საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს
მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს

ლონგ-აი­ლენ­დზე მცხოვ­რებ რო­ბერტ ში­ა­ვე­ლის, ზედ­მე­ტად ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლის­თვის 500 დო­ლა­რი­ა­ნი ჯა­რი­მა და­ა­კის­რეს და 30 დღით თა­ვი­სუფ­ლე­ბის აღ­კვე­თა მი­უ­სა­ჯეს. 41 წლის მა­მა­კა­ცის წი­ნა­აღ­მდეგ სარ­ჩე­ლი სა­სა­მარ­თლო­ში მის­მა მე­ზობ­ლებ­მა შე­ი­ტა­ნეს. მათი თქმით, რო­ბერ­ტი თა­ვი­სი ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლით სა­ზო­გა­დო­ებ­რივ წეს­რიგს არ­ღვევ­და.

რო­ბერ­ტი სა­კუ­თარ სახ­ლში დე­დას­თან ერ­თად ცხოვ­რობს. მისი და მისი მე­ზობ­ლის დე­ნი­ელ ო’ჰე­ნის სახ­ლი ერ­თმა­ნე­თის­გან 6 მეტ­რი­თაა და­შო­რე­ბუ­ლი. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მე­ზობ­ლამ­დე მა­ინც აღ­წევს ში­ა­ვე­ლის ხმა­მა­ღა­ლი სი­ცი­ლი. გა­სუ­ლი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში დე­ნი­ელ ო’ჰენი იძუ­ლე­ბუ­ლი გახ­და პო­ლი­ცია ორ­ჯერ გა­მო­ე­ძა­ხა.

სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვე­ბის პრო­ტო­კო­ლი სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი წეს­რი­გის დარ­ღვე­ვის შე­სა­ხებ სა­ბო­ლო­ოდ სარ­ჩე­ლის სა­ფუძ­ვე­ლიც გახ­და.

რო­გორც "დამ­ნა­შა­ვის" ად­ვო­კა­ტი აცხა­დებს, რო­ბერტ ში­ა­ველს ნერ­ვუ­ლი აშ­ლი­ლო­ბა აქვს და შე­ტე­ვე­ბის დროს მარ­თლაც ვერ ახერ­ხებს სი­ცი­ლის შე­კა­ვე­ბას. თუმ­ცა მი­სი­ვე თქმით, ის ფაქ­ტი, რომ მის სი­ცილს ზედ­მე­ტად ხმა­მაღ­ლად თვლი­ან, გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია.

თა­ვად რო­ბერ­ტი თვლის, რომ ეს სა­სა­მარ­თლო გარ­ჩე­ვა მას ამ­ცი­რებს და კი­დევ უფრო ხაზს უს­ვამს მის მძი­მე მდგო­მა­რე­ო­ბას და ნაკლს. მი­უ­ხე­და­ვად ამი­სა, მა­მა­კაცს ჯა­რი­მის გა­დახ­და და ცი­ხე­ში 30 დღით ჩაჯ­დო­მა მა­ინც მო­უ­წევს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Cursorinfo.co.il-ის მი­ხედ­ვით.

მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს

მეზობლებმა მამაკაცს ხმამაღალი სიცილის გამო უჩივლეს

ლონგ-აილენდზე მცხოვრებ რობერტ შიაველის, ზედმეტად ხმამაღალი სიცილისთვის 500 დოლარიანი ჯარიმა დააკისრეს და 30 დღით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. 41 წლის მამაკაცის წინააღმდეგ სარჩელი სასამართლოში მისმა მეზობლებმა შეიტანეს. მათი თქმით, რობერტი თავისი ხმამაღალი სიცილით საზოგადოებრივ წესრიგს არღვევდა.

რობერტი საკუთარ სახლში დედასთან ერთად ცხოვრობს. მისი და მისი მეზობლის დენიელ ო’ჰენის სახლი ერთმანეთისგან 6 მეტრითაა დაშორებული. მიუხედავად ამისა, მეზობლამდე მაინც აღწევს შიაველის ხმამაღალი სიცილი. გასული თვის განმავლობაში დენიელ ო’ჰენი იძულებული გახდა პოლიცია ორჯერ გამოეძახა.

სამართალდამცავების პროტოკოლი საზოგადოებრივი წესრიგის დარღვევის შესახებ საბოლოოდ სარჩელის საფუძველიც გახდა.

როგორც "დამნაშავის" ადვოკატი აცხადებს, რობერტ შიაველს ნერვული აშლილობა აქვს და შეტევების დროს მართლაც ვერ ახერხებს სიცილის შეკავებას. თუმცა მისივე თქმით, ის ფაქტი, რომ მის სიცილს ზედმეტად ხმამაღლად თვლიან, გაზვიადებულია.

თავად რობერტი თვლის, რომ ეს სასამართლო გარჩევა მას ამცირებს და კიდევ უფრო ხაზს უსვამს მის მძიმე მდგომარეობას და ნაკლს. მიუხედავად ამისა, მამაკაცს ჯარიმის გადახდა და ციხეში 30 დღით ჩაჯდომა მაინც მოუწევს.

მომზადებულია Cursorinfo.co.il-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს