სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

27

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

კვირა, მთვარის ოცდამეცხრე დღე დაიწყება 05:27-ზე; ხოლო მთვარის პირველი დღე 23:30-ზე, მთვარე 11:16-ზე ესტუმრება კუროს საკმაოდ რთული დღეა. არ დაიწყოთ ახალი საქმეები. მოერიდეთ ფინანსურ ოპერაციებს, ყოველგვარ ვაჭრობასა და სასამართლო საქმეს. სხვა დღისთვის გადადეთ უფროსთან შეხვედრა და საქმეებზე საუბარს. არ გირჩევთ მგზავრობას, საქმეების გარჩევას. მეტად დაისვენეთ. კარგია მსუბუქი ვარჯიში. დღეს ქორწინება დაუშვებელია. განქორწინების მიზეზი ერთ-ერთი მეუღლის ღალატი ან ტყუილი გახდება. სასურველია ამ დღეს დაიცვათ მარხვა. ნებადართულია რძის პროდუქტები. ხორცი არა. დაგეგმეთ ახალი საქმეები, მაგრამ მათი დაწყებისგან თავი შეიკავეთ. მოერიდეთ ყველა მნიშვნელოვან საქმეს, გადაწყვეტილებას. კონფლიქტისგან თავი შეიკავეთ. დღეს ადამიანი მეტად მგრძნობიარეა საკვების მიმართ. ნუ გადატვირთავ კუჭს, მაგრამ ნურც იშიმშილებთ. მიიღეთ ჯანსაღი საკვები.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ
ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ

თავ­დაც­ვის მი­ნის­ტრი ჟურ­ნა­ლის­ტებს თხოვ­ნით მი­მარ­თავს, "სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე კი­თხვე­ბი არ და­უს­ვან", - ამის შე­სა­ხებ ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ მას შემ­დეგ გა­ნა­ცხა­და, რაც ჟურ­ნა­ლის­ტე­ბი დუ­ბა­ი­ში მისი ვი­ზი­ტით და­ინ­ტე­რეს­დნენ.

რო­გორც ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ამ აღ­ნიშ­ნა, ამ­გვა­რი საქ­მი­ა­ნო­ბით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. მი­ნის­ტრმა ჟურ­ნა­ლის­ტებს მო­უ­წო­და, ყუ­რა­დღე­ბა სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ა­ლუ­რად სა­ინ­ტე­რე­სო თე­მებ­ზე გა­ა­მახ­ვი­ლონ.

"ძა­ლი­ან გთხოვთ, ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე სა­უ­ბარს ნურც ერ­თმა­ნეთს ვა­კად­რებთ. ჩვენს ქვე­ყა­ნა­ში ისე­თი გარ­დაქ­მნე­ბი მიმ­დი­ნა­რე­ობს, სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის რე­ა­ლუ­რად რაც სა­ყუ­რა­დღე­ბოა, იმა­ზე გა­ა­მახ­ვი­ლეთ ყუ­რა­დღე­ბა. ასე­თი სპე­კუ­ლა­ცი­ე­ბი და ჭო­რა­ო­ბა ღირ­სე­ბას არა­ვის სძენს. პრე­მი­ერ­მა ძა­ლი­ან კარ­გად თქვა ამის შე­სა­ხებ. ამით და­კა­ვე­ბუ­ლი იყო წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბა. ჩვენ ვართ ის ხე­ლი­სუფ­ლე­ბა, რო­მელ­საც იმი­ტომ აქვს ხალ­ხის მხარ­და­ჭე­რა, რომ ასე­თი ჭო­რა­ო­ბე­ბით, ასე­თი პი­რად ცხოვ­რე­ბა­ში ჩარ­თვით გა­ღი­ზი­ა­ნე­ბის გამო და­ეს­რუ­ლე­ბი­ნათ ის პრაქ­ტი­კა, რაც წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბას ჰქონ­და. ასეთ სი­სუ­ლე­ლე­ებ­ზე მე­ო­რედ კი­თხვა არ და­მის­ვათ", - მი­მარ­თა ალა­სა­ნი­ამ ჟურ­ნა­ლის­ტებს.

დუ­ბა­ი­ში ალა­სა­ნი­ას ვი­ზიტ­თან და­კავ­ში­რე­ბით მცი­რე კო­მენ­ტა­რი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმაც გა­ა­კე­თა. ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა თავ­დაც­ვის მი­ნისტრს ბო­ლოდ­რო­ინ­დე­ლი ვი­ზი­ტე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­სა­ჯა­რო­ე­ბის­კენ მო­უ­წო­და. "ჭო­რებ­ზე ნუ ისა­უბ­რებთ. სა­ქარ­თვე­ლო ნუ აჰ­ყვე­ბა ჭო­რებს და ნუ გახ­დე­ბა ჭო­რი­კა­ნა ქვე­ყა­ნა. ამ ყვე­ლა­ფერს ძვე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა ახერ­ხებს", - გა­ნა­ცხა­და ივა­ნიშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ

ირაკლი ალასანია - ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ

თავდაცვის მინისტრი ჟურნალისტებს თხოვნით მიმართავს, "სისულელეებზე კითხვები არ დაუსვან", - ამის შესახებ ირაკლი ალასანიამ მას შემდეგ განაცხადა, რაც ჟურნალისტები დუბაიში მისი ვიზიტით დაინტერესდნენ.

როგორც ირაკლი ალასანიამ აღნიშნა, ამგვარი საქმიანობით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. მინისტრმა ჟურნალისტებს მოუწოდა, ყურადღება საზოგადოებისთვის რეალურად საინტერესო თემებზე გაამახვილონ.

"ძალიან გთხოვთ, ასეთ სისულელეებზე საუბარს ნურც ერთმანეთს ვაკადრებთ. ჩვენს ქვეყანაში ისეთი გარდაქმნები მიმდინარეობს, საზოგადოებისთვის რეალურად რაც საყურადღებოა, იმაზე გაამახვილეთ ყურადღება. ასეთი სპეკულაციები და ჭორაობა ღირსებას არავის სძენს. პრემიერმა ძალიან კარგად თქვა ამის შესახებ. ამით დაკავებული იყო წინა ხელისუფლება. ჩვენ ვართ ის ხელისუფლება, რომელსაც იმიტომ აქვს ხალხის მხარდაჭერა, რომ ასეთი ჭორაობებით, ასეთი პირად ცხოვრებაში ჩართვით გაღიზიანების გამო დაესრულებინათ ის პრაქტიკა, რაც წინა ხელისუფლებას ჰქონდა. ასეთ სისულელეებზე მეორედ კითხვა არ დამისვათ", - მიმართა ალასანიამ ჟურნალისტებს.

დუბაიში ალასანიას ვიზიტთან დაკავშირებით მცირე კომენტარი პრემიერ-მინისტრმაც გააკეთა. ბიძინა ივანიშვილმა თავდაცვის მინისტრს ბოლოდროინდელი ვიზიტების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებისკენ მოუწოდა. "ჭორებზე ნუ ისაუბრებთ. საქართველო ნუ აჰყვება ჭორებს და ნუ გახდება ჭორიკანა ქვეყანა. ამ ყველაფერს ძველი ხელისუფლება ახერხებს", - განაცხადა ივანიშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა