სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით
10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით

14 თე­ბერ­ვალს სიყ­ვა­რუ­ლის, იგი­ვე წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღე აღი­ნიშ­ნე­ბა. ამ დღეს შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი ერ­თმა­ნეთს ულო­ცა­ვენ და ჩუქ­ნი­ან ყვა­ვი­ლებს, სხვა­დას­ხვა სა­ჩუქ­რებ­სა და რო­მან­ტი­კულ ღია ბა­რა­თებს. ვა­ლენ­ტი­ნო­ბა კა­თო­ლი­კუ­რი დღე­სას­წა­უ­ლია, ზო­გი­ერთ კა­თო­ლი­კურ ეპარ­ქი­ა­ში ეს დღე წმ. ვა­ლენ­ტი­ნის ხსე­ნე­ბის დღეა.

გთა­ვა­ზობთ რამ­დე­ნი­მე სა­ხა­ლი­სო ფაქტს წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს­თან და­კავ­ში­რე­ბით.

1. წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს სა­ჩუქ­რებ­ზე ქა­ლე­ბი, მა­მა­კა­ცებ­თან შე­და­რე­ბით 2-ჯერ ნაკ­ლებ ფულს ხარ­ჯა­ვენ. სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბით, მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით, ამ დღეს მა­მა­კა­ცი საყ­ვა­რე­ლი ქა­ლის­თვის გან­კუთ­ვნილ სა­ჩუ­ქარ­ში სა­შუ­ა­ლოდ 150 დო­ლარს იხ­დის, ხოლო ქალი მხო­ლოდ 85 დო­ლარს.

2. წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი იზ­რდე­ბა. კომ­პა­ნია Durex-ის სტა­ტის­ტი­კუ­რი მო­ნა­ცე­მე­ბის მი­ხედ­ვით, ვა­ლენ­ტი­ნო­ბას პრე­ზერ­ვა­ტი­ვე­ბის გა­ყიდ­ვე­ბი 25%-ით იზ­რდე­ბა.

3. მარ­ტში ორ­სუ­ლო­ბის ტეს­ტე­ბის გა­ყიდ­ვე­ბის რა­ო­დე­ნო­ბა იზ­რდე­ბა. მკვლე­ვა­რე­ბის აზ­რით, ეს სწო­რედ წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღის "შე­დე­გია".

4. წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს ყვე­ლა­ზე დატ­ვირ­თუ­ლი სა­მუ­შაო დღე ფოს­ტა­ლი­ო­ნებს აქვთ. მსოფ­ლი­ოს მას­შტა­ბით ამ დღეს ათო­ბით მი­ლი­ო­ნი "ვა­ლენ­ტი­ნი" (რო­მან­ტი­კუ­ლი ხა­სი­ა­თის ღია ბა­რა­თი) იგ­ზავ­ნე­ბა.

5. ვა­ლენ­ტი­ნო­ბას მი­ლი­ო­ნო­ბით ღია ბა­რათს ში­ნა­უ­რი ცხოვ­რე­ლე­ბი მათი პატ­რო­ნე­ბის­გან იღე­ბენ. სტა­ტის­ტი­კის მი­ხედ­ვით, საყ­ვა­რელ ოთხფე­ხა მე­გობ­რებ­სა და ში­ნა­ურ ფრინ­ვე­ლებს, რო­მან­ტი­კულ ღია ბა­რა­თებს ძი­რი­თა­დად მარ­ტო­ხე­ლა ადა­მი­ა­ნე­ბი უძღვნი­ან.

6. წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს­თან ასო­ცი­რე­ბუ­ლი რო­მან­ტი­კა გაზ­ვი­ა­დე­ბუ­ლია. გავ­რცე­ლე­ბუ­ლია მო­საზ­რე­ბა, რომ მა­მა­კა­ცე­ბი მხო­ლოდ იმი­ტომ იხარ­ჯე­ბი­ან წმინ­და ვა­ლენ­ტი­ნის დღეს, რომ საყ­ვა­რელ ქალს ასი­ა­მოვ­ნონ და სექსს გა­მოჰ­კრან ხელი. თუმ­ცა, სტა­ტის­ტი­კა სა­წი­ნა­აღ­მდე­გოს მე­ტყვე­ლებს. აშშ-ის მო­ნა­ცე­მე­ბით ამ დღეს უფრო მეტ სა­ჩუ­ქარს მას­წავ­ლებ­ლე­ბი, დე­დე­ბი და ბავ­შვე­ბი იღე­ბენ. შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი მხო­ლოდ მე­ო­თხე ად­გილ­ზე არი­ან.

7. ქა­ლებს ღია ბა­რა­თე­ბის მი­ღე­ბა უფრო უყ­ვართ ვიდ­რე ყვა­ვი­ლე­ბის.

8. მა­მა­კაც­თა 70%-ი ქა­ლის­თვის სა­ჩუქ­რის შერ­ჩე­ვი­სას, უპი­რა­ტე­სო­ბას ყვა­ვი­ლებს ანი­ჭებს.

9. ია­პო­ნი­ა­ში მა­მა­კა­ცე­ბი უფრო მეტ სა­სიყ­ვა­რუ­ლო ღია ბა­რათს იღე­ბენ. ეს მარ­კე­ტო­ლო­გე­ბის დამ­სა­ხუ­რე­ბაა. მათ რეკ­ლა­მე­ბით და­ა­ჯე­რეს სა­ზო­გა­დო­ე­ბა, რომ ქა­ლის­თვის სიყ­ვა­რუ­ლის დღეს სა­უ­კე­თე­სო სა­ჩუ­ქა­რი შო­კო­ლა­დია. სწო­რედ ამი­ტომ ქა­ლე­ბი ამ დღეს ია­პო­ნი­ა­ში ბა­რა­თებ­ზე მე­ტად შო­კო­ლა­დებს ელო­დე­ბი­ან.

10. ვა­ლენ­ტი­ნო­ბის დღეს აშშ-ში ქა­ლე­ბის 15% სა­კუ­თა­რი თა­ვის­თვის უკ­ვე­თავს ვარ­დე­ბის თა­ი­გულს, რათა სამ­სა­ხურ­ში ამა­ყად იგ­რძნოს თავი.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dekatop.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით

10 სახალისო ფაქტი წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით

14 თებერვალს სიყვარულის, იგივე წმინდა ვალენტინის დღე აღინიშნება. ამ დღეს შეყვარებულები ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, სხვადასხვა საჩუქრებსა და რომანტიკულ ღია ბარათებს. ვალენტინობა კათოლიკური დღესასწაულია, ზოგიერთ კათოლიკურ ეპარქიაში ეს დღე წმ. ვალენტინის ხსენების დღეა.

გთავაზობთ რამდენიმე სახალისო ფაქტს წმინდა ვალენტინის დღესთან დაკავშირებით.

1. წმინდა ვალენტინის დღეს საჩუქრებზე ქალები, მამაკაცებთან შედარებით 2-ჯერ ნაკლებ ფულს ხარჯავენ. სტატისტიკური მონაცემებით, მსოფლიოს მასშტაბით, ამ დღეს მამაკაცი საყვარელი ქალისთვის განკუთვნილ საჩუქარში საშუალოდ 150 დოლარს იხდის, ხოლო ქალი მხოლოდ 85 დოლარს.

2. წმინდა ვალენტინის დღეს პრეზერვატივების გაყიდვები იზრდება. კომპანია Durex-ის სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, ვალენტინობას პრეზერვატივების გაყიდვები 25%-ით იზრდება.

3. მარტში ორსულობის ტესტების გაყიდვების რაოდენობა იზრდება. მკვლევარების აზრით, ეს სწორედ წმინდა ვალენტინის დღის ”შედეგია”.

4. წმინდა ვალენტინის დღეს ყველაზე დატვირთული სამუშაო დღე ფოსტალიონებს აქვთ. მსოფლიოს მასშტაბით ამ დღეს ათობით მილიონი ”ვალენტინი” (რომანტიკული ხასიათის ღია ბარათი) იგზავნება.

5. ვალენტინობას მილიონობით ღია ბარათს შინაური ცხოვრელები მათი პატრონებისგან იღებენ. სტატისტიკის მიხედვით, საყვარელ ოთხფეხა მეგობრებსა და შინაურ ფრინველებს, რომანტიკულ ღია ბარათებს ძირითადად მარტოხელა ადამიანები უძღვნიან.

6. წმინდა ვალენტინის დღესთან ასოცირებული რომანტიკა გაზვიადებულია. გავრცელებულია მოსაზრება, რომ მამაკაცები მხოლოდ იმიტომ იხარჯებიან წმინდა ვალენტინის დღეს, რომ საყვარელ ქალს ასიამოვნონ და სექსს გამოჰკრან ხელი. თუმცა, სტატისტიკა საწინააღმდეგოს მეტყველებს. აშშ-ის მონაცემებით ამ დღეს უფრო მეტ საჩუქარს მასწავლებლები, დედები და ბავშვები იღებენ. შეყვარებულები მხოლოდ მეოთხე ადგილზე არიან. 

7. ქალებს ღია ბარათების მიღება უფრო უყვართ ვიდრე ყვავილების.

8. მამაკაცთა 70%-ი ქალისთვის საჩუქრის შერჩევისას, უპირატესობას ყვავილებს ანიჭებს.

9. იაპონიაში მამაკაცები უფრო მეტ სასიყვარულო ღია ბარათს იღებენ. ეს მარკეტოლოგების დამსახურებაა. მათ რეკლამებით დააჯერეს საზოგადოება, რომ ქალისთვის სიყვარულის დღეს საუკეთესო საჩუქარი შოკოლადია. სწორედ ამიტომ ქალები ამ დღეს იაპონიაში ბარათებზე მეტად შოკოლადებს ელოდებიან.

10. ვალენტინობის დღეს აშშ-ში ქალების 15% საკუთარი თავისთვის უკვეთავს ვარდების თაიგულს, რათა სამსახურში ამაყად იგრძნოს თავი.

მომზადებულია dekatop.com-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს