სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვარუმი და აგუტინი ბედიანის ბავშვთა სახლისთვის იმღერებენ
ვარუმი და აგუტინი ბედიანის ბავშვთა სახლისთვის იმღერებენ

ბე­დი­ა­ნის ბავ­შვთა სახ­ლის და­სახ­მა­რებ­ლად თბი­ლი­სის დიდ სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბაზ­ში ან­ჟე­ლი­კა ვა­რუ­მი და ლე­ო­ნიდ აგუ­ტი­ნი საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს გა­მარ­თა­ვენ.

საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზა­ტო­რი დათო ოქი­ტაშ­ვი­ლია. მისი თქმით, რუ­სე­თის ესტრა­დის ვარ­სკვლა­ვუ­რი წყვი­ლი კონ­ცერტს 4 აპ­რილს ფი­ლარ­მო­ნი­ა­ში გა­მარ­თავს. საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბის გა­მარ­თვას სა­ფუძ­ვე­ლი სა­ქარ­თვე­ლოს კა­თა­ლი­კოს-პატ­რი­არ­ქის, ილია მე­ო­რის ლოც­ვა-კურ­თხე­ვით გა­სულ წელს ჩა­ე­ყა­რა. "ამ­ბე­ბი.გე" და­ვით ოქი­ტაშ­ვილს ესა­უბ­რა.

- ვა­რუ­მი­სა და აგუ­ტი­ნის კონ­ცერ­ტამ­დე სხვა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი­ცაა და­გეგ­მი­ლი…

- დიახ,15 მარტს საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერტს თამ­რი­კო გვერდწი­თე­ლი და დი­მიტ­რი დუ­ჟე­ვი გა­მარ­თა­ვენ. ამა­ვე სა­ღა­მოს დიდი სა­კონ­ცერ­ტო დარ­ბა­ზის წინ თა­მარ გვერდწი­თე­ლის ვარ­სკვლა­ვიც გა­იხ­სნე­ბა. თამ­რი­კო ეს­ტა­ფე­ტას უკვე აგუ­ტინს და ვა­რუმს და­უთ­მობს, რომ­ლე­ბიც კონ­ცერტს 4 აპ­რილს გა­მარ­თა­ვენ. შე­მო­სუ­ლი თან­ხა ბე­დი­ა­ნის ბავ­შვთა სახ­ლს გა­და­ე­ცე­მა.

- რო­გო­რი იქ­ნე­ბა რე­პერ­ტუ­ა­რი?

- ისი­ნი ცნო­ბილ ჰი­ტებს შე­ას­რუ­ლე­ბენ. მე ვიცი, რომ მომ­ღერ­ლებ­საც მო­ე­ნატ­რათ სა­ქარ­თვე­ლო და ქარ­თვე­ლებ­საც ენატ­რე­ბათ აგუ­ტინ-ვა­რუ­მის წყვი­ლი. ისი­ნი ბო­ლოს სა­ქარ­თვე­ლო­ში გას­ტროლ­ზე 15 წლის წინ იმ­ყო­ფე­ბოდ­ნენ.

რაც შე­ე­ხე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტე­ბის ციკლს, ის გა­სულ წელს ვა­ლე­რი მე­ლა­ძის კონ­ცერ­ტით და­ი­წყო. კონ­ცერ­ტე­ბი თა­მარ გვერდწი­თელ­მა, მი­შელ ლეგ­რან­მა, ან­რის ლი­ე­პამ, ნატო გე­ლაშ­ვილ­მა და თე­მურ თა­თა­რაშ­ვილ­მა უკვე გა­მარ­თეს.

გი­ორ­გი ბე­რი­ძე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვარუმი და აგუტინი ბედიანის ბავშვთა სახლისთვის იმღერებენ

ვარუმი და აგუტინი ბედიანის ბავშვთა სახლისთვის იმღერებენ

ბედიანის ბავშვთა სახლის დასახმარებლად თბილისის დიდ საკონცერტო დარბაზში ანჟელიკა ვარუმი და ლეონიდ აგუტინი საქველმოქმედო კონცერტს გამართავენ.

საქველმოქმედო კონცერტების ორგანიზატორი დათო ოქიტაშვილია. მისი თქმით, რუსეთის ესტრადის ვარსკვლავური წყვილი კონცერტს 4 აპრილს ფილარმონიაში გამართავს. საქველმოქმედო კონცერტების გამართვას საფუძველი საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის, ილია მეორის ლოცვა-კურთხევით გასულ წელს ჩაეყარა. ”ამბები.გე” დავით ოქიტაშვილს ესაუბრა.

- ვარუმისა და აგუტინის კონცერტამდე სხვა საქველმოქმედო კონცერტიცაა დაგეგმილი…

- დიახ,15 მარტს საქველმოქმედო კონცერტს თამრიკო გვერდწითელი და დიმიტრი დუჟევი გამართავენ. ამავე საღამოს დიდი საკონცერტო დარბაზის წინ თამარ გვერდწითელის ვარსკვლავიც გაიხსნება. თამრიკო ესტაფეტას უკვე აგუტინს და ვარუმს დაუთმობს, რომლებიც კონცერტს 4 აპრილს გამართავენ. შემოსული თანხა ბედიანის ბავშვთა სახლს გადაეცემა.

- როგორი იქნება რეპერტუარი?

- ისინი ცნობილ ჰიტებს შეასრულებენ. მე ვიცი, რომ მომღერლებსაც მოენატრათ საქართველო და ქართველებსაც ენატრებათ აგუტინ-ვარუმის წყვილი. ისინი ბოლოს საქართველოში გასტროლზე 15 წლის წინ იმყოფებოდნენ.

რაც შეეხება საქველმოქმედო კონცერტების ციკლს, ის გასულ წელს ვალერი მელაძის კონცერტით დაიწყო. კონცერტები თამარ გვერდწითელმა, მიშელ ლეგრანმა, ანრის ლიეპამ, ნატო გელაშვილმა და თემურ თათარაშვილმა უკვე გამართეს.

გიორგი ბერიძე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება