საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მარიტა ჯანაშია: "ვერასოდეს ჩავი­ცვამ ლედი გაგას მსგავსად"
მარიტა ჯანაშია: "ვერასოდეს ჩავი­ცვამ ლედი გაგას მსგავსად"

რუბ­რი­კა "სტი­ლის" სტუ­მა­რია კონ­კურს "ელიტ მო­დელ ლუქ ჯორ­ჯია 2009"-ის გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი, მო­დე­ლი მა­რი­ტა ჯა­ნა­შია.

- მა­რი­ტა, ჩაც­მის რო­გორ სტილს ამ­ჯო­ბი­ნებთ?

- ყო­ველ­დღი­უ­რად უფრო თა­ვი­სუ­ფალი სტი­ლის სა­მოსს ვიც­ვამ - ვსწავ­ლობ, ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლი ვარ და მირ­ჩევ­ნია, დღის გან­მავ­ლო­ბა­ში თავი მო­ხერ­ხე­ბუ­ლად ვიგ­რძნო. ადრე ბან­კში ვმუ­შა­ობ­დი და სულ კლა­სი­კუ­რად მეც­ვა. არ დავ­დი­ვარ სა­ხე­ლო­ბით მა­ღა­ზი­ებ­ში, მი­მაჩ­ნია, რომ არ არის აუ­ცი­ლე­ბე­ლი, გან­თქმუ­ლი ბრენ­დის სა­მო­სი გეც­ვას, მით უფრო - ყო­ველ­დღი­უ­რად. ისე კი, ძა­ლი­ან მომ­წონს "დოლ­ჩე და გა­ბა­ნას" ახა­ლი კო­ლექ­ცია, ქარ­თვე­ლი დი­ზა­ი­ნე­რე­ბი­დან კი ავ­თან­დილ ცქვი­ტი­ნი­ძეს გა­მო­ვარ­ჩევ.

- ქა­ლე­ბის უმე­ტე­სო­ბას შე­უძ­ლია სა­კუ­თა­რი ბი­უ­ჯე­ტი მხო­ლოდ ტან­საც­მელ­ში და­ხარ­ჯოს...

- მე ერთხელ მო­ვი­ქე­ცი ასე და ძა­ლი­ან ცუ­დად მახ­სენ­დე­ბა ის პე­რი­ო­დი. და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ვარ, მშობ­ლებს არ ვთხოვ ფულს, ამი­ტომ ვცდი­ლობ, ჩემი შე­მო­სა­ვა­ლი სწო­რად გა­ვა­ნა­წი­ლო, მთელ თვეს რომ მე­ყოს.

- ამ­ბო­ბენ, მო­დე­ლებს მწი­რი ანა­ზღა­უ­რე­ბის სა­ნაც­ვლოდ უწევთ მუ­შა­ო­ბაო, კმა­ყო­ფი­ლი ხართ შე­მო­სავ­ლით?

- მო­დე­ლებს რეკ­ლა­მე­ბი­დან უკე­თე­სი შე­მო­სა­ვა­ლი აქვთ, ვიდ­რე ჩვე­ნე­ბე­ბი­დან, მაგ­რამ ყო­ველ­თვის სი­ა­მოვ­ნე­ბით გა­მოვ­დი­ვარ დიდ ჩვე­ნე­ბებ­ზე და მო­დის კვი­რე­ულ­ზე. მო­დის კვი­რე­უ­ლე­ბი წლი­დან წლამ­დე იხ­ვე­წე­ბა, მისი წყა­ლო­ბით მო­დე­ლე­ბიც მე­ტად წარ­მოჩ­ნდნენ სა­ზო­გა­დო­ე­ბა­ში და ეს სფე­როც გა­მო­ცო­ცხლდა. მარ­ტში თბი­ლი­სის მო­დის კვი­რე­უ­ლი იწყე­ბა და მო­უთ­მენ­ლად ვე­ლო­დე­ბი. დიდ პა­ტივს ვცემ ყვე­ლა დამ­წყებ ახალ­გაზ­რდა დი­ზა­ი­ნერს. ისი­ნი ძა­ლი­ან რთუ­ლი ეკო­ნო­მი­კუ­რი პი­რო­ბე­ბის მი­უ­ხე­და­ვად ახერ­ხე­ბენ ახა­ლი კო­ლექ­ცი­ე­ბის შექ­მნას.

- პარ­ფი­უ­მე­რი­უ­ლი ბრენ­დე­ბი­დან რო­მე­ლი მოგ­წონთ?

- ხა­რის­ხი­ა­ნი პარ­ფი­უ­მე­რია ქა­ლის­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია. ჯო­ბია, ძვი­რი გა­და­ი­ხა­დო და ხა­რის­ხი­ა­ნი ნა­წარ­მი შე­ი­ძი­ნო. ახლა "ივ რო­შეს" პრო­დუქ­ცი­ას ვხმა­რობ, ბუ­ნებ­რივ კომ­პო­ნენ­ტებ­ზეა დამ­ზა­დე­ბუ­ლი და ძა­ლი­ან მომ­წონს. ყო­ველ­დღი­უ­რად კი ვცდი­ლობ მა­კი­ა­ჟი არ გა­ვი­კე­თო.

- გა­რეგ­ნო­ბა­ში კო­რექ­ტი­ვე­ბის შეტ­ანის სურ­ვი­ლი თუ გაქვთ?

- ადრე უფრო მქონ­და ამის სურ­ვი­ლი, ახლა ასე აღარ არის. ბოლო ხანს თმას ბუ­ნებ­რი­ვი ფერი და­ვუბ­რუ­ნე, მინ­და, ისევ გა­ვი­ღი­ა­ვო და ახა­ლი ვარ­ცხნი­ლო­ბა გა­ვი­კე­თო, მაგ­რამ ვერ ვბე­დავ. მახ­სოვს, ერთხელ თმა ძა­ლი­ან მოკ­ლედ შე­ვი­ჭე­რი, მე­ო­რე დღეს რომ გა­ვიღ­ვი­ძე, ვი­ნა­ნე და ახ­ლაც ამი­ტომ ვი­კა­ვებ თავს. სა­ღე­ბა­ვის­გან თმა რამ­დენ­ჯერ­მე ძა­ლი­ან და­მეწ­ვა, ამი­ტომ თალ­გა­მის ზე­თის ნიღ­ბებს ვი­კე­თებ, რაც ძვი­რად ღი­რე­ბულ პრო­ცე­დუ­რებ­ზე ეფექ­ტი­ა­ნია.

- ვის მსგავ­სად ვერ ჩა­იც­ვამ ვე­რას­დროს?

- ვე­რა­სო­დეს ჩავი­ცვამ ლედი გა­გას მსგავ­სად. ჩემ­თვის ეს წარ­მო­უდ­გე­ნელ­ია. მომ­წონს თაკო ჩხე­ი­ძის ჩაც­მუ­ლო­ბა, ის მუ­დამ გე­მოვ­ნე­ბით იმო­სე­ბა.

- რო­მე­ლი ფე­რის სა­მო­სი მოგ­წონს?

- ძა­ლ­იან მომ­წონს შავი ფე­რის სა­მო­სი, ამის გამო ყვე­ლა მსაყ­ვე­დუ­რობს, მე კი მომ­წონს. ჩემ­მა მე­გო­ბარ­მა ჟო­ლოს­ფე­რი ჯემპრი მა­ჩუ­ქა და, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, ის არის ერთი ნა­თე­ლი წერ­ტი­ლი ჩემს გარ­დე­რობ­ში (იცი­ნის).

- რას ურ­ჩევ ქარ­თველ ქა­ლებს?

- ქარ­თველ ქა­ლებს ვურ­ჩევ, ხში­რად გა­ი­ღი­მონ.

თმის მოვ­ლის რე­ცეპ­ტი მა­რი­ტა ჯა­ნა­ში­ას­გან: აფ­თი­აქ­ში შე­ი­ძი­ნეთ თალ­გა­მის ზეთი. სა­ღა­მოს წა­ის­ვით თმა­ზე და დი­ლით ჩა­მო­ი­ბა­ნეთ. ეს თმას ანი­ჭებს ბზინ­ვა­რე­ბას, აქ­რობს გა­ყო­ფილ ბო­ლო­ებს და აჩე­რებს თმის ცვე­ნას.

ესა­უბ­რა თა­მარ ბო­ჭო­რიშ­ვი­ლი

ყო­ველკ­ვი­რე­უ­ლი გა­ზე­თი "ყვე­ლა სი­ახ­ლე"

(გა­მო­დის ოთხშა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მარიტა ჯანაშია: "ვერასოდეს ჩავი­ცვამ ლედი გაგას მსგავსად"

მარიტა ჯანაშია: "ვერასოდეს ჩავი­ცვამ ლედი გაგას მსგავსად"

რუბრიკა "სტილის" სტუმარია კონ­კურს "ელიტ მოდელ ლუქ ჯორჯია 2009"-ის გამარჯვებული, მოდელი მარიტა ჯანაშია.

- მარიტა, ჩაცმის როგორ სტილს ამჯობინებთ?

- ყოველდღიურად უფრო თავისუ­ფალი სტილის სამოსს ვიცვამ - ვსწავლობ, ძალიან დატვირთული ვარ და მირჩევნია, დღის განმავლობაში თავი მოხერხებულად ვიგრძნო. ადრე ბანკში ვმუშაობდი და სულ კლასიკურად მეცვა. არ დავდივარ სახელობით მაღაზიებში, მიმაჩნია, რომ არ არის აუცილებელი, განთქმული ბრენდის სამოსი გეცვას, მით უფრო - ყოველდღიურად. ისე კი, ძალიან მომწონს "დოლჩე და გაბანას" ახალი კოლექცია, ქართველი დიზაინერებიდან კი ავთანდილ ცქვიტინიძეს გამოვარჩევ.

- ქალების უმეტესობას შეუძლია საკუთარი ბიუჯეტი მხოლოდ ტანსაცმელში დახარჯოს...

- მე ერთხელ მოვიქეცი ასე და ძალიან ცუდად მახსენდება ის პერიოდი. დამოუკიდებელი ვარ, მშობლებს არ ვთხოვ ფულს, ამიტომ ვცდილობ, ჩემი შემოსავალი სწორად გავანაწილო, მთელ თვეს რომ მეყოს.

- ამბობენ, მოდელებს მწირი ანაზღაურების სანაცვლოდ უწევთ მუშაობაო, კმაყოფილი ხართ შემოსავლით?

- მოდელებს რეკლამებიდან უკეთესი შემოსავალი აქვთ, ვიდრე ჩვენებებიდან, მაგრამ ყოველთვის სიამოვნებით გამოვდივარ დიდ ჩვენებებზე და მოდის კვირეულზე. მოდის კვირეულები წლიდან წლამდე იხვეწება, მისი წყალობით მოდელებიც მეტად წარმოჩნდნენ საზოგადოებაში და ეს სფეროც გამოცოცხლდა. მარტში თბილისის მოდის კვირეული იწყება და მოუთმენლად ველოდები. დიდ პატივს ვცემ ყველა დამწყებ ახალგაზრდა დიზაინერს. ისინი ძალიან რთული ეკონომიკური პირობების მიუხედავად ახერხებენ ახალი კოლექციების შექმნას.

- პარფიუმერიული ბრენდებიდან რომელი მოგწონთ?

- ხარისხიანი პარფიუმერია ქალისთვის მნიშვნელოვანია. ჯობია, ძვირი გადაიხადო და ხარისხიანი ნაწარმი შეიძინო. ახლა "ივ როშეს" პროდუქციას ვხმარობ, ბუნებრივ კომპონენტებზეა დამზადებული და ძალიან მომწონს. ყოველდღიურად კი ვცდილობ მაკიაჟი არ გავიკეთო.

- გარეგნობაში კორექტივების შეტ­ანის სურვილი თუ გაქვთ?

- ადრე უფრო მქონდა ამის სურვილი, ახლა ასე აღარ არის. ბოლო ხანს თმას ბუნებრივი ფერი დავუბრუნე, მინდა, ისევ გავიღიავო და ახალი ვარცხნილობა გავიკეთო, მაგრამ ვერ ვბედავ. მახსოვს, ერთხელ თმა ძალიან მოკლედ შევიჭერი, მეორე დღეს რომ გავიღვიძე, ვინანე და ახლაც ამიტომ ვიკავებ თავს. საღებავისგან თმა რამდენჯერმე ძალიან დამეწვა, ამიტომ თალგამის ზეთის ნიღბებს ვიკეთებ, რაც ძვირად ღირებულ პროცედურებზე ეფექტიანია.

- ვის მსგავსად ვერ ჩაიცვამ ვერასდროს?

- ვერასოდეს ჩავი­ცვამ ლედი გაგას მსგავსად. ჩემთვის ეს წარმოუდგენელ­ია. მომწონს თაკო ჩხეიძის ჩაცმულობა, ის მუდამ გემოვნებით იმოსება.

- რომელი ფერის სამოსი მოგწონს?

- ძა­ლ­იან მომწონს შავი ფერის სამოსი, ამის გამო ყველა მსაყვედურობს, მე კი მომწონს. ჩემმა მეგობარმა ჟოლოსფერი ჯემპრი მაჩუქა და, შეიძლება ითქვას, ის არის ერთი ნათელი წერტილი ჩემს გარდერობში (იცინის).

- რას ურჩევ ქართველ ქალებს?

- ქართველ ქალებს ვურჩევ, ხშირად გაიღიმონ.

თმის მოვლის რეცეპტი მარიტა ჯანაშიასგან: აფთიაქში შეიძინეთ თალგამის ზეთი. საღამოს წაისვით თმაზე და დილით ჩამოიბანეთ. ეს თმას ანიჭებს ბზინვარებას, აქრობს გაყოფილ ბოლოებს და აჩერებს თმის ცვენას.

ესაუბრა თამარ ბოჭორიშვილი

ყოველკვირეული გაზეთი "ყველა სიახლე"

(გამოდის ოთხშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება