სპორტი
საზოგადოება
მეცნიერება

26

აპრილი

დღის ზოგადი ასტროლოგიური პროგნოზი

შაბათი, მთვარის ოცდამერვე დღე დაიწყება 05:19-ზე, მთვარე ვერძშია დღეს დაწყებული საქმეები წარმატებულად სრულდება. კარგი დღეა ფინანსური საკითხის მოსაგვარებლად; საყიდლებისთვის. შემოქმედებითი საქმიანობა წარმატებას მოგიტანთ. მოერიდეთ ურთიერთობის გარჩევას გარშემო მყოფებთან. კარგი დღეა სამსახურის, საქმიანობის შესაცვლელად. სასიამოვნო ემოციებს შეგძენთ ხანმოკლე მგზავრობა, ხანგრძლივი მოგზაურობა სხვა დღისთვის გადადეთ. კარგი დღეა ფიზიკური ვარჯიშებისთვის, საოჯახო საქმეების შესასრულებლად. მოერიდეთ ჭარბი საკვების მიღებას. აგრეთვე, არასასურველია სმა და მოწევა. მოერიდეთ ხის მოჭრას, ყვავილების მოწყვეტას. ყურადღება მიაქციეთ არტერიულ წნევას. გაუფრთხილდით თავს, არ გადაღალოთ ტვინი. დღის რთული ორგანოა თავი. ამიტომ მოერიდეთ ყოველგვარ ოპერაციასა და პროცედურას: თვალებზე, პირის ღრუში, ყურებზე.
მსოფლიო
სამართალი
პოლიტიკა
სამხედრო
მოზაიკა
კულტურა/შოუბიზნესი
Faceამბები
კონფლიქტები
კვირის კითხვადი სტატიები
თვის კითხვადი სტატიები
რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!
რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!

კვი­რას, 21 ოქ­ტომ­ბერს, რუს­თა­ვის №17 კო­ლო­ნი­ა­ში გი­ორ­გი დე­მეტ­რა­ძეს­თან ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შე­ვიდ­ნენ და მინი ფეხ­ბურთში ამ­ხა­ნა­გუ­რი მატ­ჩი გა­მარ­თეს. ეს ინ­ფორ­მა­ცია "ქრო­ნი­კას" კონ­ფი­დენ­ცი­ა­ლურ­მა წყა­რომ მი­ა­წო­და. რო­გორც "ქრო­ნი­კას" უთხრეს, სა­ფეხ­ბურ­თო მატ­ჩი დე­მეტ­რა­ძის მე­გობ­რის, ფეხ­ბურ­თელ ლადო ბურ­დუ­ლის ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა. სხვა­თა შო­რის, ისიც გვი­თხრეს, რომ ამ შეხ­ვედ­რის ჩა­ტა­რე­ბას ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ყვე­ლა გზით ხელს უშ­ლი­და, მაგ­რამ, სა­ბო­ლო­ოდ, მა­ინც და­თან­ხმდაო. ასეა თუ ისეა, კვი­რას შეხ­ვედ­რა შედ­გა, სტუმ­რად მი­სულ­მა ფეხ­ბურ­თე­ლებ­მა და პა­ტიმ­რებ­მა სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის და­წე­სე­ბუ­ლე­ბის სტა­დი­ონ­ზე ორი შეხ­ვედ­რა გა­მარ­თეს.

ინ­ფორ­მა­ცი­ის გა­და­სა­მოწ­მებ­ლად, "ქრო­ნი­კა" ფეხ­ბურ­თელ ლადო ბურ­დულს და­უ­კავ­შირ­და:

- სა­ი­დან გა­ი­გეთ?! ძა­ლი­ან ვიწ­რო წრემ ვი­ცო­დით, ეს მე­გობ­რუ­ლი მატ­ჩი იყო და არ ვა­პი­რებ­დით მე­დი­ით გახ­მა­უ­რე­ბას...

- ანუ გვი­დას­ტუ­რებთ, რომ შეხ­ვედ­რა შედ­გა?

- უკვე გცოდ­ნი­ათ და და­მალ­ვას რა აზრი აქვს? მინი ფეხ­ბურთში ეს მატ­ჩი ჩემი ინი­ცი­ა­ტი­ვით შედ­გა. მე დე­მეს­თან დიდი ხა­ნია ვმე­გობ­რობ და ამის გა­კე­თე­ბა დიდი ხა­ნია მინ­დო­და. რამ­დე­ნი­მე წლის წი­ნა­თაც შე­ვე­დით და ვი­თა­მა­შეთ ფეხ­ბურ­თი პა­ტიმ­რებ­თან, მერე დემე რომ და­ი­ჭი­რეს, მქონ­და მცდე­ლო­ბა, მაგ­რამ უარი მი­თხრეს. ახ­ლაც ვცა­დე და სას­ჯელ­საღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრო­დან შა­ბათს დაგ­ვი­რე­კეს, კვი­რას ორ სა­ათ­ზე გე­ლო­დე­ბი­თო. შევ­კრი­ბე 8-კა­ცი­ა­ნი გუნ­დი, შე­ვე­დით და ვი­თა­მა­შეთ...

- კონ­კრე­ტუ­ლად რო­მე­ლი ფეხ­ბურ­თე­ლე­ბი შეხ­ვე­დით?

- მე, ლე­ვან ცქი­ტიშ­ვი­ლი, ზვი­ად სტუ­რუა, მი­ხე­ილ ბო­ბო­ხი­ძე, და­ვით გო­გო­ლა­ძე, და­ვით დათ­ვა­ძე, კოკა მი­კუ­ჩა­ძე და გი­ორ­გი ელი­ა­უ­რი. დე­მეტ­რა­ძის გუნდში თვი­თონ დემე იყო, ყო­ფი­ლი ფეხ­ბურ­თე­ლი მე­რაბ რა­ტი­ა­ნი და სხვა პა­ტი­მა­რი ახალ­გაზ­რდე­ბი. სა­ინ­ტე­რე­სო თა­მა­ში გა­მო­ვი­და. სამი ახალ­გაზ­რდა და­მა­მახ­სოვ­რდა, შე­სა­ნიშ­ნა­ვად ითა­მა­შეს. მე­კა­რე, 19 წლის ბიჭი, ნამ­დვი­ლად პერ­სპექ­ტი­უ­ლი ფეხ­ბურ­თე­ლია. არ მე­გო­ნა, ასე­თი რთუ­ლი თა­მა­ში თუ გვექ­ნე­ბო­და, მაგ­რამ და­ძა­ბუ­ლი მატ­ჩე­ბი გა­ი­მარ­თა. პირ­ვე­ლი 7-6 მოგ­ვი­გეს, მომ­დევ­ნო კი ფრედ 4-4 დამ­თავ­რდა... შეხ­ვედ­რას პა­ტიმ­რე­ბიც ეს­წრე­ბოდ­ნენ, ალ­ბათ, 1000 კაც­ზე მეტი კი იყო. ბევ­რი ნაც­ნო­ბი და მე­გო­ბა­რი ვნა­ხეთ. ძა­ლი­ან ემო­ცი­უ­რი დღე გა­მო­ვი­და...

- დე­მეტ­რა­ძე თავს რო­გორ გრძნობს?

- დემე ისე არის, მე მგო­ნი, როცა ეროვ­ნულ ნაკ­რებ­ში ბოლო წლებ­ში თა­მა­შობ­და, ისეთ ფორ­მა­ში არ იყო, რო­გორ­შიც ახ­ლაა. სა­ფეხ­ბურ­თო კა­რი­ე­რა­ზე არ ფიქ­რობს, მაგ­რამ ფეხ­ბურთში, ალ­ბათ, დარ­ჩე­ბა...

- გან­თა­ვი­სუფ­ლე­ბას მალე ელო­დე­ბა?

- დღე­ებს ით­ვლის და იმე­დი აქვს, რომ ძა­ლი­ან მალე გა­მო­ვა. დავ­გეგ­მეთ, რომ ერთი ან ორი თვის შემ­დეგ ანა­ლო­გი­უ­რი შეხ­ვედ­რა კი­დევ ჩა­ვა­ტა­როთ, ოღონდ დემე ჩვენ­თან ერ­თად შე­ვი­დეს, სტუმ­რის სტა­ტუ­სით.

- და­ბო­ლოს, რო­გორც ჩვენ გა­ვი­გეთ, ამ მატ­ჩის ჩა­ტა­რე­ბას ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცია ეწი­ნა­აღ­მდე­გე­ბო­და...

- აი, ეს კი ვერ უთ­ქვამთ სი­მარ­თლე. ჩვენ ეს მატ­ჩი ფეხ­ბურ­თის ფე­დე­რა­ცი­ის წე­რი­ლის სა­ფუძ­ველ­ზე გავ­მარ­თეთ. პი­რა­დად შევ­ხვდი ზვი­ად სი­ჭი­ნა­ვას, რეზო არ­ვე­ლა­ძეს, გა­მი­კე­თეს შე­ამ­დგომ­ლო­ბა და ამის სა­ფუძ­ველ­ზე სას­ჯე­ლაღ­სრუ­ლე­ბის სა­მი­ნის­ტრომ ნება დაგ­ვრთო, ამ­ხა­ნა­გუ­რი შეხ­ვედ­რა გაგ­ვე­მარ­თა.

გა­ზე­თი "კვი­რის ქრო­ნი­კა"

დღის ვიდეო
00:00 / 00:00
მსოფლიო ლიდერები, სამეფო ოჯახი და ათასობით ადამიანი ვატიკანში - კადრები რომის პაპის დაკრძალვის ცერემონიიდან

რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!

რაზე ესაუბრა გიორგი დემეტრაძე ციხეში შესულ ფეხბურთელებს?!

კვირას, 21 ოქტომბერს, რუსთავის №17 კოლონიაში გიორგი დემეტრაძესთან ფეხბურთელები შევიდნენ და მინი ფეხბურთში ამხანაგური მატჩი გამართეს. ეს ინფორმაცია "ქრონიკას" კონფიდენციალურმა წყარომ მიაწოდა. როგორც "ქრონიკას" უთხრეს, საფეხბურთო მატჩი დემეტრაძის მეგობრის, ფეხბურთელ ლადო ბურდულის ინიციატივით შედგა. სხვათა შორის, ისიც გვითხრეს, რომ ამ შეხვედრის ჩატარებას ფეხბურთის ფედერაცია ყველა გზით ხელს უშლიდა, მაგრამ, საბოლოოდ, მაინც დათანხმდაო. ასეა თუ ისეა, კვირას შეხვედრა შედგა, სტუმრად მისულმა ფეხბურთელებმა და პატიმრებმა სასჯელაღსრულების დაწესებულების სტადიონზე ორი შეხვედრა გამართეს.

ინფორმაციის გადასამოწმებლად, "ქრონიკა" ფეხბურთელ ლადო ბურდულს დაუკავშირდა:

- საიდან გაიგეთ?! ძალიან ვიწრო წრემ ვიცოდით, ეს მეგობრული მატჩი იყო და არ ვაპირებდით მედიით გახმაურებას...

- ანუ გვიდასტურებთ, რომ შეხვედრა შედგა?

- უკვე გცოდნიათ და დამალვას რა აზრი აქვს? მინი ფეხბურთში ეს მატჩი ჩემი ინიციატივით შედგა. მე დემესთან დიდი ხანია ვმეგობრობ და ამის გაკეთება დიდი ხანია მინდოდა. რამდენიმე წლის წინათაც შევედით და ვითამაშეთ ფეხბურთი პატიმრებთან, მერე დემე რომ დაიჭირეს, მქონდა მცდელობა, მაგრამ უარი მითხრეს. ახლაც ვცადე და სასჯელსაღსრულების სამინისტროდან შაბათს დაგვირეკეს, კვირას ორ საათზე გელოდებითო. შევკრიბე 8-კაციანი გუნდი, შევედით და ვითამაშეთ...

- კონკრეტულად რომელი ფეხბურთელები შეხვედით?

- მე, ლევან ცქიტიშვილი, ზვიად სტურუა, მიხეილ ბობოხიძე, დავით გოგოლაძე, დავით დათვაძე, კოკა მიკუჩაძე და გიორგი ელიაური. დემეტრაძის გუნდში თვითონ დემე იყო, ყოფილი ფეხბურთელი მერაბ რატიანი და სხვა პატიმარი ახალგაზრდები. საინტერესო თამაში გამოვიდა. სამი ახალგაზრდა დამამახსოვრდა, შესანიშნავად ითამაშეს. მეკარე, 19 წლის ბიჭი, ნამდვილად პერსპექტიული ფეხბურთელია. არ მეგონა, ასეთი რთული თამაში თუ გვექნებოდა, მაგრამ დაძაბული მატჩები გაიმართა. პირველი 7-6 მოგვიგეს, მომდევნო კი ფრედ 4-4 დამთავრდა... შეხვედრას პატიმრებიც ესწრებოდნენ, ალბათ, 1000 კაცზე მეტი კი იყო. ბევრი ნაცნობი და მეგობარი ვნახეთ. ძალიან ემოციური დღე გამოვიდა...

- დემეტრაძე თავს როგორ გრძნობს?

- დემე ისე არის, მე მგონი, როცა ეროვნულ ნაკრებში ბოლო წლებში თამაშობდა, ისეთ ფორმაში არ იყო, როგორშიც ახლაა. საფეხბურთო კარიერაზე არ ფიქრობს, მაგრამ ფეხბურთში, ალბათ, დარჩება...

- განთავისუფლებას მალე ელოდება?

- დღეებს ითვლის და იმედი აქვს, რომ ძალიან მალე გამოვა. დავგეგმეთ, რომ ერთი ან ორი თვის შემდეგ ანალოგიური შეხვედრა კიდევ ჩავატაროთ, ოღონდ დემე ჩვენთან ერთად შევიდეს, სტუმრის სტატუსით.

- დაბოლოს, როგორც ჩვენ გავიგეთ, ამ მატჩის ჩატარებას ფეხბურთის ფედერაცია ეწინააღმდეგებოდა...

- აი, ეს კი ვერ უთქვამთ სიმართლე. ჩვენ ეს მატჩი ფეხბურთის ფედერაციის წერილის საფუძველზე გავმართეთ. პირადად შევხვდი ზვიად სიჭინავას, რეზო არველაძეს, გამიკეთეს შეამდგომლობა და ამის საფუძველზე სასჯელაღსრულების სამინისტრომ ნება დაგვრთო, ამხანაგური შეხვედრა გაგვემართა.

გაზეთი "კვირის ქრონიკა"

ბაია პატარაიას თათია სამსახარაძე და უფლებადამცველები დაუპირისპირდნენ - „სამი წელია პირში წყალი მაქვს დაგუბებული...“

ქართველი ჟურნალისტის და ამერიკელი დიპლომატის ქორწილი ვაშინგტონში - "ძალიან ბედნიერები ვართ, რომ ვიპოვეთ ერთმანეთი"

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ყოფილი კანდიდატი თამთა თოდაძეზე - "რა ბრიჯიტ ბარდო ესა მყავს, რა აბია ასეთი ნეტავ"