ ეტაპზე თქვენს კონკურენტად ვინ მიგაჩნიათ?

- კონკურენციის შეგრძნება თუ არ გაქვს, მაშინ გაგიჟებული ხარ და შენს საქმეს კარგად ვეღარ აკეთებ. ნებისმიერი იუმორისტული გადაცემა, მომწონს თუ არ მომწონს, ჩვენი კონკურენტია.

- დასასრულ, შენი და თამუნა ლეკვეიშვილის დუეტ "ჰოთ კომპოტზეც" გკითხავ, რა გეგმები გაქვთ?

- როგორც იქნა, როკი შევაგდე "კომედი შოუში". ეს არის 90-იანი წლების გახსენება. ახლა შოუბიზნესში ძალიან პოპულარულია ქავერვერსიები და ჩვენც ეს მიმდინარეობა ავირჩიეთ. ოღონდ ეს ის "ფანოღები" კი არ არის, ახლა რომ მღერიან რესტორნებში, ჩვენ კლასიკური "ფანოღები" ავირჩიეთ და სერიოზულად მივყვებით. მალე ალბომსაც გამოვუშვებთ და რაც მთავარია, ცოცხლად ვასრულებთ, ინსტრუმენტებზეც თავად ვუკრავთ.

ნინო გიგიშვილი

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები