სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს
 Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს

გა­მო­ცე­მა Eurasianet-ი აქ­ვეყ­ნებს ჯო­შუა კუ­ცე­რას სტა­ტი­ას სა­თა­უ­რით - "სა­ა­კაშ­ვი­ლი და ჰა­სა­ნო­ვი რუ­სე­თის საფრ­თხე­ზე აზერ­ბა­ი­ჯა­ნის მი­მართ".

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი წერს, გა­სულ კვი­რა­ში, რო­დე­საც სა­ქარ­თვე­ლოს პრე­ზი­დენ­ტი მი­ხე­ილ სა­ა­კაშ­ვი­ლი ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­ზი­ტით ეს­ტუმ­რა აზერ­ბა­ი­ჯანს, თან გა­ი­ყო­ლა თა­ვი­სი­ვე უნი­კა­ლუ­რი ბრენ­დი – ან­ტი­რუ­სუ­ლი რი­ტო­რი­კა. სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ბაქო დღეს რუ­სე­თის მხრი­დან საფრ­თხის ისე­თი­ვე ობი­ექ­ტია, რო­გო­რიც თბი­ლი­სი იყო.

"ბა­ქო­ში ვი­ზი­ტის შემ­დეგ, პრე­ზი­დენ­ტმა სა­ა­კაშ­ვილ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ რუ­სე­თი იმა­ვე სცე­ნარს ამ­ზა­დებს აზერ­ბა­ი­ჯა­ნის­თვის, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლოს წი­ნა­აღ­მდეგ გა­სუ­ლი წლის სა­პარ­ლა­მენ­ტო არ­ჩევ­ნე­ბის დროს გა­მო­ი­ყე­ნა, როცა, რო­გორც მან თქვა, "რუ­სეთ­მა ოლი­გარ­ქე­ბი, რუ­სუ­ლი კა­პი­ტა­ლი, შან­ტა­ჟე­ბი და პრო­ვო­კა­ცი­ე­ბი" გა­მო­ი­ყე­ნა", - ცი­ტი­რებს ჯო­შუა კუ­ცე­რა პრე­ზი­დენ­ტის კო­მენ­ტარს.

კერ­ძოდ, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, - სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ რუ­სეთ­ში შექ­მნი­ლი დი­ას­პო­რა, რო­მელ­საც აზერ­ბა­ი­ჯა­ნუ­ლი წარ­მო­შო­ბის ბიზ­ნეს­მე­ნი ხელ­მძღვა­ნე­ლობს, ისე­თი­ვე საფრ­თხეს წარ­მო­ად­გენს, რო­გორ­საც წარ­მო­ად­გენ­და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი, სა­ქარ­თვე­ლო­ში და­ბა­დე­ბუ­ლი ბიზ­ნეს­მე­ნი, რო­მელ­მაც მი­ლი­არ­დე­ბი რუ­სეთ­ში იშო­ვა და შემ­დეგ სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი გახ­და, რომ­ლის პლატ­ფორ­მაც რუ­სეთ­თან ურ­თი­ერ­თო­ბე­ბის გა­უმ­ჯო­ბე­სე­ბაა.

"სა­ა­კაშ­ვილ­მა აღ­ნიშ­ნა, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის მთავ­რო­ბამ შე­ი­წყა­ლა ეთ­ნი­კუ­რი სო­მე­ხი აქ­ტი­ვის­ტი, რაც, მი­სი­ვე გან­ცხა­დე­ბით, რუ­სე­თის "სა­ა­მებ­ლად" მოხ­და", - წერს ჯო­შუა კუ­ცე­რა.

რო­გორც სტა­ტი­ის ავ­ტო­რი აღ­ნიშ­ნავს, ტრა­დი­ცი­უ­ლად, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი ძა­ლი­ან ფრთხი­ლი იყო, რათა არ მო­ეხ­დი­ნა რუ­სე­თის პრო­ვო­ცი­რე­ბა. მა­შინ, როცა ის ასე­ვე გრძნობს საფრ­თხეს თა­ვის სუ­ვე­რენ­ტეტ­თან მი­მარ­თე­ბა­ში რუ­სე­თის მხრი­დან, სა­ქარ­თვე­ლოს­გან გან­სხვა­ვე­ბით, მან არ­ჩია უფრო მე­ტად მულ­ტი­ვექ­ტო­რუ­ლი გზა - რუ­სეთ­თან კარ­გი ურ­თი­ერ­თო­ბის დამ­ყა­რე­ბით, თურ­ქეთ­თან, ევ­რო­პას­თან, აშშ-თან, ის­რა­ელ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის მხარ­დამ­ხარ. რუ­სეთ­მა კი, თა­ვის მხრივ, არ გა­ა­ტა­რა აგ­რე­სი­უ­ლი პო­ზი­ცია ბა­ქოს წი­ნა­აღ­მდეგ, ის უფრო მე­ტად და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლია სომ­ხე­თი­სა და აზე­რი­ბა­ჯა­ნის ხე­ლი­სუფ­ლე­ბას შო­რის რე­გი­ო­ნუ­ლი ბა­ლან­სის შე­ნარ­ჩუ­ნე­ბით. ასე რომ, არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ოფი­ცი­ა­ლუ­რი პი­რე­ბი ბა­ქო­ში სა­ჯა­როდ იგ­ნო­რი­რე­ბენ სა­ა­კაშ­ვი­ლის კო­მენ­ტა­რებს, რო­გორც ეს ოპო­ზი­ცი­ურ სა­ინ­ფორ­მა­ციო სა­ა­გენ­ტო Contact.az-ზეა აღ­ნიშ­ნუ­ლი.

თუმ­ცა, - წერს ჯო­შუა კუ­ცე­რა, - ბა­ქო­ში თურქ ჟურ­ნა­ლის­ტებ­თან შეხ­ვედ­რი­სას აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ვიცე-პრე­მი­ერ­მა ალი ჰა­სა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის­თვის, სა­დაო ტე­რი­ტო­რი­ის­თვის, რო­მელ­საც ორი ათე­უ­ლი წე­ლია, სომ­ხე­თის ჯა­რე­ბი აკონ­ტრო­ლე­ბენ, აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მხო­ლოდ სომ­ხეთ­თან კი არა, რუ­სეთ­თა­ნაც იბ­რძო­ლებს:

"პრე­ზი­დენ­ტი ილ­ჰამ ალი­ე­ვი ყო­ველ­თვის დებ­და მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის კონ­ფლიქ­ტის სამ­ხედ­რო გზით გა­დაჭ­რის პი­რო­ბას და ეს სა­კი­თხი დღემ­დე დღის წეს­რიგ­ში დგას. სამ­ხედ­რო გზით პრობ­ლე­მის გა­დაჭ­რის ვა­რი­ან­ტი ყო­ველ­თვის გან­ხი­ლე­ბა, მაგ­რამ მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რო­გორ ჩა­ტარ­დე­ბა ამ სა­ხის ოპე­რა­ცია. სა­ჭი­როა, უფრო გავძლი­ერ­დეთ, რათა თუ მთი­ა­ნი ყა­რა­ბა­ღის­თვის ბრძო­ლა­ში ჩა­ვებ­მე­ბით, მზად ვი­ყოთ, რუ­სე­თის ჯა­რებს წინ აღ­ვუდ­გეთ, რად­გან მათ­თან მოგ­ვი­წევს და­პი­რის­პი­რე­ბა. ოკუ­პი­რე­ბუ­ლი აქვს თუ არა სომ­ხეთს ტე­რი­ტო­რი­ე­ბი? თქვენ ფიქ­რობთ, რომ სომ­ხეთს შეს­წევს ამის ძალა?" – კი­თხუ­ლობს ჰა­სა­ნო­ვი.

თა­ვი­სი მშობ­ლი­უ­რი ქა­ლა­ქის გახ­სე­ნე­ბი­სას, - წერს სტა­ტი­ის ავ­ტო­რი, რო­მე­ლიც აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ოკუ­პი­რე­ბულ ტე­რი­ტო­რი­ა­ზეა, ჰა­სა­ნოვ­მა გა­ნა­ცხა­და, რომ ოკუ­პა­ცია რუ­სე­თის სამ­ხედ­რო მხარ­და­ჭე­რით გან­ხორ­ცი­ელ­და. "მე ვნა­ხე ტან­კი­დან გად­მო­სუ­ლი ჯა­რის­კა­ცე­ბი, რომ­ლე­ბიც გა­მარ­ჯვე­ბას შამ­პა­ნუ­რით აღ­ნიშ­ნავ­დნენ", - აცხა­დებს ჰა­სა­ნო­ვი.

ჯო­შუა კუ­ცე­რა წერს, რომ რუ­სე­თის მხრი­დან სომ­ხე­თის 21-წლის წი­ნან­დე­ლი მხარ­და­ჭე­რა, რა თქმა უნდა, არ არის იმის გა­რან­ტია, რომ რუ­სე­თი მო­მა­ვალ ომ­საც მხარს და­უ­ჭერს. თე­ო­რი­უ­ლად კი, "კო­ლექ­ტი­უ­რი უსაფრ­თხო­ე­ბის ხელ­შეკ­რუ­ლე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ცი­ა­ში" სომ­ხე­თის წევ­რო­ბა რუ­სეთს ავალ­დე­ბუ­ლებს და­ეხ­მა­როს სომ­ხეთს, თუ ის თავ­დას­ხმის ობი­ექ­ტი გახ­დე­ბა, თუმ­ცა 1. თუ ომი მხო­ლოდ ყა­რა­ბა­ღის რე­გი­ონ­ში იქ­ნე­ბა (რო­მე­ლიც სა­ერ­თა­შო­რი­სო დო­ნე­ზე კვლავ აზერ­ბა­ი­ჯა­ნის ტე­რი­ტო­რი­ა­დაა აღი­ა­რე­ბუ­ლი), ეს არ იქ­ნე­ბა მთა­ვა­რი ფაქ­ტო­რი და 2. იმ შემ­თხვე­ვა­შიც კი, თუ ომი სომ­ხეთ­ში გავ­რცელ­დე­ბა, რთუ­ლი არ არის იმის წარ­მოდ­გე­ნა, რას იფიქ­რებს რუ­სე­თი, რომ მას არ უღირს ომში ჩარ­თვა.

"მაგ­რამ, თუ ჰა­სა­ნო­ვი მარ­თალს ამ­ბობს და აზერ­ბა­ი­ჯა­ნი მარ­თლა მი­იჩ­ნევს, რომ სჭირ­დე­ბა სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის მო­ბი­ლი­ზე­ბა, რათა შეძ­ლოს რუ­სეთ­თან და­პი­რის­პი­რე­ბა, რო­დის ფიქ­რობს, რომ ეს ოდეს­მე მოხ­დე­ბა? თუ ეს სა­ბა­ბია, გა­მოწ­ვე­უ­ლი დრო­ის გა­წელ­ვით ამ­დე­ნი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აზერ­ბა­ი­ჯა­ნის სამ­ხედ­რო ძა­ლე­ბის გა­ბე­რი­ლი ქე­ბით, რომ შე­საძ­ლოა, ხალ­ხმა და­ი­წყოს და­ინ­ტე­რე­სე­ბა, რა­ტომ არ გა­მოჰ­კრა ხელი სას­ხლეტს ამ­დე­ნი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში?" – წერს ჯო­შუა კუ­ცე­რა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია Eurasianet-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს

 Eurasianet-ი მიხეილ სააკაშვილის განცხადებაზე სტატიას აქვეყნებს

გამოცემა Eurasianet-ი აქვეყნებს ჯოშუა კუცერას სტატიას სათაურით - "სააკაშვილი და ჰასანოვი რუსეთის საფრთხეზე აზერბაიჯანის მიმართ".

როგორც სტატიის ავტორი წერს, გასულ კვირაში, როდესაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით ესტუმრა აზერბაიჯანს, თან გაიყოლა თავისივე უნიკალური ბრენდი – ანტირუსული რიტორიკა. სააკაშვილმა განაცხადა, რომ ბაქო დღეს რუსეთის მხრიდან საფრთხის ისეთივე ობიექტია, როგორიც თბილისი იყო.

"ბაქოში ვიზიტის შემდეგ, პრეზიდენტმა სააკაშვილმა განაცხადა, რომ რუსეთი იმავე სცენარს ამზადებს აზერბაიჯანისთვის, რომელიც საქართველოს წინააღმდეგ გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს გამოიყენა, როცა, როგორც მან თქვა, "რუსეთმა ოლიგარქები, რუსული კაპიტალი, შანტაჟები და პროვოკაციები" გამოიყენა", - ციტირებს ჯოშუა კუცერა პრეზიდენტის კომენტარს.

კერძოდ, - წერს სტატიის ავტორი, - სააკაშვილმა აღნიშნა, რომ რუსეთში შექმნილი დიასპორა, რომელსაც აზერბაიჯანული წარმოშობის ბიზნესმენი ხელმძღვანელობს, ისეთივე საფრთხეს წარმოადგენს, როგორსაც წარმოადგენდა ბიძინა ივანიშვილი, საქართველოში დაბადებული ბიზნესმენი, რომელმაც მილიარდები რუსეთში იშოვა და შემდეგ საქართველოს პრემიერ-მინისტრი გახდა, რომლის პლატფორმაც რუსეთთან ურთიერთობების გაუმჯობესებაა.

"სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ივანიშვილის მთავრობამ შეიწყალა ეთნიკური სომეხი აქტივისტი, რაც, მისივე განცხადებით, რუსეთის "საამებლად" მოხდა", - წერს ჯოშუა კუცერა.

