სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში
რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში

სოსო თო­ლო­რა­ია უკვე რამ­დე­ნი­მე წე­ლია, ამე­რი­კა­ში ცხოვ­რობს და სა­ქარ­თვე­ლო­ში ჩა­მოს­ვლას ვერ ახერ­ხებს, მაგ­რამ ამ­ბობს, რომ ქარ­თვე­ლე­ბი არ და­ვი­წყნია. სულ ცოტა ხნის წინ მისი დახ­მა­რე­ბით ნინი შერ­მა­დი­ნი სა­ზღვარ­გა­რეთ, საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტზე მი­იწ­ვი­ეს. ამე­რი­კულ ამ­ბებ­ზე სა­სა­უბ­როდ სო­სოს "სკა­ი­პით" და­ვუ­კავ­შირ­დი.

- კას­ტინ­გი, რო­მელ­შიც მე და ნინი ვმო­ნა­წი­ლე­ობ­დით, ბროდ­ვე­ის ერთ-ერთ თე­ატ­რში ჩა­ტარ­და. ჩვე­ნი გა­მოს­ვლით უცხო­ე­ლე­ბი მარ­თლაც, რომ კმა­ყო­ფი­ლე­ბი დარ­ჩნენ, გან­სა­კუთ­რე­ბით კი ნი­ნის ნამ­ღე­რი მო­ე­წო­ნათ. რაც შე­ე­ხე­ბა თა­ვად პრო­ექტს, ამე­რი­კა­ში ყო­ველ­წლი­უ­რად იმარ­თე­ბა საქ­ველ­მოქ­მე­დო კონ­ცერ­ტი, რო­მელ­შიც ნი­ჭი­ე­რი ახალ­გაზ­რდე­ბი მო­ნა­წი­ლე­ო­ბენ. მათ უამ­რა­ვი აგენ­ტი ადევ­ნებს თვალ­ყურს, კონ­ცერ­ტის შემ­დეგ კი ისი­ნი თა­ვი­ანთ ფა­ვო­რი­ტებს ამა თუ იმ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის მი­სა­ღე­ბად კონ­ტრაქ­ტის გა­ფორ­მე­ბას სთა­ვა­ზო­ბენ. ჩვენ პირ­ვე­ლი­ვე კას­ტინ­გის შემ­დეგ, ათ საქ­ველ­მოქ­მე­დო სა­ღა­მო­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მოგ­ვთა­ვა­ზეს. ეს კონ­ცერ­ტე­ბი მა­ი­სამ­დე გა­ი­მარ­თე­ბა... ამ­ჯე­რად, ჩვე­ნი მი­ზა­ნია უკვე ცნო­ბი­ლი პრო­დი­უ­სე­რე­ბი და­ვა­ინ­ტე­რე­სოთ. იმე­დი გვაქვს, ნინი მათი ყუ­რა­დღე­ბის მიღ­მა არ დარ­ჩე­ბა. ჰოდა, არ არის გა­მო­რი­ცხუ­ლი, რომ ის სულ მალე, რო­მე­ლი­მე პო­პუ­ლა­რულ მი­უ­ზიკლშიც ვი­ხი­ლოთ.

- კონ­ცერ­ტზე რო­მე­ლი სიმ­ღე­რა შე­ას­რუ­ლეთ?

- ჩვე­ნი საყ­ვა­რე­ლი სიმ­ღე­რე­ბი შე­ვას­რუ­ლეთ. რო­გორც წესი, მსგავს სა­ღა­მო­ზე არც ერთი შემ­სრუ­ლე­ბე­ლი ერთ სიმ­ღე­რა­ზე მეტს არ მღე­რის, ნინი კი ერ­თა­დერ­თი იყო, ვი­საც სამი სიმ­ღე­რის შეს­რუ­ლე­ბა სთხო­ვეს. მე კონ­ცერ­ტებ­ზე ძი­რი­თა­დად, შო­უ­მე­ნის "დატ­ვირ­თვა" მაქვს, მაგ­რამ ვმღე­რი კი­დეც. პირ­ველ კონ­ცერ­ტზე ჩემი სიმ­ღე­რა - "მიო ფერ­ა­რი" შე­ვას­რუ­ლე, რო­მე­ლიც სულ ახ­ლა­ხან ჩავ­წე­რე. ეს სიმ­ღე­რა მე­გო­ბარს მი­ვუ­ძღვე­ნი, ის "ფერ­ა­რე­ბის" კო­ლექ­ცი­ო­ნე­რია. რო­გორც წესი, მო­ნა­წი­ლე­ე­ბი ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე იც­ვლე­ბი­ან, ჩვენ კი გაგ­ვი­მარ­თლა - თი­თო­ე­ულ მათ­გან­ში მი­ვი­ღებთ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას... სა­ქარ­თვე­ლო­ში ძა­ლი­ან ბევ­რი ნი­ჭი­ე­რი ადა­მი­ა­ნი გვყავს და მინ­და, ყვე­ლას მი­ე­ცეს ასეთ ას­პა­რეზ­ზე სა­კუ­თა­რი თა­ვის გა­მოც­დის შე­საძ­ლებ­ლო­ბა.

- ამ კონ­ცერ­ტე­ბის ორ­გა­ნი­ზე­ბას ვინ ახ­დენს?

- კონ­ცერ­ტებს ბროდ­ვე­ის ერთ-ერთი სკო­ლა-სტუ­დია მარ­თავს, რომ­ლის სუ­ლის ჩამ­დგმე­ლი როუზ ქა­ი­ო­ლა გახ­ლავთ. ამ ქალ­ბა­ტონ­თან დიდი ხნის მე­გობ­რო­ბა მა­კავ­ში­რებს. წელს მისი სკო­ლა ქა­რიშ­ხლის­გან და­ზა­რა­ლე­ბულ ადა­მი­ა­ნებს ეხ­მა­რე­ბა, შარ­შან კი იმ ნი­ჭი­ერ მოს­წავ­ლე­ებს და­ეხ­მა­რა გა­ნათ­ლე­ბის მი­ღე­ბა­ში, რომ­ლე­ბიც კარ­გად ცეკ­ვავ­დნენ, მაგ­რამ სკო­ლა­ში სი­ა­რუ­ლი მა­ტე­რი­ა­ლუ­რი პრობ­ლე­მე­ბის გამო არ შე­ეძ­ლოთ...

- შე­იძ­ლე­ბა ით­ქვას, რომ ნი­ნის ამე­რი­კა­ში წაყ­ვა­ნის იდე­ამ გა­ა­მარ­თლა?

- (იღი­მის) ჰო, ნამ­დვი­ლად ასეა! თა­ვი­დან ყვე­ლაფ­რის მუ­ღა­მი ის იყო, რომ ნი­ნის ენა­ხა, აქ რა ხდე­ბო­და: ყო­ველ­დღი­უ­რი ვარ­ჯი­ში, აქეთ-იქით სირ­ბი­ლი... მინ­და გა­და­წყვი­ტოს, შეძ­ლებს თუ არა ასეთ რე­ჟიმ­ში მუ­შა­ო­ბას. აქ მომ­ღე­რა­ლი მუ­დამ ფორ­მა­ში უნდა იყოს, კარ­გად ცეკ­ვავ­დეს და იდე­ა­ლუ­რად მღე­რო­დეს; ამავდრო­უ­ლად, ავად არა­სო­დეს არ უნდა გახ­დე, ყვე­ლაფ­რის­თვის მზად უნდა იყო და იდე­ა­ლუ­რად ზრუ­ნავ­დე სა­კუ­თარ გა­რეგ­ნო­ბა­ზე. სა­ქარ­თვე­ლო­ში შე­იძ­ლე­ბა, მომ­ღე­რა­ლი სახ­ლი­დან არ გა­ვი­დეს ათი დღე; იჯ­დეს ტე­ლე­ვი­ზორ­თან, იძი­ნოს და ჭა­მოს, აქ კი მსგავ­სი რამ წარ­მო­უდ­გე­ნე­ლია. ამე­რი­კა­ში იმ­დე­ნი საქ­მე გაქვს გა­სა­კე­თე­ბე­ლი, რომ დღე-ღა­მე­ში 24 სა­ა­თი არ გყოფ­ნის.

- ანუ ამე­რი­კუ­ლი ცხოვ­რე­ბის წესი ქარ­თვე­ლე­ბი­სათ­ვის ცოტა რთუ­ლი გა­სა­თა­ვი­სე­ბე­ლია, არა?

- მარ­თა­ლია, მაგ­რამ ამ საქ­მე­ში ქარ­თვე­ლებ­მა ამე­რი­კე­ლებს უნდა მივ­ბა­ძოთ. თორ­მეტ­სა­ა­თი­ა­ნი ძი­ლით კარ­გი სიზ­მრე­ბის მეტს, ვე­რა­ფერს ვნა­ხავთ და მო­ვი­გებთ.

- რამ გა­გი­ჩი­ნა სურ­ვი­ლი, ნი­ნის­თვის ამ კას­ტინ­გში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­გე­თა­ვა­ზე­ბი­ნა?

- ნი­ნის ძა­ლი­ან დიდი ხა­ნია, ვიც­ნობ. კარ­გად ვიცი, მისი ვო­კა­ლუ­რი შე­საძ­ლებ­ლო­ბე­ბიც. ჰოდა, რო­გორც კი ამ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს, მა­შინ­ვე ჩვე­ნი ნი­ჭი­ე­რი ნინი გა­მახ­სენ­და და პრო­დი­უ­სე­რებს მისი კან­დი­და­ტუ­რაც შევ­თა­ვა­ზე. ამე­რი­კა­ში ჩა­მოს­ვლის­თა­ნა­ვე აქეთ-იქით და­ი­წყო სირ­ბი­ლი და გა­ცივ­და. ყვე­ლა­ფერ­თან ერ­თად, ის ქარ­თვე­ლი სათ­ვის­ტო­მოს­თვის გა­სა­მარ­თი კონ­ცერ­ტე­ბის­თვის ემ­ზა­დე­ბა, რო­მელ­საც ნიუ-იორკსა და ფი­ლა­დელ­ფი­ა­ში ჩა­ა­ტა­რებს. ამ ქა­ლა­ქებ­ში ყვე­ლა­ზე მეტი ქარ­თვე­ლი ცხოვ­რობს და მათ ერთ კარგ ქარ­თულ სა­ღა­მოს მო­ვუ­წყობთ... ნი­ნის ამე­რი­კა­ში დარ­ჩე­ნა არ უნდა, რად­გან სა­ქარ­თვე­ლო­ში შვი­ლი ჰყავს და ძა­ლი­ან ენატ­რე­ბა, მაგ­რამ მისი კა­რი­ე­რი­სათ­ვის რო­გორც უკე­თე­სი იქ­ნე­ბა, ისე უნდა მო­იქ­ცეს. თქვენ წარ­მო­იდ­გი­ნეთ, სა­ქარ­თვე­ლო­ში ასეთ ნი­ჭი­ერ მომ­ღე­რალს ყუ­რა­დღე­ბა­საც არ აქ­ცევ­დნენ; ყვე­ლა კონ­ცერ­ტზე სა­ა­კაშ­ვი­ლის ფა­ვო­რი­ტი მომ­ღერ­ლე­ბი გა­მო­დი­ოდ­ნენ. არა­და, ნინი ბევრ ქარ­თველ "ვარ­სკვლავ­ზე" ნი­ჭი­ე­რია. ქვე­ყა­ნა­ში ხე­ლო­ვა­ნი კი არ უნდა იჩაგ­რე­ბო­დეს, არა­მედ ხელ­შე­წყო­ბა უნდა ჰქონ­დეს. ხე­ლოვ­ნე­ბა ერ­თა­დერ­თი რამ არის, რაც შეგ­ვიძ­ლია, ქვეყ­ნის ფარ­გლებს გა­რეთ გა­ვი­ტა­ნოთ და უცხო­ე­ლებს თავი მო­ვა­წო­ნოთ.

- სოსო, ნინი შენს ოჯახ­ში ცხოვ­რობს?

- აქ იმ­დე­ნი მე­გო­ბა­რი ჰყავს, რომ ჩე­მამ­დე არც უშ­ვე­ბენ. ისე კი, ხში­რად მსტუმ­რობს.

- რო­გორც ვიცი, ამე­რი­კა­ში ერთ-ერთ სპექ­ტაკლში მო­ნა­წი­ლე­ობ...

- დიახ. ხა­თუ­ნა იო­სე­ლი­ან­მა "თეთ­რი ბა­ი­რა­ღე­ბი" დად­გა, რო­მელ­შიც ემიგ­რან­ტი მსა­ხი­ო­ბე­ბი ვმო­ნა­წი­ლე­ობთ. აქ მხო­ლოდ შე­მოქ­მე­დე­ბი­თი ცხოვ­რე­ბით ვერ გა­ი­ტან თავს და ამი­ტო­მაც, სხვა სამ­სა­ხუ­რი­თაც ვარ და­კა­ვე­ბუ­ლი... ამას წი­ნათ ჩემს სიმ­ღე­რა­ზე კლი­პის გა­და­ღე­ბა შე­მომ­თა­ვა­ზეს. ჰოდა, მერე "ფერ­ა­რის" კომ­პა­ნი­ამ ეს კლი­პი თუ იყი­და, მე­ო­რე დღეს­ვე სა­ქარ­თვე­ლო­ში დავ­ბრუნ­დე­ბი (იცი­ნის). სა­ერ­თოდ, უცხო­ე­ლებს ამე­რი­კა­ში გზის გა­საკ­ვლე­ვად ორ­მა­გი წვა­ლე­ბა სჭირ­დე­ბათ, მაგ­რამ ქარ­თვე­ლე­ბი ნი­ჭი­ე­რე­ბი ვართ და ყვე­ლა­ნა­ირ გზას იო­ლად ვიკ­ვლევთ.

ელე­ნე ბა­სი­ლი­ძე

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში

რატომ წაიყვანა სოსო თოლორაიამ ნინი შერმადინი ამერიკაში

სოსო თოლორაია უკვე რამდენიმე წელია, ამერიკაში ცხოვრობს და საქართველოში ჩამოსვლას ვერ ახერხებს, მაგრამ ამბობს, რომ ქართველები არ დავიწყნია. სულ ცოტა ხნის წინ მისი დახმარებით ნინი შერმადინი საზღვარგარეთ, საქველმოქმედო კონცერტზე მიიწვიეს. ამერიკულ ამბებზე სასაუბროდ სოსოს "სკაიპით" დავუკავშირდი.

- კასტინგი, რომელშიც მე და ნინი ვმონაწილეობდით, ბროდვეის ერთ-ერთ თეატრში ჩატარდა. ჩვენი გამოსვლით უცხოელები მართლაც, რომ კმაყოფილები დარჩნენ, განსაკუთრებით კი ნინის ნამღერი მოეწონათ. რაც შეეხება თავად პროექტს, ამერიკაში ყოველწლიურად იმართება საქველმოქმედო კონცერტი, რომელშიც ნიჭიერი ახალგაზრდები მონაწილეობენ. მათ უამრავი აგენტი ადევნებს თვალყურს, კონცერტის შემდეგ კი ისინი თავიანთ ფავორიტებს ამა თუ იმ სპექტაკლში მონაწილეობის მისაღებად კონტრაქტის გაფორმებას სთავაზობენ. ჩვენ პირველივე კასტინგის შემდეგ, ათ საქველმოქმედო საღამოში მონაწილეობა შემოგვთავაზეს. ეს კონცერტები მაისამდე გაიმართება... ამჯერად, ჩვენი მიზანია უკვე ცნობილი პროდიუსერები დავაინტერესოთ. იმედი გვაქვს, ნინი მათი ყურადღების მიღმა არ დარჩება. ჰოდა, არ არის გამორიცხული, რომ ის სულ მალე, რომელიმე პოპულარულ მიუზიკლშიც ვიხილოთ.

- კონცერტზე რომელი სიმღერა შეასრულეთ?

- ჩვენი საყვარელი სიმღერები შევასრულეთ. როგორც წესი, მსგავს საღამოზე არც ერთი შემსრულებელი ერთ სიმღერაზე მეტს არ მღერის, ნინი კი ერთადერთი იყო, ვისაც სამი სიმღერის შესრულება სთხოვეს. მე კონცერტებზე ძირითადად, შოუმენის "დატვირთვა" მაქვს, მაგრამ ვმღერი კიდეც. პირველ კონცერტზე ჩემი სიმღერა - "მიო ფერარი" შევასრულე, რომელიც სულ ახლახან ჩავწერე. ეს სიმღერა მეგობარს მივუძღვენი, ის "ფერარების" კოლექციონერია. როგორც წესი, მონაწილეები ყველა კონცერტზე იცვლებიან, ჩვენ კი გაგვიმართლა - თითოეულ მათგანში მივიღებთ მონაწილეობას... საქართველოში ძალიან ბევრი ნიჭიერი ადამიანი გვყავს და მინდა, ყველას მიეცეს ასეთ ასპარეზზე საკუთარი თავის გამოცდის შესაძლებლობა.

- ამ კონცერტების ორგანიზებას ვინ ახდენს?

- კონცერტებს ბროდვეის ერთ-ერთი სკოლა-სტუდია მართავს, რომლის სულის ჩამდგმელი როუზ ქაიოლა გახლავთ. ამ ქალბატონთან დიდი ხნის მეგობრობა მაკავშირებს. წელს მისი სკოლა ქარიშხლისგან დაზარალებულ ადამიანებს ეხმარება, შარშან კი იმ ნიჭიერ მოსწავლეებს დაეხმარა განათლების მიღებაში, რომლებიც კარგად ცეკვავდნენ, მაგრამ სკოლაში სიარული მატერიალური პრობლემების გამო არ შეეძლოთ...

- შეიძლება ითქვას, რომ ნინის ამერიკაში წაყვანის იდეამ გაამართლა?

- (იღიმის) ჰო, ნამდვილად ასეა! თავიდან ყველაფრის მუღამი ის იყო, რომ ნინის ენახა, აქ რა ხდებოდა: ყოველდღიური ვარჯიში, აქეთ-იქით სირბილი... მინდა გადაწყვიტოს, შეძლებს თუ არა ასეთ რეჟიმში მუშაობას. აქ მომღერალი მუდამ ფორმაში უნდა იყოს, კარგად ცეკვავდეს და იდეალურად მღეროდეს; ამავდროულად, ავად არასოდეს არ უნდა გახდე, ყველაფრისთვის მზად უნდა იყო და იდეალურად ზრუნავდე საკუთარ გარეგნობაზე. საქართველოში შეიძლება, მომღერალი სახლიდან არ გავიდეს ათი დღე; იჯდეს ტელევიზორთან, იძინოს და ჭამოს, აქ კი მსგავსი რამ წარმოუდგენელია. ამერიკაში იმდენი საქმე გაქვს გასაკეთებელი, რომ დღე-ღამეში 24 საათი არ გყოფნის.

- ანუ ამერიკული ცხოვრების წესი ქართველებისათვის ცოტა რთული გასათავისებელია, არა?

- მართალია, მაგრამ ამ საქმეში ქართველებმა ამერიკელებს უნდა მივბაძოთ. თორმეტსაათიანი ძილით კარგი სიზმრების მეტს, ვერაფერს ვნახავთ და მოვიგებთ.

- რამ გაგიჩინა სურვილი, ნინისთვის ამ კასტინგში მონაწილეობა შეგეთავაზებინა?

- ნინის ძალიან დიდი ხანია, ვიცნობ. კარგად ვიცი, მისი ვოკალური შესაძლებლობებიც. ჰოდა, როგორც კი ამ კონცერტებში მონაწილეობა შემომთავაზეს, მაშინვე ჩვენი ნიჭიერი ნინი გამახსენდა და პროდიუსერებს მისი კანდიდატურაც შევთავაზე. ამერიკაში ჩამოსვლისთანავე აქეთ-იქით დაიწყო სირბილი და გაცივდა. ყველაფერთან ერთად, ის ქართველი სათვისტომოსთვის გასამართი კონცერტებისთვის ემზადება, რომელსაც ნიუ-იორკსა და ფილადელფიაში ჩაატარებს. ამ ქალაქებში ყველაზე მეტი ქართველი ცხოვრობს და მათ ერთ კარგ ქართულ საღამოს მოვუწყობთ... ნინის ამერიკაში დარჩენა არ უნდა, რადგან საქართველოში შვილი ჰყავს და ძალიან ენატრება, მაგრამ მისი კარიერისათვის როგორც უკეთესი იქნება, ისე უნდა მოიქცეს. თქვენ წარმოიდგინეთ, საქართველოში ასეთ ნიჭიერ მომღერალს ყურადღებასაც არ აქცევდნენ; ყველა კონცერტზე სააკაშვილის ფავორიტი მომღერლები გამოდიოდნენ. არადა, ნინი ბევრ ქართველ "ვარსკვლავზე" ნიჭიერია. ქვეყანაში ხელოვანი კი არ უნდა იჩაგრებოდეს, არამედ ხელშეწყობა უნდა ჰქონდეს. ხელოვნება ერთადერთი რამ არის, რაც შეგვიძლია, ქვეყნის ფარგლებს გარეთ გავიტანოთ და უცხოელებს თავი მოვაწონოთ.

- სოსო, ნინი შენს ოჯახში ცხოვრობს?

- აქ იმდენი მეგობარი ჰყავს, რომ ჩემამდე არც უშვებენ. ისე კი, ხშირად მსტუმრობს.

- როგორც ვიცი, ამერიკაში ერთ-ერთ სპექტაკლში მონაწილეობ...

- დიახ. ხათუნა იოსელიანმა "თეთრი ბაირაღები" დადგა, რომელშიც ემიგრანტი მსახიობები ვმონაწილეობთ. აქ მხოლოდ შემოქმედებითი ცხოვრებით ვერ გაიტან თავს და ამიტომაც, სხვა სამსახურითაც ვარ დაკავებული... ამას წინათ ჩემს სიმღერაზე კლიპის გადაღება შემომთავაზეს. ჰოდა, მერე "ფერარის" კომპანიამ ეს კლიპი თუ იყიდა, მეორე დღესვე საქართველოში დავბრუნდები (იცინის). საერთოდ, უცხოელებს ამერიკაში გზის გასაკვლევად ორმაგი წვალება სჭირდებათ, მაგრამ ქართველები ნიჭიერები ვართ და ყველანაირ გზას იოლად ვიკვლევთ.

ელენე ბასილიძე

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება