სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე
სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე

"თუ დღე­ში მხო­ლოდ ერთი საქ­მე გა­ვა­კე­თე, იმ დღეს წარ­მა­ტე­ბუ­ლად არ ვთვლი", - ამ­ბობს 25 წლის მო­ცეკ­ვა­ვე თა­მუ­ნა აბე­სა­ძე, რო­მე­ლიც, ასა­კის მი­უ­ხე­და­ვად, უამ­რავ საქ­მე­საა შე­ჭი­დე­ბუ­ლი და ცდი­ლობს, და­სა­ხუ­ლი მი­ზა­ნი სის­რუ­ლე­ში მო­იყ­ვა­ნოს. შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არას­დროს ყო­ფი­ლა, თუმ­ცა თუ გა­მოჩ­ნდა მის ცხოვ­რე­ბა­ში ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს შე­აყ­ვა­რებს, მის­თვი­საც გა­მო­ძებ­ნის დროს, უნდა, ძლი­ე­რი ქალი იყოს. ძლი­ერ ქა­ლად კი მას მი­იჩ­ნევს, ვინც კა­რი­ე­რა­სა და ოჯახს ერ­თმა­ნეთს უთავ­სებს.

- ჭი­ა­თუ­რა­ში და­ვი­ბა­დე. ბავ­შვო­ბი­დან ვცეკ­ვავ, გარ­თო­ბას, თა­მაშს და და­ბა­დე­ბის დღე­ებ­ზე სი­ა­რულს ყო­ველ­თვის შრო­მას ვამ­ჯო­ბი­ნებ­დი, ბავ­შვებს მო­ვაგ­რო­ვებ­დი და წარ­მოდ­გე­ნებს ვმარ­თავ­დი. პა­ტა­რა­ო­ბი­დან ყვე­ლა­ნა­ი­რი სტი­ლის ცეკ­ვას მივ­დევ­დი. სა­ჩხე­რე­ში სუ­ხიშ­ვი­ლე­ბის სო­ლის­ტი სოსო დე­კა­ნო­ი­ძე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლის მიერ და­არ­სე­ბულ ან­სამ­ბლში ბავ­შვებს ცეკ­ვას ას­წავ­ლი­და, სა­დაც მეც ვი­რი­ცხე­ბო­დი. ძა­ლი­ან კარ­გად მახ­სენ­დე­ბა ის წლე­ბი. ასე­ვე ვცეკ­ვავ­დი სა­მე­ჯლი­სო ცეკ­ვებ­საც. სკო­ლის დამ­თავ­რე­ბის შემ­დეგ თბი­ლის­ში გად­მო­ვე­დი, მიზ­ნად და­ვი­სა­ხე მე­სა­ხე­ლე­ბი­ნა ჩემი ქა­ლა­ქი და ხე­ლოვ­ნე­ბის­თვის და­მეთ­მო ჩემი ცხოვ­რე­ბა. ასე მო­ვი­ქე­ცი, და­ვი­წყე შო­უ­ბა­ლეტ "ვერ­ნი­საჟ­ში" ცეკ­ვა. უნდა აღ­ვნიშ­ნო, რომ თეა გო­ბე­ჯიშ­ვილს დიდი წვლი­ლი მი­უ­ძღვის ჩემს წარ­მა­ტე­ბა­ში... დედა კი ყო­ველ­თვის გვერ­დში მედ­გა და ჩემი ყვე­ლა სურ­ვი­ლის ას­რუ­ლე­ბა­სა და მიზ­ნის მიღ­წე­ვა­ში მეხ­მა­რე­ბო­და.

გარ­და "ვერ­ნი­სა­ჟი­სა", ვთა­ნამ­შრომ­ლობ "ყრუ­თა კავ­შირ­თან", ამ გა­ერ­თი­ა­ნე­ბა­ში გა­წევ­რე­ბულ ადა­მი­ა­ნებს კონ­კურ­სე­ბის­თვის ვამ­ზა­დებ, მათ­თან ურ­თი­ერ­თო­ბი­სას შე­ვის­წავ­ლე ჟეს­ტე­ბის ენა. ისი­ნი ძა­ლი­ან ნი­ჭი­ე­რე­ბი არი­ან. რო­გორც წესი, როცა ადა­მი­ანს რა­ღაც უნა­რი შე­ზღუ­დუ­ლი აქვს, სხვა მხრივ ავ­ლენს შე­საძ­ლებ­ლო­ბებს. ასე­ვე ვმუ­შა­ობ სა­ბავ­შვო სტუ­დი­ებ­ში, მიყ­ვარს ბავ­შვე­ბი და მათ­თან მუ­შა­ო­ბა. სა­ბავ­შვო "ევ­რო­ვი­ზი­ის­თვი­საც" ვამ­ზა­დებ ხოლ­მე ბავ­შვებს ცეკ­ვა­ში, წყვი­ლებს სა­ქორ­წი­ნო ნომ­რებს ვუდ­გამ და ვა­მე­ცა­დი­ნებ. მიყ­ვარს აქ­ტი­უ­რად ცხოვ­რე­ბა, დღე­ში თუ ორ-სამ სამ­სა­ხურ­ში ვას­წრებ მის­ვლას, მა­შინ ვთვლი, რომ წარ­მა­ტე­ბუ­ლი დღე მქონ­და, მხო­ლოდ ერთ საქ­მეს თუ ვუთ­მობ დროს, და­უკ­მა­ყო­ფი­ლებ­ლო­ბის შეგ­რძნე­ბა მაქვს.

- რო­გორც ვიცი, თე­ატ­რშიც ხარ და­კა­ვე­ბუ­ლი...

- დიახ. უკვე მეშ­ვი­დე წე­ლია ახალ­გაზ­რდულ თე­ატ­რში ვმუ­შა­ობ, თა­ვი­დან მსა­ხი­ო­ბად ამიყ­ვა­ნეს, ახლა კი მსა­ხი­ო­ბე­ბის ქო­რე­ოგ­რა­ფო­ბა­საც ვი­თავ­სებ.

- რამ­დე­ნა­დაც ვიცი, ჟურ­ნა­ლის­ტი­კის ფა­კულ­ტე­ტი გაქვს დამ­თავ­რე­ბუ­ლი, შენს პრო­ფე­სი­ას რა­ტომ არ გაჰ­ყე­ვი? ხომ შე­იძ­ლე­ბო­და, ცეკ­ვის­თვის ჟურ­ნა­ლის­ტო­ბა შე­გე­თავ­სე­ბი­ნა?

- არ მიყ­ვარს საქ­მის ნა­ხე­ვა­რი გუ­ლით კე­თე­ბა, როცა რა­ღა­ცას ვკი­დებ ხელს, მთე­ლი ჩემი ენერ­გია მას­ში უნდა ჩავ­დო და ბო­ლომ­დე ვიშ­რო­მო, აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე, არ­ჩე­ვა­ნი ხე­ლოვ­ნე­ბის სა­სარ­გებ­ლოდ გა­ვა­კე­თე. მიყ­ვარს ჟურ­ნა­ლის­ტი­კაც, მაგ­რამ ვფიქ­რობ, ამ­ჟა­მად ჩემი ცხოვ­რე­ბა ხე­ლოვ­ნე­ბას უნდა და­ვუთ­მო და წარ­მა­ტე­ბებს უნდა მი­ვაღ­წიო ამ სფე­რო­ში, ალ­ბათ მერე და მერე ამ საქ­მე­საც მოვ­კი­დებ ხელს.

- თა­მუ­ნა, მუ­სი­კა­ლურ კლი­პებ­შიც მო­ნა­წი­ლე­ობ...

- "მე მიყ­ვარს რა­ჭას" კლი­პის გა­და­ღე­ბა ძა­ლი­ან სა­ინ­ტე­რე­სო იყო. სხვა­თა შო­რის, სწო­რედ ამ გა­და­ღე­ბე­ბის დროს ჩა­ვე­დი პირ­ვე­ლად ამ მხა­რე­ში, ძა­ლი­ან მო­მე­წო­ნა რაჭა, მაგ­რამ ორი დღე და ღამე შე­უს­ვე­ნებ­ლად ვმუ­შა­ობ­დით, თან პა­პა­ნა­ქე­ბა სი­ცხე­ში ისე­თი კოს­ტი­უ­მე­ბი გვეც­ვა, სი­ცხის­გან ვიწ­ვო­დით. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ის დღე­ე­ბი მა­ინც კარ­გად მახ­სენ­დე­ბა. ამ კლი­პის გარ­და, მო­ნა­წი­ლე­ო­ბა მაქვს მი­ღე­ბუ­ლი დათო არჩვა­ძი­სა და მე­რაბ სე­ფაშ­ვი­ლის კლი­პებ­შიც, ასე­ვე უამ­რავ რეკ­ლა­მა­ში ვარ გა­და­ღე­ბუ­ლი. ერთ ზა­ფხულს ბა­თუმ­ში წა­ვე­დით სა­მუ­შა­ოდ. მა­რი­კო ებ­რა­ლი­ძეს­თან, სა­ლო­მე ბა­კუ­რა­ძე­სა და ოთო ნემ­სა­ძეს­თან ერ­თად ორ­სარ­თუ­ლი­ან სახ­ლში ვცხოვ­რობ­დით. ისი­ნი ერთ-ერთ რეს­ტო­რან­ში მღე­როდ­ნენ, ჩვენ კი ვცეკ­ვავ­დით, მარ­თლა ძა­ლი­ან კარგ დროს ვა­ტა­რებ­დით, აქ­ტი­უ­რად ვცხოვ­რობ­დით, მუ­შა­ო­ბის შემ­დე­გაც ვაგ­რძე­ლებ­დით გარ­თო­ბას, ძი­ლის­თვის არც კი გვე­ცა­ლა, ფაქ­ტობ­რი­ვად, არ გვე­ძი­ნა. ისე­დაც არ მიყ­ვარს ძილი, მგო­ნია, რომ ჩემ­თვის მნიშ­ვნე­ლო­ვან დროს მარ­თმევს. ჩემ­თვის ყვე­ლა­ზე დამ­ღლე­ლი იყო სე­რი­ა­ლის "ჟამი ყვა­ვი­ლო­ბი­სა" გა­და­ღე­ბე­ბი, რად­გან მუ­შა­ო­ბას ყო­ველ­თვის გამ­თე­ნი­ი­სას ვას­რუ­ლებ­დით, რამ­დე­ნი­მე სა­ა­თი ხან ვა­ხერ­ხებ­დი დას­ვე­ნე­ბას, ხან - ვერა, შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ არც კი მე­ძი­ნა, რად­გან მერე ისევ ჩემს საქ­მე­ებ­ზე და სტუ­დი­ებ­ში გავ­რბო­დი.

- სე­რი­ალ­ში ვის გა­ნა­სა­ხი­ე­რებ­დი?

- კონ­კრე­ტულ გმირს არ ვთა­მა­შობ­დი, სე­რი­ალ­ში ჩან­და ერთ-ერთი კლუ­ბი, სა­დაც გმი­რე­ბი იყ­რიდ­ნენ ხოლ­მე თავს, მე კი ამ კლუ­ბის მო­ცეკ­ვა­ვეს ვთა­მა­შობ­დი. უნდა ვთქვა, რომ სა­ში­ნელ ად­გი­ლას გვი­წევ­და მუ­შა­ო­ბა, ჩა­ხუ­თუ­ლი იყო, არ ის­მო­და მუ­სი­კა, თუმ­ცა მა­ინც ყვე­ლა­ფერს ვა­კე­თებ­დით იმის­თვის, რომ საქ­მე კარ­გად გა­მო­სუ­ლი­ყო.