როგორც სტატიის ავტორი აღნიშნავს, ტრადიციულად, აზერბაიჯანი ძალიან ფრთხილი იყო, რათა არ მოეხდინა რუსეთის პროვოცირება. მაშინ, როცა ის ასევე გრძნობს საფრთხეს თავის სუვერენტეტთან მიმართებაში რუსეთის მხრიდან, საქართველოსგან განსხვავებით, მან არჩია უფრო მეტად მულტივექტორული გზა - რუსეთთან კარგი ურთიერთობის დამყარებით, თურქეთთან, ევროპასთან, აშშ-თან, ისრაელთან ურთიერთობის მხარდამხარ. რუსეთმა კი, თავის მხრივ, არ გაატარა აგრესიული პოზიცია ბაქოს წინააღმდეგ, ის უფრო მეტად დაინტერესებულია სომხეთისა და აზერიბაჯანის ხელისუფლებას შორის რეგიონული ბალანსის შენარჩუნებით. ასე რომ, არ არის გასაკვირი, რომ ოფიციალური პირები ბაქოში საჯაროდ იგნორირებენ სააკაშვილის კომენტარებს, როგორც ეს ოპოზიციურ საინფორმაციო სააგენტო Contact.az-ზეა აღნიშნული.

თუმცა, - წერს ჯოშუა კუცერა, - ბაქოში თურქ ჟურნალისტებთან შეხვედრისას აზერბაიჯანის ვიცე-პრემიერმა ალი ჰასანოვმა განაცხადა, რომ მთიანი ყარაბაღისთვის, სადაო ტერიტორიისთვის, რომელსაც ორი ათეული წელია, სომხეთის ჯარები აკონტროლებენ, აზერბაიჯანი მხოლოდ სომხეთთან კი არა, რუსეთთანაც იბრძოლებს:

"პრეზიდენტი ილჰამ ალიევი ყოველთვის დებდა მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის სამხედრო გზით გადაჭრის პირობას და ეს საკითხი დღემდე დღის წესრიგში დგას. სამხედრო გზით პრობლემის გადაჭრის ვარიანტი ყოველთვის განხილება, მაგრამ მნიშვნელოვანია, როგორ ჩატარდება ამ სახის ოპერაცია. საჭიროა, უფრო გავძლიერდეთ, რათა თუ მთიანი ყარაბაღისთვის ბრძოლაში ჩავებმებით, მზად ვიყოთ, რუსეთის ჯარებს წინ აღვუდგეთ, რადგან მათთან მოგვიწევს დაპირისპირება. ოკუპირებული აქვს თუ არა სომხეთს ტერიტორიები? თქვენ ფიქრობთ, რომ სომხეთს შესწევს ამის ძალა?" – კითხულობს ჰასანოვი.

თავისი მშობლიური ქალაქის გახსენებისას, - წერს სტატიის ავტორი, რომელიც აზერბაიჯანის ოკუპირებულ ტერიტორიაზეა, ჰასანოვმა განაცხადა, რომ ოკუპაცია რუსეთის სამხედრო მხარდაჭერით განხორციელდა. "მე ვნახე ტანკიდან გადმოსული ჯარისკაცები, რომლებიც გამარჯვებას შამპანურით აღნიშნავდნენ", - აცხადებს ჰასანოვი.

ჯოშუა კუცერა წერს, რომ რუსეთის მხრიდან სომხეთის 21-წლის წინანდელი მხარდაჭერა, რა თქმა უნდა, არ არის იმის გარანტია, რომ რუსეთი მომავალ ომსაც მხარს დაუჭერს. თეორიულად კი, "კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციაში" სომხეთის წევრობა რუსეთს ავალდებულებს დაეხმაროს სომხეთს, თუ ის თავდასხმის ობიექტი გახდება, თუმცა 1. თუ ომი მხოლოდ ყარაბაღის რეგიონში იქნება (რომელიც საერთაშორისო დონეზე კვლავ აზერბაიჯანის ტერიტორიადაა აღიარებული), ეს არ იქნება მთავარი ფაქტორი და 2. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ომი სომხეთში გავრცელდება, რთული არ არის იმის წარმოდგენა, რას იფიქრებს რუსეთი, რომ მას არ უღირს ომში ჩართვა.

"მაგრამ, თუ ჰასანოვი მართალს ამბობს და აზერბაიჯანი მართლა მიიჩნევს, რომ სჭირდება სამხედრო ძალების მობილიზება, რათა შეძლოს რუსეთთან დაპირისპირება, როდის ფიქრობს, რომ ეს ოდესმე მოხდება? თუ ეს საბაბია, გამოწვეული დროის გაწელვით ამდენი წლის განმავლობაში აზერბაიჯანის სამხედრო ძალების გაბერილი ქებით, რომ შესაძლოა, ხალხმა დაიწყოს დაინტერესება, რატომ არ გამოჰკრა ხელი სასხლეტს ამდენი ხნის განმავლობაში?" – წერს ჯოშუა კუცერა.

მომზადებულია Eurasianet-ის მიხედვით.

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა