სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ აღარ დადის შორენა ბეგაშვილი ბომონდურ შეკრებებზე
რატომ აღარ დადის შორენა ბეგაშვილი ბომონდურ შეკრებებზე

შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლის წარ­მა­ტე­ბის მთა­ვა­რი ფორ­მუ­ლა "რკი­ნის ნერ­ვებს" უკავ­შირ­დე­ბა. მისი პირ­ვე­ლი რჩე­ვა ასე­თია: "ყვე­ლას, ვინც კა­რი­ე­რას იწყებს, ვურ­ჩევ, "რკი­ნის ნერ­ვე­ბი" გა­მო­ი­მუ­შა­ოს, რათა უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მათი აზ­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა შეძ­ლოს..." მსა­ხი­ო­ბი ამ­ბობს, რომ სა­კუ­თა­რი გა­რეგ­ნო­ბა ხში­რად, კა­რი­ე­რულ ბა­რი­ე­რებს უქ­მნის. თუმ­ცა, მისი შე­მო­სავ­ლის ძი­რი­თა­დი წყა­როც სწო­რედ გა­რეგ­ნო­ბას უკავ­შირ­დე­ბა. შო­რე­ნა ბე­გაშ­ვი­ლი იმ აგ­რე­სი­ის მო­სა­გე­რი­ე­ბელ სტრა­ტე­გი­ებ­ზეც გვე­სა­უბ­რა, რო­მელ­საც მსა­ხი­ო­ბი ძი­რი­თა­დად, სუს­ტი სქე­სის­გან გრძნობს...

- შენი ცხოვ­რე­ბა - რთუ­ლი ბავ­შვო­ბი­დან "ვარ­სკვლა­ვო­ბამ­დე" - კონ­კი­ას ზღა­პარს ჰგავს. რო­გორ ფიქ­რობ, ამ­გვა­რი წარ­მა­ტე­ბა ბე­დის­წე­რა იყო თუ შრო­მის შე­დე­გია?

- ეს დიდი შრო­მის შე­დე­გია! მერ­წმუ­ნეთ, მხო­ლოდ ტან­საც­მლის გახ­დით, შიშ­ვე­ლი სხე­უ­ლის დე­მონ­სტრი­რე­ბით ცნო­ბი­ლი და ამავდრო­უ­ლად, წარ­მა­ტე­ბუ­ლი ვერ გახ­დე­ბი. ბევ­რი ადა­მი­ა­ნი ვი­ცით, ვინც პო­პუ­ლა­რო­ბის­თვის ამ გზას მი­მარ­თა, მაგ­რამ ისი­ნი დღეს სა­ზო­გა­დო­ე­ბას აღარც კი ახ­სოვს. რაც შე­ე­ხე­ბა იღ­ბალს - ვფიქ­რობ, თუ იღ­ბლი­ა­ნი არ ხარ, ცხოვ­რე­ბა­ში არა­ფე­რი გა­მო­გი­ვა. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ უიღ­ბლო­ბას არ ვუ­ჩი­ვი.

- რო­გორ ფიქ­რობ, მე­უღ­ლეს რომ არ და­შო­რე­ბო­დი, კა­რი­ე­რა­ში ისე­თი­ვე წარ­მა­ტე­ბუ­ლი იქ­ნე­ბო­დი, რო­გო­რიც დღეს ხარ?

- ამ კი­თხვა­ზე პა­სუ­ხის გა­ცე­მა რთუ­ლია... მაგ­რამ ალ­ბათ, დი­ა­სახ­ლი­სად დავ­რჩე­ბო­დი. მე­უღ­ლეს­თან გა­შო­რე­ბამ სტი­მუ­ლი მომ­ცა, რომ უფრო მე­ტად აქ­ტი­უ­რი გავმხდა­რი­ყა­ვი საქ­მე­ში.

- ანუ ქორ­წი­ნე­ბა ერ­თგვა­რი დაბ­რკო­ლე­ბა იყო კა­რი­ე­რუ­ლი წინსვლის­თვის?

- არა, მთლად ასეც არ იყო საქ­მე. ყო­ფი­ლი მე­უღ­ლე არა­ფერს მიშ­ლი­და, მაგ­რამ თა­ვად არ მინ­დო­და სახ­ლი­დან გას­ვლა. შინ ვი­ჯე­ქი და სი­ა­მოვ­ნე­ბით ვდი­ა­სახ­ლი­სობ­დი.

- რო­გორ ფიქ­რობ, დღეს­დღე­ო­ბით შენი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რამ­დე­ნი პრო­ცენ­ტი გაქვს "გა­ხარ­ჯუ­ლი"?

- ძა­ლი­ან მცი­რე. სა­ქარ­თვე­ლო­ში არ არ­სე­ბობს ბა­ზა­რი იმის­თვის, რომ ბევ­რი და მრა­ვალ­ფე­რო­ვა­ნი როლი შე­ვას­რუ­ლო. დღეს ძა­ლი­ან ცოტა ადა­მი­ა­ნი ახერ­ხებს სა­კუ­თა­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბის რე­ა­ლი­ზე­ბას. ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნია უმუ­შე­ვა­რი...

- ამ ყვე­ლაფ­რის გამო სა­ზღვარ­გა­რეთ წას­ვლა­ზე არ გი­ფიქ­რია?

- ეს სა­კი­თხი ამ­ჟა­მად გა­ნი­ხი­ლე­ბა, ადრე კი ყო­ველ­თვის უარს ვამ­ბობ­დი მსგავს შე­მო­თა­ვა­ზე­ბებ­ზე.

- ამის მი­ზე­ზი შვი­ლი ხომ არ იყო?

- ჰო, ბავ­შვის გამო არ მინ­დო­და სა­ქარ­თვე­ლო­დან წას­ვლა. ისე კი, სა­ზღვარ­გა­რეთ დიდ­ხანს არ მი­ცხოვ­რია და არც ის ვიცი, ამას შევ­ძლებ თუ არა.

- შვი­ლის და­ბა­დე­ბამ რა შეც­ვა­ლა შენს ცხოვ­რე­ბა­ში?

- შვი­ლი ქა­ლის ცხოვ­რე­ბა­ში აბ­სო­ლუ­ტუ­რად ყვე­ლა­ფერს ცვლის, გან­სა­კუთ­რე­ბით მა­შინ, როცა ასა­კით პა­ტა­რა თხოვ­დე­ბა... პირ­ველ რიგ­ში, მე დედა ვარ, მერე - მსა­ხი­ო­ბი და სხვა და­ნარ­ჩე­ნი. ვცდი­ლობ, ყვე­ლა­ფე­რი ისე გა­ვა­კე­თო, რომ ჩემს გო­გო­ნას არა­ფე­რი მო­აკ­ლდეს. მა­გა­ლი­თად, როცა სკო­ლა­შია, საქ­მე­ებს მა­შინ ვაგ­ვა­რებ. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რომ მა­ჩუ­ქა შვი­ლი, რო­მელ­თა­ნაც დღეს­დღე­ო­ბით, ვმე­გობ­რობ; ყო­ველ­თვის ვგრძნობ მის მხარ­ში დგო­მას.

- ამ­ბო­ბენ, - ქალს სა­კუ­თა­რი სი­ლა­მა­ზე ხში­რად, დაბ­რკო­ლე­ბა­საც უქ­მნი­სო...

- ასე­თი ბა­რი­ე­რი თან სდევს ჩემს ცხოვ­რე­ბას. ბევრ პრო­ექ­ტში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის უფ­ლე­ბა მხო­ლოდ იმი­ტომ არ მომ­ცეს, რომ ვი­ღა­ცის შეყ­ვა­რე­ბულს ან საყ­ვა­რელს არ მოვ­წონ­დი. თით­ქოს, ყველ­გან არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც ამა თუ იმ საქ­მე­ში ჩემ­თვის ხე­ლის შეშ­ლას ცდი­ლო­ბენ. თუმ­ცა, იქ, სა­დაც სუფ­თა ად­გი­ლი და გა­რე­მოა, ყო­ველ­თვის დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად მაძ­ლე­ვენ სა­მუ­შა­ოს. არა­სო­დეს არა­ვის დახ­მა­რე­ბით, არა­ფე­რი მი­მი­ღია. მად­ლო­ბა ღმერ­თს, რაც მაქვს - ყვე­ლა­ფე­რი დამ­სა­ხუ­რე­ბუ­ლად.

- და­მე­თან­ხმე­ბი, სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში შენ მი­მართ ხში­რად ამ­ჟღავ­ნე­ბენ არა მარ­ტო და­დე­ბით ემო­ცი­ებს, არა­მედ - აგ­რე­სი­ა­საც. ამა­ზე რო­გორ რე­ა­გი­რებ?

- (იცი­ნის) ახ­ლა­ხან ვი­ღაც ჩემ­ზე წერ­და, რომ მსუ­ქა­ნი ვარ, უკვე დავ­ბერ­დი და დროა, სახ­ლში დავ­ჯდე. ძა­ლი­ან ბევ­რი ცუდი რამ მსმე­ნია სა­კუ­თარ თავ­ზე, მაგ­რამ ბევ­რი კარ­გიც გა­მი­გო­ნია. სო­ცი­ა­ლურ ქსე­ლებ­ში "შო­რე­ნას თე­მა­ზე" ნამ­დვი­ლი ომია ხოლ­მე გა­ჩა­ღე­ბუ­ლი (იცი­ნის). იქ ხომ ყვე­ლა აძ­ლევს თავს უფ­ლე­ბას, გა­გაკ­რი­ტი­კოს; ყვე­ლას შენ­ზე ჭკვი­ა­ნი ჰგო­ნია თავი და ფიქ­რობს, რომ უკეთ იცის შენი საქ­მე. ვი­საც საღი აზ­როვ­ნე­ბა აქვს, ის თა­ვად და­ი­ნა­ხავს რე­ა­ლო­ბას.

- არ ით­რგუ­ნე­ბი, როცა მსგავს კო­მენ­ტა­რებს კი­თხუ­ლობ?

- არა, რა­ტომ უნდა და­ვით­რგუ­ნო?! მე უფრო კარ­გად არ ვიცი, გავ­სუქ­დი, გავ­თხოვ­დი თუ ცხრა საყ­ვა­რე­ლი მყავს ერ­თდრო­უ­ლად (იცი­ნის)?! ჭო­რებს რომ ავ­ყვე, სა­გი­ჟეთ­ში ამოვ­ყოფ თავს... როცა სხვა­ზე წე­რენ რა­ღა­ცებს, არც ამის მჯე­რა, რად­გან ვფიქ­რობ, ბევ­რი რამ ისე­თი­ვე "სი­მარ­თლეა", რო­გო­რიც - ჩემს შემ­თხვე­ვა­ში. ხალ­ხი მხო­ლოდ ნაკ­ლის, ცუ­დის და­ნახ­ვა­სა და კრი­ტი­კა­ზეა გა­დარ­თუ­ლი. მი­ვეჩ­ვიე, რომ რო­გო­რი კარ­გი რო­ლიც უნდა შე­ვას­რუ­ლო, პირ­ველ რიგ­ში მა­ინც იმას აღ­ნიშ­ნა­ვენ, რომ ვარ "აწყო­ბი­ლი" და ა.შ. ყვე­ლას, ვინც კა­რი­ე­რის აწყო­ბას აპი­რებს, ვურ­ჩევ, "რკი­ნის ნერ­ვე­ბი" გა­მო­ი­მუ­შა­ოს, რათა უსაქ­მუ­რი ადა­მი­ა­ნე­ბი­სა და მათი აზ­რე­ბის იგ­ნო­რი­რე­ბა შეძ­ლოს.

- სი­ტყვა "აწყო­ბი­ლი" ახ­სე­ნე. შენი გა­რეგ­ნუ­ლი სი­ლა­მა­ზე ბუ­ნებ­რი­ვია?

- მე მიყ­ვარს სა­კუ­თა­რი თავი და რა გა­საკ­ვი­რია, რომ გა­რეგ­ნო­ბა­ზე ვზრუ­ნავ - ვვარ­ჯი­შობ, კოს­მე­ტი­კას, ნიღ­ბებს ვი­ყე­ნებ და ა.შ. ყვე­ლა ქალს ვურ­ჩევ, მუდ­მი­ვად იზ­რუ­ნოს სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე. თუ ასე მო­იქ­ცე­ვი­ან, მა­შინ ნაკ­ლე­ბად აგ­რე­სი­უ­ლე­ბი იქ­ნე­ბი­ან, უფრო მე­ტად შე­უყ­ვარ­დე­ბათ სა­კუ­თა­რი თავი, მერე კი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის სიყ­ვა­რულ­საც ის­წავ­ლი­ან...

- რო­ლე­ბის გა­ნა­წი­ლე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბულ კონ­ფლიქ­ტში თუ მი­გი­ღია მო­ნა­წი­ლე­ო­ბა?

- ყო­ფი­ლა შემ­თხვე­ვა, როცა ჩემი როლი სხვის­თვის მი­უ­ცი­ათ. ზუს­ტად ვიცი, რა­ტომ წა­მარ­თვეს და მის­ცეს სხვას ესა თუ ის როლი, მაგ­რამ ამა­ზე ლა­პა­რაკს არ ვა­პი­რებ; ასეთ დროს სკან­დალს ნამ­დვი­ლად არ ვა­წყობ.

- რამ შე­იძ­ლე­ბა, შო­რე­ნა ბე­გაშ­ვილს წო­ნას­წო­რო­ბა და­ა­კარ­გვი­ნოს?

- ოოო... სა­ერ­თოდ, ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად ხდე­ბა, რად­გა­ნაც გა­წო­ნას­წო­რე­ბუ­ლი ადა­მი­ა­ნი გახ­ლა­ვართ. გაბ­რა­ზე­ბუ­ლი მგო­ნი, ჯერ არა­ვის ვუ­ნა­ხავ­ვარ. კონ­ფლიქ­ტუ­რი სა­ერ­თოდ არ ვარ.

- და­ძა­ბუ­ლი სა­მუ­შაო დღე­ე­ბის შემ­დეგ გან­ტვირ­თვას რო­გორ ახერ­ხებ?

- ძი­რი­თა­დად, მე­გობ­რებ­თან ერ­თად, კლუ­ბებ­ში დავ­დი­ვარ. თუმ­ცა, ბოლო დროს ესეც მე­ზა­რე­ბა; გარ­თო­ბას ხში­რად, შინ ყოფ­ნას ვამ­ჯო­ბი­ნებ. მე­კი­თხე­ბი­ან, - რა­ტომ არ ვჩან­ვარ ამა თუ იმ პრე­ზენ­ტა­ცი­ა­ზე, შეკ­რე­ბა­ზე? ძა­ლი­ან მო­სა­ბეზ­რე­ბე­ლი გახ­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. მირ­ჩევ­ნია, შვილ­თან ერ­თად დრო სა­სი­ა­მოვ­ნოდ გა­ვა­ტა­რო, ვიდ­რე ვი­ღა­ცე­ბის ძა­ლად გა­ღი­მე­ბულ სა­ხე­ებს ვუ­ყუ­რო.

- მე­ლან­ქო­ლი­უ­რი ხა­სი­ა­თი გაქვს?

- ასე­თი რამ იშ­ვი­ა­თად მე­მარ­თე­ბა. მო­წყე­ნი­ლი შე­იძ­ლე­ბა, მხო­ლოდ ერთი-ორი სა­ა­თი ვიყო, მერე გან­წყო­ბი­ლე­ბა ნელ-ნელა მი­უმ­ჯო­ბეს­დე­ბა. ზოგ­ჯერ უბ­რა­ლოდ, ყვე­ლას­გან და ყვე­ლაფ­რის­გან დას­ვე­ნე­ბა მინ­დე­ბა და ასეთ დროს არა­ვის ვნა­ხუ­ლობ. მერ­წმუ­ნეთ, ზოგ­ჯერ მარ­ტო­ო­ბა გან­ტვირ­თვის კარ­გი სა­შუ­ა­ლე­ბაა.

შო­რე­ნა ლა­ბა­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ აღარ დადის შორენა ბეგაშვილი ბომონდურ შეკრებებზე

რატომ აღარ დადის შორენა ბეგაშვილი ბომონდურ შეკრებებზე

შორენა ბეგაშვილის წარმატების მთავარი ფორმულა "რკინის ნერვებს" უკავშირდება. მისი პირველი რჩევა ასეთია: "ყველას, ვინც კარიერას იწყებს, ვურჩევ, "რკინის ნერვები" გამოიმუშაოს, რათა უსაქმური ადამიანებისა და მათი აზრების იგნორირება შეძლოს..." მსახიობი ამბობს, რომ საკუთარი გარეგნობა ხშირად, კარიერულ ბარიერებს უქმნის. თუმცა, მისი შემოსავლის ძირითადი წყაროც სწორედ გარეგნობას უკავშირდება. შორენა ბეგაშვილი იმ აგრესიის მოსაგერიებელ სტრატეგიებზეც გვესაუბრა, რომელსაც მსახიობი ძირითადად, სუსტი სქესისგან გრძნობს...

- შენი ცხოვრება - რთული ბავშვობიდან "ვარსკვლავობამდე" - კონკიას ზღაპარს ჰგავს. როგორ ფიქრობ, ამგვარი წარმატება ბედისწერა იყო თუ შრომის შედეგია?

- ეს დიდი შრომის შედეგია! მერწმუნეთ, მხოლოდ ტანსაცმლის გახდით, შიშველი სხეულის დემონსტრირებით ცნობილი და ამავდროულად, წარმატებული ვერ გახდები. ბევრი ადამიანი ვიცით, ვინც პოპულარობისთვის ამ გზას მიმართა, მაგრამ ისინი დღეს საზოგადოებას აღარც კი ახსოვს. რაც შეეხება იღბალს - ვფიქრობ, თუ იღბლიანი არ ხარ, ცხოვრებაში არაფერი გამოგივა. მადლობა ღმერთს, რომ უიღბლობას არ ვუჩივი.

- როგორ ფიქრობ, მეუღლეს რომ არ დაშორებოდი, კარიერაში ისეთივე წარმატებული იქნებოდი, როგორიც დღეს ხარ?

- ამ კითხვაზე პასუხის გაცემა რთულია... მაგრამ ალბათ, დიასახლისად დავრჩებოდი. მეუღლესთან გაშორებამ სტიმული მომცა, რომ უფრო მეტად აქტიური გავმხდარიყავი საქმეში.

- ანუ ქორწინება ერთგვარი დაბრკოლება იყო კარიერული წინსვლისთვის?

- არა, მთლად ასეც არ იყო საქმე. ყოფილი მეუღლე არაფერს მიშლიდა, მაგრამ თავად არ მინდოდა სახლიდან გასვლა. შინ ვიჯექი და სიამოვნებით ვდიასახლისობდი.

- როგორ ფიქრობ, დღესდღეობით შენი შესაძლებლობების რამდენი პროცენტი გაქვს "გახარჯული"?

- ძალიან მცირე. საქართველოში არ არსებობს ბაზარი იმისთვის, რომ ბევრი და მრავალფეროვანი როლი შევასრულო. დღეს ძალიან ცოტა ადამიანი ახერხებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას. ბევრი ნიჭიერი ადამიანია უმუშევარი...

- ამ ყველაფრის გამო საზღვარგარეთ წასვლაზე არ გიფიქრია?

- ეს საკითხი ამჟამად განიხილება, ადრე კი ყოველთვის უარს ვამბობდი მსგავს შემოთავაზებებზე.

- ამის მიზეზი შვილი ხომ არ იყო?

- ჰო, ბავშვის გამო არ მინდოდა საქართველოდან წასვლა. ისე კი, საზღვარგარეთ დიდხანს არ მიცხოვრია და არც ის ვიცი, ამას შევძლებ თუ არა.

- შვილის დაბადებამ რა შეცვალა შენს ცხოვრებაში?

- შვილი ქალის ცხოვრებაში აბსოლუტურად ყველაფერს ცვლის, განსაკუთრებით მაშინ, როცა ასაკით პატარა თხოვდება... პირველ რიგში, მე დედა ვარ, მერე - მსახიობი და სხვა დანარჩენი. ვცდილობ, ყველაფერი ისე გავაკეთო, რომ ჩემს გოგონას არაფერი მოაკლდეს. მაგალითად, როცა სკოლაშია, საქმეებს მაშინ ვაგვარებ. მადლობა ღმერთს, რომ მაჩუქა შვილი, რომელთანაც დღესდღეობით, ვმეგობრობ; ყოველთვის ვგრძნობ მის მხარში დგომას.

- ამბობენ, - ქალს საკუთარი სილამაზე ხშირად, დაბრკოლებასაც უქმნისო...

- ასეთი ბარიერი თან სდევს ჩემს ცხოვრებას. ბევრ პროექტში მონაწილეობის უფლება მხოლოდ იმიტომ არ მომცეს, რომ ვიღაცის შეყვარებულს ან საყვარელს არ მოვწონდი. თითქოს, ყველგან არიან ადამიანები, რომლებიც ამა თუ იმ საქმეში ჩემთვის ხელის შეშლას ცდილობენ. თუმცა, იქ, სადაც სუფთა ადგილი და გარემოა, ყოველთვის დამსახურებულად მაძლევენ სამუშაოს. არასოდეს არავის დახმარებით, არაფერი მიმიღია. მადლობა ღმერთს, რაც მაქვს - ყველაფერი დამსახურებულად.

- დამეთანხმები, სოციალურ ქსელებში შენ მიმართ ხშირად ამჟღავნებენ არა მარტო დადებით ემოციებს, არამედ - აგრესიასაც. ამაზე როგორ რეაგირებ?

- (იცინის) ახლახან ვიღაც ჩემზე წერდა, რომ მსუქანი ვარ, უკვე დავბერდი და დროა, სახლში დავჯდე. ძალიან ბევრი ცუდი რამ მსმენია საკუთარ თავზე, მაგრამ ბევრი კარგიც გამიგონია. სოციალურ ქსელებში "შორენას თემაზე" ნამდვილი ომია ხოლმე გაჩაღებული (იცინის). იქ ხომ ყველა აძლევს თავს უფლებას, გაგაკრიტიკოს; ყველას შენზე ჭკვიანი ჰგონია თავი და ფიქრობს, რომ უკეთ იცის შენი საქმე. ვისაც საღი აზროვნება აქვს, ის თავად დაინახავს რეალობას.

- არ ითრგუნები, როცა მსგავს კომენტარებს კითხულობ?

- არა, რატომ უნდა დავითრგუნო?! მე უფრო კარგად არ ვიცი, გავსუქდი, გავთხოვდი თუ ცხრა საყვარელი მყავს ერთდროულად (იცინის)?! ჭორებს რომ ავყვე, საგიჟეთში ამოვყოფ თავს... როცა სხვაზე წერენ რაღაცებს, არც ამის მჯერა, რადგან ვფიქრობ, ბევრი რამ ისეთივე "სიმართლეა", როგორიც - ჩემს შემთხვევაში. ხალხი მხოლოდ ნაკლის, ცუდის დანახვასა და კრიტიკაზეა გადართული. მივეჩვიე, რომ როგორი კარგი როლიც უნდა შევასრულო, პირველ რიგში მაინც იმას აღნიშნავენ, რომ ვარ "აწყობილი" და ა.შ. ყველას, ვინც კარიერის აწყობას აპირებს, ვურჩევ, "რკინის ნერვები" გამოიმუშაოს, რათა უსაქმური ადამიანებისა და მათი აზრების იგნორირება შეძლოს.

- სიტყვა "აწყობილი" ახსენე. შენი გარეგნული სილამაზე ბუნებრივია?

- მე მიყვარს საკუთარი თავი და რა გასაკვირია, რომ გარეგნობაზე ვზრუნავ - ვვარჯიშობ, კოსმეტიკას, ნიღბებს ვიყენებ და ა.შ. ყველა ქალს ვურჩევ, მუდმივად იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე. თუ ასე მოიქცევიან, მაშინ ნაკლებად აგრესიულები იქნებიან, უფრო მეტად შეუყვარდებათ საკუთარი თავი, მერე კი სხვა ადამიანების სიყვარულსაც ისწავლიან...

- როლების განაწილებასთან დაკავშირებულ კონფლიქტში თუ მიგიღია მონაწილეობა?

- ყოფილა შემთხვევა, როცა ჩემი როლი სხვისთვის მიუციათ. ზუსტად ვიცი, რატომ წამართვეს და მისცეს სხვას ესა თუ ის როლი, მაგრამ ამაზე ლაპარაკს არ ვაპირებ; ასეთ დროს სკანდალს ნამდვილად არ ვაწყობ.

- რამ შეიძლება, შორენა ბეგაშვილს წონასწორობა დააკარგვინოს?

- ოოო... საერთოდ, ასეთი რამ იშვიათად ხდება, რადგანაც გაწონასწორებული ადამიანი გახლავართ. გაბრაზებული მგონი, ჯერ არავის ვუნახავვარ. კონფლიქტური საერთოდ არ ვარ.

- დაძაბული სამუშაო დღეების შემდეგ განტვირთვას როგორ ახერხებ?

- ძირითადად, მეგობრებთან ერთად, კლუბებში დავდივარ. თუმცა, ბოლო დროს ესეც მეზარება; გართობას ხშირად, შინ ყოფნას ვამჯობინებ. მეკითხებიან, - რატომ არ ვჩანვარ ამა თუ იმ პრეზენტაციაზე, შეკრებაზე? ძალიან მოსაბეზრებელი გახდა ეს ყველაფერი. მირჩევნია, შვილთან ერთად დრო სასიამოვნოდ გავატარო, ვიდრე ვიღაცების ძალად გაღიმებულ სახეებს ვუყურო.

- მელანქოლიური ხასიათი გაქვს?

- ასეთი რამ იშვიათად მემართება. მოწყენილი შეიძლება, მხოლოდ ერთი-ორი საათი ვიყო, მერე განწყობილება ნელ-ნელა მიუმჯობესდება. ზოგჯერ უბრალოდ, ყველასგან და ყველაფრისგან დასვენება მინდება და ასეთ დროს არავის ვნახულობ. მერწმუნეთ, ზოგჯერ მარტოობა განტვირთვის კარგი საშუალებაა.

შორენა ლაბაძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება