სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
გიგი უგულავა - "გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით"
გიგი უგულავა - "გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით"

თბი­ლი­სის მერი გიგი უგუ­ლა­ვა სა­ქარ­თვე­ლოს პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრ ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს მი­მარ­თავს და ურ­ჩევს, რომ ის "შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვონ". რო­გორც გიგი უგუ­ლა­ვა "ფე­ის­ბუ­ქის" მის ოფი­ცი­ა­ლურ გვერ­დზე გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ გან­ცხა­დე­ბა­ში ამ­ბობს ,ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვილს ნერ­ვებს უშ­ლის მის მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი და ამ მო­წო­დე­ბა­საც აქე­დან გა­მომ­დი­ნა­რე აკე­თებს. "ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი" უგუ­ლა­ვას გან­ცხა­დე­ბას უც­ვლე­ლად გთა­ვა­ზობთ:

"გუ­შინ კერ­ძო კომ­პა­ნია "ენ-სი-სი"-ს მფლო­ბე­ლი გეგა ქელ­ბა­ქი­ა­ნი და­ა­კა­ვეს, რო­მე­ლიც რამ­დე­ნი­მე წლის წინ "თბი­ლი­სის წყლის" ხელ­მძღვა­ნე­ლი იყო. გეგი მე­რი­ა­ში გა­ვი­ცა­ნი და მი­მაჩ­ნია, რომ ის სა­ქარ­თვე­ლო­ში ერთ-ერთი სა­უ­კე­თე­სო მე­ნე­ჯე­რია. სწო­რედ ამი­ტომ, მან სა­ხელ­მწი­ფო კომ­პა­ნი­ა­ში მუ­შა­ო­ბას, კერ­ძო ბიზ­ნე­სი ამ­ჯო­ბი­ნა. ჩვე­ნი საქ­მი­ა­ნი ურ­თი­ერ­თო­ბა დრო­თა გან­მავ­ლო­ბა­ში მე­გობ­რო­ბა­ში გა­და­ი­ზარ­და.

ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბი­სათ­ვის ქცე­უ­ლი ტრა­დი­ცი­ის შე­სა­ბა­მი­სად, გეგი ქელ­ბა­ქი­ა­ნი ჯერ და­ა­კე­ვეს და მხო­ლოდ ამის შემ­დეგ და­ი­წყეს ბრა­ლის და­მა­დას­ტუ­რე­ბე­ლი მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბის შეკ­რე­ბა თუ შექ­მნა. ოფი­ცი­ა­ლუ­რად ქელ­ბა­ქი­ანს ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა ედე­ბა ბრა­ლად. სა­ქარ­თვე­ლოს კა­ნონ­მდებ­ლო­ბის მი­ხედ­ვით, ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა გუ­ლის­ხმობს შემ­დეგს: მუხ­ლი 194. უკა­ნო­ნო შე­მო­სავ­ლის ლე­გა­ლი­ზა­ცია (ფუ­ლის გა­თეთ­რე­ბა), ესე იგი უკა­ნო­ნო ან/და და­უ­სა­ბუ­თე­ბე­ლი ქო­ნე­ბი­სათ­ვის კა­ნო­ნი­ე­რი სა­ხის მი­ცე­მა. რე­ა­ლუ­რად კი ბა­ტონ ქელ­ბა­ქი­ანს ქვე­კონ­ტრაქ­ტო­რი მუ­შე­ბი­სა­გან ფულს "ატ­კა­ტის" სა­ხით აღე­ბას ედა­ვე­ბი­ან - რაც ფუ­ლის გა­შა­ვე­ბაა და არა გა­თეთ­რე­ბა. აღ­მკვე­თი ღო­ნის­ძი­ე­ბე­ბის გა­და­მე­ტე­ბუ­ლი გა­მო­ყე­ნე­ბა, ისე­ვე რო­გორც გა­მო­ძი­ე­ბი­სას დაშ­ვე­ბუ­ლი სხვა დარ­ღვე­ვე­ბი, სამ­წუ­ხა­როდ ქმნის შთა­ბეჭ­დი­ლე­ბას, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა პო­ლი­ტი­კურ ხა­სი­ათს ატა­რებს და მას სა­ერ­თო არა­ფე­რი აქვს მარ­თლმსა­ჯუ­ლე­ბას­თან. ცხა­დია, არც ერთი და­ნა­შა­უ­ლი არ უნდა დარ­ჩეს გა­მო­უ­ძი­ე­ბე­ლი და არც ერთი კა­ნონ­დამ­რღვე­ვი არ უნდა დარ­ჩეს და­უს­ჯე­ლი, მაგ­რამ იმი­სათ­ვის, რომ გა­ქარ­წყლდეს პო­ლი­ტი­კურ ან­გა­რიშს­წო­რე­ბას­თან და­კავ­ში­რე­ბუ­ლი ეჭ­ვე­ბი, აუ­ცი­ლე­ბე­ლია, რომ ეს გა­მო­ძი­ე­ბა ჩა­ტარ­დეს გამ­ჭირ­ვა­ლედ და სა­მარ­თლი­ა­ნად, უზ­რუნ­ველ­ყო­ფი­ლი იყოს დაც­ვის ყვე­ლა უფ­ლე­ბა.

მნიშ­ვნე­ლოვ­ნად მი­მაჩ­ნია იმის ხაზ­გას­მა, რომ კომ­პა­ნია "ენ-სი-სი", რომ­ლის დი­რექ­ტო­რიც გახ­ლავთ ბა­ტო­ნი ქელ­ბა­ქი­ა­ნი, რი­ყის თე­ატ­რის მშე­ნებ­ლო­ბა­ში მო­ნა­წი­ლე­ობს. თე­ატ­რის პრო­ექ­ტის ავ­ტო­რი მსოფ­ლი­ო­ში ცნო­ბი­ლი იტა­ლი­ე­ლი არ­ქი­ტექ­ტო­რი მა­სი­მი­ლი­ა­ნო ფუკ­სა­სია. მისი ჩა­ნა­ფიქ­რით ორი დახ­რი­ლი ღვი­ნის დოქი სა­ქარ­თვე­ლოს, რო­გორც ღვი­ნის ქვეყ­ნას, ხოლო თბი­ლისს, რო­გორც სტუ­მარ­თმოყ­ვა­რე ქა­ლაქს გა­ნა­სა­ხი­ე­რებს. თუმ­ცა ახა­ლი პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრი თე­ატრს, მის­კენ მი­მარ­თულ ზარ­ბაზ­ნის ლუ­ლად აღიქ­ვამს და მისი დან­გრე­ვით იმუქ­რე­ბა. გე­მოვ­ნე­ბა­ზე არ და­ო­ბენ, მაგ­რამ იქ­მნე­ბა შთა­ბეჭ­დი­ლე­ბა, რომ გე­მოვ­ნე­ბის გამო მო­ქა­ლა­ქე­ებს აკა­ვე­ბენ. ასე­ვე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნია იმის აღ­ნიშ­ვნა, რომ გეგი ქელ­ბა­ქი­ა­ნის კომ­პა­ნია თე­ატრს თბი­ლი­სის გან­ვი­თა­რე­ბის ფონ­დის დაკ­ვე­თით ას­რუ­ლებს. შე­სა­ბა­მი­სად, ლო­გი­კუ­რია ვი­ფიქ­როთ, რომ მისი და­კა­ვე­ბის შე­დე­გად, ახა­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბა თვით­მმარ­თვე­ლო­ბა­ზე ზე­წო­ლას ცდი­ლობს. პრე­მი­ერ-მი­ნის­ტრმა ხომ სულ რამ­დე­ნი­მე დღის წინ შე­ი­ტყო, რომ თვით­მმარ­თვე­ლო­ბა მას არ ექ­ვემ­დე­ბა­რე­ბა. მივ­მარ­თავ პრე­მი­ერ ივა­ნიშ­ვილს: რად­გან თქვენს კონ­ტროლს მიღ­მა დარ­ჩე­ნი­ლი ინ­სტი­ტუ­ტე­ბი ნერ­ვებს გიშ­ლით, გირ­ჩევთ მე და­მა­კა­ვოთ შე­თი­თხნი­ლი ბრალ­დე­ბით", - აცხა­დებს უგუ­ლა­ვა.

"ინ­ტერპრეს­ნი­უ­სი"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

გიგი უგულავა - "გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით"

გიგი უგულავა - "გირჩევთ, მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით"

თბილისის მერი გიგი უგულავა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილს მიმართავს და ურჩევს, რომ ის "შეთითხნილი ბრალდებით დააკავონ". როგორც გიგი უგულავა "ფეისბუქის" მის ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ამბობს ,ბიძინა ივანიშვილს ნერვებს უშლის მის მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები და ამ მოწოდებასაც აქედან გამომდინარე აკეთებს. "ინტერპრესნიუსი" უგულავას განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

"გუშინ კერძო კომპანია "ენ-სი-სი"-ს მფლობელი გეგა ქელბაქიანი დააკავეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ "თბილისის წყლის" ხელმძღვანელი იყო. გეგი მერიაში გავიცანი და მიმაჩნია, რომ ის საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო მენეჯერია. სწორედ ამიტომ, მან სახელმწიფო კომპანიაში მუშაობას, კერძო ბიზნესი ამჯობინა. ჩვენი საქმიანი ურთიერთობა დროთა განმავლობაში მეგობრობაში გადაიზარდა.

ახალი ხელისუფლებისათვის ქცეული ტრადიციის შესაბამისად, გეგი ქელბაქიანი ჯერ დააკევეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაიწყეს ბრალის დამადასტურებელი მტკიცებულებების შეკრება თუ შექმნა. ოფიციალურად ქელბაქიანს ფულის გათეთრება ედება ბრალად. საქართველოს კანონმდებლობის მიხედვით, ფულის გათეთრება გულისხმობს შემდეგს: მუხლი 194. უკანონო შემოსავლის ლეგალიზაცია (ფულის გათეთრება), ესე იგი უკანონო ან/და დაუსაბუთებელი ქონებისათვის კანონიერი სახის მიცემა. რეალურად კი ბატონ ქელბაქიანს ქვეკონტრაქტორი მუშებისაგან ფულს "ატკატის" სახით აღებას ედავებიან - რაც ფულის გაშავებაა და არა გათეთრება. აღმკვეთი ღონისძიებების გადამეტებული გამოყენება, ისევე როგორც გამოძიებისას დაშვებული სხვა დარღვევები, სამწუხაროდ ქმნის შთაბეჭდილებას, რომ ეს გამოძიება პოლიტიკურ ხასიათს ატარებს და მას საერთო არაფერი აქვს მართლმსაჯულებასთან. ცხადია, არც ერთი დანაშაული არ უნდა დარჩეს გამოუძიებელი და არც ერთი კანონდამრღვევი არ უნდა დარჩეს დაუსჯელი, მაგრამ იმისათვის, რომ გაქარწყლდეს პოლიტიკურ ანგარიშსწორებასთან დაკავშირებული ეჭვები, აუცილებელია, რომ ეს გამოძიება ჩატარდეს გამჭირვალედ და სამართლიანად, უზრუნველყოფილი იყოს დაცვის ყველა უფლება.

მნიშვნელოვნად მიმაჩნია იმის ხაზგასმა, რომ კომპანია "ენ-სი-სი", რომლის დირექტორიც გახლავთ ბატონი ქელბაქიანი, რიყის თეატრის მშენებლობაში მონაწილეობს. თეატრის პროექტის ავტორი მსოფლიოში ცნობილი იტალიელი არქიტექტორი მასიმილიანო ფუკსასია. მისი ჩანაფიქრით ორი დახრილი ღვინის დოქი საქართველოს, როგორც ღვინის ქვეყნას, ხოლო თბილისს, როგორც სტუმართმოყვარე ქალაქს განასახიერებს. თუმცა ახალი პრემიერ-მინისტრი თეატრს, მისკენ მიმართულ ზარბაზნის ლულად აღიქვამს და მისი დანგრევით იმუქრება. გემოვნებაზე არ დაობენ, მაგრამ იქმნება შთაბეჭდილება, რომ გემოვნების გამო მოქალაქეებს აკავებენ. ასევე მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნა, რომ გეგი ქელბაქიანის კომპანია თეატრს თბილისის განვითარების ფონდის დაკვეთით ასრულებს. შესაბამისად, ლოგიკურია ვიფიქროთ, რომ მისი დაკავების შედეგად, ახალი ხელისუფლება თვითმმართველობაზე ზეწოლას ცდილობს. პრემიერ-მინისტრმა ხომ სულ რამდენიმე დღის წინ შეიტყო, რომ თვითმმართველობა მას არ ექვემდებარება. მივმართავ პრემიერ ივანიშვილს: რადგან თქვენს კონტროლს მიღმა დარჩენილი ინსტიტუტები ნერვებს გიშლით, გირჩევთ მე დამაკავოთ შეთითხნილი ბრალდებით", - აცხადებს უგულავა.

"ინტერპრესნიუსი"

LIVE: გია ხუხაშვილი "ნიუსრუმიდან"

"ანტიგმირი უნდა დამალო" -  გია ხუხაშვილი  პარლამენტიდან ვანო ზარდიაშვილის წასვლაზე

უკრაინის პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილის მიმართვაზე საქმე აღძრა