- ალ­ბათ ძა­ლი­ან ძნე­ლია, უძი­ლომ, გა­დაღ­ლილ­მა მო­უ­ა­რო თავს, მო­წეს­რიგ­დე, რათა ბავ­შვე­ბის­თვის მი­სა­ბა­ძი მას­წავ­ლე­ბე­ლი იყო...

- რა თქმა უნდა, მაგ­რამ, სა­ერ­თოდ, ბუ­ნებ­რი­ო­ბას ვა­ნი­ჭებ უპი­რა­ტე­სო­ბას, ხვე­უ­ლი თმა მაქვს და ვარ­ცხნი­ლო­ბას სა­ლონ­ში არას­დროს ვი­კე­თებ, ტო­ნა­ლურს არას­დროს ვხმა­რობ, თუ ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი კონ­ცერ­ტი ან გა­და­ღე­ბა არ მაქვს და თა­ვად ვი­ზა­ჟის­ტი არ მი­კე­თებს მა­კი­აჟს. გარ­და ამი­სა, ძი­რი­თა­დად სპორ­ტუ­ლად ვიც­ვამ, რად­გან ჩემი მრა­ვალ­მხრი­ვი საქ­მი­ა­ნო­ბის გამო ძნე­ლია, ქუს­ლებ­ზე მდგარ­მა აქეთ-იქით ვი­ა­რო.

- რაც შე­ე­ხე­ბა შენს პი­რად ცხო­ვრე­ბას, ამ მხრი­ვაც ისე­თი­ვე აქ­ტი­უ­რი ხარ, რო­გორც შე­მოქ­მე­დე­ბი­თი თვალ­საზ­რი­სით?

- არა, პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის­თვის ვერ ვიც­ლი, ვფიქ­რობ, ყვე­ლა­ფერს თა­ვი­სი დრო აქვს. ისე­თი ცხოვ­რე­ბით ვცხოვ­რობ, რო­გო­რიც წარ­მო­სახ­ვა­ში მქონ­და - მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი და სა­ინ­ტე­რე­სოა ყო­ვე­ლი დღე ჩემ­თვის. ჯერ­ჯე­რო­ბით პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის ასა­წყო­ბად მზად არ ვარ, მაგ­რამ თუ გა­მოჩ­ნდე­ბა ადა­მი­ა­ნი, რო­მე­ლიც თავს შე­მაყ­ვა­რებს და შე­ვუყ­ვარ­დე­ბი, მა­საც აუ­ცი­ლებ­ლად და­ვუთ­მობ დროს, რად­გან, ჩემი აზ­რით, ქა­ლის­თვის მთა­ვა­რი ბედ­ნი­ე­რე­ბა ოჯა­ხია. თუ გინ­და იყო ძლი­ე­რი ქალი, უნდა ეცა­დო, კა­რი­ე­რა და ოჯა­ხი ერ­თმა­ნეთს შე­უ­თავ­სო, მე კი მინ­და, ვიყო ძლი­ე­რი ქალი (იღი­მის).

- მი­უ­ხე­და­ვად იმი­სა, რომ შეყ­ვა­რე­ბუ­ლი არ გყავს, ალ­ბათ თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი მრავ­ლად იქ­ნე­ბი­ან შენ გარ­შე­მო...

