სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან
მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან

ახა­ლი რა­კე­ტე­ბის შექ­მნის პა­რა­ლე­ლუ­რად, ამე­რი­კუ­ლი კოს­მო­სუ­რი სა­ა­გენ­ტო კოს­მოს­ში გა­და­ად­გი­ლე­ბის კი­დევ ერთ სა­შუ­ა­ლე­ბა­ზე მუ­შა­ობს. სა­უ­ბა­რია კოს­მო­სუ­რი აპა­რა­ტის პრო­ექ­ტზე, რო­მე­ლიც ორ­ბი­ტა­ზე გას­ვლის შემ­დეგ მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე დიდ მზის იალ­ქანს გაშ­ლის. აპა­რა­ტის კოს­მოს­ში გაშ­ვე­ბა მო­მა­ვალ, 2014 წელ­საა და­გეგ­მი­ლი.

პრო­ექ­ტი სა­დე­მონ­სტრა­ციო ფუნ­ქცი­ას ატა­რებს. სპე­ცი­ა­ლის­ტთა გათ­ვლით, მზის იალ­ქნის სა­შუ­ა­ლე­ბით, აპა­რა­ტი კოს­მოს­ში 3 მი­ლი­ონ კი­ლო­მეტრზე მეტს იფ­რენს და ამ მან­ძი­ლის და­ფარ­ვი­სას არ­ცერთ წვეთ საწ­ვავს არ და­ხარ­ჯავს.

ეს ყო­ვე­ლი­ვე ცოტა უც­ნა­უ­რია - იალ­ქნე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბა კოს­მოს­ში - სივ­რცე­ში, სა­დაც სრუ­ლი ვა­კუ­უ­მია. მაგ­რამ გა­და­ად­გი­ლე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბა აქაც არ­სე­ბობს. ეს მზის ქა­რია. იო­ნი­ზი­რე­ბუ­ლი ნა­წი­ლა­კე­ბის ნა­კა­დი მზი­დან 300-1200 კმ/წმ-ში სიჩ­ქა­რით, გარ­შე­მო არ­სე­ბულ სივ­რცე­ში მი­ე­მარ­თე­ბა. სწო­რედ კოს­მოს­ში გაშ­ლი­ლი გი­გან­ტუ­რი იალ­ქნე­ბის სა­შუ­ა­ლე­ბით ადა­მი­ა­ნი მზის ქა­რის "და­ჭე­რას" აპი­რებს.

მი­სი­ამ ყვე­ლა­ზე დიდი მზის იალ­ქნით, უკვე მი­ი­ღო თა­ვი­სი სა­ხე­ლი Sunjammer. შე­და­რე­ბის­თვის, ია­პო­ნუ­რი IKAROS-ის იალ­ქნის ფარ­თო­ბი 200 კვად­რა­ტულ მეტ­რამ­დე იყო. ახა­ლი Sunjammer-ის შემ­თხვე­ვა­ში კი ეს ციფ­რი 1200-ს შე­ად­გენს. ის 30 კგ-ზე ოდ­ნავ მეტს იწო­ნის და და­კე­ცილ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში სა­შუ­ა­ლო ზო­მის სა­რე­ცხის მან­ქა­ნის­ხე­ლა მო­ცუ­ლო­ბას იკა­ვებს.

Sunjammer-ის იალ­ქა­ნი კაპ­ტო­ნის­გან, კომ­პა­ნია DuPont-ის მიერ შექ­მნი­ლი ულტრა­თხე­ლი აპ­კის­გან დამ­ზად­და. მისი სის­ქე მხო­ლოდ 0,05 მი­ლი­მეტ­რია. თუმ­ცა ის საკ­მა­ოდ მტკი­ცეა.

აპა­რატ Sunjammer-ის მოგ­ზა­უ­რო­ბის სა­ბო­ლოო წერ­ტი­ლი, სის­ტე­მა მზე-დე­და­მი­წის ლაგ­რან­ჟეს წერ­ტი­ლი L1-ია, სა­დაც აპა­რა­ტი მზი­სა და დე­და­მი­წის გრა­ვი­ტა­ცი­ის ზე­მოქ­მე­დე­ბით, ხან­გრძლი­ვი ვა­დით გა­ჩერ­დე­ბა. Sunjammer ტექ­ნო­ლო­გი­ე­ბის დე­მონ­სტრა­ტო­რია და არა­ნა­ი­რი სა­მეც­ნი­ე­რო აღ­ჭურ­ვი­ლო­ბა არ ექ­ნე­ბა.

მო­ამ­ზა­და ნუკ­რი მგე­ლა­ძემ dailytachinfo.com-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან

მომავალ წელს კოსმოსში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლიან

ახალი რაკეტების შექმნის პარალელურად, ამერიკული კოსმოსური სააგენტო კოსმოსში გადაადგილების კიდევ ერთ საშუალებაზე მუშაობს. საუბარია კოსმოსური აპარატის პროექტზე, რომელიც ორბიტაზე გასვლის შემდეგ მსოფლიოში ყველაზე დიდ მზის იალქანს გაშლის. აპარატის კოსმოსში გაშვება მომავალ, 2014 წელსაა დაგეგმილი.

პროექტი სადემონსტრაციო ფუნქციას ატარებს. სპეციალისტთა გათვლით, მზის იალქნის საშუალებით, აპარატი კოსმოსში 3 მილიონ კილომეტრზე მეტს იფრენს და ამ მანძილის დაფარვისას არცერთ წვეთ საწვავს არ დახარჯავს.

ეს ყოველივე ცოტა უცნაურია - იალქნების გამოყენება კოსმოსში - სივრცეში, სადაც სრული ვაკუუმია. მაგრამ გადაადგილების საშუალება აქაც არსებობს. ეს მზის ქარია. იონიზირებული ნაწილაკების ნაკადი მზიდან 300-1200 კმ/წმ-ში სიჩქარით, გარშემო არსებულ სივრცეში მიემართება. სწორედ კოსმოსში გაშლილი გიგანტური იალქნების საშუალებით ადამიანი მზის ქარის "დაჭერას" აპირებს.

მისიამ ყველაზე დიდი მზის იალქნით, უკვე მიიღო თავისი სახელი Sunjammer. შედარებისთვის, იაპონური IKAROS-ის იალქნის ფართობი 200 კვადრატულ მეტრამდე იყო. ახალი Sunjammer-ის შემთხვევაში კი ეს ციფრი 1200-ს შეადგენს. ის 30 კგ-ზე ოდნავ მეტს იწონის და დაკეცილ მდგომარეობაში საშუალო ზომის სარეცხის მანქანისხელა მოცულობას იკავებს.

Sunjammer-ის იალქანი კაპტონისგან, კომპანია DuPont-ის მიერ შექმნილი ულტრათხელი აპკისგან დამზადდა. მისი სისქე მხოლოდ 0,05 მილიმეტრია. თუმცა ის საკმაოდ მტკიცეა.

აპარატ Sunjammer-ის მოგზაურობის საბოლოო წერტილი, სისტემა მზე-დედამიწის ლაგრანჟეს წერტილი L1-ია,  სადაც აპარატი მზისა და დედამიწის გრავიტაციის ზემოქმედებით, ხანგრძლივი ვადით გაჩერდება. Sunjammer ტექნოლოგიების დემონსტრატორია და არანაირი სამეცნიერო აღჭურვილობა არ ექნება.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ dailytachinfo.com-ის მიხედვით.

"ტელეფონი დავამტვრიე, ჩემები რომ დამირეკავდნენ, რუსს არ ეთქვა: აქ ბევრი მკვდარია, თქვენ რომელი გინდათო..." - შინდისის ბრძოლას გადარჩენილის ნაამბობი

83 წლის მამაკაცი, რომელიც კახეთში პოლიციელებს თავს დაესხა, გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა

"დღეს გულისამაჩუყებელი ამანათი მივიღეთ..." - უცნობი ამერიკელი ჯარისკაცის წერილი ავღანეთში დაღუპულ ქართველ მებრძოლზე