სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიორგი თარგამაძე: "ნაცმოძრაობას" რეაბილიტაციის რესურსი აღარ აქვს
გიორგი თარგამაძე: "ნაცმოძრაობას" რეაბილიტაციის რესურსი აღარ აქვს

"ქრის­ტი­ან-დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი მოძ­რა­ო­ბის" ლი­დე­რის, გი­ორ­გი თარ­გა­მა­ძის აზ­რით, "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კონ­ტრრე­ვო­ლუ­ცი­ის მო­წყო­ბის არა­ვი­თა­რი შან­სი არა აქვს, მაგ­რამ რად­გან და­სა­კარ­გი ძა­ლი­ან ბევ­რი აქვს, შე­საძ­ლოა ათას­გვარ პრო­ვო­კა­ცი­ა­ზე წა­ვი­დეს:

- პო­ლი­ტი­კუ­რად და მო­რა­ლუ­რად გა­კოტ­რე­ბუ­ლი "ნა­ცი­ო­ნა­ლუ­რი მოძ­რა­ო­ბა" ცდი­ლობს შექ­მნას ილუ­ზია, რომ სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კურ დღის წეს­რიგს ის ქმნის. მათ მცდე­ლო­ბას პერ­სპექ­ტი­ვა არ ექ­ნე­ბა, თუკი დღე­ვან­დე­ლი სა­ხე­ლი­სუფ­ლე­ბო პო­ლი­ტი­კუ­რი ბლო­კი მო­ა­ხერ­ხებს სა­კუ­თა­რი პო­ლი­ტი­კუ­რი დღის წეს­რი­გი შეს­თა­ვა­ზოს არა "ნაც­მოძ­რა­ო­ბას", არა­მედ ქარ­თველ სა­ზო­გა­დო­ე­ბას. ამის მცდე­ლო­ბა უკვე სა­ხე­ზეა. მარ­ტი­დან ფუნ­ქცი­ო­ნი­რე­ბას და­ი­წყებს სა­კონ­სტი­ტუ­ციო კო­მი­სია, სა­დაც არა მხო­ლოდ მმარ­თველ ძა­ლას, არა­მედ სხვა პო­ლი­ტი­კურ ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­საც გვექ­ნე­ბა შე­საძ­ლებ­ლო­ბა, სა­კუ­თა­რი წი­ნა­და­დე­ბე­ბით მი­ვი­დეთ და ქვეყ­ნი­სათ­ვის სა­ჭი­რო სა­კი­თხებ­ზე ვიმ­სჯე­ლოთ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია, რა ტი­პის ახალ არ­ჩევ­ნებს ჩა­ვა­ტა­რებთ სა­ქარ­თვე­ლო­ში. სა­არ­ჩევ­ნო კო­დექ­სის შეც­ვლა­საც პო­ლი­ტი­კურ პარ­ტი­ებ­თან აქ­ტი­უ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა. ადრე თუ გვი­ან, ეს გა­მო­ა­ფხიზ­ლებს მმარ­თველ პო­ლი­ტი­კურ კო­ა­ლი­ცი­ას და და­ა­ნა­ხებს, რომ მხო­ლოდ ამ­ბი­ცი­ე­ბი­თა და პო­ლი­ტი­კუ­რი წარ­სუ­ლით გომ­ბე­შო­სა­ვით გა­ბე­რილ "ნა­ცი­ო­ნა­ლურ მოძ­რა­ო­ბას" კი არა, სხვა პო­ლი­ტი­კურ ძა­ლებ­საც შე­უძ­ლი­ათ მის­თვის კონ­სტრუქ­ცი­უ­ლი წი­ნა­და­დე­ბე­ბის მი­წო­დე­ბა.

- რა­ტომ ჩა­ი­შა­ლა ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სა და "ნაც­მოძ­რა­ო­ბის" მო­ლა­პა­რა­კე­ბე­ბი?

- "ნაც­მოძ­რა­ო­ბის­თვის" უმ­თავ­რე­სია ქო­ნე­ბის ხელ­შე­უ­ხებ­ლო­ბის გა­რან­ტია. სხვა ყვე­ლა­ფე­რი: კონ­სტი­ტუ­ცი­ის პრე­ამ­ბუ­ლა­ში ნა­ტოს შე­სა­ხებ ჩა­ნა­წე­რი და სხვა რამ შე­სა­ფუ­თი მა­სა­ლაა, რო­მე­ლიც სა­გა­რეო პი­ა­რის­თვის სჭირ­დე­ბათ.

- "ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის" წი­ნა­შე დი­ლე­მაა - აღად­გი­ნოს სა­მარ­თლი­ა­ნო­ბა, რო­მელ­საც ხალ­ხი ითხოვს, თუ შე­ას­რუ­ლოს და­სავ­ლე­თის რე­კო­მენ­და­ცი­ე­ბი, რო­მე­ლიც სა­ქარ­თვე­ლო­ში პო­ლი­ტი­კუ­რი ოპო­ნენ­ტე­ბის დევ­ნის სა­შიშ­რო­ე­ბას ხე­დავს.

- პო­ლი­ტი­კუ­რი ცხოვ­რე­ბის წე­სია, რო­დე­საც მა­ღა­ლი სა­მარ­თლებ­რი­ვი პო­ლი­ტი­კუ­რი კულ­ტუ­რით ეპყრო­ბი პო­ლი­ტი­კუ­რი მო­წი­ნა­აღ­მდე­გის მი­მართ არ­სე­ბულ პრე­ტენ­ზი­ებს, ამას დრო და პრო­ფე­სი­ო­ნა­ლუ­რი მუ­შა­ო­ბა სჭირ­დე­ბა ბრალ­დე­ბე­ბის სა­მარ­თლებ­რი­ვი და­სა­ბუ­თე­ბის­თვის. ამ პრო­ცეს­ში უნდა ჩა­ე­რი­ონ სა­ერ­თა­შო­რი­სო სა­დამ­კვირ­ვებ­ლო ორ­გა­ნი­ზა­ცი­ე­ბი, რომ­ლე­ბიც ობი­ექ­ტურ სუ­რათს გა­ი­ტა­ნენ და თუ ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ამ პი­რო­ბებს და­ი­ცავს, რო­მე­ლი­მე ყო­ფი­ლი თა­ნამ­დე­ბო­ბის პი­რის წი­ნა­აღ­მდეგ წარ­მო­ე­ბუ­ლი საქ­მის პო­ლი­ტი­კუ­რი ან­გა­ჟი­რე­ბა აღარ მოხ­დე­ბა.

იხი­ლეთ ინ­ტერ­ვი­უს სრუ­ლი ვერ­სია

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიორგი თარგამაძე: "ნაცმოძრაობას" რეაბილიტაციის რესურსი აღარ აქვს

გიორგი თარგამაძე: "ნაცმოძრაობას" რეაბილიტაციის რესურსი აღარ აქვს

"ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის" ლიდერის, გიორგი თარგამაძის აზრით, "ნაციონალურ მოძრაობას" კონტრრევოლუციის მოწყობის არავითარი შანსი არა აქვს, მაგრამ რადგან დასაკარგი ძალიან ბევრი აქვს, შესაძლოა ათასგვარ პროვოკაციაზე წავიდეს:

- პოლიტიკურად და მორალურად გაკოტრებული "ნაციონალური მოძრაობა" ცდილობს შექმნას ილუზია, რომ საქართველოში პოლიტიკურ დღის წესრიგს ის ქმნის. მათ მცდელობას პერსპექტივა არ ექნება, თუკი დღევანდელი სახელისუფლებო პოლიტიკური ბლოკი მოახერხებს საკუთარი პოლიტიკური დღის წესრიგი შესთავაზოს არა "ნაცმოძრაობას", არამედ ქართველ საზოგადოებას. ამის მცდელობა უკვე სახეზეა. მარტიდან ფუნქციონირებას დაიწყებს საკონსტიტუციო კომისია, სადაც არა მხოლოდ მმართველ ძალას, არამედ სხვა პოლიტიკურ ორგანიზაციებსაც გვექნება შესაძლებლობა, საკუთარი წინადადებებით მივიდეთ და ქვეყნისათვის საჭირო საკითხებზე ვიმსჯელოთ. ასევე მნიშვნელოვანია, რა ტიპის ახალ არჩევნებს ჩავატარებთ საქართველოში. საარჩევნო კოდექსის შეცვლასაც პოლიტიკურ პარტიებთან აქტიური მუშაობა სჭირდება. ადრე თუ გვიან, ეს გამოაფხიზლებს მმართველ პოლიტიკურ კოალიციას და დაანახებს, რომ მხოლოდ ამბიციებითა და პოლიტიკური წარსულით გომბეშოსავით გაბერილ "ნაციონალურ მოძრაობას" კი არა, სხვა პოლიტიკურ ძალებსაც შეუძლიათ მისთვის კონსტრუქციული წინადადებების მიწოდება.

- რატომ ჩაიშალა ხელისუფლებისა და "ნაცმოძრაობის" მოლაპარაკებები?

- "ნაცმოძრაობისთვის" უმთავრესია ქონების ხელშეუხებლობის გარანტია. სხვა ყველაფერი: კონსტიტუციის პრეამბულაში ნატოს შესახებ ჩანაწერი და სხვა რამ შესაფუთი მასალაა, რომელიც საგარეო პიარისთვის სჭირდებათ.

- "ქართული ოცნების" წინაშე დილემაა - აღადგინოს სამართლიანობა, რომელსაც ხალხი ითხოვს, თუ შეასრულოს დასავლეთის რეკომენდაციები, რომელიც საქართველოში პოლიტიკური ოპონენტების დევნის საშიშროებას ხედავს.

- პოლიტიკური ცხოვრების წესია, როდესაც მაღალი სამართლებრივი პოლიტიკური კულტურით ეპყრობი პოლიტიკური მოწინააღმდეგის მიმართ არსებულ პრეტენზიებს, ამას დრო და პროფესიონალური მუშაობა სჭირდება ბრალდებების სამართლებრივი დასაბუთებისთვის. ამ პროცესში უნდა ჩაერიონ საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციები, რომლებიც ობიექტურ სურათს გაიტანენ და თუ ხელისუფლება ამ პირობებს დაიცავს, რომელიმე ყოფილი თანამდებობის პირის წინააღმდეგ წარმოებული საქმის პოლიტიკური ანგაჟირება აღარ მოხდება.

იხილეთ ინტერვიუს სრული ვერსია

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა