კალიფორნიის უნივერსიტეტის ნეირომეცნიერებმა ესპანელ კოლეგებთან ერთად კვლევა ჩაატარეს. მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ქალებს მამაკაცებთან შედარებით 8 პროცენტით პატარა ზომის ტვინი აქვთ. მიუხედავად ამისა, ქალბატონები ცოდნას კაცებზე უკეთ და გაცილებით პრაქტიკულად იყენებენ.
ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ ერთი და იმავე საქმის კეთების დროს, ქალები კაცებთან შედარებით ცოდნას უფრო რაციონალურად იყენებდნენ. მანდილოსნებმა მამაკაცებთან შედარებით სხვადასხვა ამოცანის ამოსახსნელად უფრო ნაკლები ენერგია დახარჯეს. წარმატებულ შედეგებშიც ქალები ჭარბობდნენ. ტესტირებაში 18-დან 27 წლამდე ქალები და კაცები მონაწილეობდნენ.
"კაცებს ქალებთან შედარებით დიდი ზომის ჰიპოკამპი და გაცილებით მეტი ნეირონები აქვთ, მაგრამ ეს მათ უპირატესობას არ ანიჭებთ. სწორედ პატარა ზომის წყალობით ნერვული უჯრედი უფრო მჭიდროდ იფუთება და ერთმანეთს სიგნალს უფრო აქტიურად გადასცემენ. სწორედ ამიტომ არიან გოგონები უფრო ოპერატიულები, სხარტები და პრობლემებსაც გაცილებით ადვილად, ეშმაკურად წყვეტენ", - ამბობს კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი ტრევორ რობინსი.
მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.