- კი, მაგ­რამ ვცდი­ლობ, ყვე­ლას­თან დის­ტან­ცია მქონ­დეს და ახ­ლოს არა­ვინ მო­ვუშ­ვა, რომ მერე იმედ­გაც­რუ­ე­ბუ­ლე­ბი არ დარ­ჩნენ. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, ხში­რად მა­ნე­ბივ­რე­ბენ სა­ჩუქ­რე­ბით. ყვე­ლა­ზე სა­ინ­ტე­რე­სო და ორი­გი­ნა­ლუ­რი სი­ურ­პი­რი­ზი ცოტა ხნის წინ გა­მი­კე­თეს. ძა­ლი­ან მიყ­ვარს ვაშ­ლი, ეს, ეტყო­ბა, ჩემ­მა ერთ-ერ­თმა თაყ­ვა­ნის­მცე­მელ­მა იცო­და და სახ­ლში დაბ­რუ­ნე­ბულს კარ­თან წი­თე­ლი ვაშ­ლე­ბით სავ­სე დიდი ყუთი და­მახ­ვედ­რა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ძა­ლი­ან გა­მი­ხარ­და და ამავდრო­უ­ლად გა­მიკ­ვირ­და, რად­გან არც არ­სად გა­მი­გია და არც არ­სად წა­მი­კი­თხავს, ვინ­მეს ასე­თი სა­ჩუ­ქა­რი გა­ე­კე­თე­ბი­ნოს, სუ­ნა­მო­ე­ბი და ყვა­ვი­ლე­ბი უკვე ჩვე­უ­ლებ­რი­ვი გახ­და, ეს კი ორი­გი­ნა­ლუ­რი იყო და ამი­ტომ მო­მე­წო­ნა.

- აბე­ზა­რი თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი თუ გყო­ლია, რომ­ლის ჩა­მო­შო­რე­ბაც გა­გი­ჭირ­და?

- კი, გარ­კვე­უ­ლი დრო­ის გან­მავ­ლო­ბა­ში მყავ­და თაყ­ვა­ნის­მცე­მე­ლი, რომ­ლის ყუ­რა­დღე­ბა­საც სულ ვგრძნობ­დი, მაგ­რამ ერთხელ სა­ო­ცა­რი რამ ჩა­ი­დი­ნა. ჩემი ტე­ლე­ფო­ნის ნო­მე­რი სხვა­დას­ხვა სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო­ში­ცაა და­რე­გის­ტრი­რე­ბუ­ლი მათ­თვის, ვი­საც ცეკ­ვა და ხე­ლოვ­ნე­ბა აინ­ტე­რე­სებს. სწო­რედ იქი­დან შე­ი­ტყო ნო­მე­რი, და­მი­რე­კა და მი­თხრა, თქვენ­თან ბავ­შვის მოყ­ვა­ნა მი­ნდა და ამ სა­კი­თხზე სა­სა­უბ­როდ იქ­ნებ შემ­ხვდე­თო. დავ­თან­ხმდი და შევ­ხვდი. რომ მი­ვე­დი მი­თხრა, მე ის დათო ვარ, რო­მელ­საც ოთხი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში არ ხვდე­ბო­დი, სხვა გზა არ მქონ­და, რომ არ მო­მე­ტყუ­ე­ბი­ნე, არც ახლა შემ­ხვდე­ბო­დიო... ძა­ლი­ან გავ­ბრაზ­დი, ტყუ­ი­ლე­ბი არ მიყ­ვარს, მით უმე­ტეს, ტყუ­ილ­ზე აგე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა უაზ­რო­ბად მი­მაჩ­ნია, ამი­ტომ ის ადა­მი­ა­ნი იმ დღის შემ­დეგ აღარ მი­ნა­ხავს.

ციცი ომა­ნი­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე

სად ათენებდა ღამეებს "ჯეოსტარელებთან" ერთად თამუნა აბესაძე

"თუ დღეში მხოლოდ ერთი საქმე გავაკეთე, იმ დღეს წარმატებულად არ ვთვლი", - ამბობს 25 წლის მოცეკვავე თამუნა აბესაძე, რომელიც, ასაკის მიუხედავად, უამრავ საქმესაა შეჭიდებული და ცდილობს, დასახული მიზანი სისრულეში მოიყვანოს. შეყვარებული არასდროს ყოფილა, თუმცა თუ გამოჩნდა მის ცხოვრებაში ადამიანი, რომელიც თავს შეაყვარებს, მისთვისაც გამოძებნის დროს, უნდა, ძლიერი ქალი იყოს. ძლიერ ქალად კი მას მიიჩნევს, ვინც კარიერასა და ოჯახს ერთმანეთს უთავსებს.

- ჭიათურაში დავიბადე. ბავშვობიდან ვცეკვავ, გართობას, თამაშს და დაბადების დღეებზე სიარულს ყოველთვის შრომას ვამჯობინებდი, ბავშვებს მოვაგროვებდი და წარმოდგენებს ვმართავდი. პატარაობიდან ყველანაირი სტილის ცეკვას მივდევდი. საჩხერეში სუხიშვილების სოლისტი სოსო დეკანოიძე ბიძინა ივანიშვილის მიერ დაარსებულ ანსამბლში ბავშვებს ცეკვას ასწავლიდა, სადაც მეც ვირიცხებოდი. ძალიან კარგად მახსენდება ის წლები. ასევე ვცეკვავდი სამეჯლისო ცეკვებსაც. სკოლის დამთავრების შემდეგ თბილისში გადმოვედი, მიზნად დავისახე მესახელებინა ჩემი ქალაქი და ხელოვნებისთვის დამეთმო ჩემი ცხოვრება. ასე მოვიქეცი, დავიწყე შოუბალეტ "ვერნისაჟში" ცეკვა. უნდა აღვნიშნო, რომ თეა გობეჯიშვილს დიდი წვლილი მიუძღვის ჩემს წარმატებაში... დედა კი ყოველთვის გვერდში მედგა და ჩემი ყველა სურვილის ასრულებასა და მიზნის მიღწევაში მეხმარებოდა.

გარდა "ვერნისაჟისა", ვთანამშრომლობ "ყრუთა კავშირთან", ამ გაერთიანებაში გაწევრებულ ადამიანებს კონკურსებისთვის ვამზადებ, მათთან ურთიერთობისას შევისწავლე ჟესტების ენა. ისინი ძალიან ნიჭიერები არიან. როგორც წესი, როცა ადამიანს რაღაც უნარი შეზღუდული აქვს, სხვა მხრივ ავლენს შესაძლებლობებს. ასევე ვმუშაობ საბავშვო სტუდიებში, მიყვარს ბავშვები და მათთან მუშაობა. საბავშვო "ევროვიზიისთვისაც" ვამზადებ ხოლმე ბავშვებს ცეკვაში, წყვილებს საქორწინო ნომრებს ვუდგამ და ვამეცადინებ. მიყვარს აქტიურად ცხოვრება, დღეში თუ ორ-სამ სამსახურში ვასწრებ მისვლას, მაშინ ვთვლი, რომ წარმატებული დღე მქონდა, მხოლოდ ერთ საქმეს თუ ვუთმობ დროს, დაუკმაყოფილებლობის შეგრძნება მაქვს.

- როგორც ვიცი, თეატრშიც ხარ დაკავებული...

- დიახ. უკვე მეშვიდე წელია ახალგაზრდულ თეატრში ვმუშაობ, თავიდან მსახიობად ამიყვანეს, ახლა კი მსახიობების ქორეოგრაფობასაც ვითავსებ.

- რამდენადაც ვიცი, ჟურნალისტიკის ფაკულტეტი გაქვს დამთავრებული, შენს პროფესიას რატომ არ გაჰყევი? ხომ შეიძლებოდა, ცეკვისთვის ჟურნალისტობა შეგეთავსებინა?

- არ მიყვარს საქმის ნახევარი გულით კეთება, როცა რაღაცას ვკიდებ ხელს, მთელი ჩემი ენერგია მასში უნდა ჩავდო და ბოლომდე ვიშრომო, აქედან გამომდინარე, არჩევანი ხელოვნების სასარგებლოდ გავაკეთე. მიყვარს ჟურნალისტიკაც, მაგრამ ვფიქრობ, ამჟამად ჩემი ცხოვრება ხელოვნებას უნდა დავუთმო და წარმატებებს უნდა მივაღწიო ამ სფეროში, ალბათ მერე და მერე ამ საქმესაც მოვკიდებ ხელს.

- თამუნა, მუსიკალურ კლიპებშიც მონაწილეობ...

- "მე მიყვარს რაჭას" კლიპის გადაღება ძალიან საინტერესო იყო. სხვათა შორის, სწორედ ამ გადაღებების დროს ჩავედი პირველად ამ მხარეში, ძალიან მომეწონა რაჭა, მაგრამ ორი დღე და ღამე შეუსვენებლად ვმუშაობდით, თან პაპანაქება სიცხეში ისეთი კოსტიუმები გვეცვა, სიცხისგან ვიწვოდით. მიუხედავად ამისა, ის დღეები მაინც კარგად მახსენდება. ამ კლიპის გარდა, მონაწილეობა მაქვს მიღებული დათო არჩვაძისა და მერაბ სეფაშვილის კლიპებშიც, ასევე უამრავ რეკლამაში ვარ გადაღებული. ერთ ზაფხულს ბათუმში წავედით სამუშაოდ. მარიკო ებრალიძესთან, სალომე ბაკურაძესა და ოთო ნემსაძესთან ერთად ორსართულიან სახლში ვცხოვრობდით. ისინი ერთ-ერთ რესტორანში მღეროდნენ, ჩვენ კი ვცეკვავდით, მართლა ძალიან კარგ დროს ვატარებდით, აქტიურად ვცხოვრობდით, მუშაობის შემდეგაც ვაგრძელებდით გართობას, ძილისთვის არც კი გვეცალა, ფაქტობრივად, არ გვეძინა. ისედაც არ მიყვარს ძილი, მგონია, რომ ჩემთვის მნიშვნელოვან დროს მართმევს. ჩემთვის ყველაზე დამღლელი იყო სერიალის "ჟამი ყვავილობისა" გადაღებები, რადგან მუშაობას ყოველთვის გამთენიისას ვასრულებდით, რამდენიმე საათი ხან ვახერხებდი დასვენებას, ხან - ვერა, შეიძლება ითქვას, რომ არც კი მეძინა, რადგან მერე ისევ ჩემს საქმეებზე და სტუდიებში გავრბოდი.

- სერიალში ვის განასახიერებდი?

- კონკრეტულ გმირს არ ვთამაშობდი, სერიალში ჩანდა ერთ-ერთი კლუბი, სადაც გმირები იყრიდნენ ხოლმე თავს, მე კი ამ კლუბის მოცეკვავეს ვთამაშობდი. უნდა ვთქვა, რომ საშინელ ადგილას გვიწევდა მუშაობა, ჩახუთული იყო, არ ისმოდა მუსიკა, თუმცა მაინც ყველაფერს ვაკეთებდით იმისთვის, რომ საქმე კარგად გამოსულიყო.

- ალბათ ძალიან ძნელია, უძილომ, გადაღლილმა მოუარო თავს, მოწესრიგდე, რათა ბავშვებისთვის მისაბაძი მასწავლებელი იყო...

- რა თქმა უნდა, მაგრამ, საერთოდ, ბუნებრიობას ვანიჭებ უპირატესობას, ხვეული თმა მაქვს და ვარცხნილობას სალონში არასდროს ვიკეთებ, ტონალურს არასდროს ვხმარობ, თუ ძალიან მნიშვნელოვანი კონცერტი ან გადაღება არ მაქვს და თავად ვიზაჟისტი არ მიკეთებს მაკიაჟს. გარდა ამისა, ძირითადად სპორტულად ვიცვამ, რადგან ჩემი მრავალმხრივი საქმიანობის გამო ძნელია, ქუსლებზე მდგარმა აქეთ-იქით ვიარო.

- რაც შეეხება შენს პირად ცხო­ვრებას, ამ მხრივაც ისეთივე აქტიური ხარ, როგორც შემოქმედებითი თვალსაზრისით?

- არა, პირადი ცხოვრებისთვის ვერ ვიცლი, ვფიქრობ, ყველაფერს თავისი დრო აქვს. ისეთი ცხოვრებით ვცხოვრობ, როგორიც წარმოსახვაში მქონდა - მრავალფეროვანი და საინტერესოა ყოველი დღე ჩემთვის. ჯერჯერობით პირადი ცხოვრების ასაწყობად მზად არ ვარ, მაგრამ თუ გამოჩნდება ადამიანი, რომელიც თავს შემაყვარებს და შევუყვარდები, მასაც აუცილებლად დავუთმობ დროს, რადგან, ჩემი აზრით, ქალისთვის მთავარი ბედნიერება ოჯახია. თუ გინდა იყო ძლიერი ქალი, უნდა ეცადო, კარიერა და ოჯახი ერთმანეთს შეუთავსო, მე კი მინდა, ვიყო ძლიერი ქალი (იღიმის).

- მიუხედავად იმისა, რომ შეყვარებული არ გყავს, ალბათ თაყვანისმცემლები მრავლად იქნებიან შენ გარშემო...

- კი, მაგრამ ვცდილობ, ყველასთან დისტანცია მქონდეს და ახლოს არავინ მოვუშვა, რომ მერე იმედგაცრუებულები არ დარჩნენ. მიუხედავად ამისა, ხშირად მანებივრებენ საჩუქრებით. ყველაზე საინტერესო და ორიგინალური სიურპირიზი ცოტა ხნის წინ გამიკეთეს. ძალიან მიყვარს ვაშლი, ეს, ეტყობა, ჩემმა ერთ-ერთმა თაყვანისმცემელმა იცოდა და სახლში დაბრუნებულს კართან წითელი ვაშლებით სავსე დიდი ყუთი დამახვედრა. რასაკვირველია, ძალიან გამიხარდა და ამავდროულად გამიკვირდა, რადგან არც არსად გამიგია და არც არსად წამიკითხავს, ვინმეს ასეთი საჩუქარი გაეკეთებინოს, სუნამოები და ყვავილები უკვე ჩვეულებრივი გახდა, ეს კი ორიგინალური იყო და ამიტომ მომეწონა.

- აბეზარი თაყვანისმცემელი თუ გყოლია, რომლის ჩამოშორებაც გაგიჭირდა?

- კი, გარკვეული დროის განმავლობაში მყავდა თაყვანისმცემელი, რომლის ყურადღებასაც სულ ვგრძნობდი, მაგრამ ერთხელ საოცარი რამ ჩაიდინა. ჩემი ტელეფონის ნომერი სხვადასხვა საინფორმაციო სააგენტოშიცაა დარეგისტრირებული მათთვის, ვისაც ცეკვა და ხელოვნება აინტერესებს. სწორედ იქიდან შეიტყო ნომერი, დამირეკა და მითხრა, თქვენთან ბავშვის მოყვანა მი­ნდა და ამ საკითხზე სასაუბროდ იქნებ შემხვდეთო. დავთანხმდი და შევხვდი. რომ მივედი მითხრა, მე ის დათო ვარ, რომელსაც ოთხი წლის განმავლობაში არ ხვდებოდი, სხვა გზა არ მქონდა, რომ არ მომეტყუებინე, არც ახლა შემხვდებოდიო... ძალიან გავბრაზდი, ტყუილები არ მიყვარს, მით უმეტეს, ტყუილზე აგებული ურთიერთობა უაზრობად მიმაჩნია, ამიტომ ის ადამიანი იმ დღის შემდეგ აღარ მინახავს.

ციცი ომანიძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება