მეცნიერება
მსოფლიო
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება
ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება

ცნო­ბილ­მა მომ­ღე­რალ­მა ბი­ონ­სემ აშშ-ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე პო­პუ­ლა­რუ­ლი სპორ­ტუ­ლი შე­ჯიბ­რი - ამე­რი­კუ­ლი ფეხ­ბურ­თის სუ­პერ­თა­სის მო­რი­გი სე­ზო­ნი ბრწყინ­ვა­ლე გა­მოს­ვლით დაჩ­რდი­ლა. ვარ­სკვლავ­მა Super Bowl-ის შეს­ვე­ნე­ბა­ზე გრან­დი­ო­ზუ­ლი შოუ დად­გა. შოუს გან­მავ­ლო­ბა­ში პოპ-ვარ­სკვლავ­მა მისი ყვე­ლა­ზე ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლა.

31 წლის ბი­ონ­სემ შე­უს­ვე­ნებ­ლივ იმ­ღე­რა და იცეკ­ვა. მის გა­მოს­ვლას თვალს მო­ე­დან­ზე მყო­ფი 76 468 ადა­მი­ა­ნი ადევ­ნებ­და.

"ბი­ონ­სეს დი­დე­ბუ­ლი შოუ" - ასე აფა­სებს და­სავ­ლუ­რი პრე­სა მომ­ღერ­ლის ცე­ცხლო­ვან გა­მოს­ვლას. შოუს და­სას­რულს მა­ყუ­რე­ბელს კი­დევ ერთი სი­ურპრი­ზი ელო­და. სცე­ნა­ზე ჯგუ­ფი Destiny's Childs-ი, რამ­დე­ნი­მე­წ­ლი­ა­ნი შეს­ვე­ნე­ბის შემ­დეგ სრუ­ლი შე­მად­გენ­ლო­ბით გა­მო­ვი­და.

ბი­ონ­სემ, კელი რო­უ­ლენდმა და მი­შელ უი­ლი­ამსმა მათი ჯგუ­ფის ცნო­ბი­ლი ჰი­ტე­ბი შე­ას­რუ­ლეს. შოუმ ნამ­დვი­ლი ფუ­რო­რი მო­ახ­დი­ნა.

გარ­და იმი­სა, რომ შოუს წი­ლად აბ­სო­ლუ­ტუ­რი აღი­ა­რე­ბა ხვდა, ბი­ონ­სეს ცხოვ­რე­ბა­ში კი­დევ ერთი ახა­ლი ამ­ბა­ვია. მომ­ღე­რა­ლი ევ­რო­პა­ში გრან­დი­ო­ზულ სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს გა­მარ­თავს. ამის შე­სა­ხებ ვარ­სკვლავ­მა გუ­შინ ოფი­ცი­ა­ლუ­რი ვი­დე­ორ­გო­ლი და გან­ცხა­დე­ბა გა­ავ­რცე­ლა. ვი­დეო სა­მე­ფო სტილ­შია გა­და­წყვე­ტი­ლი, ხოლო ბი­ონ­სეს დე­დოფ­ლის როლი აქვს მორ­გე­ბუ­ლი.

ტურ­ნე სა­ხე­ლად Mrs Carter Show (კარ­ტე­რი ბი­ონ­სეს მე­უღ­ლის, ჯე­ი­ზის გვა­რია), სტარტს 15 აპ­რილს, ბელგრა­დი­დან აი­ღებს. ბი­ონ­სე ევ­რო­პის მას­შტა­ბით კონ­ცერ­ტებს გა­მარ­თავს სერ­ბეთ­ში, საფ­რან­გეთ­ში, ბრი­ტა­ნეთ­ში, ჰო­ლან­დი­ა­ში, სლო­ვა­კეთ­ში, ხორ­ვა­ტი­ა­ში, ბელ­გი­ა­ში, შვე­დეთ­ში.

28 ივ­ნი­სი­დან ბი­ონ­სე სა­კონ­ცერ­ტო ტურ­ნეს ჩრდი­ლო­ეთ ამე­რი­კა­ში გა­ნაგ­რძობს.

იხი­ლეთ ფო­ტო­გა­ლე­რეა

იხი­ლეთ ვი­დეო: სუ­პერ­შოუ Super Bowl-ის შეს­ვე­ნე­ბა­ზე - ბი­ონ­სემ სცე­ნა­ზე "ცე­ცხლი და­ან­თო"

მომ­ზა­დე­ბუ­ლია dailymail.co.uk-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება

ბიონსეს ცეცხლოვანი შოუ და Destiny's Child-ის დაბრუნება

ცნობილმა მომღერალმა ბიონსემ აშშ-ში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სპორტული შეჯიბრი - ამერიკული ფეხბურთის სუპერთასის მორიგი სეზონი ბრწყინვალე გამოსვლით დაჩრდილა. ვარსკვლავმა Super Bowl-ის შესვენებაზე გრანდიოზული შოუ დადგა. შოუს განმავლობაში პოპ-ვარსკვლავმა მისი ყველაზე ცნობილი ჰიტები შეასრულა.

31 წლის ბიონსემ შეუსვენებლივ იმღერა და იცეკვა. მის გამოსვლას თვალს მოედანზე მყოფი 76 468 ადამიანი ადევნებდა.

"ბიონსეს დიდებული შოუ" - ასე აფასებს დასავლური პრესა მომღერლის ცეცხლოვან გამოსვლას. შოუს დასასრულს მაყურებელს კიდევ ერთი სიურპრიზი ელოდა. სცენაზე ჯგუფი Destiny's Childs-ი, რამდენიმეწლიანი შესვენების შემდეგ სრული შემადგენლობით გამოვიდა.

ბიონსემ, კელი როულენდმა და მიშელ უილიამსმა მათი ჯგუფის ცნობილი ჰიტები შეასრულეს. შოუმ ნამდვილი ფურორი მოახდინა.

გარდა იმისა, რომ შოუს წილად აბსოლუტური აღიარება ხვდა, ბიონსეს ცხოვრებაში კიდევ ერთი ახალი ამბავია. მომღერალი ევროპაში გრანდიოზულ საკონცერტო ტურნეს გამართავს. ამის შესახებ ვარსკვლავმა გუშინ ოფიციალური ვიდეორგოლი და განცხადება გაავრცელა. ვიდეო სამეფო სტილშია გადაწყვეტილი, ხოლო ბიონსეს დედოფლის როლი აქვს მორგებული.

ტურნე სახელად Mrs Carter Show (კარტერი ბიონსეს მეუღლის, ჯეიზის გვარია), სტარტს 15 აპრილს, ბელგრადიდან აიღებს. ბიონსე ევროპის მასშტაბით კონცერტებს გამართავს სერბეთში, საფრანგეთში, ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, სლოვაკეთში, ხორვატიაში, ბელგიაში, შვედეთში.

28 ივნისიდან ბიონსე საკონცერტო ტურნეს ჩრდილოეთ ამერიკაში განაგრძობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ვიდეო: სუპერშოუ Super Bowl-ის შესვენებაზე - ბიონსემ სცენაზე "ცეცხლი დაანთო"

მომზადებულია dailymail.co.uk-ის მიხედვით.

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება