ბაჩო ახალაიას საქმეში მორიგი ახალი ეპიზოდი ჩნდება და მას შესაძლოა ბრალი დაუმძიმდეს , - ამის შესახებ ჟურნალისტებს პროკურატურასთან მისმა ადვოკატმა დავით დეკანოიძემ განუცხადა.
ის რამდენიმე წუთის წინ მივიდა მთავარ პროკურატურაში და აღნიშნა, რომ პროკურატურაში სწორედ ახალი მასალების გასაცნობად მივიდა.
დავით დეკანოიძის განმარტებით, სავარაუდოდ, ახალი მასალები ეხება ახალ ეპიზოდს, რომელიც ბაჩო ახალაიას საქმეში გაჩნდა და ეს ახალი ეპიზოდი თავდაცვის სამინისტროში მომხდარ მოვლენებს ეხება.