ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსება გაორმაგდა და - მომავალ წელს 48 მლნ ლარით დაფინანსდება. ამის შესახებ ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მინისტრმა მედიას 2013 წლის ბიუჯეტის ძირითადი პარამეტრები წარუდგინა.
"გაზრდილია ლტოლვილთა სახლების რეაბილიტაციისთვის გათვალისწინებული თანხები. 1 ოქტომბერს წარმოდგენილ პროექტში სამინისტროს დაფინანსება შეადგენდა მხოლოდ 25.0 მლნ ლარს, რაც თითქმის გაორმაგებულია", - განაცხადა ხადურმა.
2013 წლის ბიუჯეტის პროექტი საქართველოს პარლამენტმა 20 დეკემბერს დაამტკიცა.