სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება
ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

ვი­ტა­ლი კლი­ჩკომ სპორ­ტუ­ლი რინ­გი­დან პო­ლი­ტი­კურ არე­ნა­ზე გა­და­ი­ნაც­ვლა - კრი­ვის მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნი სა­კუ­თარ პარ­ტი­ის, "UDAR"-ის სა­თა­ვე­ში უკ­რა­ი­ნულ რა­და­ში მო­სახ­ვედ­რად იბ­რძო­ლებს.

41 წლის კლი­ჩკომ, რო­მე­ლიც მსოფ­ლიო ჩემ­პი­ო­ნის ქამ­რის გარ­და მეც­ნი­ე­რე­ბა­თა დოქ­ტო­რის ხა­რისხსაც ფლობს, უარი გა­ნა­ცხა­და შე­ერ­თე­ბო­და ოპო­ზი­ცი­ურ კო­ა­ლი­ცი­ას და პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლას და­მო­უ­კი­დე­ბე­ლი ოპო­ზი­ცი­ის სტა­ტუ­სით აპი­რებს.

"სამ­წუ­ხა­როდ, უკ­რა­ი­ნა მსოფ­ლი­ო­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე კო­რუმ­პი­რე­ბუ­ლი ქვე­ყა­ნაა. პარ­ლა­მენ­ტში შეს­ვლა სწო­რედ იმი­ტომ გვწა­დია, რომ ეს შევ­ცვა­ლოთ. ჩვენ მო­ვი­თხოვთ კა­ნო­ნის მი­მართ ყო­ვე­ლი მო­ქა­ლა­ქის თა­ნას­წო­რო­ბას. გვსურს მო­ვახ­დი­ნოთ მა­სობ­რი­ვი დის­კვა­ლი­ფი­კა­ცია ადა­მი­ა­ნე­ბი­სა, რომ­ლებ­მაც ჩა­ი­დი­ნეს და­ნა­შა­უ­ლი და არ შე­ას­რუ­ლეს სა­კუ­თა­რი მო­ვა­ლე­ო­ბე­ბი. ჩვენ ამომ­რჩე­ველს ვთა­ვა­ზობთ სრუ­ლი­ად ახალ პრინ­ცი­პებს და ახალ­გაზ­რდა თა­ო­ბას", - აცხა­დებს კლი­ჩკო "ევ­რო­ნი­უს­თან" ინ­ტერ­ვი­უ­ში.

მი­სი­ვე თქმით, პარ­ლა­მენ­ტში მოხ­ვედ­რის შემ­თხვე­ვა­ში მისი და პარ­ტია "UDAR"-ის ერთ-ერთი პირ­ვე­ლი ინი­ცი­ა­ტი­ვა ლუსტრა­ცი­ის კა­ნო­ნის შე­მო­ღე­ბა იქ­ნე­ბა, რო­მე­ლიც წარ­სულ­ში და­ნა­შა­უ­ლებ­რივ ქმე­დე­ბებ­ში მხი­ლე­ბულ ოფი­ცი­ა­ლურ პი­რე­ბის სა­ხელ­მწი­ფო სამ­სა­ხუ­რე­ბი­დან გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას გუ­ლის­ხმობს.

პო­ლი­ტი­კა­ში ეს კლი­ჩკოს პირ­ვე­ლი ნა­ბი­ჯია, თუ არ ჩავ­თვლით კი­ე­ვის საკ­რე­ბუ­ლოს არ­ჩევ­ნებს, სა­დაც კლი­ჩკომ და მის­მა ბლოკ­მა ხმა­თა 10% მო­ი­პო­ვეს.

მომ­ზა­დე­ბუ­ლია euronews-ის მი­ხედ­ვით.

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

ვიტალი კლიჩკო არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად ემზადება

ვიტალი კლიჩკომ სპორტული რინგიდან პოლიტიკურ არენაზე გადაინაცვლა - კრივის მსოფლიო ჩემპიონი საკუთარ პარტიის, "UDAR"-ის სათავეში უკრაინულ რადაში მოსახვედრად იბრძოლებს.

41 წლის კლიჩკომ, რომელიც მსოფლიო ჩემპიონის ქამრის გარდა მეცნიერებათა დოქტორის ხარისხსაც ფლობს, უარი განაცხადა შეერთებოდა ოპოზიციურ კოალიციას და პარლამენტში შესვლას დამოუკიდებელი ოპოზიციის სტატუსით აპირებს.

"სამწუხაროდ, უკრაინა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კორუმპირებული ქვეყანაა. პარლამენტში შესვლა სწორედ იმიტომ გვწადია, რომ ეს შევცვალოთ. ჩვენ მოვითხოვთ კანონის მიმართ ყოველი მოქალაქის თანასწორობას. გვსურს მოვახდინოთ მასობრივი დისკვალიფიკაცია ადამიანებისა, რომლებმაც ჩაიდინეს დანაშაული და არ შეასრულეს საკუთარი მოვალეობები. ჩვენ ამომრჩეველს ვთავაზობთ სრულიად ახალ პრინციპებს და ახალგაზრდა თაობას", - აცხადებს კლიჩკო "ევრონიუსთან" ინტერვიუში.

მისივე თქმით, პარლამენტში მოხვედრის შემთხვევაში მისი და პარტია "UDAR"-ის ერთ-ერთი პირველი ინიციატივა ლუსტრაციის კანონის შემოღება იქნება, რომელიც წარსულში დანაშაულებრივ ქმედებებში მხილებულ ოფიციალურ პირების სახელმწიფო სამსახურებიდან განთავისუფლებას გულისხმობს.

პოლიტიკაში ეს კლიჩკოს პირველი ნაბიჯია, თუ არ ჩავთვლით კიევის საკრებულოს არჩევნებს, სადაც კლიჩკომ და მისმა ბლოკმა ხმათა 10% მოიპოვეს.

მომზადებულია euronews-ის მიხედვით.

9 წლის გოგონებს ერთი საათით "ათხოვებენ" - ჟურნალისტებმა ერაყში შემზარავი მასალა გადაიღეს

მოსკოვში ხანძარს 4 ბავშვი ემსხვერპლა - "უყურადღებოდ იყვნენ დარჩენილი, რადგან დედა ან მეზობელთან იყო გასული, ან ნასვამს ეძინა"

პრინცს, რომელსაც ქალი გაუპატიურებას აბრალებს, ავსტრალიაში არავინ დახვდა