პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში
 1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში

შიდა ქარ­თლში სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი ქო­ნე­ბის და სა­სოფ­ლო-სა­მე­ურ­ნეო და­ნიშ­ნუ­ლე­ბის მი­წის ფარ­თო­ბე­ბის 1 ლა­რად გა­და­ცე­მის არა­ერ­თი ფაქ­ტი ფიქ­სირ­დე­ბა. სიმ­ბო­ლურ ფა­სად ქო­ნე­ბის გა­და­ცე­მის ინი­ცი­ა­ტო­რე­ბი შიდა ქარ­თლის რწმუ­ნე­ბულ-გუ­ბერ­ნა­ტო­რი, რა­ი­ო­ნის გამ­გებ­ლე­ბი და საკ­რე­ბუ­ლოს თავ­მჯდო­მა­რე­ე­ბი არი­ან. 1 ლა­რად გას­ხვი­სე­ბის ფაქ­ტე­ბის სიმ­რავ­ლით გა­სუ­ლი წელი გან­სა­კუთ­რე­ბით გა­მორ­ჩე­უ­ლია.

მა­გა­ლი­თად, 2012 წლის 20 მარტს კას­პის მუ­ნი­ცი­პა­ლი­ტე­ტის გამ­გე­ბელ­მა კახა ხა­ჩი­რაშ­ვილ­მა შიდა ქარ­თლის გუ­ბერ­ნა­ტორს გიგა ტა­ტიშ­ვილს სთხო­ვა ეკო­ნო­მი­კის მი­ნის­ტთან ვერა ქო­ბა­ლი­ას­თან კას­პში და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი კომ­პა­ნია "ჯორ­ჯი­ან ცე­მენ­ტის" სა­სარ­გებ­ლოდ სო­ფელ გომ­ში მდე­ბა­რე მი­წის ფარ­თო­ბის 1 ლა­რად გა­და­ცე­მა­ზე ეშუ­ამ­დგომ­ლა. გუ­ბერ­ნა­ტორ­მა შუ­ამ­დგომ­ლო­ბა ქო­ბა­ლი­ას­თან 2013 წლის 28 მარტს გაგ­ზავ­ნა. "ჯორ­ჯი­ან ცე­მენ­ტის" დი­რექ­ტო­რი მი­ხე­ილ ას­ლა­ნიშ­ვი­ლი ამ­ბობს, რომ ამ დრომ­დე მიწა და­რე­გის­ტი­რე­ბუ­ლი არ არის.

გა­სუ­ლი წლის 14 მა­ისს სო­ფელ ატენ­ში ალე­კო ლურ­სმა­ნაშ­ვილს ერთ ლა­რად სა­ხელ­მწი­ფო სა­კუთ­რე­ბა­ში არ­სე­ბუ­ლი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი სახ­ლი გა­და­ე­ცა. ალე­კო ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლის დედა, მაყ­ვა­ლა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი აცხა­დებს, რომ ეს სა­ჩუ­ქა­რი მისი სპორ­ტსმე­ნი შვი­ლის წარ­მა­ტე­ბე­ბის გამო აჩუ­ქეს: "უსახ­ლკა­როდ ვი­ყა­ვით, ქირა-ქი­რა­ზე დავ­დი­ო­დით. უამ­რა­ვი გან­ცხა­დე­ბა მქონ­და შე­ტა­ნი­ლი და სა­ბო­ლო­ოდ გად­მოგ­ვცეს ეს ბინა", - ამ­ბობს მაყ­ვა­ლა ლურ­სმა­ნაშ­ვი­ლი.

სრუ­ლი ვერ­სია

შიდა ქარ­თლის სა­ინ­ფორ­მა­ციო ცენ­ტრი

1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში

 1 ლარად გაყიდული სახელმწიფო ქონება შიდა ქართლში

შიდა ქართლში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ქონების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების 1 ლარად გადაცემის არაერთი ფაქტი ფიქსირდება. სიმბოლურ ფასად ქონების გადაცემის ინიციატორები შიდა ქართლის რწმუნებულ-გუბერნატორი, რაიონის გამგებლები და საკრებულოს თავმჯდომარეები არიან. 1 ლარად გასხვისების ფაქტების სიმრავლით გასული წელი განსაკუთრებით გამორჩეულია.

მაგალითად, 2012 წლის 20 მარტს კასპის მუნიციპალიტეტის გამგებელმა კახა ხაჩირაშვილმა შიდა ქართლის გუბერნატორს გიგა ტატიშვილს სთხოვა ეკონომიკის მინისტთან ვერა ქობალიასთან კასპში დარეგისტრირებული კომპანია "ჯორჯიან ცემენტის" სასარგებლოდ სოფელ გომში მდებარე მიწის ფართობის 1 ლარად გადაცემაზე ეშუამდგომლა. გუბერნატორმა შუამდგომლობა ქობალიასთან 2013 წლის 28 მარტს გაგზავნა. "ჯორჯიან ცემენტის" დირექტორი მიხეილ ასლანიშვილი ამბობს, რომ ამ დრომდე მიწა დარეგისტირებული არ არის.

გასული წლის 14 მაისს სოფელ ატენში ალეკო ლურსმანაშვილს ერთ ლარად სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საცხოვრებელი სახლი გადაეცა. ალეკო ლურსმანაშვილის დედა, მაყვალა ლურსმანაშვილი აცხადებს, რომ ეს საჩუქარი მისი სპორტსმენი შვილის წარმატებების გამო აჩუქეს: "უსახლკაროდ ვიყავით, ქირა-ქირაზე დავდიოდით. უამრავი განცხადება მქონდა შეტანილი და საბოლოოდ გადმოგვცეს ეს ბინა", - ამბობს მაყვალა ლურსმანაშვილი.

სრული ვერსია

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი

იმერეთის გუბერნატორის ხელფასი გაორმაგდა

ორი ობლისა და ორი ბებიას შემზარავი გასაჭირი გურიაში

ფოთისა და ყულევის სანაპიროზე საშტორმო მდგომარეობა გამოცხადდა