სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს
პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს

პენ­ტა­გო­ნის პერ­სპექ­ტი­უ­ლი კვლე­ვე­ბის სა­ა­გენ­ტომ მო­რი­გი ამ­ბი­ცი­უ­რი პრო­ექ­ტი წა­მო­ი­წყო. ამ­ჯე­რად აშშ-ის სამ­ხედ­რო უწყე­ბა რო­ბო­ტე­ბით და­ინ­ტე­რეს­და, რომ­ლე­ბიც სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბის ზო­ნა­ში ადა­მი­ა­ნე­ბის ნაც­ვლად იმუ­შა­ვე­ბენ. შე­სა­ბა­მი­სად, რო­ბო­ტებ­მა უს­წორ­მას­წო­რო ზე­და­პირ­ზე სი­ა­რუ­ლი, კი­ბე­ებ­ზე ას­ვლა-ჩა­მოს­ვლა, სხვა­დას­ხვა სა­მუ­შაო ია­რა­ღე­ბის მოხ­მა­რე­ბა და ავ­ტო­მო­ბი­ლის მარ­თვაც კი უნდა იცოდ­ნენ.

ახალ პროგ­რა­მას DARPA Robotics Challenge ჰქვია. ოფი­ცი­ა­ლუ­რი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ის ამე­რი­კის თავ­დაც­ვის უწყე­ბის სტი­ქი­ურ მოვ­ლე­ნებ­თან ბრძო­ლი­სა და ჰუ­მა­ნი­ტა­რუ­ლი დახ­მა­რე­ბის გა­წე­ვის ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი სტრა­ტე­გი­უ­ლი გეგ­მის ფარ­გლებ­ში ხორ­ცი­ელ­დე­ბა. ამე­რი­კე­ლი სამ­ხედ­რო­ე­ბის ჩა­ნა­ფიქ­რით, მი­წისძვრე­ბის, წყალ­დი­დო­ბე­ბის, ტექ­ნო­გე­ნუ­რი კა­ტას­ტრო­ფე­ბის, ბირ­თვულ და ნავ­თობ­მომ­პო­ვე­ბელ ობი­ექ­ტებ­ზე ავა­რი­ე­ბის დროს ან­დრო­ი­დებ­მა (ადა­მი­ა­ნი­სებ­რი რო­ბო­ტი) ადა­მი­ა­ნი სრუ­ლად უნდა ჩა­ა­ნაც­ვლონ. ამი­ტო­მაც მოძ­რა­ო­ბის უნა­რით გა­მორ­ჩე­ულ რო­ბოტს მრა­ვა­ლი ოპე­რა­ცი­ის შეს­რუ­ლე­ბა უნდა შე­ეძ­ლოს. გარ­კვე­ულ დო­ნე­ზე მას მოქ­მე­დე­ბა და­მო­უ­კი­დებ­ლად, ოპე­რა­ტო­რის ჩა­რე­ვის გა­რე­შეც უნდა შე­ეძ­ლოს.

პროგ­რა­მა DARPA Robotics Challenge სამი ეტა­პის­გან შედ­გე­ბა. ყვე­ლა მათ­გან­ზე გა­მარ­ჯვე­ბუ­ლი კონ­კურ­სის გზით გა­მოვ­ლინ­დე­ბა. ან­დრო­ი­დე­ბის პრაქ­ტი­კუ­ლი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის შე­ფა­სე­ბა სპე­ცი­ა­ლურ პო­ლი­გონ­ზე მოხ­დე­ბა. "კონ­კურ­სან­ტი" შემ­თხვე­ვის ად­გი­ლას, წი­ნა­აღ­მდე­გო­ბე­ბის­თვის გვერ­დის აქ­ცე­ვით სატ­რან­სპორ­ტო სა­შუ­ა­ლე­ბით უნდა მო­ვი­დეს. შემ­დგომ ად­გი­ლი და­მო­უ­კი­დებ­ლად და­ათ­ვა­რი­ე­ლოს და შე­ნო­ბა­ში შე­სას­ვლე­ლი სამ­შე­ნებ­ლო ნაგ­ვის­გან (მათი წონა 5 კგ-ზე მეტი არ იქ­ნე­ბა) გაწ­მინ­დოს. შე­ნო­ბა­ში შე­სულ­მა მე­ქა­ნი­კუ­რი ია­რა­ღე­ბით ბე­ტო­ნის და რკი­ნის კონ­სტრუქ­ცი­ებ­ში გზა უნდა გა­იკ­ვლი­ოს.

ამ ეტაპ­ზე კონ­კურ­სში მო­ნა­წი­ლე­თა რი­ცხვი არც ისე დი­დია. სპე­ცი­ა­ლის­ტთა აზ­რით, გა­მარ­ჯვე­ბის სა­უ­კე­თე­სო შან­სე­ბი რო­ბოტ Atlas-ს აქვს. 150 კგ-იანი Atlas-ის ავ­ტო­რებს, აშშ-ის თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს დაკ­ვე­თით რამ­დე­ნი­მე რო­ბო­ტი უკვე აქვთ შექ­მნი­ლი. შე­სა­ბა­მი­სად, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ კომ­პა­ნია Boston Dynamics-ის წარ­მა­ტე­ბა სწო­რედ ამ გა­რე­მო­ე­ბამ გა­ნა­პი­რო­ბოს. თუმ­ცა Atlas-ს ერთი მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ნაკ­ლი აქვს. მას ელექტრო­ე­ნერ­გია სა­დე­ნე­ბით მი­ე­წო­დე­ბა. სტი­ქი­უ­რი უბე­დუ­რე­ბე­ბის შე­დე­გე­ბის ლიკ­ვი­და­ცი­ი­სას კი ამ ფაქ­ტორ­მა რო­ბო­ტის მო­ბი­ლუ­რო­ბა­ზე შე­იძ­ლე­ბა უარ­ყო­ფი­თად იმოქ­მე­დოს.

კონ­კურ­სში აშშ-ის კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტოს ლინ­დონ ჯონ­სო­ნის სა­ხე­ლო­ბის კოს­მო­სუ­რი ცენ­ტრიც მო­ნა­წი­ლე­ობს. მისი პრო­ექ­ტი R2-ია (Robonaut 2), რო­მე­ლიც სპე­ცი­ა­ლუ­რად კოს­მოს­ში სა­მოქ­მე­დოდ შე­იქ­მნა. 2011 წელს მან სა­ერ­თა­შო­რი­სო ორ­ბი­ტულ სად­გურ­ზეც იმოგ­ზა­უ­რა. თუმ­ცა, სა­ვა­რა­უ­დოდ, პროგ­რა­მა DARPA Robotics Challenge-ის და გა­მო­ცხა­დე­ბუ­ლი კონ­სკურ­სის პი­რო­ბე­ბის სპე­ცი­ფი­კი­დან გა­მომ­დი­ნა­რე, ავ­ტო­რებს R2-ის გა­და­კე­თე­ბა მო­უ­წევთ.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ lenta.ru-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს

პენტაგონი რთული დავალებების შესრულებას ანდროიდებს დაავალებს

პენტაგონის პერსპექტიული კვლევების სააგენტომ მორიგი ამბიციური პროექტი წამოიწყო. ამჯერად აშშ-ის სამხედრო უწყება რობოტებით დაინტერესდა, რომლებიც სტიქიური უბედურების ზონაში ადამიანების ნაცვლად იმუშავებენ. შესაბამისად, რობოტებმა უსწორმასწორო ზედაპირზე სიარული, კიბეებზე ასვლა-ჩამოსვლა, სხვადასხვა სამუშაო იარაღების მოხმარება და ავტომობილის მართვაც კი უნდა იცოდნენ.

ახალ პროგრამას DARPA Robotics Challenge ჰქვია. ოფიციალური ინფორმაციით, ის ამერიკის თავდაცვის უწყების სტიქიურ მოვლენებთან ბრძოლისა და ჰუმანიტარული დახმარების გაწევის ნაციონალური სტრატეგიული გეგმის ფარგლებში ხორციელდება. ამერიკელი სამხედროების ჩანაფიქრით, მიწისძვრების, წყალდიდობების, ტექნოგენური კატასტროფების, ბირთვულ და ნავთობმომპოვებელ ობიექტებზე ავარიების დროს ანდროიდებმა (ადამიანისებრი რობოტი) ადამიანი სრულად უნდა ჩაანაცვლონ. ამიტომაც მოძრაობის უნარით გამორჩეულ რობოტს მრავალი ოპერაციის შესრულება უნდა შეეძლოს. გარკვეულ დონეზე მას მოქმედება დამოუკიდებლად, ოპერატორის ჩარევის გარეშეც უნდა შეეძლოს.

პროგრამა DARPA Robotics Challenge სამი ეტაპისგან შედგება. ყველა მათგანზე გამარჯვებული კონკურსის გზით გამოვლინდება. ანდროიდების პრაქტიკული შესაძლებლობების შეფასება სპეციალურ პოლიგონზე მოხდება. „კონკურსანტი“ შემთხვევის ადგილას, წინააღმდეგობებისთვის გვერდის აქცევით სატრანსპორტო საშუალებით უნდა მოვიდეს. შემდგომ ადგილი დამოუკიდებლად დაათვარიელოს და შენობაში შესასვლელი სამშენებლო ნაგვისგან (მათი წონა 5 კგ-ზე მეტი არ იქნება) გაწმინდოს. შენობაში შესულმა მექანიკური იარაღებით ბეტონის და რკინის კონსტრუქციებში გზა უნდა გაიკვლიოს.

ამ ეტაპზე კონკურსში მონაწილეთა რიცხვი არც ისე დიდია. სპეციალისტთა აზრით, გამარჯვების საუკეთესო შანსები რობოტ Atlas-ს აქვს. 150 კგ-იანი Atlas-ის ავტორებს, აშშ-ის თავდაცვის სამინისტროს დაკვეთით რამდენიმე რობოტი უკვე აქვთ შექმნილი. შესაბამისად, არ არის გამორიცხული, რომ კომპანია Boston Dynamics-ის წარმატება სწორედ ამ გარემოებამ განაპირობოს. თუმცა Atlas-ს ერთი მნიშვნელოვანი ნაკლი აქვს. მას ელექტროენერგია სადენებით მიეწოდება. სტიქიური უბედურებების შედეგების ლიკვიდაციისას კი ამ ფაქტორმა რობოტის მობილურობაზე შეიძლება უარყოფითად იმოქმედოს.

კონკურსში აშშ-ის კოსმოსური სააგენტოს ლინდონ ჯონსონის სახელობის კოსმოსური ცენტრიც მონაწილეობს. მისი პროექტი R2-ია (Robonaut 2), რომელიც სპეციალურად კოსმოსში სამოქმედოდ შეიქმნა. 2011 წელს მან საერთაშორისო ორბიტულ სადგურზეც იმოგზაურა. თუმცა, სავარაუდოდ, პროგრამა DARPA Robotics Challenge-ის და გამოცხადებული კონსკურსის პირობების სპეციფიკიდან გამომდინარე, ავტორებს R2-ის გადაკეთება მოუწევთ.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ lenta.ru-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე