საზოგადოება
მსოფლიო
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
პოლიტიკა
სამართალი
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
სპორტი
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."
ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."

მომ­ღე­რა­ლი ნინი შერ­მა­დი­ნი 8 ნო­ემ­ბერს ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბულ შტა­ტებ­ში მი­ემ­გზავ­რე­ბა. 18 ნო­ემ­ბერს ბროდ­ვე­ი­ზე გა­ი­მარ­თე­ბა კას­ტინ­გი მი­უ­ზიკ­ლის­თვის "კა­ბა­რე", რო­მელ­შიც ქარ­თვე­ლი მომ­ღე­რა­ლიც მი­ი­ღებს მო­ნა­წი­ლე­ო­ბას. ბუ­ნებ­რი­ვია, ამ ამ­ბით პირ­ვე­ლი თქვე­ნი ერ­თგუ­ლი ბუკ­ლი­კო და­ინ­ტე­რეს­და, თუმ­ცა მას­თან ინ­ტერ­ვიუ ძვე­ლი ამ­ბე­ბის გახ­სე­ნე­ბით და­ვი­წყე.

- ნინი, შენ იმ მომ­ღერ­ლე­ბის რი­ცხვში შე­დი­ხარ, რომ­ლე­ბიც ნაც­მოძ­რა­ო­ბის წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტებ­ზე მღე­როდ­ნენ. რამ­დე­ნი­მე მათ­გან­მა ცი­ხის კად­რე­ბის შემ­დეგ მათ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბა­ზე უარი სა­ჯა­როდ გა­ნა­ცხა­და. შენ რა­ტომ არ იყა­ვი მათ რი­ცხვში?

- ძა­ლი­ან მარ­ტი­ვი მი­ზე­ზი მაქვს. კად­რე­ბის ეთერ­ში გას­ვლის დღი­დან სა­არ­ჩევ­ნო კონ­ცერ­ტე­ბი გა­უქ­მდა. მა­შინ არა­ვის გვემ­ღე­რე­ბო­და. ნა­ცი­ო­ნა­ლურ­მა მოძ­რა­ო­ბამ თა­ვად მი­ი­ღო ეს გა­და­წყვე­ტი­ლე­ბა. ამი­ტომ არ მეს­მის იმ კო­ლე­გე­ბის, ვინც უარს სა­ჯა­როდ ამ­ბობ­და ამა­ზე. კონ­ცერ­ტე­ბი აღარ იყო და რაზე უნდა მეთ­ქვა უარი. დღეს ბევ­რი მაკ­რი­ტი­კებს ამ კონ­ცერ­ტებ­ში მო­ნა­წი­ლე­ო­ბის­თვის. არ ტარ­დე­ბო­და სხვა კონ­ცერ­ტი, სა­დაც მომ­ღე­რალს თა­ვი­სი თა­ვის რე­ა­ლი­ზე­ბა შე­ეძ­ლო. თან ამ კონ­ცერ­ტებ­ზე მხო­ლოდ პო­ლი­ტი­კო­სე­ბის ლო­ზუნ­გე­ბის თუ წი­ნა­სა­არ­ჩევ­ნო და­პი­რე­ბე­ბის მო­სას­მე­ნად არ მო­დი­ო­და ხალ­ხი. ისი­ნი ჩვენ მო­სას­მე­ნად მო­დი­ოდ­ნენ. მე ხალ­ხის­თვის ვმღე­რო­დი და არა რო­მე­ლი­მე პო­ლი­ტი­კუ­რი ორ­გა­ნი­ზა­ცი­ის­თვის. სულ ვამ­ბობ, რომ მომ­ღე­რა­ლი არ უნდა იყოს პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი. თუმ­ცა, იყო რამ­დე­ნი­მე მა­ჟო­რი­ტა­რი კან­დი­და­ტი, რომ­ლე­ბიც ჩემი მე­გობ­რე­ბი არი­ან, ძა­ლი­ან კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი და მათ მხარ­და­სა­ჭერ კონ­ცერ­ტებს ყო­ველ­თვის უსას­ყიდ­ლოდ ვთან­ხმდე­ბო­დი.

- გა­ი­მარ­ჯვეს?

- ერ­თმა - კი და ორმა - ვერა.

- მაგ­რამ შენ გეც­ვა მა­ი­სუ­რი ხუ­თი­ა­ნით.

- რო­გორ გე­კად­რე­ბათ!

- ფოტო მაქვს ნა­ნა­ხი, კო­ლა­ჟია?

- არც ერთ კონ­ცერ­ტზე არ მცმია მა­ი­სუ­რი, იმი­ტომ, რომ არ ვარ პო­ლი­ტი­კო­სი. არ ვე­კუთ­ვნი არც მი­შას და არც ბი­ძი­ნას. არას­დროს პო­ლი­ტი­ზე­ბუ­ლი არ ვყო­ფილ­ვარ, არა­ვის მხარ­დამ­ჭე­რი. ვუს­მენ­დი ყო­ველ­თვის მას, ვინც ჩემ­თვის ძა­ლი­ან მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ადა­მი­ა­ნია, ეს არის უწ­მინ­დე­სი და უნე­ტა­რე­სი ილია მე­ო­რე... იმ ღა­მეს, როცა ცი­ხის კად­რე­ბი ვნა­ხე, ფე­ის­ბუქ­ზე დავ­წე­რე ასე­თი სტა­ტუ­სი - "ჩემს კო­ლე­გებს ვე­კი­თხე­ბი, ვინ­მეს თუ ემ­ღე­რე­ბა დღეს". ბევ­რი გა­მო­მეხ­მა­უ­რა, რომ - არა­ვის. ყვე­ლას­თვის შემ­ზა­რა­ვი იყო ეს ყვე­ლა­ფე­რი. იმ წუ­თას ქარ­თვე­ლო­ბაც კი შემ­ზი­ზღდა. პირ­ვე­ლად გა­მიჩ­ნდა კა­ცის მოკ­ვლის სურ­ვი­ლი, როცა იმ ჯა­ლა­თის ხმას ვუს­მენ­დი.

- მალე ამე­რი­კა­ში მი­ემ­გზავ­რე­ბი...

- არ­სე­ბობს ერთი კარ­გი ადა­მი­ა­ნი, სოსო თო­ლო­რა­ია. ჯერ კი­დევ "ჯე­ოს­ტა­რი­დან" ვარ მისი აღ­მო­ჩე­ნა და სიმ­პა­თია. ამას წი­ნათ მი­თხრა, შენი ლინ­კე­ბი გა­მო­მიგ­ზავ­ნე სას­წრა­ფო­დო, გა­ვუგ­ზავ­ნე და მომ­დის წე­რი­ლი: შენ გე­ლო­დე­ბი­ან ბროდ­ვე­ი­ზე, სა­დაც უნდა და­იდ­გას მი­უ­ზიკ­ლი "კა­ბა­რე". ვუ­თხა­რი, მასე ნუ მე­ხუმ­რე­ბი-მეთ­ქი. ბო­ლოს და­მარ­წმუ­ნა, რომ სა­ხუ­მა­რო არა­ფე­რი იყო და და­ვი­წყე მზა­დე­ბა. უამ­რავ­ჯერ ვნა­ხე ფილ­მი "კა­ბა­რე". სიმ­ღე­რე­ბი და­ვი­ზე­პი­რე. შე­ვავ­სე აპ­ლი­კა­ცია ამე­რი­კის სა­ელ­ჩო­ში, შე­ვე­დი და ათწ­ლი­ა­ნი მულ­ტი­ვი­ზა ჩა­მირ­ტყა ამე­რი­კის სა­ელ­ჩომ. 18 ნო­ემ­ბერს არის კას­ტინ­გი. ოფი­ცი­ა­ლუ­რი წე­რი­ლი მო­ვი­და იქი­დან, მი­მარ­თეს კულ­ტუ­რის სა­მი­ნის­ტროს, რომ და­მი­ფი­ნან­სონ გზა. მაგ­რამ მე ხომ ბედი არა­ფერ­ში არ მაქვს (იცი­ნის), ეს იყო არ­ჩევ­ნე­ბამ­დე. შე­სა­ბა­მი­სად, ვე­რა­ვინ ვე­რა­ფე­რი და­მი­ფი­ნან­სა. სა­კუ­თა­რი სახ­სრე­ბით მო­ვა­ხერ­ხე და მივ­დი­ვარ.

თუ კარ­გად წარ­მო­ვა­ჩენ თავს, ყვე­ლა­ფე­რი კარ­გად იქ­ნე­ბა. თა­ვის წარ­მო­ჩე­ნა და სა­კუ­თა­რი ძა­ლე­ბის დე­მონ­სტრი­რე­ბა კი არას­დროს მეშ­ლე­ბო­და. ეს გინ­და ამ­ბი­ცი­ა­ში ჩა­მით­ვა­ლეთ და გინ­და თავ­ში ავარ­დნა­ში. იმის პრე­ტენ­ზია ყო­ველ­თვის მქონ­და, რომ კარ­გად ვმღე­რი. დიდი სურ­ვი­ლი მაქვს, იქა­ურ "ხმა­შიც" გა­მო­ვი­დე.

- არ წყდე­ბა შენი პი­რა­დი ცხოვ­რე­ბის გან­ხილ­ვა პრე­სის ფურ­ცლებ­ზე... ახ­ლა­ხან გა­ვი­გეთ, რომ შენს სტი­ლისტს შეჰ­ყვა­რე­ბი­ხარ და შენს ცო­ლად მოყ­ვა­ნას გეგ­მავს.

- აი, ხომ ხე­დავთ, ჯერ ისევ სა­ქორ­წი­ნო ბეჭ­დის გა­რე­შე მივფრი­ნავ ამე­რი­კა­ში. ჩა­გი­ვარ­დათ კოვ­ზი ნა­ცარ­ში.

- სტი­ლის­ტი არ მიგ­ყავს თან?

- თუ კარ­გად მო­იქ­ცე­ვა, წა­ვიყ­ვან.

- ცო­ტა­თი მა­ინც არ გწყდე­ბა გული, რომ ტო­ვებ შენს ქვე­ყა­ნას?

- ძა­ლი­ან დიდი იმე­დი მაქვს, სა­ქარ­თვე­ლო­ში რომ დავ­ბრუნ­დე­ბი, ყვე­ლა­ფე­რი და­ლა­გე­ბუ­ლი და და­წყნა­რე­ბუ­ლი იქ­ნე­ბა.

ჟურ­ნა­ლი "რე­ი­ტინ­გი"

(გა­მო­დის ორ­შა­ბა­თო­ბით)

ასე­ვე იხი­ლეთ: ნინი შერ­მა­დინ­მა ნიუ-იორ­კის მო­დის კვი­რე­უ­ლი გახ­სნა

- ქარ­თულ-სომ­ხუ­რი "ახ, ტურ­ფავ, ტურ­ფავ" - ნინი შერ­მა­დი­ნი და ან­დრე

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."

ნინი შერმადინი: "არც მიშას ვეკუთვნი და არც ბიძინას..."

მომღერალი ნინი შერმადინი 8 ნოემბერს ამერიკის შეერთებულ შტატებში მიემგზავრება. 18 ნოემბერს ბროდვეიზე გაიმართება კასტინგი მიუზიკლისთვის "კაბარე", რომელშიც ქართველი მომღერალიც მიიღებს მონაწილეობას. ბუნებრივია, ამ ამბით პირველი თქვენი ერთგული ბუკლიკო დაინტერესდა, თუმცა მასთან ინტერვიუ ძველი ამბების გახსენებით დავიწყე.

- ნინი, შენ იმ მომღერლების რიცხვში შედიხარ, რომლებიც ნაცმოძრაობის წინასაარჩევნო კონცერტებზე მღეროდნენ. რამდენიმე მათგანმა ციხის კადრების შემდეგ მათ კონცერტებში მონაწილეობაზე უარი საჯაროდ განაცხადა. შენ რატომ არ იყავი მათ რიცხვში?

- ძალიან მარტივი მიზეზი მაქვს. კადრების ეთერში გასვლის დღიდან საარჩევნო კონცერტები გაუქმდა. მაშინ არავის გვემღერებოდა. ნაციონალურმა მოძრაობამ თავად მიიღო ეს გადაწყვეტილება. ამიტომ არ მესმის იმ კოლეგების, ვინც უარს საჯაროდ ამბობდა ამაზე. კონცერტები აღარ იყო და რაზე უნდა მეთქვა უარი. დღეს ბევრი მაკრიტიკებს ამ კონცერტებში მონაწილეობისთვის. არ ტარდებოდა სხვა კონცერტი, სადაც მომღერალს თავისი თავის რეალიზება შეეძლო. თან ამ კონცერტებზე მხოლოდ პოლიტიკოსების ლოზუნგების თუ წინასაარჩევნო დაპირებების მოსასმენად არ მოდიოდა ხალხი. ისინი ჩვენ მოსასმენად მოდიოდნენ. მე ხალხისთვის ვმღეროდი და არა რომელიმე პოლიტიკური ორგანიზაციისთვის. სულ ვამბობ, რომ მომღერალი არ უნდა იყოს პოლიტიზებული. თუმცა, იყო რამდენიმე მაჟორიტარი კანდიდატი, რომლებიც ჩემი მეგობრები არიან, ძალიან კარგი ადამიანები და მათ მხარდასაჭერ კონცერტებს ყოველთვის უსასყიდლოდ ვთანხმდებოდი.

- გაიმარჯვეს?

- ერთმა - კი და ორმა - ვერა.

- მაგრამ შენ გეცვა მაისური ხუთიანით.

- როგორ გეკადრებათ!

- ფოტო მაქვს ნანახი, კოლაჟია?

- არც ერთ კონცერტზე არ მცმია მაისური, იმიტომ, რომ არ ვარ პოლიტიკოსი. არ ვეკუთვნი არც მიშას და არც ბიძინას. არასდროს პოლიტიზებული არ ვყოფილვარ, არავის მხარდამჭერი. ვუსმენდი ყოველთვის მას, ვინც ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანია, ეს არის უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე... იმ ღამეს, როცა ციხის კადრები ვნახე, ფეისბუქზე დავწერე ასეთი სტატუსი - "ჩემს კოლეგებს ვეკითხები, ვინმეს თუ ემღერება დღეს". ბევრი გამომეხმაურა, რომ - არავის. ყველასთვის შემზარავი იყო ეს ყველაფერი. იმ წუთას ქართველობაც კი შემზიზღდა. პირველად გამიჩნდა კაცის მოკვლის სურვილი, როცა იმ ჯალათის ხმას ვუსმენდი.

- მალე ამერიკაში მიემგზავრები...

- არსებობს ერთი კარგი ადამიანი, სოსო თოლორაია. ჯერ კიდევ "ჯეოსტარიდან" ვარ მისი აღმოჩენა და სიმპათია. ამას წინათ მითხრა, შენი ლინკები გამომიგზავნე სასწრაფოდო, გავუგზავნე და მომდის წერილი: შენ გელოდებიან ბროდვეიზე, სადაც უნდა დაიდგას მიუზიკლი "კაბარე". ვუთხარი, მასე ნუ მეხუმრები-მეთქი. ბოლოს დამარწმუნა, რომ სახუმარო არაფერი იყო და დავიწყე მზადება. უამრავჯერ ვნახე ფილმი "კაბარე". სიმღერები დავიზეპირე. შევავსე აპლიკაცია ამერიკის საელჩოში, შევედი და ათწლიანი მულტივიზა ჩამირტყა ამერიკის საელჩომ. 18 ნოემბერს არის კასტინგი. ოფიციალური წერილი მოვიდა იქიდან, მიმართეს კულტურის სამინისტროს, რომ დამიფინანსონ გზა. მაგრამ მე ხომ ბედი არაფერში არ მაქვს (იცინის), ეს იყო არჩევნებამდე. შესაბამისად, ვერავინ ვერაფერი დამიფინანსა. საკუთარი სახსრებით მოვახერხე და მივდივარ.

თუ კარგად წარმოვაჩენ თავს, ყველაფერი კარგად იქნება. თავის წარმოჩენა და საკუთარი ძალების დემონსტრირება კი არასდროს მეშლებოდა. ეს გინდა ამბიციაში ჩამითვალეთ და გინდა თავში ავარდნაში. იმის პრეტენზია ყოველთვის მქონდა, რომ კარგად ვმღერი. დიდი სურვილი მაქვს, იქაურ "ხმაშიც" გამოვიდე.

- არ წყდება შენი პირადი ცხოვრების განხილვა პრესის ფურცლებზე... ახლახან გავიგეთ, რომ შენს სტილისტს შეჰყვარებიხარ და შენს ცოლად მოყვანას გეგმავს.

- აი, ხომ ხედავთ, ჯერ ისევ საქორწინო ბეჭდის გარეშე მივფრინავ ამერიკაში. ჩაგივარდათ კოვზი ნაცარში.

- სტილისტი არ მიგყავს თან?

- თუ კარგად მოიქცევა, წავიყვან.

- ცოტათი მაინც არ გწყდება გული, რომ ტოვებ შენს ქვეყანას?

- ძალიან დიდი იმედი მაქვს, საქართველოში რომ დავბრუნდები, ყველაფერი დალაგებული და დაწყნარებული იქნება.

ჟურნალი "რეიტინგი"

(გამოდის ორშაბათობით)

ასევე იხილეთ: ნინი შერმადინმა ნიუ-იორკის მოდის კვირეული გახსნა

- ქართულ-სომხური ”ახ, ტურფავ, ტურფავ” - ნინი შერმადინი და ანდრე

სალომე ჭაჭუა უცხოეთში მიემგზავრება - რომელი ქვეყნის "ცეკვავენ ვარსკვლავებში" გამოჩნდება მოცეკვავე

"სადაც არ უნდა ყოფილიყო, ყოველთვის სახლში ბრუნდებოდა... თბილისში..." - რას წერს გენიალურ კომპოზიტორზე ხელოვნებათმცოდნე

„თბილისური ჩუქურთმა“ - იმპრესიონისტი მხატვრის გამოფენა, რომელიც თბილისობას ეძღვნება