საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?
 რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?

არ­ჩილ კბი­ლაშ­ვილ­მა ტრა­დი­ცი­ას არ უღა­ლა­ტა და ახალ, 2013 წელს სა­კუ­თა­რი ოჯა­ხი­სა და მე­ზობ­ლის მეკვლე თა­ვად იყო. გან­სა­კუთ­რე­ბით წარ­მა­ტე­ბუ­ლი მის­თვის გა­სუ­ლი წელი აღ­მოჩ­ნდა: პო­პუ­ლა­რულ­მა ად­ვო­კატ­მა თა­ვი­სი საყ­ვა­რე­ლი საქ­მე დრო­ე­ბით გვერ­დზე გა­და­დო და ბედი პო­ლი­ტი­კა­ში სცა­და. შე­დეგ­მა არ და­ა­ყოვ­ნა - ის ბაღ­და­თის მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტი გახ­და, მაგ­რამ მერე ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილ­მა რთუ­ლი მი­სია და­ა­კის­რა: ორ თვე­ზე მე­ტია, ბა­ტო­ნი არ­ჩი­ლი სა­ქარ­თვე­ლოს მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რია. და­ნიშ­ვნის დღი­დან ის და მისი უწყე­ბა ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრშია მოქ­ცე­უ­ლი, რად­გან აქ­ტი­უ­რად მიმ­დი­ნა­რე­ობს გახ­მა­უ­რე­ბუ­ლი საქ­მე­ე­ბის გა­მო­ძი­ე­ბა და არა­ერ­თი ცნო­ბი­ლი პირი მი­ე­ცა პა­სუ­ხის­გე­ბა­ში.

მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რის დღის რე­ჟი­მი ძა­ლი­ან დატ­ვირ­თუ­ლია, ამი­ტომ სახ­ლში მი­სუ­ლებს, მისი მშვე­ნი­ე­რი მე­უღ­ლე - სოფო ცის­კა­ძე და შვი­ლე­ბი დაგ­ვხვდნენ. მი­სა­ღებ ოთახ­ში, ბუხ­რის გვერ­დით დიდი ნაძ­ვის ხე დგას, რო­მე­ლიც ბავ­შვებ­მა მორ­თეს. სიმ­ბო­ლუ­რად, ნაძ­ვის ხეზე ერთი სა­თა­მა­შო მთა­ვარ­მა პრო­კუ­რორ­მა და­კი­და.

კბი­ლაშ­ვი­ლე­ბის ოჯახ­ში სამი პა­ტა­რა იზ­რდე­ბა: 9 წლის სან­დრო, 4 წლის სა­ლო­მე და 2 წლის ვაკო. პა­ტა­რე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, სან­დროს თოვ­ლის ბა­ბუ­ის უკვე აღარ სჯე­რა, ახა­ლი წლის დად­გო­მამ­დე დე­დის­გან სა­ა­ხალ­წლო სა­ჩუ­ქა­რი - მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი მი­ი­ღო და ამით ძა­ლი­ან კმა­ყო­ფი­ლია.

სან­დრო:

- ადრე თოვ­ლის ბა­ბუ­ას წი­ნას­წარ წე­რილს ვწერ­დი, მერე ამ წე­რილს დე­დას ვა­ტან­დი. ბოლო წლებ­ში სახ­ლში თოვ­ლის ბა­ბუა მო­დი­ო­და. მას ლექ­სებს ვე­უბ­ნე­ბო­დი ან ვმღე­რო­დი და სა­ჩუ­ქარს ვი­ღებ­დი. მერე მე­ტყო­და, - შემ­დეგ 31 დე­კემ­ბერს ისევ მო­ვალ, კარ­გად მო­ი­ქე­ცი და ბევ­რი ლექ­სი ის­წავ­ლეო. თუ თოვ­ლის ბა­ბუა არ მო­ვი­დო­და სახ­ლში, მა­შინ დი­ლით რომ ვიღ­ვი­ძებ­დი, სა­ჩუ­ქა­რი ნაძ­ვის ხეს­თან მხვდე­ბო­და. ასე მე­გო­ნა, რომ თოვ­ლის ბა­ბუ­ას მოჰ­ქონ­და სა­ჩუ­ქა­რი და ის ტო­ვებ­და. ახლა უკვე ვიცი, რაც ხდე­ბა. ამა­ში ჩემი მშობ­ლე­ბის ხელი ურე­ვია: დე­და­ჩემ­მა ახალ წლამ­დე მი­ყი­და მო­ბი­ლუ­რი ტე­ლე­ფო­ნი.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ამ რა გა­ჩუ­ქა?

- თოვ­ლის ბა­ბუ­ას მოს­ვლას ჩემი პა­ტა­რა ძმა და და ელო­დე­ბოდ­ნენ. მე ახლა ვიცი, რომ არ არ­სე­ბობს თოვ­ლის ბა­ბუა, ის არის ჩვე­უ­ლებ­რი­ვი ადა­მი­ა­ნი, გა­დაც­მუ­ლი ტან­საც­მელ­ში - ანუ მას ფორ­მა აც­ვია. სახ­ლში რომ შე­მო­დის, თვა­ლე­ბი სა­ღე­ბა­ვით შე­ღე­ბი­ლი აქვს და წვე­რი უკე­თია.

- ლა­მა­ზი ნაძ­ვის ხე ვინ მორ­თო?

- ნაძ­ვის ხეს უკვე მე ვრთავ. ზე­ვით მე და დე­დი­კო ვკი­დებთ სა­თა­მა­შო­ებს, იქ პა­ტა­რე­ბი ვერ სწვდე­ბი­ან და რომ სცა­დონ, შე­იძ­ლე­ბა, სა­თა­მა­შო­ე­ბი და­ამ­ტვრი­ონ. ჯერ ჩვენ ჩა­მოვ­კი­დებთ და ცო­ტას ქვე­ვით, ისი­ნი ამა­ტე­ბენ. რაც ნაძ­ვის ხე მქო­ნია, ყვე­ლა ხე­ლოვ­ნუ­რი იყო. ახლა გა­ვი­გე, რა­ტომ არ მოჰ­ქონ­დათ ბუ­ნებ­რი­ვი ნაძ­ვის ხე: ჩვენს სახ­ლში ძა­ლი­ან თბი­ლა, ამი­ტომ ბუ­ნებ­რივს წიწ­ვე­ბი მალე სცვი­ვა. ეს რომ არ მოხ­დეს, ხე­ლოვ­ნუ­რი ნაძ­ვის ხე გვაქვს. ძა­ლი­ან მოგ­ვწონს ჩვე­ნი ნაძ­ვის ხე. შარ­შან მე და სა­ლო­მემ მა­შინ მოვ­რთეთ, როცა ჩემს ძმას ეძი­ნა. პა­ტა­რა იყო და ყვე­ლა სა­თა­მა­შოს დაგ­ვიმ­ტვრევ­და. წელს ვა­კოც გვეხ­მა­რე­ბო­და.

- სან­დრო, მამა პრო­კუ­რო­რი გახ­და. რას გე­უბ­ნე­ბი­ან სკო­ლა­ში შენი მე­გობ­რე­ბი?

- არა­ფერს. მამა რაც პრო­კუ­რო­რი გახ­და, ჩემ­თან ერ­თად სა­სე­ირ­ნოდ ვე­ღარ იც­ლის, არა­და, ადრე სულ დავ­დი­ო­დით. ბოლო დროს, ერთხელ, კვი­რა დღეს შავ­ნა­ბა­და­ზე წა­მიყ­ვა­ნა. ძი­რი­თა­დად, კუს ტბა­ზე ავ­დი­ვართ ხოლ­მე. იქ ად­გილს ვი­ნიშ­ნავთ; მე­ო­რე ას­ვლა­ზე უფრო შორს მივ­დი­ვართ. ხან­და­ხან დავ­რბი­ვართ და ვვარ­ჯი­შობთ. ბო­ლოს უფრო ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვხე­დავ მა­მი­კოს. რამ­დენ­ჯე­რაც ტე­ლე­ვი­ზორ­ში ვხე­დავ, იმ­დენ­ჯერ სახ­ლში რომ ვხე­დავ­დე, ძა­ლი­ან კარ­გი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ დრო არა აქვს, პრო­კუ­რო­რია და მუ­შა­ობს. ახლა ვიცი, რომ შა­ბათ დღეს შე­საძ­ლე­ბე­ლია, ვნა­ხო. კვი­რას, დი­ლა­ო­ბით ყო­ველ­თვის ვნა­ხუ­ლობ და ძა­ლი­ან მი­ხა­რია.

სოფო ცის­კა­ძე, არ­ჩილ კბი­ლაშ­ვი­ლის მე­უღ­ლე:

- სან­დროს აქვს იმის ფუ­ფუ­ნე­ბა, თქვას, რომ მა­მას ყვე­ლა­ზე მეტი ურ­თი­ერ­თო­ბა მას­თან ჰქონ­და. ად­ვო­კა­ტი რომ იყო, 8 სა­ათ­ზე სახ­ლში მო­დი­ო­და და დი­ლი­თაც ყო­ველ­თვის ცდი­ლობ­და, გვი­ან წა­სუ­ლი­ყო, შვი­ლებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბის­თვის დრო რომ ჰქო­ნო­და. კვი­რა­დღე ყო­ველ­თვის თა­ვი­სუ­ფა­ლი ჰქონ­და. მამა და შვი­ლი კუს ტბა­ზე ერ­თად დარ­ბოდ­ნენ, ვე­ლო­სი­პე­დით და­დი­ოდ­ნენ, კი­ნო­ში მი­დი­ოდ­ნენ. კვი­რას მე ძი­რი­თა­დად, გა­ვე­რი­დე­ბო­დი მათ და "მა­მა­კა­ცებს" მარ­ტო დარ­ჩე­ნის სა­შუ­ა­ლე­ბას ვაძ­ლევ­დი. ბოლო დრომ­დე ბავ­შვე­ბის ზე­იმს ყო­ველ­თვის ეს­წრე­ბო­და; პირ­ვე­ლი წელი იყო, ღო­ნის­ძი­ე­ბებ­ზე დას­წრე­ბა რომ ვერ მო­ა­ხერ­ხა. სან­დრო ძა­ლი­ან დარ­დობ­და, მა­მას ხში­რად რომ ვერ ხე­დავ­და. ამ ზა­ფხულს აჩი­კო ძი­რი­თა­დად ბაღ­დათ­ში იყო, თა­ვის მშობ­ლებ­თან; სულ შეხ­ვედ­რე­ბი ჰქონ­და. სან­დრო ცოტა ხნით სო­ფელ­ში გა­ვუშ­ვი, მაგ­რამ მი­თხრა, - რა მნიშ­ვნე­ლო­ბა აქვს, აქაც ვერ ვხე­დავ, სახ­ლში ძა­ლი­ან გვი­ან მო­დის, უამ­რა­ვი საქ­მე აქ­ვსო. მა­მას ყო­ველ­თვის გულ­შე­მატ­კივ­რობს. ისე, მონ­დო­მე­ბა და სურ­ვი­ლია მთა­ვა­რი, მო­უც­ლე­ლო­ბის მი­უ­ხე­და­ვად, შე­იძ­ლე­ბა, შვი­ლე­ბის­თვის დრო მა­ინც გა­მო­ნა­ხო. მთა­ვა­რია, ხა­რის­ხი­ა­ნი იყოს ეს ურ­თი­ერ­თო­ბა. თუ იმას აძ­ლევ, რა­საც ის ითხოვს, შე­იძ­ლე­ბა, ცოტა დრო გა­ა­ტა­რო მას­თან, მაგ­რამ ის დრო მთე­ლი კვი­რა ეყოს. ასეა დიდი ადა­მი­ა­ნიც და ბავ­შვიც. ჩემს შვი­ლებს დი­დე­ბი­ვით ვუ­ყუ­რებ, ვით­ვა­ლის­წი­ნებ მათ აზ­რებს, ზოგ­ჯერ რჩე­ვა­საც ვე­კი­თხე­ბი. როცა გა­ჯი­უტ­დე­ბი­ან და ვე­ღარ ვხვდე­ბი, რა გა­ვა­კე­თო, ასეთ დროს სა­ლო­მეს ვე­უბ­ნე­ბი, - მოდი, ახლა ჩემს ად­გი­ლას წარ­მო­იდ­გი­ნე თავი და მი­თხა­რი, შენ რო­გორ მო­იქ­ცე­ო­დი-მეთ­ქი. რო­გორც კი თა­ნა­ტო­ლად და­ა­ყე­ნებ, აზრს ჰკი­თხავ, თით­ქოს პრობ­ლე­მა არც ყო­ფი­ლა. სა­ლო­მე­სა და მა­მა­მი­სის ურ­თი­ერ­თო­ბა კი ცალ­კე თე­მაა.

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი ურ­თი­ერ­თო­ბა აქვს ქა­ლიშ­ვილ­თან?

- არ­ჩი­ლი ეკ­რან­ზე რო­გო­რი აუ­ღელ­ვე­ბე­ლი და გა­წო­ნას­წო­რე­ბე­ლი ადა­მი­ა­ნი­ცაა, ასე­თი­ვეა ცხოვ­რე­ბა­ში და ბავ­შვებ­თან ურ­თი­ერ­თო­ბა­შიც. შე­იძ­ლე­ბა, ბავ­შვი ტი­რო­დეს და გი­თხრას, - არა უშავს, ნახე, რა კარ­გად ტი­რი­სო... არც უფ­რო­სის და­ბა­დე­ბის დროს და არც სა­ლო­მეს დროს, ბავ­შვის სქე­სი წი­ნას­წარ არ ვი­ცო­დით: სხვა ემო­ცი­აა, როცა არ იცი. ყვე­ლას გვე­გო­ნა, რომ ბიჭი იქ­ნე­ბო­და, მაგ­რამ ჩვე­ნი გო­გო­ნა გაჩ­ნდა. თუკი აჩი­კოს სა­ხე­ზე ემო­ცია ეტყო­ბა, ეს სა­ლო­მეს და­ნახ­ვი­სას ხდე­ბა - დაღ­ლა ავი­წყდე­ბა... სა­ლო­მეს რომ და­ი­ნა­ხავს, ეტყვის, - მოდი, სა­ლო­მე, ახლა მო­მი­ყე­ვი ამ­ბე­ბიო. ისიც იწყებს ტი­კტიკს და კარ­გი სა­ყუ­რე­ბე­ლია. ბი­ჭე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, ძა­ლი­ან სხვა­ნა­ი­რია სა­ლო­მეს­თან. ერ­თად დარ­ბი­ან, ბევ­რს ეთა­მა­შე­ბა. სამ­წუ­ხა­როდ, პა­ტა­რა ისე იზ­რდე­ბა, რომ დატ­ვირ­თუ­ლი რე­ჟი­მის გამო, მის ქცე­ვებს ვერ უყუ­რებს და ამის გამო, აჩი­კო ბევ­რჯერ შემ­ცო­დე­ბია. მე ცო­ცხა­ლი მე­მა­ტი­ა­ნე ვარ - რომ მო­დის, სულ ვუყ­ვე­ბი, - ამან ეს ქნა, ამან ეს თქვა, ასე მო­იქ­ცა, - მაგ­რამ რო­გო­რი მი­მი­კით თქვა, რა სი­ტუ­ა­ცი­ა­ში მო­იქ­ცა ასე, ამას როცა უყუ­რებ, სულ სხვაა. ცდი­ლობს, ერთი-ორი სა­ა­თი შვი­ლებ­თან დაჰ­ყოს. ბურ­თი ითა­მა­შოს თუნ­დაც სახ­ლში, პა­ტა­რას­თან ერ­თად.

- ვი­დე­ო­ზე არ აღ­ბეჭ­დავთ ამ ფაქ­ტებს?

- ძა­ლი­ან "გავ­ზარ­მაც­დი", დრო­ის უქონ­ლო­ბის გამო. სან­დროს ბევ­რი ვი­დეო მაქვს, სა­ლო­მე­სი შე­და­რე­ბით ნაკ­ლე­ბი, ვა­კოს კი იშ­ვი­ა­თად ვი­ღებ.

- თოვ­ლის ბა­ბუ­ამ რა მო­უ­ტა­ნა ახალ წელს პა­ტა­რებს?

- ყო­ველ წელს, 31 დე­კემ­ბერს მო­დის თოვ­ლის ბა­ბუა. ძა­ლი­ან არ იგ­ვი­ა­ნებს, ბავ­შვებს რომ არ და­ე­ძი­ნოთ. ესე­ნი ლექსს ეუბ­ნე­ბი­ან და რად­გან კარ­გად იქ­ცე­ვი­ან მთე­ლი წლის მან­ძილ­ზე, ისიც ასა­ჩუქ­რებს. სურ­ვი­ლე­ბი წი­ნას­წარ არის შერ­ჩე­უ­ლი: სან­დროს წელს მო­ბი­ლუ­რი უნ­დო­და და ვუ­ყი­დე, რაც შე­ე­ხე­ბა სა­ლო­მეს - მას ორი სა­ჩუ­ქა­რი ერგო: ერთი თოვ­ლის ბა­ბუ­ამ ბაღ­ში აჩუ­ქა, სა­ე­ქი­მო ნივ­თე­ბი, რომ ყვე­ლა­ნი გაგ­ვსინ­ჯოს; სა­ლა­რო-აპა­რა­ტი უნ­დო­და ძა­ლი­ან, მოს­წონს გამ­ყიდ­ვე­ლო­ბა­ნას თა­მა­ში, და­ა­ლა­გებს ნივ­თებს, დახ­ლთან დად­გე­ბა და ჩე­კის ამორ­ტყმის პრო­ცე­დუ­რა მოს­წონს. ეს სა­ლა­რო-აპა­რა­ტი ინ­ტერ­ნეტ­ში ნახა და ის თოვ­ლის ბა­ბუ­ამ მო­უ­ტა­ნა. პა­ტა­რას სურ­ვი­ლი კი დიდი ყვი­თე­ლი მან­ქა­ნა იყო და მა­საც მო­უ­ტა­ნეს. თოვ­ლის ბა­ბუა ჩვენს ქვე­და სარ­თულ­ზე ცხოვ­რობს და ყო­ველ წელს მო­დის ბავ­შვებ­თან. მათ სახ­ლშიც არი­ან პა­ტა­რე­ბი და გაჩ­ნდა ამის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა. ძა­ლი­ან კარ­გი მსა­ხი­ო­ბუ­რი ნიჭი აღ­მო­აჩ­ნდა. სა­ლო­მეს და­ბა­დე­ბის შემ­დეგ და­ი­წყო ჩვენ­თან სი­ა­რუ­ლი, მა­ნამ­დე სან­დროს სა­ჩუ­ქა­რი ნაძ­ვის ხეს­თან ხვდე­ბო­და.

- თქვე­ნი მეკვლე შარ­შან ვინ იყო და წელს ვინ გყავ­დათ?

- ჩვენს ოჯახ­ში მეკვლე ყო­ველ­თვის აჩი­კოა. შარ­შა­ნაც ასე იყო. რო­გორც წესი, ახალ წელს ერ­თად, ოჯა­ხურ გა­რე­მო­ში ვხვდე­ბით, ამის შემ­დეგ ის მი­დის მე­ზო­ბელ­თან; რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამ ოჯა­ხის მეკვლეა. შემ­დეგ ჩვენ­თან ამო­დის და ჩვე­ნი მეკვლეც აჩი­კოა.

- კარ­გი ფეხი ჰქო­ნია, ეტყო­ბა, შარ­შან ჩა­ფიქ­რე­ბუ­ლი ყვე­ლა სურ­ვი­ლი აუხ­და. მეკვლედ წელს უფრო მეტ­მა ადა­მი­ან­მა ხომ არ და­პა­ტი­ჟა?

- როცა ადა­მი­ანს ბო­რო­ტე­ბა არა აქვს გულ­ში, კე­თი­ლი ზრახ­ვე­ბით მო­დის შენ­თან და კარ­გი გან­წყო­ბით, ასე­თი ადა­მი­ა­ნი ყო­ველ­თვის კარ­გი მეკვლეა. მან ტრა­დი­ცი­ას წელ­საც არ უღა­ლა­ტა. ამ­დე­ნი წე­ლია, მის გვერ­დით ვარ და აღელ­ვე­ბუ­ლი არ­ჩი­ლი არა­სო­დეს მი­ნა­ხავს. ძა­ლი­ან მშვი­დი ადა­მი­ა­ნია. ამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბა რომ და­ე­კის­რა, მე ვნერ­ვი­უ­ლობ და იმას გან­ვიც­დი, თვი­თონ ხომ არ ნერ­ვი­უ­ლობს, მაგ­რამ მისი ერთი სი­ტყვა, - ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად არი­სო, - საკ­მა­რი­სია ჩემ­თვის და და­ძა­ბუ­ლო­ბა მეხ­სნე­ბა.

- თქვენს მე­უღ­ლეს სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი თუ ეხერ­ხე­ბა?

- არა, ერ­თა­დერ­თი, რა­საც აკე­თებს, რო­გორც წესი, ახალ წელს ყო­ველ­თვის ვან­თებთ ბუ­ხარს და აჩი­კო მწვადს წვავს. და­ნარ­ჩე­ნი, ყვე­ლა­ფე­რი ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია. სა­ა­ხალ­წლო მზა­დე­ბა ჩვენ­თან 29 დე­კემ­ბერს იწყე­ბა. ერთი ცე­რე­მო­ნი­აა ნაძ­ვის ხის მორ­თვა. ერთხელ სან­დრომ მი­თხრა, მარ­ტო მე უნდა მოვ­რთოო და აღ­მოჩ­ნდა, რომ ყვე­ლა სა­თა­მა­შო ერთ ტოტ­ზე ეკი­და. მერე ვუ­თხა­რი, - ხომ არ ჯო­ბია, ერ­თად მოვ­რთოთ-მეთ­ქი? - და ახლა ასე ვიქ­ცე­ვით. ძი­რი­თა­დად, ყვე­ლა­ფერს მე ვამ­ზა­დებ, ბა­ზარ­ში სი­ა­რუ­ლიც მე მი­წევს, გო­ზი­ნა­ყი და ტკბი­ლე­უ­ლო­ბა ჩემი გა­სა­კე­თე­ბე­ლია, კერ­ძე­ბის მომ­ზა­დე­ბა­ში დედა მეხ­მა­რე­ბა. ტრა­დი­ა­ცი­ად გვექ­ცა - 1-ელ იან­ვარს მა­მი­და­ჩემ­თან ნა­თე­სა­ვე­ბი ვიკ­რი­ბე­ბით. 2 იან­ვარს უკვე მე­გობ­რე­ბი ვხვდე­ბით ერ­თმა­ნეთს.

- სოფო, რო­გორ გა­ი­ცა­ნით თქვე­ნი მე­უღ­ლე?

- შე­მოდ­გო­მა იყო. მა­მი­დამ და­მი­რე­კა და მი­თხრა, რომ ერთ ოჯახ­ში გვე­პა­ტი­ჟე­ბოდ­ნენ. ვი­ცო­დი, იქ ვნა­ხავ­დი ჩემს ერთ მე­გო­ბარს, რო­მელ­თა­ნაც იმ ზა­ფხულს ზღვა­ზე ვი­ყა­ვი და სი­ხა­რუ­ლით წა­ვე­დი. აჩი­კოს მა­მი­დაშ­ვი­ლის ოჯახ­ში აღ­მოვ­ჩნდით. თა­მა­და აჩი­კო იყო და მა­ვიწ­რო­ებ­და. მე და სოფო ზა­ფხუ­ლის ამ­ბებს ვიხ­სე­ნებ­დით და ის შე­ნიშ­ვნებს გვაძ­ლევ­და, - ეს გოგო ვერ გა­ვა­ჩე­რეო, - ჩემ­ზე ამ­ბობ­და. მა­შინ 22 წლის ვი­ყა­ვი. მერე მის­მა ბი­ძაშ­ვილ­მა და­მი­რე­კა და მი­თხრა, - ანა­ნურ­ში მივ­დი­ვართ მო­სა­ლო­ცად და ხომ არ წა­მოხ­ვა­ლო? იქაც იყო აჩი­კო. რო­გორც მივ­ხვდი, ეს უკვე და­გეგ­მი­ლი შეხ­ვედ­რა იყო... პირ­ვე­ლი შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა ჩვე­უ­ლებ­რი­ვი მქონ­და. მა­შინ ყურ­მოკ­რუ­ლი მქონ­და, რომ იყო ასე­თი ად­ვო­კა­ტი. ახა­ლი დამ­თავ­რე­ბუ­ლი მქონ­და იუ­რი­დი­უ­ლი ფა­კულ­ტე­ტი და მეც ად­ვო­კა­ტად ვმუ­შა­ობ­დი. იმ პე­რი­ოდ­ში არ­ჩი­ლი ლონ­დონ­ში იყო სას­წავ­ლებ­ლად წა­სუ­ლი. მერე და­ი­წყო ჩვე­ნი შეხ­ვედ­რე­ბი და რო­გორც კი მოგ­ვე­ცა იმის სა­შუ­ა­ლე­ბა, მარ­ტო შევ­ხვედ­რო­დით ერ­თმა­ნეთს და გვე­სა­უბ­რა, მა­შინ და­ვი­ჭი­რე რა­ღა­ცე­ბი, რაც ჩემ­თვის ღი­რე­ბუ­ლია ადა­მი­ან­ში.

- და რა იყო ეს?

- მისი ჰუ­მა­ნუ­რი, ადა­მი­ა­ნუ­რი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა ადა­მი­ა­ნე­ბის მი­მართ. აღ­მოჩ­ნდა, რომ ერთი და იგი­ვე მწე­რა­ლი, ნა­წარ­მო­ე­ბი მოგ­ვწონ­და. მას ძა­ლი­ან უყ­ვარს გუ­რამ დო­ჩა­ნაშ­ვი­ლი, რო­მე­ლიც ჩემ­თვის ძა­ლი­ან ძვირ­ფა­სია. სა­ინ­ტე­რე­სო გახ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და იმის სურ­ვი­ლი გა­მიჩ­ნდა, რომ კი­დევ ერთხელ შევ­ხვედ­რო­დი. ვი­ცო­დი, მას­თან არ მო­ვი­წყენ­დი. მერე გაღ­რმავ­და ჩვე­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა და სამ­სა­ხუ­რის შემ­დეგ ვხვდე­ბო­დით ერ­თმა­ნეთს. ეს ურ­თი­ერ­თო­ბა სიყ­ვა­რულ­ში გა­და­ი­ზარ­და. ერთი წლის შემ­დეგ ვი­ქორ­წი­ნეთ. ყვე­ლა ქა­ლის­თვის სა­ოც­ნე­ბოა ეს დღე. ძა­ლი­ან ლა­მა­ზი ქორ­წი­ლი გვქონ­და... სა­მოგ­ზა­უ­როდ ორი კვი­რით რომ­ში წა­ვე­დით. ფლო­რენ­ცი­ა­ში ვი­ყა­ვით, ვე­ნე­ცი­ა­ში ვერ წა­ვე­დით და ვთქვით, რომ სხვა დროს ჩა­ვი­დო­დით, მაგ­რამ ჯერ­ჯე­რო­ბით ეს დრო არ დამ­დგა­რა; იმე­დია, მოვა. ყვე­ლა მე­უბ­ნე­ბო­და, რომ პა­რი­ზი სჯობ­და, მაგ­რამ იტა­ლია ავი­ჩე­მე. მერე, პა­რი­ზი რომ ვნა­ხე, მივ­ხვდი - პა­რი­ზი მარ­თლა სა­ოც­რე­ბაა.

- თქვენ სად მუ­შა­ობ­დით მა­შინ?

- უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლოს ერთ-ერთ გან­ყო­ფი­ლე­ბა­ში კონ­სულ­ტან­ტი ვი­ყა­ვი. ერთი წლის შემ­დეგ დეკ­რეტ­ში გა­ვე­დი და გაჩ­ნდა სან­დრო. უზე­ნა­ეს­ში წე­ლი­წად-ნა­ხევ­რის შემ­დეგ დავ­ბრუნ­დი. მერე გან­ყო­ფი­ლე­ბის უფ­რო­სის ვა­კან­სია იყო და იქ და­ვი­ნიშ­ნე. იქ ვი­მუ­შა­ვე, ვიდ­რე მე­ო­რე შვილ­ზე დეკ­რეტ­ში გა­ვი­დო­დი, მო­სა­მარ­თლის გა­მოც­დე­ბიც ჩა­ვა­ბა­რე, მაგ­რამ არას­დროს მი­მუ­შა­ვია. სან­დროს რომ ვზრდი­დი, მე­გო­ნა, უჩე­მოდ ბევ­რმა რა­მემ ჩა­ი­ა­რა. ძიძა არ მყავ­და და მარ­ტო გავ­ზარ­დე ჩემი შვი­ლე­ბი. დედა მეხ­მა­რე­ბო­და. სა­მი­ვე ბუ­ნებ­რივ კვე­ბა­ზე მყავ­და და ამი­ტომ ძი­რი­თა­დად სახ­ლში ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ამა­ზე დიდი ჯილ­დო არა­ფე­რია, როცა შენი შრო­მის შე­დეგს ხე­დავ, როცა შენს შვი­ლებს უყუ­რებ.

- რა­ტომ თქვით უარი მო­სა­მარ­თლე­ო­ბა­ზე?

- ვი­ცო­დი, რამ­დე­ნი დრო სჭირ­დე­ბო­და მო­სა­მარ­თლე­ო­ბას. ზე­და­პი­რუ­ლად არაფ­რის კე­თე­ბა არ შე­მიძ­ლია. არც ის შე­მიძ­ლია, რომ ყვე­ლა­ფე­რი მო­ვას­წრო. არი­ან ადა­მი­ა­ნე­ბი, რომ­ლე­ბიც წარ­მა­ტე­ბუ­ლე­ბი არი­ან კა­რი­ე­რა­შიც და ოჯახ­შიც, ასე­თე­ბი ჩემ­გან აღ­ფრთო­ვა­ნე­ბას იმ­სა­ხუ­რე­ბენ. მე როცა ვა­კე­თებ ერთს, ის უნდა ვა­კე­თო ხა­რის­ხი­ა­ნად. ეტყო­ბა, სურ­ვი­ლიც არ მქონ­და, თო­რემ გა­მოც­დე­ბი ჩა­ბა­რე­ბუ­ლი მქონ­და და კონ­კურ­სშიც მი­ვი­ღებ­დი მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. სა­ლო­მეს გა­ჩე­ნის შემ­დეგ სა­ერ­თოდ წა­მო­ვე­დი უზე­ნა­ე­სი სა­სა­მარ­თლო­დან. მერე პა­ტა­რა ვა­კოც გაჩ­ნდა და ვზრდი ჩემს შვი­ლებს. ჩემ­თვის დილა ძა­ლი­ან ადრე იწყე­ბა - 6-7 სა­ათ­ზე ყო­ველ­თვის ფეხ­ზე ვარ. დილა ყო­ველ­თვის მძი­მეა, რად­გან სა­მი­ვეს მო­წეს­რი­გე­ბა სჭირ­დე­ბა. ჯერ სან­დრო მიმ­ყავს სკო­ლა­ში, მერე სა­ლო­მე - ბაღ­ში მე და ვა­კოს; ვაკო ჯერ პა­ტა­რაა და არ და­დის ბაღ­ში. შემ­დეგ იწყე­ბა ოჯა­ხის საქ­მე­ე­ბი. ყვე­ლას სხვა­დას­ხვა გე­მოვ­ნე­ბა აქვს და სხვა­დას­ხვა­ნა­ი­რი კერ­ძის მომ­ზა­დე­ბა მი­წევს.

- მე­უღ­ლეც პრე­ტენ­ზი­უ­ლია ამ კუ­თხით?

- არ­ჩი­ლის­თვის ვახ­შმის მომ­ზა­დე­ბა ცალ­კე თემა იყო. რაც მა­ჟო­რი­ტა­რი გახ­და და ბაღ­დათ­ში მო­უ­წია ყოფ­ნამ, ეს სა­კი­თხი მო­იხ­სნა. ტრა­დი­ცი­ულ კერ­ძებს ჭამს, მაგ­რამ ურ­ჩევ­ნია რა­ი­მე გან­სხვა­ვე­ბუ­ლი. სა­ო­ჯა­ხო საქ­მე­ე­ბი­დან ყვე­ლა­ზე მე­ტად, სამ­ზა­რე­უ­ლო­ში ტრი­ა­ლი და სა­დი­ლე­ბის მომ­ზა­დე­ბა მომ­წონს. ძა­ლი­ან ვერ­თო­ბი ასეთ დროს და ვამ­ზა­დებ სხვა­დას­ხვა­ნა­ირ საჭ­მე­ლებს. ჩემს შვი­ლებ­საც და აჩი­კო­საც უყ­ვართ "პე­ტუ­ჩი­ნი". არ ვიცი რე­ცეპ­ტი, მაგ­რამ მივ­ხვდი, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა კეთ­დე­ბო­დეს; ცოტა გან­სხვა­ვე­ბუ­ლია, მაგ­რამ ჩე­მებს მოს­წონთ.

- ალ­ბათ მე­უღ­ლე სი­ურპრიზს ხში­რად გი­წყობთ, არა?

- ყვე­ლა­ზე დიდი სი­ურპრი­ზი იქ­ნე­ბა, აჩი­კო ადრე მო­ვი­დეს სახ­ლში. ეს ჩვე­ნი თა­ნა­ცხოვ­რე­ბის პე­რი­ოდ­ში მთა­ვა­რი იყო. სა­ლო­მეს ლა­პა­რა­კი ახა­ლი და­წყე­ბუ­ლი ჰქონ­და. გა­ზა­ფხუ­ლი იყო, კვირ­ტე­ბის სა­ო­ცა­რი სუნი ტრი­ა­ლებ­და ყველ­გან. რო­გორც ჩანს, აჩი­კო გა­რეთ რომ გა­მო­ვი­და და ეს ნახა, გა­და­წყვი­ტა, საქ­მე გან­ზე გა­და­ე­დო და ბავ­შვე­ბი სა­სე­ირ­ნოდ წა­ეყ­ვა­ნა. მი­რე­კავს და მე­უბ­ნე­ბა: ჩა­აც­ვი ბავ­შვებს და მთაწ­მინ­დის პარკში ავიყ­ვა­ნო­თო. აბა, ჩქა­რა, მა­მი­კო მო­დის და გა­ემ­ზა­დეთ-მეთ­ქი, - ვე­უბ­ნე­ბი ბავ­შვებს. გა­მოპ­რან­ჭუ­ლი პა­ტა­რა სა­ლო­მე ოთახ­ში და­დის, მა­მა­მისს ელო­დე­ბა და ამ­ბობს: "ძვირ­ფა­სი ბი­ჭია ეს აჩი­კო, ძვირ­ფა­სი ბიჭი". ყვე­ლა­ზე დიდი ფუ­ფუ­ნე­ბაა, აჩი­კოს რომ სცა­ლია... რაც შე­ე­ხე­ბა სა­ჩუქ­რებს, მე­უბ­ნე­ბა, - რაც უნ­დათ ბავ­შვებს, ის უყი­დე, მე და­მახ­ვედ­რე, რომ მო­ვალ, ვა­ჩუ­ქოო, - ანუ ამ საქ­მე­შიც ჩარ­თუ­ლი ვარ. მეც მი­კე­თებს ხში­რად სა­ჩუქ­რებს, მაგ­რამ უფრო ხში­რად მე­ტყვის ხოლ­მე, - მინ­და, რა­ღაც გა­ჩუ­ქო და რა გინ­დაო? მე ყო­ველ­თვის მაქვს კონ­კრე­ტუ­ლი სურ­ვი­ლი და ამას მის­რუ­ლებს.

- როცა შე­ი­ტყვეთ, თქვე­ნი მე­უღ­ლე მთა­ვა­რი პრო­კუ­რო­რი გახ­დე­ბო­და, რა რე­აქ­ცია გქონ­დათ?

- ეს ტე­ლე­ვი­ზი­ით შე­ვი­ტყვე. ერ­თდრო­უ­ლად რამ­დე­ნი­მე გრძნო­ბა იყო. სა­სი­ხა­რუ­ლოა, ასეთ სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლო თა­ნამ­დე­ბო­ბა­ზე რომ გნიშ­ნა­ვენ და ამის ღირ­სად გთვლი­ან. ვფიქ­რობ­დი იმა­ზეც, რომ ძა­ლი­ან დიდი შრო­მა მო­უ­წევ­და და რა­ღა­ცებ­ზე უარი უნდა ეთ­ქვა. უფრო მე­ტიც - მეც გა­მიჩ­ნდა დიდი პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბის გრძნო­ბა.

- რა შე­იც­ვა­ლა ამ ორი თვის გან­მავ­ლო­ბა­ში თქვენს ცხოვ­რე­ბა­ში, გარ­და იმი­სა, რომ თქვენს სახ­ლს ახლა დაც­ვა ახ­ლავს?

- გან­სა­კუთ­რე­ბუ­ლი არა­ფე­რი. სახ­ლთან დაც­ვა და­ა­ყე­ნეს, უფრო მე­ტად ხარ ყუ­რა­დღე­ბის ცენ­ტრში. ჩვენც გვყავს დაც­ვა. ეს უხერ­ხუ­ლო­ბას არა­ფერ­ში მიქ­მნის, უბ­რა­ლოდ ვწუხ­დი, რა ძნე­ლი და სა­პა­სუ­ხის­მგებ­ლოა დაც­ვის პრო­ფე­სია. რამ­ხე­ლა პა­სუ­ხის­მგებ­ლო­ბაა.

- რა არის მისი გა­ტა­ცე­ბა?

- არ­ჩილს ძა­ლი­ან უყ­ვარს მოგ­ზა­უ­რო­ბა. მე­გობ­რებ­თან ერ­თად მთე­ლი სა­ქარ­თვე­ლო აქვს შე­მოვ­ლი­ლი. სამ­წუ­ხა­როდ, მე ვერ ავუ­წყვე ფეხი, ბავ­შვე­ბის გამო. ვფიქ­რობ, ქა­ლის­თვის ამა­ზე დიდი ჯილ­დო არა­ფე­რია, როცა უყუ­რებ შენი შრო­მის შე­დეგს. შე­ვუ­ერ­თდე­ბი, როცა ამის სა­შუ­ა­ლე­ბა მექ­ნე­ბა. ძა­ლი­ან უყ­ვარს ბუ­ნე­ბას­თან კონ­ტაქ­ტი, ყვე­ლა­ზე კარ­გად ასე ის­ვე­ნებს. ნა­დი­რო­ბა და თევ­ზა­ო­ბა არ უყ­ვარს. უყ­ვარს კი­თხვა, ძა­ლი­ან კარ­გად კი­თხუ­ლობს ლექ­სებს, უყ­ვარს პო­ე­ზია. 3 წლის ასაკ­ში "სტუ­მარ-მას­პინ­ძე­ლი" თურ­მე ზე­პი­რად იცო­და. დღემ­დე უყ­ვარს ვაჟა-ფშა­ვე­ლა... ბო­ლოს მინ­და, თქვე­ნი ჟურ­ნა­ლის სა­შუ­ა­ლე­ბით, მთელ სა­ქარ­თვე­ლოს შობა-ახა­ლი წელი მი­ვუ­ლო­ცო! ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა.

- გმად­ლობთ. ჩვენც კი­დევ ერთხელ გი­ლო­ცავთ შობა-ახალ წელს და წარ­მა­ტე­ბებს გი­სურ­ვებთ!

თეა ხურ­ცი­ლა­ვა

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?

 რა სიტყვებით ამკობს მთავარ პროკურორს პატარა ქალიშვილი?

არჩილ კბილაშვილმა ტრადიციას არ უღალატა და ახალ, 2013 წელს საკუთარი ოჯახისა და მეზობლის მეკვლე თავად იყო. განსაკუთრებით წარმატებული მისთვის გასული წელი აღმოჩნდა: პოპულარულმა ადვოკატმა თავისი საყვარელი საქმე დროებით გვერდზე გადადო და ბედი პოლიტიკაში სცადა. შედეგმა არ დააყოვნა - ის ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი გახდა, მაგრამ მერე ბიძინა ივანიშვილმა რთული მისია დააკისრა: ორ თვეზე მეტია, ბატონი არჩილი საქართველოს მთავარი პროკურორია. დანიშვნის დღიდან ის და მისი უწყება ყურადღების ცენტრშია მოქცეული, რადგან აქტიურად მიმდინარეობს გახმაურებული საქმეების გამოძიება და არაერთი ცნობილი პირი მიეცა პასუხისგებაში.

მთავარი პროკურორის დღის რეჟიმი ძალიან დატვირთულია, ამიტომ სახლში მისულებს, მისი მშვენიერი მეუღლე - სოფო ცისკაძე და შვილები დაგვხვდნენ. მისაღებ ოთახში, ბუხრის გვერდით დიდი ნაძვის ხე დგას, რომელიც ბავშვებმა მორთეს. სიმბოლურად, ნაძვის ხეზე ერთი სათამაშო მთავარმა პროკურორმა დაკიდა.

კბილაშვილების ოჯახში სამი პატარა იზრდება: 9 წლის სანდრო, 4 წლის სალომე და 2 წლის ვაკო. პატარებისგან განსხვავებით, სანდროს თოვლის ბაბუის უკვე აღარ სჯერა, ახალი წლის დადგომამდე დედისგან საახალწლო საჩუქარი - მობილური ტელეფონი მიიღო და ამით ძალიან კმაყოფილია.

სანდრო:

- ადრე თოვლის ბაბუას წინასწარ წერილს ვწერდი, მერე ამ წერილს დედას ვატანდი. ბოლო წლებში სახლში თოვლის ბაბუა მოდიოდა. მას ლექსებს ვეუბნებოდი ან ვმღეროდი და საჩუქარს ვიღებდი. მერე მეტყოდა, - შემდეგ 31 დეკემბერს ისევ მოვალ, კარგად მოიქეცი და ბევრი ლექსი ისწავლეო. თუ თოვლის ბაბუა არ მოვიდოდა სახლში, მაშინ დილით რომ ვიღვიძებდი, საჩუქარი ნაძვის ხესთან მხვდებოდა. ასე მეგონა, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქარი და ის ტოვებდა. ახლა უკვე ვიცი, რაც ხდება. ამაში ჩემი მშობლების ხელი ურევია: დედაჩემმა ახალ წლამდე მიყიდა მობილური ტელეფონი.

- თოვლის ბაბუამ რა გაჩუქა?

- თოვლის ბაბუას მოსვლას ჩემი პატარა ძმა და და ელოდებოდნენ. მე ახლა ვიცი, რომ არ არსებობს თოვლის ბაბუა, ის არის ჩვეულებრივი ადამიანი, გადაცმული ტანსაცმელში - ანუ მას ფორმა აცვია. სახლში რომ შემოდის, თვალები საღებავით შეღებილი აქვს და წვერი უკეთია.

- ლამაზი ნაძვის ხე ვინ მორთო?

- ნაძვის ხეს უკვე მე ვრთავ. ზევით მე და დედიკო ვკიდებთ სათამაშოებს, იქ პატარები ვერ სწვდებიან და რომ სცადონ, შეიძლება, სათამაშოები დაამტვრიონ. ჯერ ჩვენ ჩამოვკიდებთ და ცოტას ქვევით, ისინი ამატებენ. რაც ნაძვის ხე მქონია, ყველა ხელოვნური იყო. ახლა გავიგე, რატომ არ მოჰქონდათ ბუნებრივი ნაძვის ხე: ჩვენს სახლში ძალიან თბილა, ამიტომ ბუნებრივს წიწვები მალე სცვივა. ეს რომ არ მოხდეს, ხელოვნური ნაძვის ხე გვაქვს. ძალიან მოგვწონს ჩვენი ნაძვის ხე. შარშან მე და სალომემ მაშინ მოვრთეთ, როცა ჩემს ძმას ეძინა. პატარა იყო და ყველა სათამაშოს დაგვიმტვრევდა. წელს ვაკოც გვეხმარებოდა.

- სანდრო, მამა პროკურორი გახდა. რას გეუბნებიან სკოლაში შენი მეგობრები?

- არაფერს. მამა რაც პროკურორი გახდა, ჩემთან ერთად სასეირნოდ ვეღარ იცლის, არადა, ადრე სულ დავდიოდით. ბოლო დროს, ერთხელ, კვირა დღეს შავნაბადაზე წამიყვანა. ძირითადად, კუს ტბაზე ავდივართ ხოლმე. იქ ადგილს ვინიშნავთ; მეორე ასვლაზე უფრო შორს მივდივართ. ხანდახან დავრბივართ და ვვარჯიშობთ. ბოლოს უფრო ტელევიზორში ვხედავ მამიკოს. რამდენჯერაც ტელევიზორში ვხედავ, იმდენჯერ სახლში რომ ვხედავდე, ძალიან კარგი იქნებოდა, მაგრამ დრო არა აქვს, პროკურორია და მუშაობს. ახლა ვიცი, რომ შაბათ დღეს შესაძლებელია, ვნახო. კვირას, დილაობით ყოველთვის ვნახულობ და ძალიან მიხარია.

სოფო ცისკაძე, არჩილ კბილაშვილის მეუღლე:

- სანდროს აქვს იმის ფუფუნება, თქვას, რომ მამას ყველაზე მეტი ურთიერთობა მასთან ჰქონდა. ადვოკატი რომ იყო, 8 საათზე სახლში მოდიოდა და დილითაც ყოველთვის ცდილობდა, გვიან წასულიყო, შვილებთან ურთიერთობისთვის დრო რომ ჰქონოდა. კვირადღე ყოველთვის თავისუფალი ჰქონდა. მამა და შვილი კუს ტბაზე ერთად დარბოდნენ, ველოსიპედით დადიოდნენ, კინოში მიდიოდნენ. კვირას მე ძირითადად, გავერიდებოდი მათ და "მამაკაცებს" მარტო დარჩენის საშუალებას ვაძლევდი. ბოლო დრომდე ბავშვების ზეიმს ყოველთვის ესწრებოდა; პირველი წელი იყო, ღონისძიებებზე დასწრება რომ ვერ მოახერხა. სანდრო ძალიან დარდობდა, მამას ხშირად რომ ვერ ხედავდა. ამ ზაფხულს აჩიკო ძირითადად ბაღდათში იყო, თავის მშობლებთან; სულ შეხვედრები ჰქონდა. სანდრო ცოტა ხნით სოფელში გავუშვი, მაგრამ მითხრა, - რა მნიშვნელობა აქვს, აქაც ვერ ვხედავ, სახლში ძალიან გვიან მოდის, უამრავი საქმე აქვსო. მამას ყოველთვის გულშემატკივრობს. ისე, მონდომება და სურვილია მთავარი, მოუცლელობის მიუხედავად, შეიძლება, შვილებისთვის დრო მაინც გამონახო. მთავარია, ხარისხიანი იყოს ეს ურთიერთობა. თუ იმას აძლევ, რასაც ის ითხოვს, შეიძლება, ცოტა დრო გაატარო მასთან, მაგრამ ის დრო მთელი კვირა ეყოს. ასეა დიდი ადამიანიც და ბავშვიც. ჩემს შვილებს დიდებივით ვუყურებ, ვითვალისწინებ მათ აზრებს, ზოგჯერ რჩევასაც ვეკითხები. როცა გაჯიუტდებიან და ვეღარ ვხვდები, რა გავაკეთო, ასეთ დროს სალომეს ვეუბნები, - მოდი, ახლა ჩემს ადგილას წარმოიდგინე თავი და მითხარი, შენ როგორ მოიქცეოდი-მეთქი. როგორც კი თანატოლად დააყენებ, აზრს ჰკითხავ, თითქოს პრობლემა არც ყოფილა. სალომესა და მამამისის ურთიერთობა კი ცალკე თემაა.

- განსაკუთრებული ურთიერთობა აქვს ქალიშვილთან?

- არჩილი ეკრანზე როგორი აუღელვებელი და გაწონასწორებელი ადამიანიცაა, ასეთივეა ცხოვრებაში და ბავშვებთან ურთიერთობაშიც. შეიძლება, ბავშვი ტიროდეს და გითხრას, - არა უშავს, ნახე, რა კარგად ტირისო... არც უფროსის დაბადების დროს და არც სალომეს დროს, ბავშვის სქესი წინასწარ არ ვიცოდით: სხვა ემოციაა, როცა არ იცი. ყველას გვეგონა, რომ ბიჭი იქნებოდა, მაგრამ ჩვენი გოგონა გაჩნდა. თუკი აჩიკოს სახეზე ემოცია ეტყობა, ეს სალომეს დანახვისას ხდება - დაღლა ავიწყდება... სალომეს რომ დაინახავს, ეტყვის, - მოდი, სალომე, ახლა მომიყევი ამბებიო. ისიც იწყებს ტიკტიკს და კარგი საყურებელია. ბიჭებისგან განსხვავებით, ძალიან სხვანაირია სალომესთან. ერთად დარბიან, ბევრს ეთამაშება. სამწუხაროდ, პატარა ისე იზრდება, რომ დატვირთული რეჟიმის გამო, მის ქცევებს ვერ უყურებს და ამის გამო, აჩიკო ბევრჯერ შემცოდებია. მე ცოცხალი მემატიანე ვარ - რომ მოდის, სულ ვუყვები, - ამან ეს ქნა, ამან ეს თქვა, ასე მოიქცა, - მაგრამ როგორი მიმიკით თქვა, რა სიტუაციაში მოიქცა ასე, ამას როცა უყურებ, სულ სხვაა. ცდილობს, ერთი-ორი საათი შვილებთან დაჰყოს. ბურთი ითამაშოს თუნდაც სახლში, პატარასთან ერთად.

- ვიდეოზე არ აღბეჭდავთ ამ ფაქტებს?

- ძალიან "გავზარმაცდი", დროის უქონლობის გამო. სანდროს ბევრი ვიდეო მაქვს, სალომესი შედარებით ნაკლები, ვაკოს კი იშვიათად ვიღებ.

- თოვლის ბაბუამ რა მოუტანა ახალ წელს პატარებს?

- ყოველ წელს, 31 დეკემბერს მოდის თოვლის ბაბუა. ძალიან არ იგვიანებს, ბავშვებს რომ არ დაეძინოთ. ესენი ლექსს ეუბნებიან და რადგან კარგად იქცევიან მთელი წლის მანძილზე, ისიც ასაჩუქრებს. სურვილები წინასწარ არის შერჩეული: სანდროს წელს მობილური უნდოდა და ვუყიდე, რაც შეეხება სალომეს - მას ორი საჩუქარი ერგო: ერთი თოვლის ბაბუამ ბაღში აჩუქა, საექიმო ნივთები, რომ ყველანი გაგვსინჯოს; სალარო-აპარატი უნდოდა ძალიან, მოსწონს გამყიდველობანას თამაში, დაალაგებს ნივთებს, დახლთან დადგება და ჩეკის ამორტყმის პროცედურა მოსწონს. ეს სალარო-აპარატი ინტერნეტში ნახა და ის თოვლის ბაბუამ მოუტანა. პატარას სურვილი კი დიდი ყვითელი მანქანა იყო და მასაც მოუტანეს. თოვლის ბაბუა ჩვენს ქვედა სართულზე ცხოვრობს და ყოველ წელს მოდის ბავშვებთან. მათ სახლშიც არიან პატარები და გაჩნდა ამის აუცილებლობა. ძალიან კარგი მსახიობური ნიჭი აღმოაჩნდა. სალომეს დაბადების შემდეგ დაიწყო ჩვენთან სიარული, მანამდე სანდროს საჩუქარი ნაძვის ხესთან ხვდებოდა.

- თქვენი მეკვლე შარშან ვინ იყო და წელს ვინ გყავდათ?

- ჩვენს ოჯახში მეკვლე ყოველთვის აჩიკოა. შარშანაც ასე იყო. როგორც წესი, ახალ წელს ერთად, ოჯახურ გარემოში ვხვდებით, ამის შემდეგ ის მიდის მეზობელთან; რამდენიმე წელია, ამ ოჯახის მეკვლეა. შემდეგ ჩვენთან ამოდის და ჩვენი მეკვლეც აჩიკოა.

- კარგი ფეხი ჰქონია, ეტყობა, შარშან ჩაფიქრებული ყველა სურვილი აუხდა. მეკვლედ წელს უფრო მეტმა ადამიანმა ხომ არ დაპატიჟა?

- როცა ადამიანს ბოროტება არა აქვს გულში, კეთილი ზრახვებით მოდის შენთან და კარგი განწყობით, ასეთი ადამიანი ყოველთვის კარგი მეკვლეა. მან ტრადიციას წელსაც არ უღალატა. ამდენი წელია, მის გვერდით ვარ და აღელვებული არჩილი არასოდეს მინახავს. ძალიან მშვიდი ადამიანია. ამხელა პასუხისმგებლობა რომ დაეკისრა, მე ვნერვიულობ და იმას განვიცდი, თვითონ ხომ არ ნერვიულობს, მაგრამ მისი ერთი სიტყვა, - ყველაფერი კარგად არისო, - საკმარისია ჩემთვის და დაძაბულობა მეხსნება.

- თქვენს მეუღლეს საოჯახო საქმეები თუ ეხერხება?

- არა, ერთადერთი, რასაც აკეთებს, როგორც წესი, ახალ წელს ყოველთვის ვანთებთ ბუხარს და აჩიკო მწვადს წვავს. დანარჩენი, ყველაფერი ჩემი გასაკეთებელია. საახალწლო მზადება ჩვენთან 29 დეკემბერს იწყება. ერთი ცერემონიაა ნაძვის ხის მორთვა. ერთხელ სანდრომ მითხრა, მარტო მე უნდა მოვრთოო და აღმოჩნდა, რომ ყველა სათამაშო ერთ ტოტზე ეკიდა. მერე ვუთხარი, - ხომ არ ჯობია, ერთად მოვრთოთ-მეთქი? - და ახლა ასე ვიქცევით. ძირითადად, ყველაფერს მე ვამზადებ, ბაზარში სიარულიც მე მიწევს, გოზინაყი და ტკბილეულობა ჩემი გასაკეთებელია, კერძების მომზადებაში დედა მეხმარება. ტრადიაციად გვექცა - 1-ელ იანვარს მამიდაჩემთან ნათესავები ვიკრიბებით. 2 იანვარს უკვე მეგობრები ვხვდებით ერთმანეთს.

- სოფო, როგორ გაიცანით თქვენი მეუღლე?

- შემოდგომა იყო. მამიდამ დამირეკა და მითხრა, რომ ერთ ოჯახში გვეპატიჟებოდნენ. ვიცოდი, იქ ვნახავდი ჩემს ერთ მეგობარს, რომელთანაც იმ ზაფხულს ზღვაზე ვიყავი და სიხარულით წავედი. აჩიკოს მამიდაშვილის ოჯახში აღმოვჩნდით. თამადა აჩიკო იყო და მავიწროებდა. მე და სოფო ზაფხულის ამბებს ვიხსენებდით და ის შენიშვნებს გვაძლევდა, - ეს გოგო ვერ გავაჩერეო, - ჩემზე ამბობდა. მაშინ 22 წლის ვიყავი. მერე მისმა ბიძაშვილმა დამირეკა და მითხრა, - ანანურში მივდივართ მოსალოცად და ხომ არ წამოხვალო? იქაც იყო აჩიკო. როგორც მივხვდი, ეს უკვე დაგეგმილი შეხვედრა იყო... პირველი შთაბეჭდილება ჩვეულებრივი მქონდა. მაშინ ყურმოკრული მქონდა, რომ იყო ასეთი ადვოკატი. ახალი დამთავრებული მქონდა იურიდიული ფაკულტეტი და მეც ადვოკატად ვმუშაობდი. იმ პერიოდში არჩილი ლონდონში იყო სასწავლებლად წასული. მერე დაიწყო ჩვენი შეხვედრები და როგორც კი მოგვეცა იმის საშუალება, მარტო შევხვედროდით ერთმანეთს და გვესაუბრა, მაშინ დავიჭირე რაღაცები, რაც ჩემთვის ღირებულია ადამიანში.

- და რა იყო ეს?

- მისი ჰუმანური, ადამიანური დამოკიდებულება ადამიანების მიმართ. აღმოჩნდა, რომ ერთი და იგივე მწერალი, ნაწარმოები მოგვწონდა. მას ძალიან უყვარს გურამ დოჩანაშვილი, რომელიც ჩემთვის ძალიან ძვირფასია. საინტერესო გახდა ჩვენი ურთიერთობა და იმის სურვილი გამიჩნდა, რომ კიდევ ერთხელ შევხვედროდი. ვიცოდი, მასთან არ მოვიწყენდი. მერე გაღრმავდა ჩვენი ურთიერთობა და სამსახურის შემდეგ ვხვდებოდით ერთმანეთს. ეს ურთიერთობა სიყვარულში გადაიზარდა. ერთი წლის შემდეგ ვიქორწინეთ. ყველა ქალისთვის საოცნებოა ეს დღე. ძალიან ლამაზი ქორწილი გვქონდა... სამოგზაუროდ ორი კვირით რომში წავედით. ფლორენციაში ვიყავით, ვენეციაში ვერ წავედით და ვთქვით, რომ სხვა დროს ჩავიდოდით, მაგრამ ჯერჯერობით ეს დრო არ დამდგარა; იმედია, მოვა. ყველა მეუბნებოდა, რომ პარიზი სჯობდა, მაგრამ იტალია ავიჩემე. მერე, პარიზი რომ ვნახე, მივხვდი - პარიზი მართლა საოცრებაა.

- თქვენ სად მუშაობდით მაშინ?

- უზენაესი სასამართლოს ერთ-ერთ განყოფილებაში კონსულტანტი ვიყავი. ერთი წლის შემდეგ დეკრეტში გავედი და გაჩნდა სანდრო. უზენაესში წელიწად-ნახევრის შემდეგ დავბრუნდი. მერე განყოფილების უფროსის ვაკანსია იყო და იქ დავინიშნე. იქ ვიმუშავე, ვიდრე მეორე შვილზე დეკრეტში გავიდოდი, მოსამართლის გამოცდებიც ჩავაბარე, მაგრამ არასდროს მიმუშავია. სანდროს რომ ვზრდიდი, მეგონა, უჩემოდ ბევრმა რამემ ჩაიარა. ძიძა არ მყავდა და მარტო გავზარდე ჩემი შვილები. დედა მეხმარებოდა. სამივე ბუნებრივ კვებაზე მყავდა და ამიტომ ძირითადად სახლში ვიყავი. ვფიქრობ, ქალისთვის ამაზე დიდი ჯილდო არაფერია, როცა შენი შრომის შედეგს ხედავ, როცა შენს შვილებს უყურებ.

- რატომ თქვით უარი მოსამართლეობაზე?

- ვიცოდი, რამდენი დრო სჭირდებოდა მოსამართლეობას. ზედაპირულად არაფრის კეთება არ შემიძლია. არც ის შემიძლია, რომ ყველაფერი მოვასწრო. არიან ადამიანები, რომლებიც წარმატებულები არიან კარიერაშიც და ოჯახშიც, ასეთები ჩემგან აღფრთოვანებას იმსახურებენ. მე როცა ვაკეთებ ერთს, ის უნდა ვაკეთო ხარისხიანად. ეტყობა, სურვილიც არ მქონდა, თორემ გამოცდები ჩაბარებული მქონდა და კონკურსშიც მივიღებდი მონაწილეობას. სალომეს გაჩენის შემდეგ საერთოდ წამოვედი უზენაესი სასამართლოდან. მერე პატარა ვაკოც გაჩნდა და ვზრდი ჩემს შვილებს. ჩემთვის დილა ძალიან ადრე იწყება - 6-7 საათზე ყოველთვის ფეხზე ვარ. დილა ყოველთვის მძიმეა, რადგან სამივეს მოწესრიგება სჭირდება. ჯერ სანდრო მიმყავს სკოლაში, მერე სალომე - ბაღში მე და ვაკოს; ვაკო ჯერ პატარაა და არ დადის ბაღში. შემდეგ იწყება ოჯახის საქმეები. ყველას სხვადასხვა გემოვნება აქვს და სხვადასხვანაირი კერძის მომზადება მიწევს.

- მეუღლეც პრეტენზიულია ამ კუთხით?

- არჩილისთვის ვახშმის მომზადება ცალკე თემა იყო. რაც მაჟორიტარი გახდა და ბაღდათში მოუწია ყოფნამ, ეს საკითხი მოიხსნა. ტრადიციულ კერძებს ჭამს, მაგრამ ურჩევნია რაიმე განსხვავებული. საოჯახო საქმეებიდან ყველაზე მეტად, სამზარეულოში ტრიალი და სადილების მომზადება მომწონს. ძალიან ვერთობი ასეთ დროს და ვამზადებ სხვადასხვანაირ საჭმელებს. ჩემს შვილებსაც და აჩიკოსაც უყვართ "პეტუჩინი". არ ვიცი რეცეპტი, მაგრამ მივხვდი, როგორ შეიძლება კეთდებოდეს; ცოტა განსხვავებულია, მაგრამ ჩემებს მოსწონთ.

- ალბათ მეუღლე სიურპრიზს ხშირად გიწყობთ, არა?

- ყველაზე დიდი სიურპრიზი იქნება, აჩიკო ადრე მოვიდეს სახლში. ეს ჩვენი თანაცხოვრების პერიოდში მთავარი იყო. სალომეს ლაპარაკი ახალი დაწყებული ჰქონდა. გაზაფხული იყო, კვირტების საოცარი სუნი ტრიალებდა ყველგან. როგორც ჩანს, აჩიკო გარეთ რომ გამოვიდა და ეს ნახა, გადაწყვიტა, საქმე განზე გადაედო და ბავშვები სასეირნოდ წაეყვანა. მირეკავს და მეუბნება: ჩააცვი ბავშვებს და მთაწმინდის პარკში ავიყვანოთო. აბა, ჩქარა, მამიკო მოდის და გაემზადეთ-მეთქი, - ვეუბნები ბავშვებს. გამოპრანჭული პატარა სალომე ოთახში დადის, მამამისს ელოდება და ამბობს: "ძვირფასი ბიჭია ეს აჩიკო, ძვირფასი ბიჭი". ყველაზე დიდი ფუფუნებაა, აჩიკოს რომ სცალია... რაც შეეხება საჩუქრებს, მეუბნება, - რაც უნდათ ბავშვებს, ის უყიდე, მე დამახვედრე, რომ მოვალ, ვაჩუქოო, - ანუ ამ საქმეშიც ჩართული ვარ. მეც მიკეთებს ხშირად საჩუქრებს, მაგრამ უფრო ხშირად მეტყვის ხოლმე, - მინდა, რაღაც გაჩუქო და რა გინდაო? მე ყოველთვის მაქვს კონკრეტული სურვილი და ამას მისრულებს.

- როცა შეიტყვეთ, თქვენი მეუღლე მთავარი პროკურორი გახდებოდა, რა რეაქცია გქონდათ?

- ეს ტელევიზიით შევიტყვე. ერთდროულად რამდენიმე გრძნობა იყო. სასიხარულოა, ასეთ საპასუხისმგებლო თანამდებობაზე რომ გნიშნავენ და ამის ღირსად გთვლიან. ვფიქრობდი იმაზეც, რომ ძალიან დიდი შრომა მოუწევდა და რაღაცებზე უარი უნდა ეთქვა. უფრო მეტიც - მეც გამიჩნდა დიდი პასუხისმგებლობის გრძნობა.

- რა შეიცვალა ამ ორი თვის განმავლობაში თქვენს ცხოვრებაში, გარდა იმისა, რომ თქვენს სახლს ახლა დაცვა ახლავს?

- განსაკუთრებული არაფერი. სახლთან დაცვა დააყენეს, უფრო მეტად ხარ ყურადღების ცენტრში. ჩვენც გვყავს დაცვა. ეს უხერხულობას არაფერში მიქმნის, უბრალოდ ვწუხდი, რა ძნელი და საპასუხისმგებლოა დაცვის პროფესია. რამხელა პასუხისმგებლობაა.

- რა არის მისი გატაცება?

- არჩილს ძალიან უყვარს მოგზაურობა. მეგობრებთან ერთად მთელი საქართველო აქვს შემოვლილი. სამწუხაროდ, მე ვერ ავუწყვე ფეხი, ბავშვების გამო. ვფიქრობ, ქალისთვის ამაზე დიდი ჯილდო არაფერია, როცა უყურებ შენი შრომის შედეგს. შევუერთდები, როცა ამის საშუალება მექნება. ძალიან უყვარს ბუნებასთან კონტაქტი, ყველაზე კარგად ასე ისვენებს. ნადირობა და თევზაობა არ უყვარს. უყვარს კითხვა, ძალიან კარგად კითხულობს ლექსებს, უყვარს პოეზია. 3 წლის ასაკში "სტუმარ-მასპინძელი" თურმე ზეპირად იცოდა. დღემდე უყვარს ვაჟა-ფშაველა... ბოლოს მინდა, თქვენი ჟურნალის საშუალებით, მთელ საქართველოს შობა-ახალი წელი მივულოცო! ყველაფერი კარგად იქნება.

- გმადლობთ. ჩვენც კიდევ ერთხელ გილოცავთ შობა-ახალ წელს და წარმატებებს გისურვებთ!

თეა ხურცილავა

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"