სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის ინიციატივას გენიალურს უწოდებს
ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის ინიციატივას გენიალურს უწოდებს

ში­ნა­გან საქ­მე­თა მი­ნის­ტრი პრე­მი­ე­რის ინი­ცი­ა­ტი­ვას, სა­კონ­სტი­ტუ­ციო ცვლი­ლე­ბე­ბის შე­სა­ხებ, გე­ნი­ა­ლურს უწო­დებს.

რო­გორც ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა მთავ­რო­ბის სხდო­მის შემ­დეგ ჟურ­ნა­ლის­ტებს გა­ნუ­ცხა­და, მი­ნის­ტრთა კა­ბი­ნე­ტი ამ ინი­ცი­ა­ტი­ვას მი­ე­სალ­მე­ბა. "ვფიქ­რობ, ეს არის ინი­ცი­ა­ტი­ვა, რო­მე­ლიც უნდა მი­ი­ღოს რო­გორც უმ­რავ­ლე­სო­ბამ, ისე უმ­ცი­რე­სო­ბამ, რად­გან შექ­მნილ ვი­თა­რე­ბა­ში ეს არის ერ­თა­დერ­თი სწო­რი სვლა", - აღ­ნიშ­ნა მი­ნის­ტრმა.

სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ტე­ლე­კომ­პა­ნია "იმედ­თან" ექ­სკლუ­ზი­ურ ინ­ტერ­ვი­უ­ში გა­ნა­ცხა­და, რომ მზად არის პრე­ზი­დენტს პარ­ლა­მენ­ტის და­თხოვ­ნა­ში და­ეხ­მა­როს.

რაც შე­ე­ხე­ბა "ამ­ნის­ტი­ის შე­სა­ხებ" კა­ნონს, ღა­რი­ბაშ­ვილ­მა კი­დევ ერთხელ გა­ი­მე­ო­რა, რომ ჯა­შუ­შებ­მა და ნარ­კო­რე­ა­ლი­ზა­ტო­რებ­მა ციხე არ უნდა და­ტო­ვონ. მისი გან­მარ­ტე­ბით, სა­მი­ნის­ტრის ჰქონ­და უთან­ხმო­ე­ბა პარ­ლა­მენ­ტთან პრინ­ცი­პულ სა­კი­თხებ­ზე, პრინ­ცი­პებ­ზე, თუმ­ცა, სა­მი­ნის­ტროს შე­ნიშ­ვნე­ბის გა­ზი­ა­რე­ბა ვერ მო­ხერ­ხდა.

"სამ­წუ­ხა­როა, რომ კა­ნონპ­რო­ექ­ტი პარ­ლა­მენ­ტმა თავ­და­პირ­ვე­ლი რე­დაქ­ცი­ით მი­ი­ღო. რაც შე­ე­ხე­ბა პო­ლიტ­პა­ტიმ­რე­ბის თე­მას, მიგ­ვაჩ­ნია, რომ ეს სა­კი­თხი ინ­დი­ვი­დუ­ა­ლურ მიდ­გო­მას სა­ჭი­რო­ებ­და. სი­ა­ში გარ­კვე­ულ პირ­თა მოხ­ვედ­რამ გა­მო­იწ­ვია უხერ­ხუ­ლო­ბა და პრო­ცე­სი გა­არ­თუ­ლა. ინ­დი­ვი­დუ­ა­ლუ­რი გან­ხილ­ვის შემ­თხვე­ვა­ში კი ამ­გვარ უხერ­ხუ­ლო­ბას თა­ვი­დან ავი­ცი­ლებ­დით. ჩვენ პარ­ლა­მენტს წარ­ვუდ­გი­ნეთ რე­კო­მენ­და­ცია. გა­და­ვე­ცით კონ­კრე­ტუ­ლი გვა­რე­ბი, ვინც სი­ი­დან უნდა ამო­ე­ღოთ. სამ­წუ­ხა­როა, რომ ეს ვერ მო­ხერ­ხდა და პარ­ლა­მენ­ტმა ნაჩ­ქა­რე­ვი გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მი­ი­ღო", - აღ­ნიშ­ნა ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

შს მი­ნის­ტრი ყო­ფი­ლი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე­ე­ბის ამ­ნის­ტი­რე­ბის თე­მა­საც შე­ე­ხო და აღ­ნიშ­ნა, რომ წინა ხე­ლი­სუფ­ლე­ბის პი­რო­ბებ­ში ბევ­რი სა­ჯა­რო მო­ხე­ლე რე­ა­ლუ­რად რე­ჟი­მის მსხვერ­პლად იქცა. "ბევრ მო­ხე­ლეს უწევ­და ისე­თი ქმე­დე­ბე­ბის გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა, რაც კა­ნონ­თან შე­სა­ბა­მი­სო­ბა­ში არ მო­დი­ო­და და გა­მარ­თლე­ბუ­ლი არ იყო. ისი­ნი გარ­კვე­ულ­წი­ლად იყ­ვნენ რე­ჟი­მის მსხვერ­პლნი. სწო­რედ ამი­ტომ გა­აჟ­ღე­რა პრე­მი­ერ­მა მათი ამ­ნის­ტი­ის იდეა და ეს არის პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრის, ახა­ლი მთავ­რო­ბის მო­რი­გი ჰუ­მა­ნუ­რი ჟეს­ტი", - გა­ნა­ცხა­და ირაკ­ლი ღა­რი­ბაშ­ვილ­მა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის ინიციატივას გენიალურს უწოდებს

ირაკლი ღარიბაშვილი პრემიერის ინიციატივას გენიალურს უწოდებს

შინაგან საქმეთა მინისტრი პრემიერის ინიციატივას, საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ, გენიალურს უწოდებს.

როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომის შემდეგ ჟურნალისტებს განუცხადა, მინისტრთა კაბინეტი ამ ინიციატივას მიესალმება. "ვფიქრობ, ეს არის ინიციატივა, რომელიც უნდა მიიღოს როგორც უმრავლესობამ, ისე უმცირესობამ, რადგან შექმნილ ვითარებაში ეს არის ერთადერთი სწორი სვლა", - აღნიშნა მინისტრმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ტელეკომპანია "იმედთან" ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა, რომ მზად არის პრეზიდენტს პარლამენტის დათხოვნაში დაეხმაროს.

რაც შეეხება "ამნისტიის შესახებ" კანონს, ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ჯაშუშებმა და ნარკორეალიზატორებმა ციხე არ უნდა დატოვონ. მისი განმარტებით, სამინისტრის ჰქონდა უთანხმოება პარლამენტთან პრინციპულ საკითხებზე, პრინციპებზე, თუმცა, სამინისტროს შენიშვნების გაზიარება ვერ მოხერხდა.

"სამწუხაროა, რომ კანონპროექტი პარლამენტმა თავდაპირველი რედაქციით მიიღო. რაც შეეხება პოლიტპატიმრების თემას, მიგვაჩნია, რომ ეს საკითხი ინდივიდუალურ მიდგომას საჭიროებდა. სიაში გარკვეულ პირთა მოხვედრამ გამოიწვია უხერხულობა და პროცესი გაართულა. ინდივიდუალური განხილვის შემთხვევაში კი ამგვარ უხერხულობას თავიდან ავიცილებდით. ჩვენ პარლამენტს წარვუდგინეთ რეკომენდაცია. გადავეცით კონკრეტული გვარები, ვინც სიიდან უნდა ამოეღოთ. სამწუხაროა, რომ ეს ვერ მოხერხდა და პარლამენტმა ნაჩქარევი გადაწყვეტილება მიიღო", - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

შს მინისტრი ყოფილი საჯარო მოხელეების ამნისტირების თემასაც შეეხო და აღნიშნა, რომ წინა ხელისუფლების პირობებში ბევრი საჯარო მოხელე რეალურად რეჟიმის მსხვერპლად იქცა. "ბევრ მოხელეს უწევდა ისეთი ქმედებების განხორციელება, რაც კანონთან შესაბამისობაში არ მოდიოდა და გამართლებული არ იყო. ისინი გარკვეულწილად იყვნენ რეჟიმის მსხვერპლნი. სწორედ ამიტომ გააჟღერა პრემიერმა მათი ამნისტიის იდეა და ეს არის პრემიერ-მინისტრის, ახალი მთავრობის მორიგი ჰუმანური ჟესტი", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა