სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე
რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

პრო­ფე­სი­ით გერ­მა­ნუ­ლი ენი­სა და ლი­ტე­რა­ტუ­რის პე­და­გო­გია, წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და სკო­ლა­ში მას­წავ­ლებ­ლად, დი­რექ­ტო­რად, იყო პარ­ლა­მენ­ტის წევ­რი, ადა­მი­ა­ნის უფ­ლე­ბა­თა კო­მი­ტე­ტის თავ­მჯდო­მა­რე, ახლა პა­ტი­მარ­თა შე­წყა­ლე­ბის სა­ხელ­მწი­ფო კო­მი­სი­ის ხელ­მძღვა­ნე­ლია. რა გა­საკ­ვი­რია, რომ ელე­ნე თევ­დო­რა­ძის და­უ­ვი­წყა­რი მო­გო­ნე­ბე­ბის ნა­წი­ლი ცი­ხე­ებ­ში ნა­ნახს უკავ­შირ­დე­ბა, თუმ­ცა ცხოვ­რე­ბის ყვე­ლა­ზე შთამ­ბეჭ­და­ვი წუ­თე­ბის გახ­სე­ნე­ბა ბავ­შვო­ბი­დან და­ი­წყო.

ხუთი კარ­ტო­ფი­ლით ნა­ყი­დი ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი

წლის და რვა თვის ვი­ყა­ვი, როცა ლე­ნინ­გრა­დის ბლო­კა­და და­ი­წყო. წარ­მო­იდ­გი­ნეთ, იმ დროს ლე­ნინ­გრად­ში ჩას­ვლა რამ­დე­ნად რთუ­ლი იყო, მაგ­რამ ბა­ბუა ჩა­მო­ვი­და და ბლო­კა­დი­დან გა­მო­მიყ­ვა­ნა. მომ­კი­და ხელი და თბი­ლის­ში წა­მო­მიყ­ვა­ნა. დედა ლე­ნინ­გრად­ში დარ­ჩა. მამა არ მახ­სოვს, ომში და­ი­ღუ­პა. ის, რაც არას­დროს და­მა­ვი­წყდე­ბა, უც­ნობ დე­დას­თან შეხ­ვედ­რაა. 5 წლის ვიქ­ნე­ბო­დი, როცა დედა ჩა­მო­ვი­და. მახ­სოვს, სა­წო­ლის ქვეშ შევ­ძვე­რი და და­ვი­მა­ლე. მეხ­ვე­წე­ბოდ­ნენ, გა­მო­დიო, მაგ­რამ უცხო ადა­მი­ან­თან მის­ვლის მე­ში­ნო­და. სა­მა­ლა­ვი­დან ვაკ­ვირ­დე­ბო­დი ლა­მაზ, უც­ნობ ქალს. ომის შემ­დეგ სა­ში­ნე­ლი სი­დუ­ხ­ჭი­რე იყო. დე­დას კი ძა­ლი­ან უნ­დო­და ჩემ­თვის სა­ჩუ­ქა­რი ჩა­მო­ე­ტა­ნა. მა­ტა­რე­ბე­ლი როს­ტოვ­ში გა­ჩე­რე­ბუ­ლა, სად­გურ­ზე ოჯა­ხი­დან გა­მო­ტა­ნილ ნივ­თებს ყიდ­დნენ. ქალს ბავ­შვის ლა­კის ფეხ­საც­მე­ლი ჰქო­ნია გა­მო­ტა­ნი­ლი. დე­დას ფული არ ჰქონ­და, მაგ­რამ იმ ქალ­მა ფეხ­საც­მე­ლი ხუთ კარ­ტო­ფილ­ში გა­უც­ვა­ლა. მა­ტა­რე­ბე­ლი რომ და­იძ­რა, დე­დამ გვი­ან აღ­მო­ა­ჩი­ნა, რომ ორი­ვე ფეხ­საც­მე­ლი ერთი ფე­ხი­სა იყო.

საკ­ლა­სო "ზო­ო­პარ­კი"

უცხო ენე­ბის ინ­სტი­ტუ­ტი რომ და­ვამ­თავ­რე, იმ წელსვე და­ვი­წყე სკო­ლა­ში მუ­შა­ო­ბა. მახ­სოვს პირ­ვე­ლი დღე, როცა ჩემს სა­დამ­რი­გებ­ლო კლას­ში უნდა შევ­სუ­ლი­ყა­ვი. მე­ექ­ვსე კლა­სი იყო, გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლად მძი­მე, რო­მელ­საც ვერც ერ­თმა დამ­რი­გე­ბელ­მა ვერ გა­უძ­ლო. ახალ­გაზ­რდა ვი­ყა­ვი და სკო­ლის დი­რექ­ტორს იმე­დი ჰქონ­და, რომ ამ ბავ­შვებ­თან სა­ერ­თო ენას გა­მოვ­ნა­ხავ­დი. მახ­სოვს, საკ­ლა­სო ოთა­ხის კარი ვერ გა­ვა­ღე, შიგ­ნი­დან ჰქონ­დათ ბავ­შვებს ჩა­კე­ტი­ლი. ამ დროს ზოგი კა­ტა­სა­ვით კნა­ვის, ზოგი ძაღ­ლი­ვით ყეფს, ზო­გიც ძრო­ხა­სა­ვით ზმუ­ის. რა უნდა მექ­ნა, კარ­თან ახ­ლოს მი­ვე­დი და ვი­რი­ვით ყრო­ყი­ნი და­ვი­წყე. ჯერ სა­მა­რი­სე­ბუ­რი სი­ჩუ­მე ჩა­მო­ვარ­და, შემ­დეგ კი გა­ო­ცე­ბულ­მა ბავ­შვებ­მა კარი გა­ა­ღეს. ასე შედ­გა ჩვე­ნი მე­გობ­რო­ბა.

იხი­ლეთ სტა­ტი­ის სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

რა საიდუმლოს მალავს გირგვლიანის საქმეზე ელენე თევდორაძე

პროფესიით გერმანული ენისა და ლიტერატურის პედაგოგია, წლების განმავლობაში მუშაობდა სკოლაში მასწავლებლად, დირექტორად, იყო პარლამენტის წევრი, ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე, ახლა პატიმართა შეწყალების სახელმწიფო კომისიის ხელმძღვანელია. რა გასაკვირია, რომ ელენე თევდორაძის დაუვიწყარი მოგონებების ნაწილი ციხეებში ნანახს უკავშირდება, თუმცა ცხოვრების ყველაზე შთამბეჭდავი წუთების გახსენება ბავშვობიდან დაიწყო.

ხუთი კარტოფილით ნაყიდი ლაკის ფეხსაცმელი

წლის და რვა თვის ვიყავი, როცა ლენინგრადის ბლოკადა დაიწყო. წარმოიდგინეთ, იმ დროს ლენინგრადში ჩასვლა რამდენად რთული იყო, მაგრამ ბაბუა ჩამოვიდა და ბლოკადიდან გამომიყვანა. მომკიდა ხელი და თბილისში წამომიყვანა. დედა ლენინგრადში დარჩა. მამა არ მახსოვს, ომში დაიღუპა. ის, რაც არასდროს დამავიწყდება, უცნობ დედასთან შეხვედრაა. 5 წლის ვიქნებოდი, როცა დედა ჩამოვიდა. მახსოვს, საწოლის ქვეშ შევძვერი და დავიმალე. მეხვეწებოდნენ, გამოდიო, მაგრამ უცხო ადამიანთან მისვლის მეშინოდა. სამალავიდან ვაკვირდებოდი ლამაზ, უცნობ ქალს. ომის შემდეგ საშინელი სიდუხჭირე იყო. დედას კი ძალიან უნდოდა ჩემთვის საჩუქარი ჩამოეტანა. მატარებელი როსტოვში გაჩერებულა, სადგურზე ოჯახიდან გამოტანილ ნივთებს ყიდდნენ. ქალს ბავშვის ლაკის ფეხსაცმელი ჰქონია გამოტანილი. დედას ფული არ ჰქონდა, მაგრამ იმ ქალმა ფეხსაცმელი ხუთ კარტოფილში გაუცვალა. მატარებელი რომ დაიძრა, დედამ გვიან აღმოაჩინა, რომ ორივე ფეხსაცმელი ერთი ფეხისა იყო.

საკლასო "ზოოპარკი"

უცხო ენების ინსტიტუტი რომ დავამთავრე, იმ წელსვე დავიწყე სკოლაში მუშაობა. მახსოვს პირველი დღე, როცა ჩემს სადამრიგებლო კლასში უნდა შევსულიყავი. მეექვსე კლასი იყო, განსაკუთრებულად მძიმე, რომელსაც ვერც ერთმა დამრიგებელმა ვერ გაუძლო. ახალგაზრდა ვიყავი და სკოლის დირექტორს იმედი ჰქონდა, რომ ამ ბავშვებთან საერთო ენას გამოვნახავდი. მახსოვს, საკლასო ოთახის კარი ვერ გავაღე, შიგნიდან ჰქონდათ ბავშვებს ჩაკეტილი. ამ დროს ზოგი კატასავით კნავის, ზოგი ძაღლივით ყეფს, ზოგიც ძროხასავით ზმუის. რა უნდა მექნა, კართან ახლოს მივედი და ვირივით ყროყინი დავიწყე. ჯერ სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა, შემდეგ კი გაოცებულმა ბავშვებმა კარი გააღეს. ასე შედგა ჩვენი მეგობრობა.

იხილეთ სტატიის სრული ვერსია

დაპირისპირება თბილისის ცენტრში - რამდენიმე მამაკაცი ფიზიკურად გაუსწორდა

"სათამაშო ბიზნესი "ქართულ ოცნებაში" ე.წ. შავ სალაროს ავსებს" - ვინ მფარველობს ონლაინკაზინოებს?

პოლიციელებმა 35 წლის მამაკაცის გატაცებაში ფული აიღეს? - რა ახალ დეტალებს ამჟღავნებს "კურიერი" რუსთავში მომხდარი მკვლელობის შესახებ