საქართველოში ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი გადაიდო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს ისრაელის ელჩმა საქართველოში იუვალ ფუქსმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განუცხადა.
ვიზიტის გადადების მიზეზი ელჩმა არ დააკონკრეტა. მისივე თქმით, ამ დროისთვის უცნობია, როდის ჩამოვა ავიგდორ ლიბერმანი საქართველოში.
ისრაელის საგარეო საქმეთა მინისტრის საქართველოში ვიზიტის შესახებ ინფორმაცია ისრაელის საინფორმაციო საშუალებებით ოქტომბერში გავრცელდა. აღნიშნული ცნობების თანახმად, ლიბერმანის ვიზიტი 2012 წლის ბოლომდე უნდა შემდგარიყო.