სპორტი
საზოგადოება
მსოფლიო

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მეცნიერება
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ბრიტანელი მევიოლინე "ყველაზე სწრაფ ადამიანად" აღიარეს
ბრიტანელი მევიოლინე "ყველაზე სწრაფ ადამიანად" აღიარეს

მსოფ­ლი­ო­ში ყვე­ლა­ზე სწრაფ­მა მე­ვი­ო­ლი­ნემ, ბენ ლიმ "ყვე­ლა­ზე სწრა­ფი ზე­ა­და­მი­ა­ნის" ტი­ტუ­ლი მო­ი­პო­ვა. მან Flight of the Bumblebee წამ­ში 15 ნო­ტის სიჩ­ქა­რით და­უკ­რა და ბრი­ტა­ნუ­ლი ტე­ლე­არხ Discovery-ის ტე­ლე­შოუ Superhuman Showdown-ში ახა­ლი რე­კორ­დი და­ამ­ყა­რა.

ანო­ნიმ­მა ჟი­უ­რის წევ­რებ­მა და მეც­ნი­ე­რებ­მა 32 წლის მუ­სი­კოსს სხვა ორ კან­დი­დატ­თან შე­და­რე­ბით უპი­რა­ტე­სო­ბა მი­ა­ნი­ჭეს. მკვლე­ვა­რე­ბი ელექტრო­მაგ­ნი­ტურ იმ­პულ­სებს იყე­ნებ­დნენ, რომ პრე­ტენ­დენ­ტე­ბის ტვი­ნის აქ­ტი­ვო­ბას დაკ­ვირ­ვე­ბოდ­ნენ.

მე­ვი­ო­ლი­ნე ბენ ლი მსოფ­ლი­ოს ყვე­ლა­ზე სწრაფ მე­ვი­ო­ლი­ნედ ზე­დი­ზედ სამ­ჯერ აღი­ა­რეს. "ასე­თი სის­წრა­ფის მი­საღ­წე­ვად, არა­ერ­თი სა­ა­თი ვარ­ჯი­ში დამ­ჭირ­და",- ყვე­ბა რე­კორდსმე­ნი.

ბენ ლი ვი­ლო­ნო­ზე ხუთი წლი­დან უკ­რავს, 16 წლი­სა პრე­მია "წლის ახალ­გაზ­რდა ჯაზ-კომ­პო­ზი­ტორ­ზე" იყო ნო­მი­ნი­რე­ბუ­ლი. იგი პირ­ვე­ლი მე­ვი­ო­ლი­ნეა, რო­მე­ლიც გი­ნე­სის რე­კორ­დე­ბის წიგნ­ში მოხ­ვდა. შარ­შან, ავა­რი­ის შემ­დეგ, მე­ვი­ო­ლი­ნემ სა­კუ­თა­რი თი­თე­ბი 3 მლნ ფუნ­ტად და­ა­ზღვია.

რე­კორდსმენ­მა Flight of Bumblebee (დიდი ბზუ­ა­ლას ფრე­ნა) მთლი­ა­ნად 58,05 წამ­ში შე­ას­რუ­ლა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily News-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ბრიტანელი მევიოლინე "ყველაზე სწრაფ ადამიანად" აღიარეს

ბრიტანელი მევიოლინე "ყველაზე სწრაფ ადამიანად" აღიარეს

მსოფლიოში ყველაზე სწრაფმა მევიოლინემ, ბენ ლიმ "ყველაზე სწრაფი ზეადამიანის" ტიტული მოიპოვა. მან Flight of the Bumblebee წამში 15 ნოტის სიჩქარით დაუკრა და  ბრიტანული ტელეარხ Discovery-ის ტელეშოუ Superhuman Showdown-ში ახალი რეკორდი დაამყარა.

ანონიმმა ჟიურის წევრებმა და მეცნიერებმა 32 წლის მუსიკოსს სხვა ორ კანდიდატთან შედარებით უპირატესობა მიანიჭეს. მკვლევარები ელექტრომაგნიტურ იმპულსებს იყენებდნენ, რომ პრეტენდენტების ტვინის აქტივობას დაკვირვებოდნენ.

მევიოლინე ბენ ლი მსოფლიოს ყველაზე სწრაფ მევიოლინედ ზედიზედ სამჯერ აღიარეს. "ასეთი სისწრაფის მისაღწევად, არაერთი საათი ვარჯიში დამჭირდა",- ყვება რეკორდსმენი.

ბენ ლი ვილონოზე ხუთი წლიდან უკრავს, 16 წლისა პრემია "წლის ახალგაზრდა ჯაზ-კომპოზიტორზე" იყო ნომინირებული. იგი პირველი მევიოლინეა, რომელიც გინესის რეკორდების წიგნში მოხვდა. შარშან, ავარიის შემდეგ, მევიოლინემ საკუთარი თითები 3 მლნ ფუნტად დააზღვია.

რეკორდსმენმა Flight of Bumblebee (დიდი ბზუალას ფრენა) მთლიანად 58,05 წამში შეასრულა.

მომზადებულია The Daily News-ის მიხედვით.

8 ოქტომბრიდან ახალი მთვარე სასიყვარულო ურთიერთობებს მაგიით აავსებს - ასტროლოგიური  პროგნოზი

კაცმა ყოფილი ცოლის საყვარელს ოჯახის დანგრევის გამო უჩივლა და 750 000 დოლარი მიიღო

მიუსაფარი ქალი ინტერნეტვარსკვლავად იქცა - მეტროში გადაღებულ ვიდეოს მილიონზე მეტი ნახვა აქვს