საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გია ჭანტურია - გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი მაქვს
გია ჭანტურია - გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი მაქვს

"სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი მა­უ­წყებ­ლის" სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭომ მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის გია ჭან­ტუ­რი­ას გან­ცხა­დე­ბა გა­დად­გო­მის თა­ო­ბა­ზე და­აკ­მა­ყო­ფი­ლა. ამის შე­სა­ხებ ჟურ­ნა­ლის­ტებს თა­ვად გია ჭან­ტუ­რი­ამ გა­ნუ­ცხა­და. მისი თქმით, გა­დად­გო­მის ძა­ლი­ან კონ­კრე­ტუ­ლი მი­ზე­ზი აქვს.

"მე სამი წლის გან­მავ­ლო­ბა­ში აქ ვი­ყა­ვი. ვფიქ­რობ, რომ ამ სამი წლის მან­ძილ­ზე მა­უ­წყე­ბელ­ში ბევ­რი რამ გა­კეთ­და. შე­იძ­ლე­ბა, ჩემი შეც­დო­მა იყო ის, რომ ეკ­რანს ნაკ­ლე­ბად ეტყო­ბო­და ეს ყვე­ლა­ფე­რი. არ­ჩევ­ნე­ბის დროს ვფიქ­რობ, რომ მა­უ­წყე­ბელ­მა დიდი როლი ითა­მა­შა და ამა­ში ჩემი გარ­კვე­უ­ლი წი­ლიც არის. მოხ­და მარ­თლა სა­ფუძ­ვლი­ა­ნი ტექ­ნი­კუ­რი გა­და­ი­ა­რა­ღე­ბა, ჩვენ შევ­ქმე­ნით საკ­მა­ოდ სე­რი­ო­ზუ­ლი, სტრა­ტე­გი­უ­ლი გან­ვი­თა­რე­ბის გეგ­მა, რო­მელ­საც მივ­ყვე­ბო­დით გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში. თუმ­ცა მი­ზეზ­თა გამო ბო­ლომ­დე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბა ვერ შევ­ძე­ლი ისე ხა­რის­ხი­ა­ნად, რო­გორც მინ­დო­და. ამი­ტომ მი­ვიჩ­ნევ, რომ ალ­ბათ, სჯობ­და და­მეთ­მო ეს ას­პა­რე­ზი სხვა ადა­მი­ა­ნე­ბის­თვის, ვინც ამას უფრო ორ­გა­ნი­ზე­ბუ­ლად გა­ა­კე­თე­ბენ", - გან­მარ­ტა ჭან­ტუ­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, სა­მე­ურ­ვეო საბ­ჭოს და­სამ­ტკი­ცებ­ლად და­ტო­ვა ბი­უ­ჯე­ტი, საბ­ჭოს მხრი­დან მო­წო­ნე­ბა და­იმ­სა­ხუ­რა. ამას­თან, მა­უ­წყებ­ლის ყო­ფილ­მა გე­ნე­რა­ლურ­მა დი­რექ­ტორ­მა ფი­ნანსთა მი­ნის­ტრ ნო­დარ ხა­დურ­საც მი­მარ­თა.

"ნო­დარ ხა­დურს მინ­და ვთხო­ვო, მისი მხრი­დან იყო გან­ცხა­დე­ბე­ბი, რომ ყვე­ლა­ნა­ი­რად შე­ეც­დე­ბო­და, ყვე­ლა გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა მა­უ­წყებ­ლის სა­სარ­გებ­ლოდ ყო­ფი­ლი­ყო მი­ღე­ბუ­ლი. მე იმე­დი მაქვს, იგი და­ნა­პი­რებს ნამ­დვი­ლად შე­ას­რუ­ლებს", - აღ­ნიშ­ნა ჭან­ტუ­რი­ამ.

მი­სი­ვე თქმით, მა­უ­წყებ­ლის გე­ნე­რა­ლუ­რი დი­რექ­ტო­რის მო­ვა­ლე­ო­ბას გი­ორ­გი ბა­რა­თაშ­ვი­ლი შე­ას­რუ­ლებს. ამას­თან, გია ჭან­ტუ­რი­ას არ და­უ­კონ­კრე­ტე­ბია, თუ სად გა­ნაგ­რძობს მუ­შა­ობს. მისი გან­მარ­ტე­ბით, თავ­და­პირ­ველ ეტაპ­ზე და­ის­ვე­ნებს.

იხი­ლეთ ვი­დეო

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

რუბრიკის სხვა სიახლეები
დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გია ჭანტურია - გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი მაქვს

გია ჭანტურია - გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი მაქვს

"საზოგადოებრივი მაუწყებლის" სამეურვეო საბჭომ მაუწყებლის გენერალური დირექტორის გია ჭანტურიას განცხადება გადადგომის თაობაზე დააკმაყოფილა. ამის შესახებ ჟურნალისტებს თავად გია ჭანტურიამ განუცხადა. მისი თქმით, გადადგომის ძალიან კონკრეტული მიზეზი აქვს.

"მე სამი წლის განმავლობაში აქ ვიყავი. ვფიქრობ, რომ ამ სამი წლის მანძილზე მაუწყებელში ბევრი რამ გაკეთდა. შეიძლება, ჩემი შეცდომა იყო ის, რომ ეკრანს ნაკლებად ეტყობოდა ეს ყველაფერი. არჩევნების დროს ვფიქრობ, რომ მაუწყებელმა დიდი როლი ითამაშა და ამაში ჩემი გარკვეული წილიც არის. მოხდა მართლა საფუძვლიანი ტექნიკური გადაიარაღება, ჩვენ შევქმენით საკმაოდ სერიოზული, სტრატეგიული განვითარების გეგმა, რომელსაც მივყვებოდით გარკვეული პერიოდის განმავლობაში. თუმცა მიზეზთა გამო ბოლომდე განხორციელება ვერ შევძელი ისე ხარისხიანად, როგორც მინდოდა. ამიტომ მივიჩნევ, რომ ალბათ, სჯობდა დამეთმო ეს ასპარეზი სხვა ადამიანებისთვის, ვინც ამას უფრო ორგანიზებულად გააკეთებენ", - განმარტა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, სამეურვეო საბჭოს დასამტკიცებლად დატოვა ბიუჯეტი, საბჭოს მხრიდან მოწონება დაიმსახურა. ამასთან, მაუწყებლის ყოფილმა გენერალურმა დირექტორმა ფინანსთა მინისტრ ნოდარ ხადურსაც მიმართა.

"ნოდარ ხადურს მინდა ვთხოვო, მისი მხრიდან იყო განცხადებები, რომ ყველანაირად შეეცდებოდა, ყველა გადაწყვეტილება მაუწყებლის სასარგებლოდ ყოფილიყო მიღებული. მე იმედი მაქვს, იგი დანაპირებს ნამდვილად შეასრულებს", - აღნიშნა ჭანტურიამ.

მისივე თქმით, მაუწყებლის გენერალური დირექტორის მოვალეობას გიორგი ბარათაშვილი შეასრულებს. ამასთან, გია ჭანტურიას არ დაუკონკრეტებია, თუ სად განაგრძობს მუშაობს. მისი განმარტებით, თავდაპირველ ეტაპზე დაისვენებს.

იხილეთ ვიდეო

"ინტერპრესნიუსი"

"იბერიას" ჟურნალისტები განცხადებას ავრცელებენ

უჩა მამაცაშვილი "იბერიასა" და "ომეგა ჯგუფის" ირგვლივ მიმდინარე პროცესებზე პროკურატურას მიმართავს

ქართული ტელევიზიების მეპატრონეები, მათი ინტერესები და გავლენები