სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"
ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"

ბოლო დროს გივი და მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლე­ბი პო­ლი­ტი­კა­ში აქ­ტი­უ­რად ჩა­ერ­თვნენ, მსა­ხი­ო­ბი ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი კი პო­ლი­ტი­კუ­რი გან­ცხა­დე­ბე­ბის გა­კე­თე­ბის­გან თავს იკა­ვებს. რო­გორც თა­ვად ამ­ბობს, ამის მი­ზე­ზი მისი პრო­ფე­სი­აა - აქ­ტი­უ­რად მო­ნა­წი­ლე­ობს მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რის სპექ­ტაკ­ლებ­ში და სხვა რა­ღა­ცე­ბის­თვის დრო არ რჩე­ბა. თუმ­ცა, დას - ქალ­ბა­ტონ მა­ნა­ნას შეძ­ლე­ბის­დაგ­ვა­რად, გვერ­დით ედგა და აქ­ტი­უ­რად გულ­შე­მატ­კივ­რობ­და.

- ბოლო დროს თქვე­ნი ოჯა­ხის წევ­რებს ხში­რად ვხე­დავ­დით ეკ­რან­ზე; ისი­ნი პო­ლი­ტი­კურ პრო­ცე­სებ­ში აქ­ტი­უ­რად იყ­ვნენ ჩარ­თუ­ლი, თქვენ კი ამ მხრივ არ აქ­ტი­უ­რობ­დით...

- მარ­თლაც, დიდი ხა­ნია, ეკ­რან­ზე აღარ გა­მოვ­ჩე­ნილ­ვარ. მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის თე­ატ­რში ყო­ველ­დღე სპექ­ტაკ­ლე­ბი გვაქვს და სხვა რა­ღა­ცე­ბის­თვის ვერ ვიც­ლი... ჩემი და - მა­ნა­ნა მა­ჟო­რი­ტა­რი დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტი იყო და პო­ლი­ტი­კა­ში ძა­ლა­უ­ნე­ბუ­რად, მისი ოჯა­ხის წევ­რე­ბიც ჩა­ვერ­თეთ. მარ­თა­ლია, მა­ნა­ნას პო­ლი­ტი­კუ­რი გა­მოც­დი­ლე­ბა არ ჰქონ­და, მაგ­რამ შე­მო­თა­ვა­ზე­ბა­ზე უარი მა­ინც არ თქვა.

მა­ნა­ნა ბე­რი­კაშ­ვი­ლი და ბი­ძი­ნა ივა­ნიშ­ვი­ლი- როცა ბა­ტონ­მა ბი­ძი­ნამ გურ­ჯა­ან­ში დე­პუ­ტა­ტო­ბის კან­დი­და­ტად თქვე­ნი და და­ა­სა­ხე­ლა, ბა­ტო­ნი გივი იქ იყო და კა­ხე­ლებს სი­ტყვი­თაც კი მი­მარ­თა... სა­ინ­ტე­რე­სოა, ასეთ დროს დის გვერ­დით რა­ტომ არ იყა­ვით?

- მეც იქ ვი­ყა­ვი. კა­მე­რე­ბის წინ თუ არ ვპო­ზი­ო­რობ­დი, ეს იმას არ ნიშ­ნავს, რომ ჩემს დას გვერ­დით არ ვე­დე­ქი... სხვა­თა შო­რის, ოჯა­ხის წევ­რე­ბი თა­ვი­დან­ვე მხარს ვუ­ჭერ­დით "ქარ­თულ ოც­ნე­ბას".

- ბა­ტონ­მა გი­ვიმ თქვა, რომ ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან დიდი ხნის ნაც­ნო­ბო­ბა აკავ­ში­რებს...

- გივი წლე­ბია, ბა­ტონ ბი­ძი­ნას­თან მე­გობ­რობს. ვიდ­რე მა­ნა­ნა პო­ლი­ტი­კით და­კავ­დე­ბო­და, მამა ხში­რად მი­დი­ო­და ივა­ნიშ­ვი­ლე­ბის სახ­ლში, სპე­ცი­ა­ლუ­რად მე­გობ­რე­ბის­თვის გა­მარ­თულ ვახ­შამ­ზე. 10-15 წე­ლია, ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბებს გვეხ­მა­რე­ბა და პი­რა­დად მე, "ქარ­თულ ოც­ნე­ბას" მხარს ამი­ტო­მაც ვუ­ჭერ­დი. ის ქველ­მოქ­მე­დი ადა­მი­ა­ნია; ქარ­თუ­ლი თე­ატ­რი მისი გა­დარ­ჩე­ნი­ლია. ჰოდა, რო­გორ შე­იძ­ლე­ბა, ასეთ ადა­მი­ანს სა­ჭი­რო დროს გვერ­დით არ და­უდ­გე?!

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლი- თუმ­ცა, იყო პე­რი­ო­დი, როცა ამ­ბობ­დით, რომ ივა­ნიშ­ვი­ლის­გან არა­ნა­ირ დახ­მა­რე­ბას არ იღებ­დით.

- პი­რი­ქით, სულ იმას ვამ­ბობ­დით, რომ ეს ადა­მი­ა­ნი გვეხ­მა­რე­ბო­და!.. თუმ­ცა, როცა ბა­ტო­ნი ბი­ძი­ნა პო­ლი­ტი­კა­ში მო­ვი­და, რა­ღაც პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­შინ­დე­ლი ხე­ლი­სუფ­ლე­ბის წარ­მო­მად­გენ­ლე­ბი თე­ატ­რის მმარ­თველს იბა­რებ­დნენ და ეუბ­ნე­ბოდ­ნენ, - ივა­ნიშ­ვი­ლის­გან დახ­მა­რე­ბის მი­ღე­ბა­ზე უარი თქვი­თო, მაგ­რამ ადა­მი­ა­ნის­თვის, რო­მე­ლიც წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში გვეხ­მა­რე­ბო­და, რა სინ­დი­სით უნდა გვეკ­რა ხელი?!

- ამ­ჟა­მად რა ხდე­ბა თე­ატ­რში? ცნო­ბი­ლია, რომ წელს კოტე მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის სა­ი­უ­ბი­ლეო წე­ლია...

- ასეა და ამი­ტო­მაც, სე­ზო­ნი ორი პრე­მი­ე­რით გავ­ხსე­ნით: ერთი მარ­ჯა­ნიშ­ვი­ლის ცხოვ­რე­ბა­ზეა, მე­ო­რე კი შექ­სპი­რის პი­ე­სის - "რო­გორც გე­ნე­ბოთ" მი­ხედ­ვით და­იდ­გა. სხვა­თა შო­რის, ამ სპექ­ტაკ­ლით ვი­ყა­ვით ლონ­დო­ნის ფეს­ტი­ვალ­ზეც.

ზურა ბე­რი­კაშ­ვი­ლის შვი­ლი- იქ­ნებ ცოტა რამ ამ ფეს­ტი­ვალ­ზე გვი­ამ­ბოთ...

- ლონ­დონ­ში შექ­სპი­რის პი­ე­სე­ბის ფეს­ტი­ვალ­ზე მიგ­ვიწ­ვი­ეს. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ამ ქვე­ყა­ნა­ში მსოფ­ლი­ოს თე­ატ­რა­ლუ­რი ცენ­ტრია და მსა­ხი­ო­ბე­ბი ყვე­ლა ქვეყ­ნი­დან იყ­ვნენ ჩა­სუ­ლი. თე­ატ­რის შე­ნო­ბას ისე­თი­ვე ფორ­მა აქვს, რო­გო­რიც შექ­სპი­რის დროს ჰქონ­და. ღია ცის ქვე­შაა, მხო­ლოდ სცე­ნაა გა­და­ხუ­რუ­ლი. ჩვე­ნი სპექ­ტაკ­ლის ნახ­ვის შემ­დეგ, იქა­უ­რო­ბა ტა­შით და­ინ­გრა; ისე­თი წარ­მა­ტე­ბა გვხვდა წი­ლად, რო­გორ­საც ნამ­დვი­ლად არ ვე­ლო­დით. სხვა­თა შო­რის, ლონ­დონ­ში გა­ზა­ფხულ­ზეც მოგ­ვი­წევს წას­ვლა - თე­ატ­რის მოყ­ვა­რუ­ლებს ექ­ვსი სპექ­ტაკ­ლი უნდა წარ­ვუდ­გი­ნოთ.

- პა­ტა­რა გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი პა­პის და მა­მის გზას არ და­ად­გა?

- პა­ტა­რა გივი ბე­რი­კაშ­ვი­ლი პა­ტა­რა აღარ არის - სა­მე­დი­ცი­ნო ფა­კულ­ტე­ტის მე­ო­რე კურ­სის სტუ­დენ­ტია. თა­ვად მო­ინ­დო­მა, რომ მე­დი­ცი­ნის მუ­შა­კი გახ­დეს და მის არ­ჩე­ვან­ში არ ჩა­ვე­რი­ეთ.

- უმ­ცროს შვილ­ზე რას გვე­ტყვით?

- ჩემი ქა­ლიშ­ვი­ლი ჯერ ხუთი წლი­საა. არ მიყ­ვარს, მშობ­ლებს შვი­ლე­ბი ამ ასაკ­ში რა­ღაც წრე­ებ­ზე რომ დაჰ­ყავთ. წა­მო­იზ­რდე­ბა და თა­ვად­ვე მე­ტყვის, რისი გა­კე­თე­ბა უნდა.

- მე­უღ­ლე რას საქ­მი­ა­ნობს?

- დრო­ე­ბით უმუ­შე­ვა­რია. მო­გეხ­სე­ნე­ბათ, ის მო­ზარდ მა­ყუ­რე­ბელ­თა თე­ატ­რის მსა­ხი­ო­ბი იყო, მაგ­რამ სამ­წუ­ხა­როდ, რო­გორც სხვა ბევ­რი არ­ტის­ტი, ისიც უსა­მარ­თლო­ბის მსხვერ­პლი გახ­და.

ნონა კუ­ტი­ბაშ­ვი­ლი

ჟურ­ნა­ლი "გზა"

(გა­მო­დის ხუთ­შა­ბა­თო­ბით)

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"

ზურა ბერიკაშვილი - "ჩემი მეუღლე უსამართლობის მსხვერპლი გახდა"

ბოლო დროს გივი და მანანა ბერიკაშვილები პოლიტიკაში აქტიურად ჩაერთვნენ, მსახიობი ზურა ბერიკაშვილი კი პოლიტიკური განცხადებების გაკეთებისგან თავს იკავებს. როგორც თავად ამბობს, ამის მიზეზი მისი პროფესიაა - აქტიურად მონაწილეობს მარჯანიშვილის თეატრის სპექტაკლებში და სხვა რაღაცებისთვის დრო არ რჩება. თუმცა, დას - ქალბატონ მანანას შეძლებისდაგვარად, გვერდით ედგა და აქტიურად გულშემატკივრობდა.

- ბოლო დროს თქვენი ოჯახის წევრებს ხშირად ვხედავდით ეკრანზე; ისინი პოლიტიკურ პროცესებში აქტიურად იყვნენ ჩართული, თქვენ კი ამ მხრივ არ აქტიურობდით...

- მართლაც, დიდი ხანია, ეკრანზე აღარ გამოვჩენილვარ. მარჯანიშვილის თეატრში ყოველდღე სპექტაკლები გვაქვს და სხვა რაღაცებისთვის ვერ ვიცლი... ჩემი და - მანანა მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი იყო და პოლიტიკაში ძალაუნებურად, მისი ოჯახის წევრებიც ჩავერთეთ. მართალია, მანანას პოლიტიკური გამოცდილება არ ჰქონდა, მაგრამ შემოთავაზებაზე უარი მაინც არ თქვა.

მანანა ბერიკაშვილი და ბიძინა ივანიშვილი- როცა ბატონმა ბიძინამ გურჯაანში დეპუტატობის კანდიდატად თქვენი და დაასახელა, ბატონი გივი იქ იყო და კახელებს სიტყვითაც კი მიმართა... საინტერესოა, ასეთ დროს დის გვერდით რატომ არ იყავით?

- მეც იქ ვიყავი. კამერების წინ თუ არ ვპოზიორობდი, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჩემს დას გვერდით არ ვედექი... სხვათა შორის, ოჯახის წევრები თავიდანვე მხარს ვუჭერდით "ქართულ ოცნებას".

- ბატონმა გივიმ თქვა, რომ ბატონ ბიძინასთან დიდი ხნის ნაცნობობა აკავშირებს...

- გივი წლებია, ბატონ ბიძინასთან მეგობრობს. ვიდრე მანანა პოლიტიკით დაკავდებოდა, მამა ხშირად მიდიოდა ივანიშვილების სახლში, სპეციალურად მეგობრებისთვის გამართულ ვახშამზე. 10-15 წელია, ბატონი ბიძინა თეატრის მსახიობებს გვეხმარება და პირადად მე, "ქართულ ოცნებას" მხარს ამიტომაც ვუჭერდი. ის ქველმოქმედი ადამიანია; ქართული თეატრი მისი გადარჩენილია. ჰოდა, როგორ შეიძლება, ასეთ ადამიანს საჭირო დროს გვერდით არ დაუდგე?!

ზურა ბერიკაშვილი- თუმცა, იყო პერიოდი, როცა ამბობდით, რომ ივანიშვილისგან არანაირ დახმარებას არ იღებდით.

- პირიქით, სულ იმას ვამბობდით, რომ ეს ადამიანი გვეხმარებოდა!.. თუმცა, როცა ბატონი ბიძინა პოლიტიკაში მოვიდა, რაღაც პერიოდის განმავლობაში მაშინდელი ხელისუფლების წარმომადგენლები თეატრის მმართველს იბარებდნენ და ეუბნებოდნენ, - ივანიშვილისგან დახმარების მიღებაზე უარი თქვითო, მაგრამ ადამიანისთვის, რომელიც წლების განმავლობაში გვეხმარებოდა, რა სინდისით უნდა გვეკრა ხელი?!

- ამჟამად რა ხდება თეატრში? ცნობილია, რომ წელს კოტე მარჯანიშვილის საიუბილეო წელია...

- ასეა და ამიტომაც, სეზონი ორი პრემიერით გავხსენით: ერთი მარჯანიშვილის ცხოვრებაზეა, მეორე კი შექსპირის პიესის - "როგორც გენებოთ" მიხედვით დაიდგა. სხვათა შორის, ამ სპექტაკლით ვიყავით ლონდონის ფესტივალზეც.

ზურა ბერიკაშვილის შვილი- იქნებ ცოტა რამ ამ ფესტივალზე გვიამბოთ...

- ლონდონში შექსპირის პიესების ფესტივალზე მიგვიწვიეს. მოგეხსენებათ, ამ ქვეყანაში მსოფლიოს თეატრალური ცენტრია და მსახიობები ყველა ქვეყნიდან იყვნენ ჩასული. თეატრის შენობას ისეთივე ფორმა აქვს, როგორიც შექსპირის დროს ჰქონდა. ღია ცის ქვეშაა, მხოლოდ სცენაა გადახურული. ჩვენი სპექტაკლის ნახვის შემდეგ, იქაურობა ტაშით დაინგრა; ისეთი წარმატება გვხვდა წილად, როგორსაც ნამდვილად არ ველოდით. სხვათა შორის, ლონდონში გაზაფხულზეც მოგვიწევს წასვლა - თეატრის მოყვარულებს ექვსი სპექტაკლი უნდა წარვუდგინოთ.

- პატარა გივი ბერიკაშვილი პაპის და მამის გზას არ დაადგა?

- პატარა გივი ბერიკაშვილი პატარა აღარ არის - სამედიცინო ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია. თავად მოინდომა, რომ მედიცინის მუშაკი გახდეს და მის არჩევანში არ ჩავერიეთ.

- უმცროს შვილზე რას გვეტყვით?

- ჩემი ქალიშვილი ჯერ ხუთი წლისაა. არ მიყვარს, მშობლებს შვილები ამ ასაკში რაღაც წრეებზე რომ დაჰყავთ. წამოიზრდება და თავადვე მეტყვის, რისი გაკეთება უნდა.

- მეუღლე რას საქმიანობს?

- დროებით უმუშევარია. მოგეხსენებათ, ის მოზარდ მაყურებელთა თეატრის მსახიობი იყო, მაგრამ სამწუხაროდ, როგორც სხვა ბევრი არტისტი, ისიც უსამართლობის მსხვერპლი გახდა.

ნონა კუტიბაშვილი

ჟურნალი ”გზა”

(გამოდის ხუთშაბათობით)

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება