რუსეთის ქალაქ ტუმენში ერთ-ერთი სკოლის ფასადზე ბილიოთეკა დახატეს. ძველ ნაცრისფერ შენობაზე არტ-ჯგუფ "ქალაქის ფერის" წევრებმა იმუშავეს და იგი ნამდვილ შედევრად იქცა. მხატვრებმა ფასადი წიგნის თაროდ მოხატეს, რომლებზეც რამდენიმე მეტრიანი წიგნის ტომები დაალაგეს: პუშკინის პოეზიის კრებული, უილიამ შექსპირის "ჰამლეტი" და ტუმენელი ავტორების წიგნები.
მომზადებულია yes.com-ის მიხედვით.