საზოგადოება
მეცნიერება
პოლიტიკა

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამხედრო
Faceამბები
სამართალი
კულტურა/შოუბიზნესი
მოზაიკა
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ჰელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსზე მესამე წიგნს გამოუშვებს
ჰელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსზე მესამე წიგნს გამოუშვებს

ინ­გლი­სე­ლი მწე­რა­ლი ჰე­ლენ ფილ­დინ­გი ბრი­ჯიტ ჯონსზე მე­სა­მე წიგნს გა­მო­უშ­ვებს. წიგ­ნის სა­ხე­ლი და სი­უ­ჟე­ტის დე­ტა­ლე­ბი არ ხმა­ურ­დე­ბა, ცნო­ბი­ლია მხო­ლოდ, რომ მოქ­მე­დე­ბა თა­ნა­მედ­რო­ვე ლონ­დონ­ში გან­ვი­თარ­დე­ბა და სა­უ­ბა­რი ბრი­ჯი­ტის ცხოვ­რე­ბის მო­რიგ ეტაპს შე­ე­ხე­ბა.

წიგ­ნი გა­ყიდ­ვა­ში 2013 წლის შე­მოდ­გო­მა­ზე ჩა­ეშ­ვე­ბა. მისი გა­მო­ცე­მის უფ­ლე­ბა სა­გა­მომ­ცემ­ლო სახ­ლმა Jonathan Cape-მა უკვე შე­ი­ძი­ნა.

ბრი­ჯიტ ჯონსზე პირ­ვე­ლი წიგ­ნი 1996 წელს გა­მო­ვი­და და "ბრი­ჯიტ ჯონ­სის დღი­უ­რი" ერ­ქვა. გაგ­რძე­ლე­ბა - "ბრი­ჯიტ ჯონ­სი: გო­ნი­ე­რე­ბის ზღვა­რი" 1999 წელს გა­მოქ­ვეყ­ნდა. ორი­ვე წიგ­ნი 40-ზე მეტ ქვე­ყა­ნა­ში გა­მოს­ცეს. სულ წიგ­ნის 15 მლნ ეგ­ზემპლი­ა­რი გა­ი­ყი­და.

ბესტსე­ლე­რე­ბი სა­ფუძ­ვლად ფილ­მებს და­ე­დო, რო­მელ­თა­გან პირ­ვე­ლი 2002 წელს გა­მო­ვი­და, მე­ო­რე კი 2004-ში. ბრი­ჯიტ ჯონ­სის როლი ამე­რი­კელ­მა მსა­ხი­ობ­მა რენე ზელ­ვე­გერ­მა შე­ას­რუ­ლა, ხოლო მისი თაყ­ვა­ნის­მცემ­ლე­ბი - ბრი­ტა­ნელ­მა მსა­ხი­ო­ბებ­მა ჰიუ გრან­ტმა და კო­ლინ ფერ­ტმა. 2009 წელს მე­დი­ა­ში ფილ­მის მე­სა­მე ნა­წი­ლის გა­და­ღე­ბე­ბის შე­სა­ხებ ინ­ფორ­მა­ცია გაჩ­ნდა, რო­მელ­შიც ისევ რენე ზელ­ვე­გე­რი, ჰიუ გრან­ტი და კო­ლინ ფერ­ტი ითა­მა­შე­ბენ. გავ­რცე­ლე­ბუ­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ით, ფილ­მს "ბრი­ჯიტ ჯონ­სის ბავ­შვი" ერ­ქმე­ვა.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია The Daily Telegraph-ის მი­ხედ­ვით.

ჰელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსზე მესამე წიგნს გამოუშვებს

ჰელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსზე მესამე წიგნს გამოუშვებს

ინგლისელი მწერალი ჰელენ ფილდინგი ბრიჯიტ ჯონსზე მესამე წიგნს გამოუშვებს. წიგნის სახელი და სიუჟეტის დეტალები არ ხმაურდება, ცნობილია მხოლოდ, რომ მოქმედება თანამედროვე ლონდონში განვითარდება და საუბარი ბრიჯიტის ცხოვრების მორიგ ეტაპს შეეხება.

წიგნი გაყიდვაში 2013 წლის შემოდგომაზე ჩაეშვება. მისი გამოცემის უფლება საგამომცემლო სახლმა Jonathan Cape-მა უკვე შეიძინა.

ბრიჯიტ ჯონსზე პირველი წიგნი 1996 წელს გამოვიდა და "ბრიჯიტ ჯონსის დღიური" ერქვა. გაგრძელება - "ბრიჯიტ ჯონსი: გონიერების ზღვარი" 1999 წელს გამოქვეყნდა. ორივე წიგნი 40-ზე მეტ ქვეყანაში გამოსცეს. სულ წიგნის 15 მლნ ეგზემპლიარი გაიყიდა.

ბესტსელერები საფუძვლად ფილმებს დაედო, რომელთაგან პირველი 2002 წელს გამოვიდა, მეორე კი 2004-ში. ბრიჯიტ ჯონსის როლი ამერიკელმა მსახიობმა რენე ზელვეგერმა შეასრულა, ხოლო მისი თაყვანისმცემლები - ბრიტანელმა მსახიობებმა ჰიუ გრანტმა და კოლინ ფერტმა. 2009 წელს მედიაში ფილმის მესამე ნაწილის გადაღებების შესახებ ინფორმაცია გაჩნდა, რომელშიც ისევ რენე ზელვეგერი, ჰიუ გრანტი და კოლინ ფერტი ითამაშებენ. გავრცელებული ინფორმაციით, ფილმს "ბრიჯიტ ჯონსის ბავშვი" ერქმევა.

მომზადებულია The Daily Telegraph-ის მიხედვით.

ახალგაზრდებისთვის საინტერესო ამბები!

შოთა რუსთაველის გაციფრულებული პორტრეტი და „ვეფხისტყაოსნით“ შთაგონებული კოლექცია

"ნინის კითხვის საათი" – "ბიბლუსის" პროექტი, რომელიც წელს ათასობით ბავშვს გააერთიანებს