პოლიტიკა
მსოფლიო

25

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
მეცნიერება
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა
როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა

ბოლო დრო­ის ყვე­ლა­ზე "პო­პუ­ლა­რუ­ლი" და­კა­ვე­ბუ­ლე­ბი ში­ნა­გან საქ­მე­თა ყო­ფი­ლი მი­ნის­ტრი ბაჩო ახა­ლა­ია და გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გიგი კა­ლან­და­ძე გახ­დნენ. 6 ნო­ემ­ბრის ღა­მეს ბაჩო ახა­ლა­ია პრო­კუ­რა­ტუ­რა­ში და­კი­თხვა­ზე და­ი­ბა­რეს და აღარც გა­მო­უშ­ვი­ათ, 7 ნო­ემ­ბერს კი მთა­ვარ­მა პრო­კუ­რა­ტუ­რამ თავ­დაც­ვის სა­მი­ნის­ტროს ყო­ფი­ლი თა­ნამ­შრომ­ლე­ბის ჩვე­ნე­ბე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­თა სა­ფუძ­ველ­ზეც ბაჩო ახა­ლა­ია, გა­ერ­თი­ა­ნე­ბუ­ლი შტა­ბის ხელ­მძღვა­ნე­ლი გი­ორ­გი კა­ლან­და­ძე და მე­ო­თხე ქვე­ი­თი ბრი­გა­დის მე­თა­უ­რი ზუ­რაბ შა­მა­თა­ვა თა­ნამ­დე­ბობ­რი­ვი უფ­ლე­ბა­მო­სი­ლე­ბის გა­და­მე­ტე­ბის ბრალ­დე­ბით და­ა­კა­ვეს. რამ­დე­ნი­მე დღე­ში შა­მა­თა­ვა­სა და კა­ლან­და­ძეს სა­სა­მარ­თლომ აღ­მკვეთ ღო­ნის­ძი­ე­ბად გი­რაო შე­უ­ფარ­და და გა­ა­თა­ვი­სუფ­ლა.

რო­გორც კი გიგი კა­ლან­და­ძის და­კა­ვე­ბის ამ­ბა­ვი გახ­მა­ურ­და, პრე­ზი­დენ­ტმა მა­შინ­ვე მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბი მო­ი­ნა­ხუ­ლა. რა­საკ­ვირ­ვე­ლია, ეს კად­რე­ბი ტე­ლე­ვი­ზი­ებ­მა და სხვა­დას­ხვა მე­დი­ა­სა­შუ­ა­ლე­ბამ გა­ავ­რცე­ლეს. გიგი კა­ლან­და­ძის ოჯა­ხის წევ­რებს შო­რის სა­ზო­გა­დო­ე­ბის­თვის ცნო­ბი­ლი სახე, მსა­ხი­ო­ბი გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე ვი­ხი­ლე, რო­მე­ლიც ოჯა­ხის სხვა წევ­რე­ბის მსგავ­სად შა­ვებ­ში იყო ჩაც­მუ­ლი. როცა ის და­ვი­ნა­ხე, ცოტა არ იყოს გა­მიკ­ვირ­და. თა­ვი­დან ვერ მივ­ხვდი, რა კავ­ში­რი ჰქონ­და გო­გო­ლას ამ ოჯახ­თან. რო­გორც შემ­დეგ გა­ვი­გე, გო­გო­ლა გი­გის და ყო­ფი­ლა, თუმ­ცა ამ ინ­ფორ­მა­ცი­ამ კი­დევ უფრო მე­ტად გა­მა­ო­ცა და სრულ გა­უ­გებ­რო­ბა­ში ჩა­მაგ­დო.

და აი, რა­ტომ: მა­შინ, როცა გიგი კა­ლან­და­ძე მე­ო­თხე ბრი­გა­დას ხელ­მძღვა­ნე­ლობ­და, რო­გორც მი­თხრეს, ოფი­ცი­ა­ლურ დო­კუ­მენ­ტებ­ში დე­დი­სერ­თად იყო მოხ­სე­ნი­ე­ბუ­ლი. მერე გავ­რცელ­და ხმე­ბი, რომ ის სა­გა­რეო საქ­მე­თა მი­ნის­ტრის მო­ად­გი­ლის ნინო კა­ლან­და­ძის ძმა იყო და მთე­ლი ქვე­ყა­ნა ამა­ზე ალა­პა­რაკ­და. ტე­ლე­ვი­ზი­ებ­შიც კი არა­ერ­თხელ მო­იხ­სე­ნი­ეს, რო­გორც ნი­ნოს ძმა. მიმ­დი­ნა­რე მოვ­ლე­ნე­ბის შემ­დეგ კი მსა­ხი­ობ გო­გო­ლა კა­ლან­და­ძეს­თან მის ნა­თე­სა­ურ კავ­შირ­ზე ალა­პა­რაკ­და სა­ზო­გა­დო­ე­ბა. ამ სა­კი­თხის გა­და­მოწ­მე­ბა თა­ვად გო­გო­ლას­თან ვცა­დე, და­ვუ­რე­კე, მაგ­რამ ჟურ­ნა­ლის­ტის ხსე­ნე­ბა­ზე არც კი და­ინ­ტე­რე­სე­ბუ­ლა, რა სა­კი­თხთან და­კავ­ში­რე­ბით ვა­წუ­ხებ­დი, მა­შინ­ვე გა­თი­შა ტე­ლე­ფო­ნი და მას შემ­დეგ უცხო ნომ­რებს არ პა­სუ­ხობს.

მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­დავ­წყვი­ტე, თა­ვად გა­მერ­კვია მათი დედ­მა­მიშ­ვი­ლო­ბის ამ­ბა­ვი. რო­გორც შე­ვი­ტყვე, გო­გო­ლა კა­ლან­და­ძე მა­მას პა­ტა­რა­ო­ბა­ში­ვე მი­უ­ტო­ვე­ბია, ის დე­დამ, დე­ი­დამ და ბე­ბი­ამ გა­ზარ­დეს. გო­გო­ლას ძმა მოგ­ვი­ა­ნე­ბით გა­მო­ჩე­ნი­ლა და და-ძმას ურ­თი­ერ­თო­ბა და­უ­წყი­ათ. რო­გორც მსა­ხი­ო­ბი ერთ-ერთ ად­რინ­დელ ინ­ტერ­ვი­უ­ში ამ­ბობს, მა­მის მო­ნა­ხუ­ლე­ბას მას თურ­მე დედა აი­ძუ­ლებს, თო­რემ თვი­თონ არას­დროს გას­ჩე­ნია მისი ნახ­ვის სურ­ვი­ლი. "არა­და მამა მა­ინც მტკი­ვა, ეტყო­ბა, სის­ხლი თა­ვი­სას შვრე­ბაო", - აღ­ნიშ­ნავ­და მსა­ხი­ო­ბი.

მოკ­ლედ, ალ­ბათ ყვე­ლას­თვის სა­ინ­ტე­რე­სო იქ­ნე­ბა ამ თე­მა­ზე გო­გო­ლა კა­ლან­და­ძეს­თან სა­უ­ბა­რი და თუ მას სურ­ვი­ლი გა­უჩ­ნდე­ბა, შე­უძ­ლია გა­მოგ­ვეხ­მა­უ­როს.

ქეთი მე­ლა­ძე

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

რუბრიკის სხვა სიახლეები

როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა

როგორ აღმოჩნდა გიგი კალანდაძე გოგოლა კალანდაძის ძმა

ბოლო დროის ყველაზე "პოპულარული" დაკავებულები შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრი ბაჩო ახალაია და გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიგი კალანდაძე გახდნენ. 6 ნოემბრის ღამეს ბაჩო ახალაია პროკურატურაში დაკითხვაზე დაიბარეს და აღარც გამოუშვიათ, 7 ნოემბერს კი მთავარმა პროკურატურამ თავდაცვის სამინისტროს ყოფილი თანამშრომლების ჩვენებები გამოაქვეყნა, რომელთა საფუძველზეც ბაჩო ახალაია, გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელი გიორგი კალანდაძე და მეოთხე ქვეითი ბრიგადის მეთაური ზურაბ შამათავა თანამდებობრივი უფლებამოსილების გადამეტების ბრალდებით დააკავეს. რამდენიმე დღეში შამათავასა და კალანდაძეს სასამართლომ აღმკვეთ ღონისძიებად გირაო შეუფარდა და გაათავისუფლა.

როგორც კი გიგი კალანდაძის დაკავების ამბავი გახმაურდა, პრეზიდენტმა მაშინვე მისი ოჯახის წევრები მოინახულა. რასაკვირველია, ეს კადრები ტე­ლევიზიებმა და სხვადასხვა მედიასაშუალებამ გაავრცელეს. გიგი კალანდაძის ოჯახის წევრებს შორის საზოგადოებისთვის ცნობილი სახე, მსახიობი გოგოლა კალანდაძე ვიხილე, რომელიც ოჯახის სხვა წევრების მსგავსად შავებში იყო ჩაცმული. როცა ის დავინახე, ცოტა არ იყოს გამიკვირდა. თავიდან ვერ მივხვდი, რა კავშირი ჰქონდა გოგოლას ამ ოჯახთან. როგორც შემდეგ გავიგე, გოგოლა გიგის და ყოფილა, თუმცა ამ ინფორმაციამ კიდევ უფრო მეტად გამაოცა და სრულ გაუგებრობაში ჩამაგდო.

და აი, რატომ: მაშინ, როცა გიგი კალანდაძე მეოთხე ბრიგადას ხელმძღვანელობდა, როგორც მითხრეს, ოფიციალურ დოკუმენტებში დედისერთად იყო მოხსენიებული. მერე გავრცელდა ხმები, რომ ის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის ნინო კალანდაძის ძმა იყო და მთელი ქვეყანა ამაზე ალაპარაკდა. ტელევიზიებშიც კი არაერთხელ მოიხსენიეს, როგორც ნინოს ძმა. მიმდინარე მოვლენების შემდეგ კი მსახიობ გოგოლა კალანდაძესთან მის ნათესაურ კავშირზე ალაპარაკდა საზოგადოება. ამ საკითხის გადამოწმება თავად გოგოლასთან ვცადე, დავურეკე, მაგრამ ჟურნალისტის ხსენებაზე არც კი დაინტერესებულა, რა საკითხთან დაკავშირებით ვაწუხებდი, მაშინვე გათიშა ტელეფონი და მას შემდეგ უცხო ნომრებს არ პასუხობს.

მოგვიანებით გადავწყვიტე, თავად გამერკვია მათი დედმამიშვილობის ამბავი. როგორც შევიტყვე, გოგოლა კალანდაძე მამას პატარაობაშივე მიუტოვებია, ის დედამ, დეიდამ და ბებიამ გაზარდეს. გოგოლას ძმა მოგვიანებით გამოჩენილა და და-ძმას ურთიერთობა დაუწყიათ. როგორც მსახიობი ერთ-ერთ ადრინდელ ინტერვიუში ამბობს, მამის მონახულებას მას თურმე დედა აიძულებს, თორემ თვითონ არასდროს გასჩენია მისი ნახვის სურვილი. "არადა მამა მაინც მტკივა, ეტყობა, სისხლი თავისას შვრებაო", - აღნიშნავდა მსახიობი.

მოკლედ, ალბათ ყველასთვის საინტერესო იქნება ამ თემაზე გოგოლა კალანდაძესთან საუბარი და თუ მას სურვილი გაუჩნდება, შეუძლია გამოგვეხმაუროს.

ქეთი მელაძე

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"