სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
სოფელი ოიმიაკონი - ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი მსოფლიოში
სოფელი ოიმიაკონი - ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი მსოფლიოში

იან­ვარ­ში ია­კუ­ტი­ის ამ სო­ფელ­ში დიდი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მყა­რად ფიქ­სირ­დე­ბა მი­ნუს 50 გრა­დუ­სი ცელ­სი­უ­სით. ამი­ტო­მაც არ არის გა­საკ­ვი­რი, რომ ამ და­სახ­ლე­ბულ პუნ­ქტს მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე ცივი ად­გი­ლის სა­ხე­ლი აქვს. ოი­მი­ა­კო­ნის ის­ტო­რი­ა­ში ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რა -71,2 გრა­დუ­სი და­ფიქ­სირ­და.

სო­ფე­ლი მდი­ნა­რე ინ­დი­გირ­კის მარ­ცხე­ნა სა­ნა­პი­რო­ზეა. იქ 500-ზე მეტი ადა­მი­ა­ნი ცხოვ­რობს. XX სა­უ­კუ­ნის 20-30-იან წლებ­ში ეს ად­გი­ლი ირ­მე­ბის მწყემსთა და­სას­ვე­ნე­ბე­ლი პუნ­ქტი იყო. თუმ­ცა საბ­ჭო­თა მთავ­რო­ბას მომ­თა­ბა­რე­ე­ბი უმარ­თა­ვე­ბად მი­აჩ­ნდა და მათ "მო­სარ­ჯუ­ლებ­ლად" ეს და­სახ­ლე­ბა მუდ­მი­ვად აქ­ცია. ბე­დის ირო­ნი­ით, სი­ტყვა "ოი­მი­ა­კო­ნი" "გა­უ­ყი­ნავ წყალს" ნიშ­ნავს - იქვე ახ­ლოს მდე­ბა­რე ცხე­ლი წყა­როს პა­ტივ­სა­ცე­მად.

ოი­მი­ა­კო­ნი უფრო ცნო­ბი­ლია, რო­გორც ერთ-ერთი "სი­ცი­ვის პო­ლუ­სი" პლა­ნე­ტა­ზე - რა­ი­ო­ნი ყვე­ლა­ზე და­ბა­ლი ტემ­პე­რა­ტუ­რით. ზღვის დო­ნი­დან 741 მეტრზე მდე­ბა­რე ოი­მი­ა­კო­ნის მკაცრ ველ­ზე მუდ­მი­ვად ცხოვ­რობს ხალ­ხი. მი­უ­ხე­და­ვად სა­შინ­ლად ცივი ზამ­თრი­სა, ზა­ფხულ­ში აქ ხში­რად არის +30 გრა­დუ­სი ტემ­პე­რა­ტუ­რა. გარ­და ამი­სა, ეს მხა­რე ცნო­ბი­ლია თეთ­რი ღა­მე­ე­ბით, რომ­ლე­ბიც წე­ლი­წა­დის თბილ დრო­ებ­ში ფიქ­სირ­დე­ბა.

აქ იშ­ვი­ა­თად ხა­რობს რამე - ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რებ­ლე­ბი ძი­რი­თა­დად ხორცს მი­ირ­თმე­ვენ - ირ­მე­ბი­სა და ცხე­ნი­სას. სო­ფელ­ში ერ­თა­დერ­თი მა­ღა­ზი­აა, მო­სახ­ლე­ო­ბის უმ­რავ­ლე­სო­ბა კი ირ­მის მწყემ­სე­ბად, მო­ნა­დი­რე­ე­ბად და მე­თევ­ზე­ე­ბად მუ­შა­ობს. გა­სათ­ბო­ბად შე­შის ღუმ­ლებს იყე­ნე­ბენ. თა­ნა­მედ­რო­ვე პი­რო­ბებს იქ ძნე­ლად შეხ­ვდე­ბით. ერ­თა­დერ­თი ად­გი­ლობ­რი­ვი სკო­ლა იკე­ტე­ბა მხო­ლოდ მა­შინ, როცა ტემ­პე­რა­ტუ­რა მი­ნუს 52 გრა­დუს­ზე დაბ­ლა ჩა­მო­დის. ეს სო­ფე­ლი ორი დღის სა­ვალ­ზეა ქა­ლაქ ია­კუტსკი­დან - რე­გი­ო­ნის დე­და­ქა­ლა­ქი­დან. გზას ოი­მი­ა­კო­ნის­კენ "ძვლე­ბის გზა" უწო­დეს.

რი­გი­თი პრობ­ლე­მე­ბი, რომ­ლებ­საც ოი­მი­ა­კო­ნე­ლე­ბი ყო­ველ­დღე ეჩე­ხე­ბი­ან, არის ავ­ტო­კალ­მებ­ში მელ­ნის გა­ყინ­ვა, ელე­მენ­ტე­ბი­სა და აკუ­მუ­ლა­ტო­რე­ბის სიმ­ძლავ­რის და­კარ­გვა, ასე­ვე ტრან­სპორ­ტის პრობ­ლე­მა: ბევ­რი ად­გი­ლობ­რი­ვი მცხოვ­რე­ბი მთე­ლი დღე ამუ­შა­ვებს მან­ქა­ნას, რად­გან ეში­ნია, ისე გა­ი­ყი­ნე­ბა, ვე­ღა­რას­დროს და­ქო­ქავს.

კი­დევ ერთი პრობ­ლე­მა დაკ­რძალ­ვაა. ასეთ ყინ­ვა­ში გა­ყი­ნუ­ლი მი­წის გა­თხრა ნამ­დვი­ლი სა­ოც­რე­ბაა, ამას შე­იძ­ლე­ბა სამი დღე დას­ჭირ­დეს. მი­წას ჯერ ცე­ცხლით ათ­ბო­ბენ და მო­მა­ვა­ლი ორ­მოს ნა­პი­რებ­ზე გა­ხუ­რე­ბულ ნახ­ში­რებს ალა­გე­ბენ.

რუ­სეთ­ში ბევ­რი ტუ­რის­ტუ­ლი კომ­პა­ნია სთა­ვა­ზობს ეგ­ზო­ტი­კუ­რი ტუ­რე­ბის მოყ­ვა­რულ სტუმ­რებს ამ სო­ფელ­ში ჩას­ვლას და იქა­უ­რი მკაც­რი სა­ცხოვ­რე­ბე­ლი პი­რო­ბე­ბის გა­მოც­დას.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

სოფელი ოიმიაკონი - ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი მსოფლიოში

სოფელი ოიმიაკონი - ყველაზე ცივი დასახლებული ადგილი მსოფლიოში

იანვარში იაკუტიის ამ სოფელში დიდი ხნის განმავლობაში მყარად ფიქსირდება მინუს 50 გრადუსი ცელსიუსით. ამიტომაც არ არის გასაკვირი, რომ ამ დასახლებულ პუნქტს მსოფლიოში ყველაზე ცივი ადგილის სახელი აქვს. ოიმიაკონის ისტორიაში ყველაზე დაბალი ტემპერატურა -71,2 გრადუსი დაფიქსირდა.

სოფელი მდინარე ინდიგირკის მარცხენა სანაპიროზეა. იქ 500-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობს. XX საუკუნის 20-30-იან წლებში ეს ადგილი ირმების მწყემსთა დასასვენებელი პუნქტი იყო. თუმცა საბჭოთა მთავრობას მომთაბარეები უმართავებად მიაჩნდა და მათ "მოსარჯულებლად" ეს დასახლება მუდმივად აქცია. ბედის ირონიით, სიტყვა "ოიმიაკონი" "გაუყინავ წყალს" ნიშნავს - იქვე ახლოს მდებარე ცხელი წყაროს პატივსაცემად.

ოიმიაკონი უფრო ცნობილია, როგორც ერთ-ერთი "სიცივის პოლუსი" პლანეტაზე - რაიონი ყველაზე დაბალი ტემპერატურით. ზღვის დონიდან 741 მეტრზე მდებარე ოიმიაკონის მკაცრ ველზე მუდმივად ცხოვრობს ხალხი. მიუხედავად საშინლად ცივი ზამთრისა, ზაფხულში აქ ხშირად არის +30 გრადუსი ტემპერატურა. გარდა ამისა, ეს მხარე ცნობილია თეთრი ღამეებით, რომლებიც წელიწადის თბილ დროებში ფიქსირდება.

აქ იშვიათად ხარობს რამე - ადგილობრივი მცხოვრებლები ძირითადად ხორცს მიირთმევენ - ირმებისა და ცხენისას. სოფელში ერთადერთი მაღაზიაა, მოსახლეობის უმრავლესობა კი ირმის მწყემსებად, მონადირეებად და მეთევზეებად მუშაობს. გასათბობად შეშის ღუმლებს იყენებენ. თანამედროვე პირობებს იქ ძნელად შეხვდებით. ერთადერთი ადგილობრივი სკოლა იკეტება მხოლოდ მაშინ, როცა ტემპერატურა მინუს 52 გრადუსზე დაბლა ჩამოდის. ეს სოფელი ორი დღის სავალზეა ქალაქ იაკუტსკიდან - რეგიონის დედაქალაქიდან. გზას ოიმიაკონისკენ "ძვლების გზა" უწოდეს.

რიგითი პრობლემები, რომლებსაც ოიმიაკონელები ყოველდღე ეჩეხებიან, არის ავტოკალმებში მელნის გაყინვა, ელემენტებისა და აკუმულატორების სიმძლავრის დაკარგვა, ასევე ტრანსპორტის პრობლემა: ბევრი ადგილობრივი მცხოვრები მთელი დღე ამუშავებს მანქანას, რადგან ეშინია, ისე გაიყინება, ვეღარასდროს დაქოქავს.

კიდევ ერთი პრობლემა დაკრძალვაა. ასეთ ყინვაში გაყინული მიწის გათხრა ნამდვილი საოცრებაა, ამას შეიძლება სამი დღე დასჭირდეს. მიწას ჯერ ცეცხლით ათბობენ და მომავალი ორმოს ნაპირებზე გახურებულ ნახშირებს ალაგებენ.

რუსეთში ბევრი ტურისტული კომპანია სთავაზობს ეგზოტიკური ტურების მოყვარულ სტუმრებს ამ სოფელში ჩასვლას და იქაური მკაცრი საცხოვრებელი პირობების გამოცდას.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს